მსოფლიო
სამართალი

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს... ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია" - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან
"ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს... ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია" - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან

ბა­ტონ თენ­გიზ არჩვა­ძეს­თან შეხ­ვედ­რას კარ­გა ხანს ვე­ლო­დი და ეს დღეც დად­გა...

შე­ვე­დი მი­სა­ღებ ოთახ­ში, მი­ვე­სალ­მე და პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წი­ნა­და­დე­ბა ისე სწრა­ფად ვთქვი, რომ მი­თხრა: რა ჩქა­რა ლა­პა­რა­კობ, ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე, პა­ტი­ვი უნდა სცე სი­ტყვას და ქარ­თულ ენა­სო... მეც მშვი­დად და­ვი­წყე სა­უ­ბა­რი. პა­ტა­რა მა­გი­და­ზე წიგ­ნე­ბია, სულ ზე­მოთ ჩვე­ნი გა­მომ­ცემ­ლო­ბის ("პა­ლიტ­რა L“) წიგ­ნი "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია“ დევს, იქვე დი­ვან­ზე კი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი აწყვია. ჟურ­ნალ "გზას“ მოვ­კა­რი თვა­ლი, თურ­მე ბა­ტო­ნი თენ­გი­ზი ყო­ველ ხუთ­შა­ბათს კი­თხუ­ლობს.

- ბა­ტო­ნო თენ­გიზ, სი­ტყვის და წიგ­ნის მი­მართ რუ­დუ­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან გაქვთ? წა­სა­კითხ ლი­ტე­რა­ტუ­რას მშობ­ლე­ბი გირ­ჩევ­დნენ?

- ეგ "ავად­მყო­ფო­ბა“ - წიგ­ნის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. მამა წიგ­ნი­ე­რი კაცი იყო. მშობ­ლებს შვი­ლე­ბის­თვის არ­ჩე­უ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა სახ­ლში ჰქონ­დათ, შერ­ჩე­ვა არ გვინ­დო­და. ზე­პი­რად ვი­ცო­დი მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე... ამ და სხვა კლა­სი­კო­სებს სკო­ლა­ში სხვა­ნა­ი­რად მას­წავ­ლიდ­ნენ. იმ იდე­ო­ლო­გი­ას ჩვენ არ ვი­ღებ­დით. ერთი რამ ვი­ცო­დი, რა­საც სახ­ლში წა­ვი­კი­თხავ­დი, იქ არ ვამ­ბობ­დი. აგერ მი­დევს უბრწყინ­ვა­ლე­სი წიგ­ნი, "სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია“ - ახა­ლი გა­მო­ცე­მა, რამ­დე­ნი­მე აკა­დე­მი­კო­სის შედ­გე­ნი­ლია. ერთ-ერთი ჩემი მე­გო­ბა­რია, და­თუ­ნა მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი. ეს წიგ­ნი ყვე­ლამ უნდა შე­ი­ძი­ნოს.

- რო­მელ მწერ­ლებ­თან მე­გობ­რობ­დით?

- მწერ­ლებ­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. ერთი კარ­გი ფო­ტოა, კო­წია გამ­სა­ხურ­დი­ას­თან ერ­თად მაქვს გა­და­ღე­ბუ­ლი, მერე ჟურ­ნალ­ში და­ბეჭ­დეს... ჩემი მე­გო­ბა­რი იყო დი­დე­ბუ­ლი მწე­რა­ლი არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი. მე­გო­ბა­რი იმას ნიშ­ნავს, რომ ცხოვ­რე­ბის ერ­თნა­ი­რი წესი გვქონ­და, ჩვე­ნი ქვეყ­ნის მთა და ბარი ერ­თად მო­ვი­ა­რეთ. უბრწყინ­ვა­ლეს პრო­ზა­ი­კოს რეზო ინა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად თუ­შე­თი მაქვს შე­მოვ­ლი­ლი. ლე­ვან გო­თუა უმ­ცროს მე­გობ­რად მთვლი­და. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნის პი­ე­სა­ში "მეფე ერეკ­ლე“ ვთა­მა­შობ­დი და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბაც იქი­დან და­ი­წყო. ჩემი მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ: ძმე­ბი ჭი­ლა­ძე­ე­ბი, ელ­გუ­ჯა მაღ­რა­ძე, მურ­მან ლე­ბა­ნი­ძე, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი... მეტი რაღა უნდა გი­თხრათ?!

- თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტი­დან წახ­ვე­დით, მაგ­რამ მა­ლე­ვე დაბ­რუნ­დით. ამის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ.

- ჩემი პირ­ვე­ლი პე­და­გო­გი თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ლილი იო­სე­ლი­ა­ნი იყო. პრო­ფე­სი­ას სა­ფუძ­ვე­ლი სწო­რედ პირ­ველ კურ­სზე ჩა­ე­ყა­რა. მერე ისე მოხ­და, რომ რა­ღაც მე­წყი­ნა და გა­დავ­წყვი­ტე, მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის თავი და­მე­ნე­ბე­ბი­ნა. პირ­ვე­ლი კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თე­ატ­რა­ლურ­ში სწავ­ლა შევ­წყვი­ტე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ლო­ლო­გი­ურ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მი­სა­ღებ გა­მოც­დებ­ზე ყვე­ლა სა­გან­ში ფრი­ა­დი მი­ვი­ღე და მა­ინც გა­რეთ დავ­რჩი - ვი­საც "ლი­მი­ტე­ბი" ჰქონ­და, ისი­ნი მი­ი­ღეს. ად­გი­ლე­ბი შე­ზღუ­დუ­ლი იყო. იმ დროს ნიკო კე­ცხო­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და ახა­ლი რექ­ტო­რის და­ნიშ­ვნამ­დე სრუ­ლი არე­უ­ლო­ბა იყო. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვერ მოვ­ხვდი და თე­ატ­რა­ლურ­ში დავ­ბრუნ­დი.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის არ­ტის­ტე­ბის გვერ­დით დგო­მა რთუ­ლი იყო?

- ძა­ლი­ან უბ­რა­ლო და მომ­ფე­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ. ერთ-ერთ გა­და­ღე­ბა­ზე ფეხ­ზე ნერ­ვის ან­თე­ბა და­მე­მარ­თა, ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და გა­მა­კა­ვა, ვერ ვინ­ძრე­ო­დი. მსა­ხი­ობ­მა საშა გო­მე­ლა­ურ­მა კა­ლი­ნი­ნის ქუ­ჩა­ზე ფი­ზი­ო­თე­რა­პი­ის ინ­სტი­ტუ­ტში წა­მიყ­ვა­ნა. იქ გვი­თხრეს, ად­გი­ლი არ გვაქ­ვსო. სა­შამ და­ი­წყო: ეს არჩვა­ძეა - ნა­ხეთ, რა ბი­ჭია! ამას წიგ­ნის კი­თხვა უყ­ვარს... ად­გი­ლი არ არი­სო, გა­ი­მე­ო­რა დი­რექ­ტორ­მა. სა­შამ გა­აგ­რძე­ლა: მერე სტუმ­რე­ბი რომ მოვ­ლენ მის სა­ნა­ხა­ვად (დი­რექ­ტორ­მა ისევ ახ­სე­ნა ად­გი­ლი...), ჩვენ მო­ვალთ თე­ატ­რი­დან, ყო­ველ­დღე ვი­ღა­ცა მოვა, ხომ უნდა დახ­ვდეს, პი­რო­ბე­ბია სა­ჭი­რო, მა­გი­დაც უნდა იდ­გე­სო... იმ­დე­ნი ელა­პა­რა­კა, იმ კაც­მა თა­ვი­სი კა­ბი­ნე­ტი დაგ­ვით­მო და იქ და­მაწ­ვი­ნეს. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ნი მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. თე­ატ­რში რომ მი­ვე­დი, რო­გორც წესი იყო, მცი­რე ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნეს. ჟორა შავ­გუ­ლი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ხელ­ფა­სი მე მომ­ცეს.

...

- იტა­ლი­ი­სა და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ერ­თობ­ლი­ვი ფილ­მის - "წი­თე­ლი კა­რა­ვის“ გა­და­ღე­ბე­ბი­დან რას გა­იხ­სე­ნებთ?

- მი­ხე­ილ კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის ფილმში კი­ნოს ვარ­სკვლა­ვე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ: შონ კო­ნე­რი, კლა­უ­დია კარ­დი­ნა­ლე, პი­ტერ ფინ­ჩი... ფილ­მის ერთ ნა­წილს ჩრდი­ლო­ეთ პო­ლუს­ზე, ფრანც იო­ზე­ფის მი­წა­ზე ვი­ღებ­დით. წა­რუშ­ლე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა ჩემ­ზე იმ თვე­ებ­მა. შონ კო­ნე­რი წარ­მო­შო­ბით შოტ­ლან­დი­ე­ლია, სა­დაც ბევ­რი მთაა; ჰოდა, მეც ვი­ფიქ­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ორი კვი­რით ჩა­მო­მეყ­ვა­ნა. რე­ჟი­სორ­საც შე­ვუ­თან­ხმდი... ორი კვი­რა კე-გე-ბეში და­კი­თხვებ­ზე დავ­დი­ო­დი და შონ კო­ნე­რიც ვე­ღარ ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე. ამის ნაც­ვლად, უცხო­ელ კო­ლე­გებს, შონ კო­ნე­რი­სა და პი­ტერ ფინჩს, მოს­კო­ვის რეს­ტო­რან "არაგ­ვში“ ვე­პა­ტი­ჟე­ბო­დი ხაშ­ზე კვი­რა დი­ლით. კო­ნე­რის ხაში ისე მო­ე­წო­ნა, მე­კი­თხე­ბო­და: დი­ლის გარ­და, სხვა დრო­საც რომ ვჭა­მო, რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბაო?.. ერთხელ პი­ტერ ფინჩმა მი­თხრა: ვიცი, რომ თქვენ არა გაქვთ იმ­ხე­ლა ხელ­ფა­სი, რამ­დე­ნიც ჩვენ; მე კუნ­ძუ­ლე­ბიც მაქვს და და­ნა­ხარჯს კი სულ შენ იხ­დიო... ასე ვუ­პა­სუ­ხე: კი ბა­ტო­ნო, შენ კუნ­ძუ­ლე­ბი გაქვს და მე ქარ­თვე­ლი ვარ-მეთ­ქი! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ავ­ტო­რი: ნა­ნუ­ლი ზო­ტი­კიშ­ვი­ლი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურა
0

დიდი კაცი

ნინიკო
0

60, 70- იანი წლების ყველაზე მაგარი ქართველი მსახიობი მამაკაცი. თამაშობს მინიმალური მიმიკებით და ჟესტებით. არ თეატრალურობს და არ მანერულობს ბევრი სხვა გაპიარებულისგან განსხვავებით. ამის გარდა ფიზიკურად არის არა უბრალოდ სიმპათიური არამედ ძალიან ლამაზი მამაკაცი. ჯანმრთელობა და გახარება ბატონ თენგიზს. 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს... ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია" - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან

"ზოგ რამეზე არ ვლაპარაკობ. ბევრი ისეთი ამბავია, რისი გახსენებაც მე თვითონ მაწუხებს... ადამიანების წასვლა, ჩემთვის ძალიან დიდი ტკივილია" - ინტერვიუ თენგიზ არჩვაძესთან

ბატონ თენგიზ არჩვაძესთან შეხვედრას კარგა ხანს ველოდი და ეს დღეც დადგა...

შევედი მისაღებ ოთახში, მივესალმე და პირველი რამდენიმე წინადადება ისე სწრაფად ვთქვი, რომ მითხრა: რა ჩქარა ლაპარაკობ, ვერაფერი გავიგე, პატივი უნდა სცე სიტყვას და ქართულ ენასო... მეც მშვიდად დავიწყე საუბარი. პატარა მაგიდაზე წიგნებია, სულ ზემოთ ჩვენი გამომცემლობის ("პალიტრა L“) წიგნი "საქართველოს ისტორია“ დევს, იქვე დივანზე კი ჟურნალ-გაზეთები აწყვია. ჟურნალ "გზას“ მოვკარი თვალი, თურმე ბატონი თენგიზი ყოველ ხუთშაბათს კითხულობს.

- ბატონო თენგიზ, სიტყვის და წიგნის მიმართ რუდუნება ბავშვობიდან გაქვთ? წასაკითხ ლიტერატურას მშობლები გირჩევდნენ?

- ეგ "ავადმყოფობა“ - წიგნის დიდი სიყვარული ბავშვობიდან მქონდა. მამა წიგნიერი კაცი იყო. მშობლებს შვილებისთვის არჩეული ბიბლიოთეკა სახლში ჰქონდათ, შერჩევა არ გვინდოდა. ზეპირად ვიცოდი მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე... ამ და სხვა კლასიკოსებს სკოლაში სხვანაირად მასწავლიდნენ. იმ იდეოლოგიას ჩვენ არ ვიღებდით. ერთი რამ ვიცოდი, რასაც სახლში წავიკითხავდი, იქ არ ვამბობდი. აგერ მიდევს უბრწყინვალესი წიგნი, "საქართველოს ისტორია“ - ახალი გამოცემა, რამდენიმე აკადემიკოსის შედგენილია. ერთ-ერთი ჩემი მეგობარია, დათუნა მუსხელიშვილი. ეს წიგნი ყველამ უნდა შეიძინოს.

- რომელ მწერლებთან მეგობრობდით?

- მწერლებთან ახლოს ვიყავი. ერთი კარგი ფოტოა, კოწია გამსახურდიასთან ერთად მაქვს გადაღებული, მერე ჟურნალში დაბეჭდეს... ჩემი მეგობარი იყო დიდებული მწერალი არჩილ სულაკაური. მეგობარი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრების ერთნაირი წესი გვქონდა, ჩვენი ქვეყნის მთა და ბარი ერთად მოვიარეთ. უბრწყინვალეს პროზაიკოს რეზო ინანიშვილთან ერთად თუშეთი მაქვს შემოვლილი. ლევან გოთუა უმცროს მეგობრად მთვლიდა. ბატონი ლევანის პიესაში "მეფე ერეკლე“ ვთამაშობდი და ჩვენი მეგობრობაც იქიდან დაიწყო. ჩემი მეგობრები იყვნენ: ძმები ჭილაძეები, ელგუჯა მაღრაძე, მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანი... მეტი რაღა უნდა გითხრათ?!

- თეატრალური ინსტიტუტიდან წახვედით, მაგრამ მალევე დაბრუნდით. ამის შესახებ გვიამბეთ.

- ჩემი პირველი პედაგოგი თეატრალურ ინსტიტუტში ლილი იოსელიანი იყო. პროფესიას საფუძველი სწორედ პირველ კურსზე ჩაეყარა. მერე ისე მოხდა, რომ რაღაც მეწყინა და გადავწყვიტე, მსახიობობისთვის თავი დამენებებინა. პირველი კურსის დასრულების შემდეგ თეატრალურში სწავლა შევწყვიტე და უნივერსიტეტში ფილოლოგიურზე ჩავაბარე. მისაღებ გამოცდებზე ყველა საგანში ფრიადი მივიღე და მაინც გარეთ დავრჩი - ვისაც "ლიმიტები" ჰქონდა, ისინი მიიღეს. ადგილები შეზღუდული იყო. იმ დროს ნიკო კეცხოველი უნივერსიტეტის რექტორობიდან გაათავისუფლეს და ახალი რექტორის დანიშვნამდე სრული არეულობა იყო. უნივერსიტეტში ვერ მოვხვდი და თეატრალურში დავბრუნდი.

- მარჯანიშვილის თეატრის არტისტების გვერდით დგომა რთული იყო?

- ძალიან უბრალო და მომფერებელი ადამიანები იყვნენ. ერთ-ერთ გადაღებაზე ფეხზე ნერვის ანთება დამემართა, ჩამოვედი თბილისში და გამაკავა, ვერ ვინძრეოდი. მსახიობმა საშა გომელაურმა კალინინის ქუჩაზე ფიზიოთერაპიის ინსტიტუტში წამიყვანა. იქ გვითხრეს, ადგილი არ გვაქვსო. საშამ დაიწყო: ეს არჩვაძეა - ნახეთ, რა ბიჭია! ამას წიგნის კითხვა უყვარს... ადგილი არ არისო, გაიმეორა დირექტორმა. საშამ გააგრძელა: მერე სტუმრები რომ მოვლენ მის სანახავად (დირექტორმა ისევ ახსენა ადგილი...), ჩვენ მოვალთ თეატრიდან, ყოველდღე ვიღაცა მოვა, ხომ უნდა დახვდეს, პირობებია საჭირო, მაგიდაც უნდა იდგესო... იმდენი ელაპარაკა, იმ კაცმა თავისი კაბინეტი დაგვითმო და იქ დამაწვინეს. ახალგაზრდა ვიყავი და ყველანი მეფერებოდნენ. თეატრში რომ მივედი, როგორც წესი იყო, მცირე ხელფასი დამინიშნეს. ჟორა შავგულიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ხელფასი მე მომცეს.

...

- იტალიისა და საბჭოთა კავშირის ერთობლივი ფილმის - "წითელი კარავის“ გადაღებებიდან რას გაიხსენებთ?

- მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში კინოს ვარსკვლავები მონაწილეობდნენ: შონ კონერი, კლაუდია კარდინალე, პიტერ ფინჩი... ფილმის ერთ ნაწილს ჩრდილოეთ პოლუსზე, ფრანც იოზეფის მიწაზე ვიღებდით. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმ თვეებმა. შონ კონერი წარმოშობით შოტლანდიელია, სადაც ბევრი მთაა; ჰოდა, მეც ვიფიქრე, საქართველოში ორი კვირით ჩამომეყვანა. რეჟისორსაც შევუთანხმდი... ორი კვირა კე-გე-ბეში დაკითხვებზე დავდიოდი და შონ კონერიც ვეღარ ჩამოვიყვანე. ამის ნაცვლად, უცხოელ კოლეგებს, შონ კონერისა და პიტერ ფინჩს, მოსკოვის რესტორან "არაგვში“ ვეპატიჟებოდი ხაშზე კვირა დილით. კონერის ხაში ისე მოეწონა, მეკითხებოდა: დილის გარდა, სხვა დროსაც რომ ვჭამო, რატომ არ შეიძლებაო?.. ერთხელ პიტერ ფინჩმა მითხრა: ვიცი, რომ თქვენ არა გაქვთ იმხელა ხელფასი, რამდენიც ჩვენ; მე კუნძულებიც მაქვს და დანახარჯს კი სულ შენ იხდიო... ასე ვუპასუხე: კი ბატონო, შენ კუნძულები გაქვს და მე ქართველი ვარ-მეთქი! წაიკითხეთ სრულად

ავტორი: ნანული ზოტიკიშვილი