საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მთავრობის 5 ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზეც დღეს გახდა ცნობილი
მთავრობის 5 ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზეც დღეს გახდა ცნობილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა დღე­ვან­დელ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე არა­ერ­თი ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ახ­მა­უ­რა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც მთავ­რო­ბა გეგ­მავს.

გთა­ვა­ზობთ 5 სა­კითხს, რა­ზეც პრე­მი­ერ­მა ილა­პა­რა­კა.

1. ანაკ­ლი­ის პორ­ტის მშე­ნებ­ლობს სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს სა­ხელ­მწი­ფო. "ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ანაკ­ლი­ის პორ­ტი აშენ­დე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, სა­დაც 51%-ის მფლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა სა­ხელ­მწი­ფო, და­ნარ­ჩენ­ზე გა­მო­ვა­ცხა­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს და შე­ვარ­ჩევთ პარტნი­ორ კომ­პა­ნი­ებს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. (იხი­ლეთ სრუ­ლად)

2. იგეგ­მე­ბა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გენ­გეგ­მის შექ­მნა. "ჩვენ ყვე­ლა ქა­ლა­ქის გენ­გეგ­მას გა­ვამ­ზა­დებთ. ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. გვინ­და, რომ ჩა­მო­იყ­ვა­ნოთ მა­გა­რი კომ­პა­ნი­ე­ბი, ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი უცხო­უ­რი ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ბას ჩვენს ქარ­თულ კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად და და­ი­დე­ბა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მთე­ლი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა“, - ბრძა­ნა პრე­მი­ერ­მა.

3. სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გა­და­ი­ხე­დე­ბა, მისი რე­ფორ­მი­რე­ბის შე­დე­გად ყვე­ლა პირი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს მხო­ლოდ თავ­დაც­ვის უწყე­ბა­ში გა­ივ­ლის.

4. მთა­ვა­რო­ბა ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ჩე­რე­ბულ ჰე­სე­ბის პრო­ექტს ააქ­ტი­უ­რებს. "გა­ეშ­ვე­ბა 800 მგვტ-მდე ჰე­სის ასა­შე­ნებ­ლად პრო­ექ­ტი, რო­მელ­შიც, ალ­ბათ, და­ახ­ლო­ე­ბით მი­ლი­არ­დზე მეტი და­ი­ხარ­ჯე­ბა. ამას გარ­და, წლის ბო­ლოს 1500 მგვტ-ზე გა­მო­ვა­ცხა­დებთ ტენ­დერს. ეს არის 2.5 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რის პირ­და­პი­რი ინ­ვეს­ტი­ცია", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა. (იხი­ლეთ სრუ­ლად)

5. მთავ­რო­ბა "გირ­ჩის“ რე­ლი­გი­ურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს აუქ­მებს. (იხი­ლეთ სრუ­ლად)

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდსა
6

ჯერ 12 წლის წინ რაც შეპირდით ხალხს ის აასრულეთ ოცნებაში რომ ვართ სულ და მერტე ვისაუბროთ ახალ ოცნებებზე

რატი
11

მართლა კარგი იქნებოდა, მაგრამ ისევ პოპულიზმს და ტყუილების კორიანტელს ჰგავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მთავრობის 5 ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზეც დღეს გახდა ცნობილი

მთავრობის 5 ახალი ინიციატივა, რომლის თაობაზეც დღეს გახდა ცნობილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე არაერთი ინიციატივა გაახმაურა, რომლის განხორციელებასაც მთავრობა გეგმავს.

გთავაზობთ 5 საკითხს, რაზეც პრემიერმა ილაპარაკა.

1. ანაკლიის პორტის მშენებლობს საკუთარ თავზე იღებს სახელმწიფო. "ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა. (იხილეთ სრულად)

2. იგეგმება ქვეყნის განვითარების გენგეგმის შექმნა. "ჩვენ ყველა ქალაქის გენგეგმას გავამზადებთ. ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გვინდა, რომ ჩამოიყვანოთ მაგარი კომპანიები, ყველაზე წარმატებული უცხოური ევროპული კომპანიები, რომლებიც მიიღებენ მონაწილებას ჩვენს ქართულ კომპანიებთან ერთად და დაიდება ერთხელ და სამუდამოდ მთელი ქვეყნის განვითარების გეგმა“, - ბრძანა პრემიერმა.

3. სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედება, მისი რეფორმირების შედეგად ყველა პირი სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის.

4. მთავარობა ბოლო წლების განმავლობაში შეჩერებულ ჰესების პროექტს ააქტიურებს. "გაეშვება 800 მგვტ-მდე ჰესის ასაშენებლად პროექტი, რომელშიც, ალბათ, დაახლოებით მილიარდზე მეტი დაიხარჯება. ამას გარდა, წლის ბოლოს 1500 მგვტ-ზე გამოვაცხადებთ ტენდერს. ეს არის 2.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა. (იხილეთ სრულად)

5. მთავრობა "გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციებს აუქმებს. (იხილეთ სრულად)