მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა... მინდა იცოდეთ, მე ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების ერთგული ვიყავი" - რონალდუს ემოციური პოსტი
"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა... მინდა იცოდეთ, მე ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების ერთგული ვიყავი" - რონალდუს ემოციური პოსტი

პორ­ტუ­გა­ლია 2022 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ერთ-ერთ ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­ო­და, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ფა­ნებ­მა კი წი­ნას­წარ­ვე იცოდ­ნენ, რომ მიმ­დი­ნა­რე ტურ­ნი­რი მათი ფა­ვო­რი­ტი ფეხ­ბურ­თე­ლის­თვის სა­ნაკ­რე­ბო დო­ნე­ზე "უკა­ნას­კნე­ლი სიმ­ღე­რა" იქ­ნე­ბო­და.

რო­ნალ­დუმ და პორ­ტუ­გა­ლი­ამ მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში მა­რო­კოს ნაკ­რებ­თან წა­ა­გეს და ამით დას­რულ­და ჩვე­ნი დრო­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის, კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს ოც­ნე­ბა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა­ზე.

რო­ნალ­დუ აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე პოსტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

"მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მო­გე­ბა ჩემი კა­რი­ე­რის ყვე­ლა­ზე დიდი და ამ­ბი­ცი­უ­რი ოც­ნე­ბა იყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტი­ტუ­ლი მო­ვი­გე, მათ შო­რის, პორ­ტუ­გა­ლი­ის­თვის, მაგ­რამ ჩემი ქვეყ­ნის აყ­ვა­ნა მსოფ­ლი­ოს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, ყვე­ლა­ზე დიდი ოც­ნე­ბა იყო.

ამ ოც­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად ძა­ლი­ან ბევ­რს, მთე­ლი გუ­ლით ვიბ­რძო­დი. ხუთ მსოფ­ლიო თას­ზე ვი­თა­მა­შე. დი­დე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად და მი­ლი­ო­ნო­ბით პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლის მხარ­და­ჭე­რით, მე ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე, ყვე­ლა­ფე­რი მო­ე­დან­ზე დავ­ტო­ვე, ბრძო­ლა­ზე უარი არას­დროს მით­ქვამს, ამ ოც­ნე­ბის­თვის ზურ­გი არას­დროს მიქ­ცე­ვია.

სამ­წუ­ხა­როდ, გუ­შინ ჩემი ოც­ნე­ბა დას­რულ­და. მძაფრ რე­აქ­ცი­ას ახლა აზრი არ აქვს. ბევ­რი ით­ქვა, ბევ­რი და­ი­წე­რა, ბევ­რი ვა­რა­უ­დი მო­ვის­მი­ნეთ, მაგ­რამ მინ­და იცო­დეთ, ერთი წა­მი­თაც კი არ შეც­ვლი­ლა შემი ერ­თგუ­ლე­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ი­სად­მი. მე ყო­ველ­თვის ვიბ­რძო­დი ჩემი ქვეყ­ნის­თვის და არას­დროს შე­მიქ­ცე­ვია ზურ­გი მის­თვის და ჩემი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­თვის.

ჯერ­ჯე­რო­ბით მეტი სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი მაქვს. მად­ლო­ბა პორ­ტუ­გა­ლი­ას, მად­ლო­ბა კა­ტარს. ოც­ნე­ბა მშვე­ნი­ე­რია, სა­ნამ და­სას­რუ­ლი არ მო­დის", - წერს რო­ნალ­დუ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

პორტუგალიას არ წაუგია ეს მწრთვნელმა წააგო ბოლო ორი თამაში არ ათამაშა წესიერად რადგან მათ შორის დაპირისპირება იყო,თუ და სასჯელს და გალანძღვის ღირსი მარტო მწვრთნელია მაგაში 99% დამნაშავე 

 

ანი
0

ძალიან გავცვითეთ სიტყვები, ვარსკვლავი, ლეგენდა, მაგრამ ფაქტია, რომ მესიმ და რონალდომ უკვე მიიჩინეს ადგილი პელესა და მარადონას კოჰორტაში. მადლობა ლეგენდებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა... მინდა იცოდეთ, მე ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების ერთგული ვიყავი" - რონალდუს ემოციური პოსტი

"სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა... მინდა იცოდეთ, მე ყოველთვის ჩემი ქვეყნისა და თანაგუნდელების ერთგული ვიყავი" - რონალდუს ემოციური პოსტი

პორტუგალია 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, კრიშტიანუ რონალდუს ფანებმა კი წინასწარვე იცოდნენ, რომ მიმდინარე ტურნირი მათი ფავორიტი ფეხბურთელისთვის სანაკრებო დონეზე "უკანასკნელი სიმღერა" იქნებოდა.

რონალდუმ და პორტუგალიამ მეოთხედფინალში მაროკოს ნაკრებთან წააგეს და ამით დასრულდა ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაზე.

რონალდუ აღნიშნულის შესახებ ემოციებით სავსე პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ჩემი კარიერის ყველაზე დიდი და ამბიციური ოცნება იყო. საბედნიეროდ, არაერთი საერთაშორისო ტიტული მოვიგე, მათ შორის, პორტუგალიისთვის, მაგრამ ჩემი ქვეყნის აყვანა მსოფლიოს უმაღლეს დონეზე, ყველაზე დიდი ოცნება იყო.

ამ ოცნების მისაღწევად ძალიან ბევრს, მთელი გულით ვიბრძოდი. ხუთ მსოფლიო თასზე ვითამაშე. დიდებულ ფეხბურთელებთან ერთად და მილიონობით პორტუგალიელის მხარდაჭერით, მე ყველაფერი გავაკეთე, ყველაფერი მოედანზე დავტოვე, ბრძოლაზე უარი არასდროს მითქვამს, ამ ოცნებისთვის ზურგი არასდროს მიქცევია.

სამწუხაროდ, გუშინ ჩემი ოცნება დასრულდა. მძაფრ რეაქციას ახლა აზრი არ აქვს. ბევრი ითქვა, ბევრი დაიწერა, ბევრი ვარაუდი მოვისმინეთ, მაგრამ მინდა იცოდეთ, ერთი წამითაც კი არ შეცვლილა შემი ერთგულება პორტუგალიისადმი. მე ყოველთვის ვიბრძოდი ჩემი ქვეყნისთვის და არასდროს შემიქცევია ზურგი მისთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის.

ჯერჯერობით მეტი სათქმელი არაფერი მაქვს. მადლობა პორტუგალიას, მადლობა კატარს. ოცნება მშვენიერია, სანამ დასასრული არ მოდის", - წერს რონალდუ.