პოლიტიკა
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის სახალხო არტისტი, რომელიც სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს - ის რუსეთში დარჩა საცხოვრებლად, მისი თურქი ექსქმარი კი დღემდე უკრაინაშია და მოხალისედ მუშაობს
უკრაინის სახალხო არტისტი, რომელიც სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს - ის რუსეთში დარჩა საცხოვრებლად, მისი თურქი ექსქმარი კი დღემდე უკრაინაშია და მოხალისედ მუშაობს

მომ­ღე­რა­ლი ანი ლო­რა­კი უიშ­ვი­ა­თე­სი ადა­მი­ა­ნია იმ უკ­რა­ი­ნელ ცნო­ბილ არ­ტის­ტებს შო­რის, რო­მელ­მაც ომის და­წყე­ბის შემ­დეგ ოკუ­პანტ რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დარ­ჩე­ნა და კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. მას უკ­რა­ი­ნა­ში მო­ღა­ლა­ტეს უწო­დე­ბენ, ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია წერს, რომ ლო­რა­კის ყო­ფი­ლი ქმა­რი მუ­რატ ნალ­ჩა­ჯი­ოღ­ლუ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩა და უკ­რა­ი­ნას სამ­შობ­ლოს უწო­დებს.

კაც­მა "ინ­სტაგ­რა­მის" სა­კუ­თარ გვერ­დზე და­წე­რა, რომ ხში­რად ეკი­თხე­ბი­ან, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა უკ­რა­ი­ნა­ში დარ­ჩე­ნა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში ომია, მა­შინ, რო­დე­საც სულ მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლო თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

"ჩემი აზ­რით, შენი სამ­შობ­ლო იქ კი არ არის, სა­დაც და­ი­ბა­დე, არა­მედ ისაა, სა­დაც ცხოვ­რობ, სა­დაც თავს თა­ვი­სუფ­ლად გრძნობ, ნამ­დვი­ლი პი­როვ­ნე­ბა ხარ და ღირ­სე­უ­ლად ცხოვ­რობ. მე უკ­რა­ი­ნა­ში ასე ვგრძნობ თავს", - წერს მუ­რა­ტი.

მუ­რა­ტი ამ­ბობს, რომ მისი სტი­ლი არ არის ქვეყ­ნი­დან გაქ­ცე­ვა, სა­დაც რა­ღაც არას­წო­რად ხდე­ბა. მას უყ­ვარს უკ­რა­ი­ნა და მი­იჩ­ნევს, რომ სწო­რად მო­იქ­ცა, რად­გან აქ დარ­ჩა. კაცი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან მო­ხა­ლი­სედ მუ­შა­ობს და ომით და­ზა­რა­ლე­ბულ უკ­რა­ი­ნე­ლებს ეხ­მა­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ანი ლო­რაკს, 44 წლის უკ­რა­ი­ნე­ლი მომ­ღე­რა­ლი უკ­რა­ი­ნა­შია და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, ის ქვეყ­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტია და 2008 წელს უკ­რა­ი­ნა "ევ­რო­ვი­ზი­ის" მუ­სი­კა­ლურ კონ­კურ­სზე წარ­მო­ად­გენ­და. ის ამ­ჟა­მად მოს­კოვ­ში ცხოვ­რობს. 10 დე­კემ­ბერს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტში "Heat," სა­დაც ახა­ლი კომ­პო­ზი­ცია "ლა­ბი­რინ­თი" შე­ას­რუ­ლა, თუმ­ცა კუ­ლი­სებ­ში პრე­სას არ და­ლა­პა­რა­კე­ბია. სა­ერ­თო­დაც, ის ომის და­წყე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­დია სივ­რცე­ში არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბიც კი წა­შა­ლა, რათა არ წა­ე­კი­თხა მისი მი­სა­მარ­თით წა­მო­სუ­ლი სი­ძულ­ვი­ლის ტალ­ღა, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი წე­რენ, რომ ის მო­ღა­ლა­ტეა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა უნდა ჩა­მო­ერ­თვას.

2022 წლის სექ­ტემ­ბერ­ში უკ­რა­ი­ნამ ის სან­ქცი­რე­ბულ­თა სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კომენტატორებს
0

ლექსების მიხედვით რომ აზროვნებთ მაგიტომ გვაქვს კარგად საქმე. ერს ილიას "ბედნიერი ერი" მოგვწონს ძალიან და მაგას მივყვებით განსაკუთრებით

ბერიკა
3

სადაც შობილხარ-გაზრდილხარ და გისროლია ისარი, სად მამა-პაპა გეგულვის, იმათი კუბოს ფიცარი ... აი ეს პირველი ნაწილი დაიკიდა მაგრამ მეორე ნაწილი: "სადაც ჭაღარამ შეგმოსა, შენი სამშობლო ის არი" დაიმახსოვრა მარტო 

ავტორი:

უკრაინის სახალხო არტისტი, რომელიც სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს - ის რუსეთში დარჩა საცხოვრებლად, მისი თურქი ექსქმარი კი დღემდე უკრაინაშია და მოხალისედ მუშაობს

უკრაინის სახალხო არტისტი, რომელიც სამშობლოში მოღალატედ გამოაცხადეს - ის რუსეთში დარჩა საცხოვრებლად, მისი თურქი ექსქმარი კი დღემდე უკრაინაშია და მოხალისედ მუშაობს

მომღერალი ანი ლორაკი უიშვიათესი ადამიანია იმ უკრაინელ ცნობილ არტისტებს შორის, რომელმაც ომის დაწყების შემდეგ ოკუპანტ რუსეთში საცხოვრებლად დარჩენა და კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. მას უკრაინაში მოღალატეს უწოდებენ, ამასთანავე, უკრაინული მედია წერს, რომ ლორაკის ყოფილი ქმარი მურატ ნალჩაჯიოღლუ ქვეყანაში დარჩა და უკრაინას სამშობლოს უწოდებს.

კაცმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ხშირად ეკითხებიან, რატომ გადაწყვიტა უკრაინაში დარჩენა, როდესაც ქვეყანაში ომია, მაშინ, როდესაც სულ მარტივად შეეძლო თურქეთში დაბრუნება.

"ჩემი აზრით, შენი სამშობლო იქ კი არ არის, სადაც დაიბადე, არამედ ისაა, სადაც ცხოვრობ, სადაც თავს თავისუფლად გრძნობ, ნამდვილი პიროვნება ხარ და ღირსეულად ცხოვრობ. მე უკრაინაში ასე ვგრძნობ თავს", - წერს მურატი.

მურატი ამბობს, რომ მისი სტილი არ არის ქვეყნიდან გაქცევა, სადაც რაღაც არასწორად ხდება. მას უყვარს უკრაინა და მიიჩნევს, რომ სწორად მოიქცა, რადგან აქ დარჩა. კაცი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან მოხალისედ მუშაობს და ომით დაზარალებულ უკრაინელებს ეხმარება.

რაც შეეხება ანი ლორაკს, 44 წლის უკრაინელი მომღერალი უკრაინაშია დაბადებული და გაზრდილი, ის ქვეყნის სახალხო არტისტია და 2008 წელს უკრაინა "ევროვიზიის" მუსიკალურ კონკურსზე წარმოადგენდა. ის ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს. 10 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო საახალწლო კონცერტში "Heat," სადაც ახალი კომპოზიცია "ლაბირინთი" შეასრულა, თუმცა კულისებში პრესას არ დალაპარაკებია. საერთოდაც, ის ომის დაწყებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მედია სივრცეში არ გამოჩენილა. სოციალური ქსელებიც კი წაშალა, რათა არ წაეკითხა მისი მისამართით წამოსული სიძულვილის ტალღა, უკრაინელები წერენ, რომ ის მოღალატეა, რომელსაც უკრაინის სახალხო არტისტის წოდება უნდა ჩამოერთვას.

2022 წლის სექტემბერში უკრაინამ ის სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.