მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს
ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბელ­გი­ის პო­ლი­ცი­ამ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ევა კა­ი­ლი კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. მას­თან ერ­თად, კი­დევ რამ­დე­ნი­მე პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, მათ შო­რის ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რი იტა­ლი­ი­დან პიერ-ან­ტო­ნიო პან­ცი­ე­რი, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტის კონ­სულ­ტან­ტი ფრან­ჩეს­კო ჯორ­ჯი (ევა კა­ი­ლის "ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავ­რი") და პროფ­კავ­ში­რე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი ლუკა ვი­სენ­ტი­ნი.

ბრი­ტა­ნუ­ლი "სფექთე­ი­თო­რი" (The Spectator) ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში მომ­ხდარ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა და აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით "რამ­დე­ნად შე­უძ­ლია ევ­რო­კავ­შირს კა­ტარ­თან და­კავ­ში­რე­ბულ კო­რუფ­ცი­ულ სკან­დალს გა­და­ურ­ჩეს?"

  • გთა­ვა­ზობთ პუბ­ლი­კა­ცი­ას შე­მოკ­ლე­ბით:

მსხვილ­მა კო­რუფ­ცი­ულ­მა სკან­დალ­მა ერთ-ერთ ევ­რო­პელ პო­ლი­ტი­კოსს კა­რი­ე­რა და­უ­სა­მა­რა: ევა კა­ი­ლის კა­რი­ე­რუ­ლი აღმსავ­ლა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი კრა­ხით დას­რულ­და. იგი და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლია. ბელ­გი­ის პო­ლი­ცია აცხა­დებს, რომ მტკი­ცე სამ­ხი­ლე­ბი და ბევ­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა აქვთ იმი­სა, რომ ევა კა­ი­ლი მარ­თლაც სა­მარ­თლი­ა­ნად არის ბრალ­დე­ბუ­ლი. ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კი­სას დიდი ოდე­ნო­ბით ფული - 600 ათა­სი ევრო იპო­ვეს, მის კომ­პი­უ­ტერ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჩა­ნა­წე­რე­ბიც, რი­თაც დას­ტურ­დე­ბა, რომ ევ­რო­დე­პუ­ტატს კა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფოს­გან ფული აქვს გა­და­რი­ცხუ­ლი, პო­ლი­ტი­კუ­რი გავ­ლე­ნის გა­მო­ყე­ნე­ბის სა­ნაც­ვლოდ. რა თქმა უნდა, კა­ტა­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა უარ­ყო, რომ ევა კა­ი­ლი დო­ჰას რა­ი­მე სამ­სა­ხურს უწევ­და.

ჯერ­ჯე­რო­ბით ღიად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ბრალ­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე ბევ­რი არ არის, მაგ­რამ რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა, ისიც გან­გაშს იწ­ვევს. ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი ბრალ­დე­ბას "ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულს" უწო­დებს. მან ევ­რო­პარ­ლა­მენტს მო­უ­წო­და, რომ ახა­ლი ორ­გა­ნო შე­იქ­მნას ეთი­კის დაც­ვის თა­ო­ბა­ზე.

"ევა კა­ილს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ეჭ­ვმი­ტა­ნილს წარ­დგე­ნი­ლი აქვთ ბრალ­დე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბი­სა და კო­რუფ­ცი­ის­თვის. ისი­ნი იღებ­დნენ სა­ჩუქ­რებს და ქრთამს იმ მიზ­ნით, რომ პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა­ზე ზე­გავ­ლე­ნა მო­ეხ­დი­ნათ და რაც ყვე­ლა­ზე არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა, დე­პუ­ტა­ტე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გა­ე­ხა­დათ, რომ მხა­რი და­ე­ჭი­რათ ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის­თვის, რო­მე­ლიც კა­ტარს აძ­ლევ­და ხელს.... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ევას პავაროტი
0

ფული ევა ბაბაია ფულიიიიი

ვაჩე!
8

თავმჯდომარის სქმეებიც შესასწავლია!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა
ავტორი:

ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

ევროპარლამენტი და არაბული ფულის სუნი - რა ვიცით კორუფციულ სკანდალზე, რომლის გამოც ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დააკავეს

როგორც ცნობილია, ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევა კაილი კორუფციის ბრალდებით დააკავა. მასთან ერთად, კიდევ რამდენიმე პირია დაკავებული, მათ შორის ევროპარლამენტის ყოფილი წევრი იტალიიდან პიერ-ანტონიო პანციერი, ევროპარლამენტის კონსულტანტი ფრანჩესკო ჯორჯი (ევა კაილის "ცხოვრების თანამგზავრი") და პროფკავშირების საერთაშორისო გაერთიანების ხელმძღვანელი ლუკა ვისენტინი.

ბრიტანული "სფექთეითორი" (The Spectator) ევროპარლამენტში მომხდარ სკანდალს ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას სათაურით "რამდენად შეუძლია ევროკავშირს კატართან დაკავშირებულ კორუფციულ სკანდალს გადაურჩეს?"

  • გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

მსხვილმა კორუფციულმა სკანდალმა ერთ-ერთ ევროპელ პოლიტიკოსს კარიერა დაუსამარა: ევა კაილის კარიერული აღმსავლა კატასტროფული კრახით დასრულდა. იგი დაპატიმრებულია. ბელგიის პოლიცია აცხადებს, რომ მტკიცე სამხილები და ბევრი მტკიცებულება აქვთ იმისა, რომ ევა კაილი მართლაც სამართლიანად არის ბრალდებული. ჩატარებული ჩხრეკისას დიდი ოდენობით ფული - 600 ათასი ევრო იპოვეს, მის კომპიუტერში აღმოაჩინეს ჩანაწერებიც, რითაც დასტურდება, რომ ევროდეპუტატს კატარის სახელმწიფოსგან ფული აქვს გადარიცხული, პოლიტიკური გავლენის გამოყენების სანაცვლოდ. რა თქმა უნდა, კატარის წარმომადგენელმა უარყო, რომ ევა კაილი დოჰას რაიმე სამსახურს უწევდა.

ჯერჯერობით ღიად გამოქვეყნებული ინფორმაციები ბრალდებების თაობაზე ბევრი არ არის, მაგრამ რაც გამოქვეყნდა, ისიც განგაშს იწვევს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ბრალდებას "ძალიან სერიოზულს" უწოდებს. მან ევროპარლამენტს მოუწოდა, რომ ახალი ორგანო შეიქმნას ეთიკის დაცვის თაობაზე.

"ევა კაილს და კიდევ რამდენიმე ეჭვმიტანილს წარდგენილი აქვთ ბრალდება ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობისთვის, ფულის გათეთრებისა და კორუფციისთვის. ისინი იღებდნენ საჩუქრებს და ქრთამს იმ მიზნით, რომ პარლამენტის მუშაობაზე ზეგავლენა მოეხდინათ და რაც ყველაზე არასასიამოვნოა, დეპუტატები იძულებული გაეხადათ, რომ მხარი დაეჭირათ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისთვის, რომელიც კატარს აძლევდა ხელს.... განაგრძეთ კითხვა