საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)
გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)

არა­ვის­თვის არის სი­ახ­ლე, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ფეხ­ბურთში ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი თან­ხე­ბი ტრი­ა­ლებს, შე­სა­ბა­მი­სად, ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც უხ­ვად უხ­დი­ან. ვარ­სკვლა­ვე­ბი ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ცხოვ­რე­ბას მოკ­ლე­ბუ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად არ არი­ან. ნა­ხეთ ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლე­ბი, რომ­ლებ­შიც ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ცხოვ­რო­ბენ

1. ლი­ო­ნელ მესი

ლი­ო­ნელ მესი უდა­ვოდ ყვე­ლა დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლია. ფორ­ვარდს 825 საკ­ლუ­ბო მატჩში 690-ზე მეტი გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი. მესი ამ­ჟა­მად "პარი სენ-ჟერ­მენ­ში“ თა­მა­შობს, ამი­ტომ საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში სა­კუ­თარ სახ­ლში ცხოვ­რობს. მაგ­რამ ის ასე­ვე ფლობს უძ­რავ ქო­ნე­ბას სხვა ქვეყ­ნებ­შიც.

მათ­გან ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვია მისი სა­სახ­ლე ეს­პა­ნეთ­ში, სა­დაც მან თა­ვი­სი სა­თა­მა­შო კა­რი­ე­რის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი გა­ა­ტა­რა.

ბარ­სე­ლო­ნას "ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ გა­რე­უ­ბან­ში“ მდე­ბა­რე სა­სახ­ლე­ში სა­ცხოვ­რე­ბულ ზო­ნას­თან ერ­თად გან­თავ­სე­ბუ­ლია სპა, სა­ცუ­რაო აუზი, კი­ნო­თე­ატ­რი და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი.

2. კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი მე­სის მი­იჩ­ნევს ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად, ასე­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ამ წო­დე­ბას მისი დიდი ხნის მე­ტო­ქე, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ იმ­სა­ხუ­რებს. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ის კა­რი­ე­რის მი­წუ­რულ­საც კი გო­ლის გა­ჩარ­ხვის მან­ქა­ნად რჩე­ბა. მისი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბი­დან გა­მორ­ჩე­უ­ლია მისი სახ­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, რო­მე­ლიც გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ტრანსფორ­მა­ცი­ის შე­დე­გია.

მან 2015 წელს იყი­და ძვე­ლი სა­წყო­ბი მა­დე­ი­რა­ში და შე­ნო­ბა სა­სახ­ლედ გა­და­აქ­ცია. ის შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნია და გა­დაჰ­ყუ­რებს ოკე­ა­ნის შე­უ­და­რე­ბელ ხედს. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა მაჩ­ვე­ნებ­ლებს, ქო­ნე­ბა მო­ი­ცავს ორ გი­გან­ტურ სა­ცუ­რაო აუზს. იქ ფეხ­ბურ­თის მო­ე­დან­საც ნა­ხავთ.

3. ნე­ი­მა­რი

ბრა­ზი­ლი­ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "გვა­ჩუ­ქა“ სა­ო­ცა­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი: პელე, რო­ნალ­დო, რო­ნალ­დი­ნიო, რი­ვალ­დო, კაკა, სოკ­რა­ტე­სი, რო­ბერ­ტო კარ­ლო­სი - მაგ­რამ ნე­ი­მა­რი ნამ­დვი­ლად არის თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა ბრა­ზი­ლი­ე­ლი ვარ­სკვლა­ვი. ამ მო­მენ­ტის­თვის მის ან­გა­რიშ­ზე 479 მატჩში 300-მდე გა­ტა­ნი­ლი გო­ლია. ნე­ი­მა­რის ბრა­ზი­ლი­უ­რი სახ­ლი ნამ­დვი­ლად გა­გა­ოგ­ნებთ, აქ რას არ ნა­ხავთ - ფრენ­ბურ­თის მო­ე­დანს, ჩოგ­ბურ­თის კორ­ტებ­სა თუ ვერ­ტმფრე­ნის მო­ე­დანს.

დიახ, მე­სის თა­ნა­გუნ­დელს აქვს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ვილა ქა­ლაქ რიო-დე-ჟა­ნე­ი­რო­ში, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 9 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. სახ­ლში მის სა­კუთ­რე­ბა­შია მა­სა­ჟის ოთა­ხი და სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი, ასე­ვე პლა­ჟის ფრენ­ბურ­თის მო­ე­და­ნი და ენო­თე­კა. გარ­და ამი­სა, აქ­ვეა ვერ­ტმფრე­ნის მო­ე­და­ნი, ნე­ი­მა­რი ფლობს 15 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის Mercedes-Benz-ის ვერ­ტმფრენს.

4. ჰარი კე­ი­ნი

შთამ­ბეჭ­და­ვია ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის ჰარი კე­ი­ნის სახ­ლი ლონ­დონ­ში, რო­მელ­ზეც 2018 წელს კე­ინ­მა 19 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ხარ­ჯა. სახ­ლში კი­ბე­ე­ბიც კი ფუ­ფუ­ნე­ბის ნი­შა­ნია. სა­სახ­ლე მო­ი­ცავს შვიდ დიდ სა­ძი­ნე­ბელს, და­ხუ­რულ კი­ნო­თე­ატრს, სა­ცუ­რაო აუზს, სპორ­ტულ დარ­ბაზს, გოლ­ფის მო­ე­დან­სა და უზარ­მა­ზარ ეზოს.

5. რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი

პო­ლო­ნე­ლი რო­ბერტ ლე­ვან­დოვ­სკი მსოფ­ლიო ფეხ­ბურთში ჯერ კი­დევ ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თავ­დამ­სხმე­ლად მი­იჩ­ნე­ვა. ლე­ვან­დოვ­სკის აპარ­ტა­მენ­ტი პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ვარ­შა­ვა­ში მდე­ბა­რე­ობს, რომ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 9 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მე­ტია.

ეს შე­იძ­ლე­ბა არ იყოს სა­სახ­ლე, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ. მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბი­დან მთე­ლი ქა­ლა­ქის ხედი იშ­ლე­ბა, ბი­ნა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლია აუზი, კი­ნო­თე­ატ­რი და ღვი­ნის დე­გუს­ტა­ცი­ის ად­გი­ლი. გარ­და ამი­სა, ლე­ვან­დოვ­სკის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია გოლ­ფის სი­მუ­ლა­ტო­რი მო­ე­და­ნი.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
1

მესხი და მეტრეველი რად გინდა, გარინჩა მშიერი მოკვდა.

გადახვევა
4

 ფილმში "გაღმა ნაპირი" პატარა ბიჭი (ახლა დიდია) რომ თამაშობს, მესის არ გავს? გვარი არ მახსოვს - მთიულური გვარია 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)

გასაოცარი ფუფუნება: დაათვალიერეთ ფეხბურთის 5 ვარსკვლავის ფეშენებელური სახლები (ფოტოები)

არავისთვის არის სიახლე, რომ თანამედროვე ფეხბურთში ასტრონომიული თანხები ტრიალებს, შესაბამისად, ფეხბურთელებსაც უხვად უხდიან. ვარსკვლავები ფუფუნებაში ცხოვრებას მოკლებულები ნამდვილად არ არიან. ნახეთ ფეშენებელური სახლები, რომლებშიც ფეხბურთელები ცხოვრობენ

1. ლიონელ მესი

ლიონელ მესი უდავოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. ფორვარდს 825 საკლუბო მატჩში 690-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი. მესი ამჟამად "პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობს, ამიტომ საფრანგეთის დედაქალაქში საკუთარ სახლში ცხოვრობს. მაგრამ ის ასევე ფლობს უძრავ ქონებას სხვა ქვეყნებშიც.

მათგან ყველაზე შთამბეჭდავია მისი სასახლე ესპანეთში, სადაც მან თავისი სათამაშო კარიერის უმეტესი ნაწილი გაატარა.

ბარსელონას "ყველაზე ძვირადღირებულ გარეუბანში“ მდებარე სასახლეში საცხოვრებულ ზონასთან ერთად განთავსებულია სპა, საცურაო აუზი, კინოთეატრი და სპორტული დარბაზი.

2. კრიშტიანუ რონალდუ

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გულშემატკივარი მესის მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად, ასევე ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ამ წოდებას მისი დიდი ხნის მეტოქე, პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს. როგორც ამბობენ, ის კარიერის მიწურულსაც კი გოლის გაჩარხვის მანქანად რჩება. მისი უძრავი ქონებიდან გამორჩეულია მისი სახლი პორტუგალიაში, რომელიც განსაცვიფრებელი ტრანსფორმაციის შედეგია.

მან 2015 წელს იყიდა ძველი საწყობი მადეირაში და შენობა სასახლედ გადააქცია. ის შვიდსართულიანია და გადაჰყურებს ოკეანის შეუდარებელ ხედს. რაც შეეხება სხვა მაჩვენებლებს, ქონება მოიცავს ორ გიგანტურ საცურაო აუზს. იქ ფეხბურთის მოედანსაც ნახავთ.

3. ნეიმარი

ბრაზილიამ წლების განმავლობაში "გვაჩუქა“ საოცარი ფეხბურთელები: პელე, რონალდო, რონალდინიო, რივალდო, კაკა, სოკრატესი, რობერტო კარლოსი - მაგრამ ნეიმარი ნამდვილად არის თანამედროვეობის ყველაზე კაშკაშა ბრაზილიელი ვარსკვლავი. ამ მომენტისთვის მის ანგარიშზე 479 მატჩში 300-მდე გატანილი გოლია. ნეიმარის ბრაზილიური სახლი ნამდვილად გაგაოგნებთ, აქ რას არ ნახავთ - ფრენბურთის მოედანს, ჩოგბურთის კორტებსა თუ ვერტმფრენის მოედანს.

დიახ, მესის თანაგუნდელს აქვს ძვირადღირებული ვილა ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში, რომლის ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი დოლარია. სახლში მის საკუთრებაშია მასაჟის ოთახი და სპორტული დარბაზი, ასევე პლაჟის ფრენბურთის მოედანი და ენოთეკა. გარდა ამისა, აქვეა ვერტმფრენის მოედანი, ნეიმარი ფლობს 15 მილიონი დოლარის ღირებულების Mercedes-Benz-ის ვერტმფრენს.

4. ჰარი კეინი

შთამბეჭდავია ინგლისის ნაკრების კაპიტნის ჰარი კეინის სახლი ლონდონში, რომელზეც 2018 წელს კეინმა 19 მილიონი დოლარი დახარჯა. სახლში კიბეებიც კი ფუფუნების ნიშანია. სასახლე მოიცავს შვიდ დიდ საძინებელს, დახურულ კინოთეატრს, საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს, გოლფის მოედანსა და უზარმაზარ ეზოს.

5. რობერტ ლევანდოვსკი

პოლონელი რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიო ფეხბურთში ჯერ კიდევ ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა. ლევანდოვსკის აპარტამენტი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში მდებარეობს, რომლის ღირებულება 9 მილიონ დოლარზე მეტია.

ეს შეიძლება არ იყოს სასახლე, მაგრამ ნამდვილად გაგაოცებთ. მაღალსართულიანი შენობიდან მთელი ქალაქის ხედი იშლება, ბინაში განთავსებულია აუზი, კინოთეატრი და ღვინის დეგუსტაციის ადგილი. გარდა ამისა, ლევანდოვსკის განკარგულებაშია გოლფის სიმულატორი მოედანი.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა