13 დეკემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს არგენტინისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
თამაში ხორვატების აქტიურობით დაიწყო, თუმცა ვითარება მოედანზე მნიშვნელოვნად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ხულიან ალვარესი ხორვატების მეკარესთან დომენიკ ლივაკოვიჩთან პირისპირ გავიდა, ამ უკანასკნელმა გამოსვლაზე სცადა შეეშალა ხელი არგენტინელისთვის, რა დროსაც მოხდა შეჯახება, რის შემდეგაც მატჩის არბიტრმა ლივაკოვიჩს ყვითელი ბარათი უჩვენა და მის კარში თერთმეტმეტრიანიც დანიშნა.
ფაქტობრივად, აუღებელი დარტყმით ლიონელ მესიმ ანგარიში 34-ე წუთზე გახსნა.
ამ თერთმეტმეტრიანთან დაკავშირებით აზრები გაიყო, საფეხბურთო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ მეკარე ამგვარ შეჯახებას ვერ აიცილებდა თავიდან და პენალტის დანიშვნა არასწორი იყო, თუმცა ბევრი ამბობს იმასაც, რომ მსაჯმა მართებული გადაწყვეტილება მიიღო.
მალევე ალვარესმა ხორვატების კარისკენ კიდევ ერთი რეიდი მოაწყო, ამჯერად მან თვითონვე გაიტანა და 39-ე წუთზე არგენტინა ორბურთიანი უპირატესობით გავიდა წინ. ამ ანგარიშით დასრულდა პირველი ტაიმი.
მეორე ტაიმი არგენტინის სრული უპირატესობით წარიმართა, შედეგად 69-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ლეო მესის დრიბლინგი საჯარიმოში პასით და ალვარესის მეორე გოლით დასრულდა.
მესამე გაშვებული გოლის შემდეგ ხორვატიის თამაში სრულიად ჩამოიშალა, არგენტინა კი გამუდმებით უტევდა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა. არგენტინამ ხორვატია ანგარიშით 3:0 სძლია.
მისი მეტოქე ფინალში 14 დეკემბერს, საფრანგეთო-მაროკოს დაპირისპირებაში გამოვლინდება.
ვერ გამიგია, რას მოჰყვა ასეთი აჟიოტაჟი? არც მთავარი არბიტრი და არც ვიდეო რეფერის არბიტრები დაეჭვებულან დარღვევის არსებობაში და ვინც მომენტს რამდენჯერმე ნახავს, ამაში აუცილებლად დარწმუნდება. მე, საერთოდ, ევროპის გუნდებს ვგულშემატკივრობ, მაგრამ ამ მომენტზე შემიძლია ვთქვა: მსაჯის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართალი. ზოგიერთებივით (სუბიექტურად მოაზროვნეებივით) უაზრო საუბარი რომ არ გამომივიდეს მივმართოთ ფაქტებს: დარღვევის დაფიქსირებისას უნდა მივმართოთ საფეხბურთო წესებს და არა ვიღაცამ მსგავს სიტუაციაში დანიშნა თუ არა 11 მ-იანი. რას გვეუბნება ფეხბურთის წესები? "თუ მოთამაშე ჩაიდენს ქვემოზთ მოყვანილი დარღვევებიდან რომელიმეს, დაინიშნება საჯარიმო დარტყმა (საჯარიმო მოედნის ფარგლებში-11 მ-იანი დარტყმა): 3) აფერხებს მეტოქის მოძრაობას ფიზიკური კონტაქტით (ხორვატების მეკარემ ფეხის კონტაქტით არ მისცა თავდამსხმელს მოძრაობის გაგრძელების საშუალება)-თამაშის წესები, პარაგრაფი-12.რაც შეეხება პოლონეთთან დანიშნულ 11მ-იანს: მის შესახებ წესებში სწერია: "თუ მოთამაშე დაარტყამს ხელს ან შეეცდება დაარტყას ხელი მოწინააღმდეგეს (შესნიმ ხელი დაარტყა მესის, არ აქვს მნიშვნელობა, ეს შემთხვევით იყო თუ განზრახ. განზრახ რომ დაერტყა, მას გააძევებდნენ), ის დაისჯება საჯარიმო ან 11 მ-იანი დარტყმით." მე მგონი, ყველაფერი გასაგებია.
პირველი პენალტის დანიშვნა იყო სამარცხვინო,ხორვატიამ იქიდან დაწყებული დაიწყო უკუსვლა-ამაზე მძაფრი სიტუაციები გვინახია ,სადაც პენალტები არ დანიშნულა ამაში ყველაფერია ნათქვამი-ცნობილი ლუის მენოტი ამბობდა ფინალი იმიტომ არსებობს კიდევაც უნდა მოიგო-ვნახოთ ვინაა რჩეული