პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ღარიბაშვილის წარმოდგენილ გეგმას ანაკლიის პროექტზე წარმატება არ უწერია - მოუწევს პასუხისგება ცრუ განცხადებებზე" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"
"ღარიბაშვილის წარმოდგენილ გეგმას ანაკლიის პროექტზე წარმატება არ უწერია - მოუწევს პასუხისგება ცრუ განცხადებებზე" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ ანაკ­ლი­ის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით წარ­მოდ­გე­ნილ სა­მო­მავ­ლო გეგ­მას წარ­მა­ტე­ბა არ უწე­რია - ვფიქ­რობთ, მთავ­რო­ბამ ეს იცის, - ამის შე­სა­ხებ „ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მის“ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რომ­ლი­თაც ანაკ­ლი­ის პორ­ტის სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით აშე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა.

რო­გორც კონ­სორ­ცი­უმ­ში გან­მარ­ტა­ვენ, მო­საზ­რე­ბა, რომ ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლი კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი ანაკ­ლი­ის პორ­ტის­თვის მა­შინ, როცა გეგ­მავს პრო­ექ­ტში 51%-იანი სა­კონ­ტრო­ლო ინ­ტე­რე­სის აღე­ბას, აბ­სურ­დუ­ლია.

მა­თი­ვე თქმით, არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი და არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არ გას­ცემს სესხს მსგავს მსხვილ პრო­ექ­ტში, თუ მას უმ­რავ­ლე­სო­ბით აკონ­ტრო­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, „მი­თუ­მე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც პარტნი­ო­რის არა­ერთ ბიზ­ნეს საქ­მე­ში დე­მონ­სტრი­რე­ბულ არა­სან­დო­ო­ბას“.

გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოს­ვლი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ანაკ­ლი­ის პრო­ექტსა და მის წარ­სულ ის­ტო­რი­ა­ზე არა­ერ­თი მცდა­რი ინ­ფორ­მა­ცია გა­აჟ­ღე­რა. მან ასე­ვე წარ­მო­ად­გი­ნა პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მო­მავ­ლო გეგ­მა, რო­მელ­საც წარ­მა­ტე­ბა არ უწე­რია. გვინ­და პრე­მი­ერ-მი­ნისტრს შე­ვახ­სე­ნოთ, რომ ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უმ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­არ­ბიტ­რა­ჟო დავა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო პა­ლა­ტა­ში. მას მო­უ­წევს პა­სუ­ხის­გე­ბა ყვე­ლა ცრუ გან­ცხა­დე­ბა­ზე.

ADC-ს სურს გა­მო­ყოს რამ­დე­ნი­მე ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლად მცდა­რი და შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი პუნ­ქტი პრე­მი­ერ - მი­ნის­ტრის გა­მოს­ვლა­ში:

მო­საზ­რე­ბა, რომ ქარ­თულ­მა სა­ხელ­მწი­ფომ შე­იძ­ლე­ბა მო­ძებ­ნოს სე­რი­ო­ზუ­ლი კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რი ანაკ­ლი­ის პორ­ტის­თვის, მა­შინ როცა გეგ­მავს პრო­ექ­ტში 51%-იანი სა­კონ­ტრო­ლო ინ­ტე­რე­სის აღე­ბას, აბ­სურ­დუ­ლია. ეს არის კო­რუფ­ცი­უ­ლი და მო­ტყუ­ე­ბუ­ლი პრი­ვა­ტი­ზა­ცი­ი­სა და კონ­ცე­სი­ის პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც სცა­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­ში 1990-იან წლებ­ში. მა­შინ ეს ვერ მო­ხერ­ხდა კო­რუფ­ცი­ის რის­კის გამო და იგი­ვე იქ­ნე­ბა ახ­ლაც. უფრო მე­ტიც, არც ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი ინ­ვეს­ტო­რი და არც ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი არ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და არ გას­ცემს სესხს მსგავს მსხვილ პრო­ექ­ტში, თუ მას უმ­რავ­ლე­სო­ბით აკონ­ტრო­ლებს სა­ხელ­მწი­ფო, მი­თუ­მე­ტეს, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს, რო­გორც პარტნი­ო­რის არა­ერთ ბიზ­ნეს საქ­მე­ში დე­მონ­სტრი­რე­ბულ არა­სან­დო­ო­ბას.

სავ­სე­ბით ნა­თე­ლია, რომ მთავ­რო­ბამ ვერ შეძ­ლო სა­თა­ნა­დო ინ­ვეს­ტო­რის ან პორ­ტის ოპე­რა­ტო­რის მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც სურს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს ეს პრო­ექ­ტი მიმ­დი­ნა­რე სა­არ­ბიტ­რა­ჟო და­ვის ფონ­ზე და პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის პი­რო­ბებ­ში, რომ­ლის რე­ფორ­მი­რე­ბაც მთავ­რო­ბამ ვერ შეძ­ლო.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მთავ­რო­ბა 300 მი­ლი­ო­ნი აშშ დო­ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცი­ას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტში, ნაღ­დი ფუ­ლის სა­ხით ბი­უ­ჯე­ტი­დან ან სხვა სა­ხელ­მწი­ფო სახ­სრე­ბი­დან მა­შინ, რო­დე­საც მან უარი თქვა 50 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის გა­რან­ტი­ის სა­ხით (არა ნაღ­დი ფუ­ლის) გა­ცე­მა­ზეც კი, რომ ხელი შე­ე­წყო ADC-თვის პორ­ტის ასა­შე­ნებ­ლად სა­ჭი­რო და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა­ში.

მო­საზ­რე­ბა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნისტრს სურს, მთავ­რო­ბამ „სას­წრა­ფოდ“ გა­აგ­რძე­ლოს ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტი, აშ­კა­რად მცდა­რია. ანაკ­ლი­ის პრო­ექ­ტის შე­წყვე­ტის შემ­დეგ თით­ქმის სამი წე­ლია მთავ­რო­ბას არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. მან 2020 წლის თე­ბერ­ვალ­შიც კი თქვა, რომ „ორ კვი­რა­ში“ გა­მო­ა­ცხა­დებ­და ხე­ლა­ხა­ლი ტენ­დე­რის გეგ­მებს. პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი ახლა მხო­ლოდ იმის გამო ლა­პა­რა­კობს, რომ პრო­ექ­ტზე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი გა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც ფარ­დას ხდის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბას ამ პრო­ექ­ტის შე­წყვე­ტა­ში.

ანაკ­ლი­ის ტრა­გე­დი­ა­ზე და აქ გან­სა­კუთ­რე­ბით იგუ­ლის­ხმე­ბა უმუ­შევ­რად, დამ­სხვრე­უ­ლი იმე­დე­ბით და ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის წი­ნა­შე დარ­ჩე­ნი­ლი ანაკ­ლი­ე­ლე­ბის ტრა­გე­დია, პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია სა­ხელ­მწი­ფო, რო­მელ­მაც შე­ა­ჩე­რა და არ მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა ADC-ს, რომ და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ფლობს, აკონ­ტრო­ლებს და უგუ­ლე­ბელ­ყოფს ამ ად­გილს უკვე თით­ქმის სამი წე­ლია - მას შემ­დეგ, რაც მან შე­წყვი­ტა სა­ინ­ვეს­ტი­ციო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა ADC-სთან. მთავ­რო­ბას თითი არ გა­უნ­ძრე­ვია და ერთი თეთ­რიც კი არ და­უ­ხარ­ჯავს იმ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი პრობ­ლე­მის შე­სამ­სუ­ბუ­ქებ­ლად, რაც მათ პრო­ექ­ტის შე­ჩე­რე­ბით გა­მო­იწ­ვი­ეს ანაკ­ლი­ა­ში. არც სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის დას­რუ­ლე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უზ­რუ­ნი­ათ ანაკ­ლი­ა­სა და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, მი­თუ­მე­ტეს თუ პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბას აპი­რე­ბენ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის იმავდრო­უ­ლი გან­ცხა­დე­ბა, რომ მხარს უჭერს ფოთ­ში უფრო დიდი პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, მე­ტყვე­ლებს ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ მისი გან­ცხა­დე­ბე­ბის არა­გულ­წრფე­ლო­ბა­სა და აბ­სურ­დუ­ლო­ბა­ზე. პრე­მი­ერ­მა კარ­გად იცის, რომ მთავ­რო­ბის მხრი­დან ფოთ­ში ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პო­ტენ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მუდ­მი­ვი წა­ხა­ლი­სე­ბა იყო ერთ-ერთი მთა­ვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა ბან­კე­ბი­სა და კერ­ძო ინ­ვეს­ტო­რე­ბის­თვის, რომ და­ე­ფი­ნან­სე­ბი­ნათ უფრო დიდი ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის მშე­ნებ­ლო­ბა ანაკ­ლი­ა­ში. რა თქმა უნდა, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რთულ ვი­თა­რე­ბა­შია, რად­გან პან­დო­რას დო­კუ­მენ­ტე­ბი ადას­ტუ­რებს, რომ პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დერს, ბა­ტონ ივა­ნიშ­ვილს დიდი ხა­ნია აქვს ბიზ­ნეს ინ­ტე­რე­სი ფო­თის თა­ვი­სუ­ფა­ლი ინ­დუსტრი­უ­ლი ზო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ფო­თის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და გა­ფარ­თო­ე­ბა­ზე. ამი­ტომ პრე­მი­ერს ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლი უწევს, რომ თავი ისე ეჭი­როს, თით­ქოს მხარს უჭერს ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბას, და მე­ო­რე მხრივ, არ გა­უ­ნა­პირ­დეს თა­ვი­სი პარ­ტი­ის ლი­დერ­სა და სხვა ოლი­გარ­ქი­ულ ინ­ტე­რე­სებს ფო­თის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს აუ­დიტ­მა და­ა­დას­ტუ­რა, ADC-ის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ოდე­ნო­ბამ შე­ად­გი­ნა $75 მი­ლი­ო­ნი (და მეტი), სა­ი­და­ნაც $40 მი­ლი­ო­ნი იყო ხა­ზა­რა­ძის და ჯა­ფა­რი­ძის მიერ ინ­ვეს­ტი­რე­ბუ­ლი (და არა $3 მი­ლი­ო­ნი, რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და).

და­ბო­ლოს, პრე­მი­ერ­მა ასე­ვე კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ ADC მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და ანაკ­ლი­ის პორტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით გა­და­წყვე­ტას. ანაკ­ლი­ის გან­ვი­თა­რე­ბის კონ­სორ­ცი­უ­მი­სა და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის­თვის არ­ბიტ­რა­ჟის და­წყე­ბა იყო უკა­ნას­კნე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაზე წას­ვლაც აი­ძუ­ლა მთავ­რო­ბის მტკი­ცე წი­ნა­აღ­მდე­გო­ბამ, რომ ADC-ს მის­ცე­მო­და ინ­ვეს­ტო­რე­ბი­სა და ბან­კე­ბის­გან პრო­ექ­ტის და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა და მისი მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. სა­არ­ბიტ­რა­ჟო საქ­მე­ში ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ADC-ის მო­თხოვ­ნა აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმი­სათ­ვის, რომ და­იც­ვას თა­ვი­სი და მისი აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის კა­ნო­ნი­ე­რი უფ­ლე­ბე­ბი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ კარ­გად იცის, რომ სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან ერთი გრო­შის და­ხარ­ჯვის გა­რე­შე შე­უძ­ლია მო­აგ­ვა­როს დავა, თუ გო­ნივ­რუ­ლად და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად მო­ი­ლა­პა­რა­კებ­და ADC-თან ანაკ­ლი­ის ღრმა­წყლო­ვა­ნი პორ­ტის პრო­ექ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად სა­ჭი­რო ინ­ვეს­ტი­ცი­ი­სა და და­ფი­ნან­სე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, ვი­ხი­ლოთ ანაკ­ლი­ის პორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა - უბ­რა­ლოდ და მარ­ტი­ვად. მთავ­რო­ბის ამ უახ­ლეს სქე­მას წარ­მა­ტე­ბის შან­სი არ აქვს და ვფიქ­რობთ, მთავ­რო­ბამ ეს იცის. ეს არის კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მთავ­რო­ბა ჩერ­დე­ბა და სურს სხვას და­აბ­რა­ლოს თა­ვი­სი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
4

ახლა ჩვენი გამჭოლი სიმძლავრე 22-23 მილიონი ტონაა და ანაკლია ხუთჯერ მეტის უნდა იყოს, ყველას გვახსოვდესთ, რომ ხუთჯერ ვერა, მაგრამ სამჯერ გაფართოება მხოლოდ თვალის გუგას შეუძლია, ისიც როცა ძალიან გააღიზიანებ !

ქოცი
17

ხაზარაძემ ჯერ იმაზე აგოს პასუხი კოსტავა რო გალახა. nagao zelensko rato atireb russ dedebs? ბოკერიამ და უგულავამ პატრიარქი კიბეებზე რო დააგორა, პასუხს რატო არავინ სთხოვს. nagao zekensko rato xocav rus sajishe bichebs

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ავტორი:

"ღარიბაშვილის წარმოდგენილ გეგმას ანაკლიის პროექტზე წარმატება არ უწერია - მოუწევს პასუხისგება ცრუ განცხადებებზე" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"

"ღარიბაშვილის წარმოდგენილ გეგმას ანაკლიის პროექტზე წარმატება არ უწერია - მოუწევს პასუხისგება ცრუ განცხადებებზე" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი"

პრემიერ-მინისტრის მიერ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ სამომავლო გეგმას წარმატება არ უწერია - ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის, - ამის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ანაკლიის პორტის სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

როგორც კონსორციუმში განმარტავენ, მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის მაშინ, როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია.

მათივე თქმით, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, „მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას“.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. მან ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია. გვინდა პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება ყველა ცრუ განცხადებაზე.

ADC-ს სურს გამოყოს რამდენიმე ყველაზე დრამატულად მცდარი და შეცდომაში შემყვანი პუნქტი პრემიერ - მინისტრის გამოსვლაში:

მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას.

სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო.

დაუჯერებელია, რომ მთავრობა 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიის პორტის პროექტში, ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან მაშინ, როდესაც მან უარი თქვა 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი, რომ ხელი შეეწყო ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვებაში.

მოსაზრება, რომ პრემიერ-მინისტრს სურს, მთავრობამ „სასწრაფოდ“ გააგრძელოს ანაკლიის პროექტი, აშკარად მცდარია. ანაკლიის პროექტის შეწყვეტის შემდეგ თითქმის სამი წელია მთავრობას არაფერი გაუკეთებია. მან 2020 წლის თებერვალშიც კი თქვა, რომ „ორ კვირაში“ გამოაცხადებდა ხელახალი ტენდერის გეგმებს. პრემიერ- მინისტრი ახლა მხოლოდ იმის გამო ლაპარაკობს, რომ პროექტზე დამოუკიდებელი დოკუმენტური ფილმი გამოვიდა, რომელიც ფარდას ხდის ხელისუფლების არაკეთილსინდისიერებას ამ პროექტის შეწყვეტაში.

ანაკლიის ტრაგედიაზე და აქ განსაკუთრებით იგულისხმება უმუშევრად, დამსხვრეული იმედებით და ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დარჩენილი ანაკლიელების ტრაგედია, პასუხისმგებელია სახელმწიფო, რომელმაც შეაჩერა და არ მისცა საშუალება ADC-ს, რომ დაესრულებინა დაწყებული პროექტი. საქართველოს მთავრობა ფლობს, აკონტროლებს და უგულებელყოფს ამ ადგილს უკვე თითქმის სამი წელია - მას შემდეგ, რაც მან შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება ADC-სთან. მთავრობას თითი არ გაუნძრევია და ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს იმ გარემოსდაცვითი პრობლემის შესამსუბუქებლად, რაც მათ პროექტის შეჩერებით გამოიწვიეს ანაკლიაში. არც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასრულებასა და განვითარებაზე უზრუნიათ ანაკლიასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მითუმეტეს თუ პორტის მშენებლობის განახლებას აპირებენ.

პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ბანკებისა და კერძო ინვესტორებისთვის, რომ დაეფინანსებინათ უფრო დიდი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ანაკლიაში. რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრი ამ საკითხთან დაკავშირებით რთულ ვითარებაშია, რადგან პანდორას დოკუმენტები ადასტურებს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბატონ ივანიშვილს დიდი ხანია აქვს ბიზნეს ინტერესი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებაში, რაც დამოკიდებულია ფოთის პორტის განვითარებასა და გაფართოებაზე. ამიტომ პრემიერს ბეწვის ხიდზე სიარული უწევს, რომ თავი ისე ეჭიროს, თითქოს მხარს უჭერს ანაკლიის პორტის განვითარებას, და მეორე მხრივ, არ გაუნაპირდეს თავისი პარტიის ლიდერსა და სხვა ოლიგარქიულ ინტერესებს ფოთის პორტის განვითარებაში.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აუდიტმა დაადასტურა, ADC-ის ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა $75 მილიონი (და მეტი), საიდანაც $40 მილიონი იყო ხაზარაძის და ჯაფარიძის მიერ ინვესტირებული (და არა $3 მილიონი, როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა).

დაბოლოს, პრემიერმა ასევე კარგად უნდა იცოდეს, რომ ADC მუდმივად ცდილობდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სამართლებრივი დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტას. ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და მისი აქციონერებისთვის არბიტრაჟის დაწყება იყო უკანასკნელი საშუალება, რაზე წასვლაც აიძულა მთავრობის მტკიცე წინააღმდეგობამ, რომ ADC-ს მისცემოდა ინვესტორებისა და ბანკებისგან პროექტის დაფინანსების მოპოვებისა და მისი მშენებლობის დასრულების საშუალება. საარბიტრაჟო საქმეში ზიანის ანაზღაურების შესახებ ADC-ის მოთხოვნა აუცილებელია იმისათვის, რომ დაიცვას თავისი და მისი აქციონერების კანონიერი უფლებები, მაგრამ საქართველოს მთავრობამ კარგად იცის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი გროშის დახარჯვის გარეშე შეუძლია მოაგვაროს დავა, თუ გონივრულად და კეთილსინდისიერად მოილაპარაკებდა ADC-თან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის დასასრულებლად საჭირო ინვესტიციისა და დაფინანსების უზრუნველსაყოფად.

ჩვენი სურვილია, ვიხილოთ ანაკლიის პორტის განვითარება - უბრალოდ და მარტივად. მთავრობის ამ უახლეს სქემას წარმატების შანსი არ აქვს და ვფიქრობთ, მთავრობამ ეს იცის. ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მთავრობა ჩერდება და სურს სხვას დააბრალოს თავისი წარუმატებლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.