მთავრობა "გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციებს აუქმებს, ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენ აღმოვფხვრით "გირჩის“ მოგონილ მავნებლურ, უმსგავსო, ანტისახელმწიფოებრივ პროგრამას, რომელიც აბნევდა ახალგაზრდებს და სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით სთავაზობდა ალტერნატიულ სამსახურს. ეს იყო ფიქტიური, ვითომ რელიგიური სამსახური, რაც პირდაპირ ვიტყვი, იყო მკრეხელობა და სისაძაგლე. ჩვენი ვალია მოვაგვაროთ ეს საკითხი.
ჩვენი გადაწყვეტილებით, აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, დაიხურება და შედეგად, გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი ფიქტიური ვითომ რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესაძლებლობა. ამ მავნებლებს აღარ მივცემთ ახალგაზრდების არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. მოქალაქეებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა რა შეიძლება იყოს,“-განაცხადა პრემიერმა.