პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე, ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა
"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე,  ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის იმე­და კა­ხი­ა­ნის ოჯახ­ში წარ­სულ­ში უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია დატ­რი­ა­ლა­და. მისი ვაჟი, ლადო კა­ხი­ა­ნი იმ დრო­ის­თვის უკურ­ნე­ბელ და­ა­ვა­დე­ბას ემსხვერ­პლა.

ლადო 12 წლის იყო, რო­დე­საც ლე­ი­კე­მია და­უდ­გი­ნეს. მომ­ღე­რალ­მა ეკა კა­ხი­ან­მა გა­და­ცე­მა­ში "სთო­რი" ერ­თა­დერ­თი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ილა­პა­რა­კა.

"ძა­ლი­ან დიდი ტრა­გე­დია იყო ჩემი ძმის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და ვფიქ­რობ, ამან ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩემს ხა­სი­ათ­ზე და ძა­ლი­ან შე­ვიც­ვა­ლე. მერე რომ დავ­ფიქ­რდი, ეს იყო, თო­რემ სხვა პრობ­ლე­მა არ მქო­ნია. ძა­ლი­ან ლაღი და უბედ­ნი­ე­რე­სი ბავ­შვო­ბა მქო­და. ამან ჩემ­ზე ეტყო­ბა ისე იმოქ­მე­და, რომ ჩა­ვი­კე­ტე, მი­ჭირ­და ლა­პა­რა­კი, კონ­ტაქ­ტი ადა­მი­ა­ნებ­თან.... დიდ­ხანს ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი.

4 წლით უმ­ცრო­სი ძმა მყავ­და... სულ ვფიქ­რობ, რომ გაზ­რდი­ლი­ყო, ახლა ძა­ლი­ან კარ­გი კაცი იქ­ნე­ბო­და. ჩემს მშობ­ლებს რაც ჰქონ­დათ სა­უ­კე­თე­სო, ყვე­ლა­ფე­რი ჰქონ­და მას. სულ ვფიქ­რობ, რომ ჩემი ოჯა­ხის და ჩემი მფარ­ვე­ლი ან­გე­ლო­ზია. ნინი და გო­გო­ე­ბი არ იც­ნობ­დნენ, მაგ­რამ სა­მი­ვე ამ­ბობს, ვგრძნობთ, რომ ლადო ჩვენ­თა­ნა­აო. სუ­ლი­ე­რად ჩვენ­თან არის ნამ­დვი­ლად.

წყნეთ­ში ვი­ყა­ვით, ვის­ვე­ნებ­დით, ზა­ფხუ­ლი იყო. ძა­ლი­ან ლაღი ბავ­შვი იყო, ჩემ­გან გან­სხვა­ვე­ბით, სრუ­ლად ჯან­მრთე­ლი, სი­ცო­ცხლით სავ­სე. უცებ და­სუს­ტდა, ფერი და­კარ­გა, დაწ­ვა ლო­გინ­ში და ვე­ღარ დგე­ბო­და. ბი­ჭე­ბი აკი­თხვად­ნენ, წამო, ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შო­თო და ად­გო­მა არ შე­ეძ­ლო. გვი­თხრეს, სის­ხლის ანა­ლი­ზი აი­ღე­თო. წა­ვიყ­ვა­ნეთ და პირ­ვე­ლი­ვე ანა­ლი­ზის პა­სუხზე იმე­დას, უთხრეს, რომ არ არ­სე­ბობს აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი. თვე­ნა­ხე­ვარს თუ შეძ­ლებ­სო...

მა­შინ არ არ­სე­ბობ­და ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვა. მა­შინ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბო­და ასე­თი ტრა­გე­დი­ე­ბი. ახლა ჩვენ მი­ვეჩ­ვი­ეთ ახალ­გაზ­რდე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბას. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ფეხ­ზე იდგა და ჩვენ გვერ­დით იყო, თუ ვინ­მეს რამე შე­ეძ­ლო, სა­ზღვარ­გა­რეთ თუ აქ, მაგ­რამ არ გა­მო­ვი­და..." - თქვა მომ­ღე­რალ­მა.

ეკა კა­ხი­ან­მა გა­იხ­სე­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე და ემო­ცი­უ­რი ეპი­ზო­დი მისი ძმის ცხოვ­რე­ბი­დან. იმე­და კა­ხი­ა­ნის ბოლო და­ბა­დე­ბის დღე ვაჟ­თან ერ­თად.

"არა­ვის ჰქონ­და და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნის გან­წყო­ბა... იმე­დას უთხრა, წა­ვა­გეთ ჩვენ თუ რას აკე­თე­ბო, დავ­მარ­ცხდი­თო?! ადე­ქი ახლა, და­უ­ძა­ხე შენს ძმა­კა­ცებს და გავ­შა­ლოთ სუფ­რა, რო­გორც სა­ჭი­როა. თვი­თონ ცუ­დად იყო, ვერ დგე­ბო­და, მაგ­რამ მარ­თლაც ასე მოხ­და. იმე­დამ გა­ა­კე­თა ისე, რო­გორც ლა­დოს უნ­დო­და და ის იყო იმე­დას ბოლო და­ბა­დე­ბის დღე ლა­დოს­თან ერ­თად.

ხში­რად რო­დე­საც ასე­თი ტრა­გე­დია ხდე­ბა ოჯახ­ში, მე­ო­რე შვი­ლი იჩაგ­რე­ბა. რად­გან ისე­თი გლო­ვაა, დედა და მამა ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ­დე­ბა, რომ ის ბავ­შვი ავი­წყდე­ბათ, რის გა­მოც ბავ­შვი ით­რგუ­ნე­ბა. ჩემ­მა მშობ­ლებ­მა ეს არ გა­მი­კე­თეს. იმა­თი სიმ­ძი­მე მე არ და­მაწ­ვა. ჩემი და ჩემი მშობ­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი არ მოგ­ვშო­რე­ბი­ან, ყვე­ლა ჩვენ­თან იყო, კა­რე­ბი არ იკე­ტე­ბო­და.

ჩემი მე­გობ­რე­ბი რომ მო­ვიდ­ნენ ჩვენ­თან, დე­დამ მე­ო­რე დღეს მი­თხრა, თუ გინ­დათ ჩარ­თეთ მაგ­ნი­ტო­ფო­ნი და იმ­ღე­რე­თო. მე რომ შვი­ლე­ბი გა­მიჩ­ნდა, მა­შინ გა­ვი­აზ­რე, ეს რო­გორ შეძ­ლეს, ამი­სი გა­და­ტა­ნა...

მერე გაჩ­ნდა ნინი და დე­და­ჩე­მი ამ­ბობ­და, რომ მე აღარ მრცხვე­ნო­და, რომ ცო­ცხა­ლი ვარო, მო­მე­ცა სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაო. მერე გა­ვა­ჩი­ნე კი­დევ შვი­ლე­ბი, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი და ახლა ისე­თი მო­ცუ­ლე­ბი არი­ან ამ სიყ­ვა­რუ­ლით... ჩემს შვი­ლიშ­ვი­ლებს ზრდი­ან ჩემი მშობ­ლე­ბი," - თქვა ეკა კა­ხი­ან­მა გა­და­ცე­მა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე, ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა

"მაშინ ასეთი ტრაგედიები იშვიათი იყო, მთელი საქართველო ჩვენ გვერდით იდგა... ძალიან ჩავიკეტე,  ვერ ვლაპარაკობდი" - რას ჰყვება ეკა კახიანი ძმაზე, რომელიც მძიმე დაავადებას ემსხვერპლა

საქართველოს სახალხო არტისტის იმედა კახიანის ოჯახში წარსულში უმძიმესი ტრაგედია დატრიალადა. მისი ვაჟი, ლადო კახიანი იმ დროისთვის უკურნებელ დაავადებას ემსხვერპლა.

ლადო 12 წლის იყო, როდესაც ლეიკემია დაუდგინეს. მომღერალმა ეკა კახიანმა გადაცემაში "სთორი" ერთადერთი ძმის გარდაცვალებაზე ილაპარაკა.

"ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩემი ძმის გარდაცვალება და ვფიქრობ, ამან ძალიან იმოქმედა ჩემს ხასიათზე და ძალიან შევიცვალე. მერე რომ დავფიქრდი, ეს იყო, თორემ სხვა პრობლემა არ მქონია. ძალიან ლაღი და უბედნიერესი ბავშვობა მქოდა. ამან ჩემზე ეტყობა ისე იმოქმედა, რომ ჩავიკეტე, მიჭირდა ლაპარაკი, კონტაქტი ადამიანებთან.... დიდხანს ვერ ვლაპარაკობდი.

4 წლით უმცროსი ძმა მყავდა... სულ ვფიქრობ, რომ გაზრდილიყო, ახლა ძალიან კარგი კაცი იქნებოდა. ჩემს მშობლებს რაც ჰქონდათ საუკეთესო, ყველაფერი ჰქონდა მას. სულ ვფიქრობ, რომ ჩემი ოჯახის და ჩემი მფარველი ანგელოზია. ნინი და გოგოები არ იცნობდნენ, მაგრამ სამივე ამბობს, ვგრძნობთ, რომ ლადო ჩვენთანააო. სულიერად ჩვენთან არის ნამდვილად.

წყნეთში ვიყავით, ვისვენებდით, ზაფხული იყო. ძალიან ლაღი ბავშვი იყო, ჩემგან განსხვავებით, სრულად ჯანმრთელი, სიცოცხლით სავსე. უცებ დასუსტდა, ფერი დაკარგა, დაწვა ლოგინში და ვეღარ დგებოდა. ბიჭები აკითხვადნენ, წამო, ფეხბურთი ვითამაშოთო და ადგომა არ შეეძლო. გვითხრეს, სისხლის ანალიზი აიღეთო. წავიყვანეთ და პირველივე ანალიზის პასუხზე იმედას, უთხრეს, რომ არ არსებობს აქედან გამოსავალი. თვენახევარს თუ შეძლებსო...

მაშინ არ არსებობდა ძვლის ტვინის გადანერგვა. მაშინ იშვიათად ხდებოდა ასეთი ტრაგედიები. ახლა ჩვენ მივეჩვიეთ ახალგაზრდების გარდაცვალებას. მთელი საქართველო ფეხზე იდგა და ჩვენ გვერდით იყო, თუ ვინმეს რამე შეეძლო, საზღვარგარეთ თუ აქ, მაგრამ არ გამოვიდა..." - თქვა მომღერალმა.

ეკა კახიანმა გაიხსენა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და ემოციური ეპიზოდი მისი ძმის ცხოვრებიდან. იმედა კახიანის ბოლო დაბადების დღე ვაჟთან ერთად.

"არავის ჰქონდა დაბადების დღის აღნიშვნის განწყობა... იმედას უთხრა, წავაგეთ ჩვენ თუ რას აკეთებო, დავმარცხდითო?! ადექი ახლა, დაუძახე შენს ძმაკაცებს და გავშალოთ სუფრა, როგორც საჭიროა. თვითონ ცუდად იყო, ვერ დგებოდა, მაგრამ მართლაც ასე მოხდა. იმედამ გააკეთა ისე, როგორც ლადოს უნდოდა და ის იყო იმედას ბოლო დაბადების დღე ლადოსთან ერთად.

ხშირად როდესაც ასეთი ტრაგედია ხდება ოჯახში, მეორე შვილი იჩაგრება. რადგან ისეთი გლოვაა, დედა და მამა ისეთ მდგომარეობაში ვარდება, რომ ის ბავშვი ავიწყდებათ, რის გამოც ბავშვი ითრგუნება. ჩემმა მშობლებმა ეს არ გამიკეთეს. იმათი სიმძიმე მე არ დამაწვა. ჩემი და ჩემი მშობლების მეგობრები არ მოგვშორებიან, ყველა ჩვენთან იყო, კარები არ იკეტებოდა.

ჩემი მეგობრები რომ მოვიდნენ ჩვენთან, დედამ მეორე დღეს მითხრა, თუ გინდათ ჩართეთ მაგნიტოფონი და იმღერეთო. მე რომ შვილები გამიჩნდა, მაშინ გავიაზრე, ეს როგორ შეძლეს, ამისი გადატანა...

მერე გაჩნდა ნინი და დედაჩემი ამბობდა, რომ მე აღარ მრცხვენოდა, რომ ცოცხალი ვარო, მომეცა სიცოცხლის გაგრძელების საშუალებაო. მერე გავაჩინე კიდევ შვილები, შვილიშვილები და ახლა ისეთი მოცულები არიან ამ სიყვარულით... ჩემს შვილიშვილებს ზრდიან ჩემი მშობლები," - თქვა ეკა კახიანმა გადაცემაში.

ასევე იხილეთ: