საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის, ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ექ­სპრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დარ­ჩეს.

რო­გორც მან პარ­ტი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მე­დი­კო­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნაა.

"ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აღ­სრულ­დეს მი­ღე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბი, აღ­სრულ­დეს სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი, რო­მე­ლიც ერთი და იმა­ვეს ამ­ბობს. პრო­ფე­სო­რე­ბი, აკა­დე­მი­კო­სე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად სა­უბ­რო­ბენ, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის შან­სი გახ­ლავთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მისი სა­ზღვარ­გა­რეთ გა­დაყ­ვა­ნა“,- გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მისი თქმით, ბოლო 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ გეგ­მა სრულ თან­ხვედ­რა­ში იყო მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გეგ­მას­თან.

"ბუ­ნებ­რი­ვად შე­იქ­მნა ის მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას შე­ე­ხე­ბა. პარ­ტია დღემ­დე ამ პი­რო­ბას იცავს. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ქარ­თუ­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს, რომ სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­აქვს მო­სა­მარ­თლეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის, მი­უ­ხე­და­ვად ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის მიერ და­დე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი დას­კვნე­ბი­სა, ბუ­ნებ­რი­ვია, ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა იქ­ნე­ბა. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა მსურს. და­ნარ­ჩენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა მო­მა­ვალ­ში იხი­ლავს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მან გან­მარ­ტა, რომ უსა­ფუძ­ვლოა პრე­ტენ­ზი­ე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, თით­ქოს ის ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რია.

"ვი­სურ­ვებ­დი, მათ შო­რის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ბევრ წევრში იყოს სურ­ვი­ლი, რომ უფრო აქ­ტი­უ­რე­ბი გახ­დნენ. მე შე­იძ­ლე­ბა და­მაბ­რა­ლო ყვე­ლა­ფე­რი, შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ტი­პის პრე­ტენ­ზია არ­სე­ბობ­დეს, მაგ­რამ თავ­მდაბ­ლო­ბის გა­რე­შე გე­ტყვით, უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბით, ეს პრე­ტენ­ზია აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია ჩემ­თვის“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

გარ­და ამი­სა, მან და­ა­დას­ტუ­რა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვი­ლი პარ­ტი­ის ფი­ნან­სებს ჩა­მო­შორ­და.

"გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს აქვს წვდო­მა ყვე­ლა ფი­ნან­სურ-მა­ტე­რი­ა­ლურ და ტექ­ნი­კურ რე­სურსთან, გან­სხვა­ვე­ბით პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან. მი­მაჩ­ნია, რომ სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო პო­ლი­ტი­კურ­მა საბ­ჭომ, რომ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნე­იტ­რა­ლურ ადა­მი­ანს და­ე­კის­რე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ამ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს შე­ე­ხო არა მხო­ლოდ პეტ­რე ცის­კა­რიშ­ვილს, ასე­ვე ზურა მე­ლი­ქიშ­ვილს“, - გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი გჯერა?
0

საზღვარგარეთსაც გააჩნია ,უნგრეთი და ჩეხეთი არ ვარგა . უფრო ჰავაის კუნძულები,ან კალიფორნიის სანაპირო :)

..
7

აქამდე სად იყავი.მართლა მელია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს - მისი სიცოცხლის გადარჩენის შანსია მხოლოდ საზღვარგარეთ გადაყვანა" - მელია

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადარჩეს.

როგორც მან პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა.

"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. მნიშვნელოვანია აღსრულდეს მიღებული სხვადასხვა რეზოლუციები, აღსრულდეს სამედიცინო ექსპერტების მიერ დადებული დასკვნები, რომელიც ერთი და იმავეს ამბობს. პროფესორები, აკადემიკოსები ყოველდღიურად საუბრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის შანსი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ მისი საზღვარგარეთ გადაყვანა“,- განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, ბოლო 4 თვის განმავლობაში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა სრულ თანხვედრაში იყო მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების გეგმასთან.

"ბუნებრივად შეიქმნა ის მდგომარეობა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებას შეეხება. პარტია დღემდე ამ პირობას იცავს. იმ შემთხვევაში, თუ ქართული და საერთაშორისო საზოგადოება გაიგებს, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოაქვს მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილისთვის, მიუხედავად ექსპერტთა ჯგუფების მიერ დადებული უმძიმესი დასკვნებისა, ბუნებრივია, ადეკვატური რეაგირება იქნება. ეს არის ის, რისი თქმაც ახლა მსურს. დანარჩენს საზოგადოება მომავალში იხილავს“, - განაცხადა მელიამ.

მან განმარტა, რომ უსაფუძვლოა პრეტენზიები იმის თაობაზე, თითქოს ის ნაკლებად აქტიურია.

"ვისურვებდი, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობის“ ბევრ წევრში იყოს სურვილი, რომ უფრო აქტიურები გახდნენ. მე შეიძლება დამაბრალო ყველაფერი, შეიძლება სხვადასხვა ტიპის პრეტენზია არსებობდეს, მაგრამ თავმდაბლობის გარეშე გეტყვით, უკანასკნელი წლების განმავლობაში განსაკუთრებით, ეს პრეტენზია აბსოლუტურად მიუღებელია ჩემთვის“, - განაცხადა მელიამ.

გარდა ამისა, მან დაადასტურა, რომ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ფინანსებს ჩამოშორდა.

"გენერალურ მდივანს აქვს წვდომა ყველა ფინანსურ-მატერიალურ და ტექნიკურ რესურსთან, განსხვავებით პარტიის თავმჯდომარისგან. მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო პოლიტიკურმა საბჭომ, რომ აბსოლუტურად ნეიტრალურ ადამიანს დაეკისრება არჩევნებამდე ამ უფლებამოსილების განხორციელება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს შეეხო არა მხოლოდ პეტრე ცისკარიშვილს, ასევე ზურა მელიქიშვილს“, - განაცხადა მელიამ.