ცენტრალურ ინგლისში, სოლიპულის მახლობლად, Babbs Mill-ის პარკში, გაყინულ ტბაზე თამაშის დროს ბავშვებს ყინული ჩაუტყდათ და უდიდესი ტრაგედია დატრიალდა.
სამი მოზარდი გარდაიცვალა, ხოლო ერთიც საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მედიის ცნობით, როდესაც ყინული ჩატყდა, იქვე მყოფი სამართალდამცველები შევიდნენ ტბაში და ყინულს შიშველი ხელებით ამტვრევდნენ, რათა ბავშვები ამოეყვანათ. მიუხედავად მცდელობისა, უკვე დაგვიანებული იყო.
გარდაცვლილი ბიჭები 8, 10 და 11 წლის იყვნენ. გაყინული წყლიდან გამოყვანის შემდეგ სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეოთხე ბავშვი, რომელიც 6 წლისაა კრიტიკულ მდგომარეობაშია და ის კლინიკაში რჩება.
”გაყინული ტბები, არხები და წყალსაცავები შეიძლება თვალწარმტაცად გამოიყურებოდეს, მაგრამ ამავდროულად, სასიკვდილო აღმოჩნდეს და არ არსებობს იმაზე დიდი გაფრთხილება, ვიდრე ახლახან მომხდარი ტრაგიკული მოვლენაა”, - ამბობს დასავლეთ მიდლენდის სახანძრო სამსახურის მეთაური, რიჩარდ სტენტონი.
საშინელი ტრაგედიაა...რამდენი სიფრთხილეა საჭირო....
სწორად თარგმნეთ მაინც... ერთ ბავშვს ყინული ჩაუტყდა და ფეხი გაეჭედა! შევიდა ორი ბავშვი დასახმარებლად და სამივე წყალში აღმოჩნდა. სასწრაფო და სამაშველო გამოიძახეს, ადგილზე არავინ ყოფილა, თორემ საქმე აქამდე არ მივიდოდა