საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა... არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ" - ქაცარავა ღუდუშაურს
"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა... არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ" - ქაცარავა ღუდუშაურს

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი და­ვით ქა­ცა­რა­ვა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს, უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო ბო­დი­შის მოხ­და მოს­თხო­ვა, პარ­ლა­მენ­ტში მი­ვი­და.

რო­გორც ის წერს, სურს ღუ­დუ­შა­ურს შეხ­ვდეს და აუხ­სნას, რომ უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი გმი­რია.

"ჩა­მო­ვე­დი და და­პი­რე­ბი­სა­მებრ გეს­ტუმ­რეთ, ბა­ტო­ნო ალუ­და. Aluda Ghudushauri გეს­ტუმ­რეთ მარ­ტო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უამ­რავ ადა­მი­ანს უნ­დო­და ჩემ­თან ერ­თად აქ მოს­ვლა. ვიზ­რუ­ნე თქვენს კომ­ფორტზე და არც კა­რა­ვი მო­მი­ტა­ნია, ასე რომ ღა­მე­ებს აქ არ გა­გი­თე­ნებთ.

ვცდი­ლობ, გა­დავ­ლა­ხო ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რე­ბი, რათა შევ­ძლო თქვე­ნი ნახ­ვა და რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხის ახ­სნა, კერ­ძოდ კი ის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სეთ­თან სამ­კვდრო-სა­სი­ცო­ცხლო ბრძო­ლა­ში მყო­ფი უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე, რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი იქ­ნე­ბა ეს თუ მე­თა­უ­რი, ყვე­ლა გმი­რია.

აქ ვარ, და თუ თქვენ მო­იც­ლით ჩემ­თვის, ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვად აგიხ­სნით. თუ ჩემ­თვის და­უძ­ლე­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ეს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი კე­დე­ლი, მა­შინ რა გა­ე­წყო­ბა, და­ვე­ლო­დე­ბი შემ­დეგ შანსს, ცხოვ­რე­ბა ამ შანსს მა­ჩუ­ქებს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ბო­დი­შის მოხ­და კი ნამ­დვი­ლად არ ტე­ხავს. ეს ისე, ლი­რი­უ­ლი გა­დახ­ვე­ვის ამ­ბავ­ში.. Upd.ვტო­ვებ ბა­ტონ ალუ­დას­თვის წე­რილს კან­ცე­ლა­რი­ა­შიც" - წერს ქა­ცა­რა­ვა.

ალუ­და ღუ­დუ­შა­ურ­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ მე­ომ­რის და­ქი­რა­ვე­ბა ამო­რა­ლუ­რია, რაც არ უნდა დიდი მი­ზა­ნი გა­მოძ­რა­ვებ­დეს და იქვე დას­ძენს, რომ ასე­თი მი­ზა­ნი აქ არ იკ­ვე­თე­ბა.

"დღე­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­დის ეს ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და ქარ­თველ ხალ­ხს ჭკუ­ას გვას­წავ­ლის, აღარ ვსა­უბ­რობ იმას, რო­გო­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მისი გა­მოს­ვლე­ბი ხში­რად. ამ ადა­მი­ანს რო­გორც ვხე­დავთ ბიზ­ნე­სი აქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამო­რა­ლუ­რია, როცა ადა­მი­ა­ნებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ... ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა არა­ფე­რია თუ არა და­ი­ქი­რაო ადა­მი­ა­ნი იმის­თვის, რომ იქ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი გა­ა­ტა­რო, რა­ო­დენ დიდი მი­ზა­ნიც არ უნდა გა­მოძ­რა­ვებ­დეს და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აქ არ და ვერ იკ­ვე­თე­ბა. ამო­რა­ლუ­რია თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში წაყ­ვა­ნა, ეს არის პირ­და­პირ შენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უბ­რა­ლოდ ღირ­სე­ბის აყრა, რომ მოგ­ცემ თან­ხას და ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი, სი­ცო­ცხლე და­ა­ყე­ნე რის­კის ქვეშ და წა­მო­დი სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

მა­მუ­ლაშ­ვი­ლი არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­უ­რი აპო­ლო­გე­ტი. ის არ და ვერ გა­ე­მიჯ­ნე­ბა იმ ფაქტს, რომ არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დღეს, სპი­კე­რი, რუ­პო­რი და მისი იდე­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი," - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქაცარავა ჩმორს. 😁
85

აჰა, ესეიგი ჩამოხვედი?! რა სასაცილო ხარ შენ მოღატევ, 2008 წელს სად იყავი იქნებ კიდევ ერთხელ გვითხრა?! გადაიღე ფილმი მოსკოვში?! ისე იქედან, უკრაინიდან უფრო მაგრად იმუქრებოდი : დავხვდები პარლამენტთან და მერე დაერხაო... თუ უნდათ დამიჭირონ მაინც ვცემ ალუდასო... ეხლა რა ხდება?! რატომ შეცვალე პლასტიკა და აქეთ ეხვეწები შემხვდიო?! აი კლასიკური მაგალითი კლავიატურის ვირთხების. პოსტების წერა ადვილია მაგრამ.... შესრულების ტრაკი არ გაქვს... დადექი პარლენტთან და ჩაიხადე... მეტი არაფერი შეგიძლია შენ. შენი და კუკურა მანგოს ნაბრძოლი არ გაიშვა არსად. ფულის საკეთებლად ხართ წასულები. 

ნათია
55

ჰა, შეხვდით ერთმანეთს თუ ვერა?ძალიან კი იჭიმები ქაცარავა, მაგრამ არ მჯერა შენი და მომკალი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა... არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ" - ქაცარავა ღუდუშაურს

"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა... არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ" - ქაცარავა ღუდუშაურს

უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ალუდა ღუდუშაურს, უკრაინაში მებრძოლი ქართველების მისამართით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, პარლამენტში მივიდა.

როგორც ის წერს, სურს ღუდუშაურს შეხვდეს და აუხსნას, რომ უკრაინაში მებრძოლი ყველა ადამიანი გმირია.

"ჩამოვედი და დაპირებისამებრ გესტუმრეთ, ბატონო ალუდა. Aluda Ghudushauri გესტუმრეთ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს უნდოდა ჩემთან ერთად აქ მოსვლა. ვიზრუნე თქვენს კომფორტზე და არც კარავი მომიტანია, ასე რომ ღამეებს აქ არ გაგითენებთ.

ვცდილობ, გადავლახო ბიუროკრატიული ბარიერები, რათა შევძლო თქვენი ნახვა და რამდენიმე საკითხის ახსნა, კერძოდ კი ის, რომ უკრაინაში რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში მყოფი უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე, რიგითი ჯარისკაცი იქნება ეს თუ მეთაური, ყველა გმირია.

აქ ვარ, და თუ თქვენ მოიცლით ჩემთვის, ამ ყველაფერს მარტივად აგიხსნით. თუ ჩემთვის დაუძლეველი აღმოჩნდება ეს ბიუროკრატიული კედელი, მაშინ რა გაეწყობა, დაველოდები შემდეგ შანსს, ცხოვრება ამ შანსს მაჩუქებს, დარწმუნებული ვარ. ბოდიშის მოხდა კი ნამდვილად არ ტეხავს. ეს ისე, ლირიული გადახვევის ამბავში.. Upd.ვტოვებ ბატონ ალუდასთვის წერილს კანცელარიაშიც" - წერს ქაცარავა.

ალუდა ღუდუშაურმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ფულის სანაცვლოდ მეომრის დაქირავება ამორალურია, რაც არ უნდა დიდი მიზანი გამოძრავებდეს და იქვე დასძენს, რომ ასეთი მიზანი აქ არ იკვეთება.

"დღეგამოშვებით გამოდის ეს ადამიანი პარტიული ტელევიზიებით და ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის, აღარ ვსაუბრობ იმას, როგორი შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები ხშირად. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამორალურია, როცა ადამიანებს ფულის სანაცვლოდ... ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირაო ადამიანი იმისთვის, რომ იქ საკუთარი მიზნები გაატარო, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ბუნებრივია, ეს აქ არ და ვერ იკვეთება. ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ საკუთარი ოჯახი, სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში.

მამულაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური აპოლოგეტი. ის არ და ვერ გაემიჯნება იმ ფაქტს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი წარმომადგენელი დღეს, სპიკერი, რუპორი და მისი იდეების გამტარებელი," - განაცხადა ღუდუშაურმა.