პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა - გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში" - ლევან ხაბეიშვილი
"უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა - გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში" - ლევან ხაბეიშვილი

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის კან­დი­და­ტის, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახლა პარ­ტი­ის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თო­ბა.

რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე რა­ი­მე სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე კა­მა­თი ან პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა არ იქ­ნე­ბა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ დღე­ვან­დელ პო­ლიტ­საბ­ჭო­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­თვის“ და ჩვენ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ერ­თო­ბა. ჩვე­ნი მხრი­დან რა­ი­მე სა­კი­თხზე გან­სხვა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ებ­ზე კა­მა­თი, ან პო­ლიტ­საბ­ჭოს წევ­რე­ბის უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ყე­ნე­ბა, რომ რა­ი­მე პო­ზი­ცია და­ი­კა­ვონ, არ იქ­ნე­ბა. მე­ტიც, ჩვენ­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცო­ცხლე და მისი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. ამი­ტომ, ცხა­დია გვა­ინ­ტე­რე­სებს ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რის გეგ­მა, რას აპი­რებს უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­მო­ცხად­დეს ში­და­პარ­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი იმი­ტომ, რომ სწრა­ფად უნდა მოვ­რჩეთ სა­არ­ჩევ­ნო ტურ­ბუ­ლენ­ცი­ას, რომ პარ­ტია აქე­დან გა­მო­ვი­დეს გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი და სტა­ბი­ლუ­რად, ძლი­ე­რად გა­აგ­რძე­ლოს მოქ­მე­დე­ბა და მოძ­რა­ო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლამ კარ­გად უნდა გა­ი­აზ­როს, რომ ყვე­ლა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის­გან დაც­ლი­ლი უნდა იყოს.

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის თქმით, ის მზად არის მი­ი­ღოს შე­მო­თა­ვა­ზე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მა, რო­მე­ლიც მათ შო­რის ნიკა მე­ლი­ას­თვის იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი.

"სწრა­ფად უნდა გვქონ­დეს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა. ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა, სი­ცო­ცხლე და გეგ­მა, რო­გორ აპი­რებს ჯერ კი­დევ მოქ­მე­დი თავ­მჯდო­მა­რე უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მოქ­მე­დე­ბას. ხალ­ხთან უფრო მეტი აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ მო­ვუ­წო­დებ­დი მას. თუ მო­ბი­ლი­ზე­ბა გვჭირ­დე­ბა, სჯობს, რომ ის იყოს ჩვე­ნი პარ­ტი­ის მხარ­დამ­ჭერ­თან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში და მე­ო­რე, სწრა­ფად გა­და­წყდეს თა­რი­ღი“, - გა­ნა­ცხა­და ხა­ბე­იშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბაკარია
0

ქცევაში რომ არ გაქვს იმაზე დაიდე ხელი და თქვი სააკაშვილის ჯანმრთელობაა შენთვის უფრო მნიშვნელოვანი, თუ კეზერას კეთილგანწყობა და მაყუთი?

ლ..ი
0

კაცმა ჯერ ლაპარაკი უნდა იცოდეს.მერე რა უნდა.იმის გარჩევა .თეთრსა და შავის. ის არ უნდა იყოს მართვადი.

ავტორი:

"უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა - გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში" - ლევან ხაბეიშვილი

"უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა - გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში" - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ახლა პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება არ იქნება.

"საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ დღევანდელ პოლიტსაბჭოზე "ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთობა. ჩვენი მხრიდან რაიმე საკითხზე განსხვავებულ პოზიციებზე კამათი, ან პოლიტსაბჭოს წევრების უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება, რომ რაიმე პოზიცია დაიკავონ, არ იქნება. მეტიც, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და მისი სასამართლო პროცესი. ამიტომ, ცხადია გვაინტერესებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარის გეგმა, რას აპირებს უახლოეს დღეებში. ასევე, მნიშვნელოვანია გამოცხადდეს შიდაპარტიული არჩევნების თარიღი იმიტომ, რომ სწრაფად უნდა მოვრჩეთ საარჩევნო ტურბულენციას, რომ პარტია აქედან გამოვიდეს გაძლიერებული და სტაბილურად, ძლიერად გააგრძელოს მოქმედება და მოძრაობა“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ ყველა შემოთავაზება მანიპულაციისგან დაცლილი უნდა იყოს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის მზად არის მიიღოს შემოთავაზების ნებისმიერი ფორმა, რომელიც მათ შორის ნიკა მელიასთვის იქნება მისაღები.

"სწრაფად უნდა გვქონდეს სამოქმედო გეგმა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გეგმა, როგორ აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უახლოეს დღეებში მოქმედებას. ხალხთან უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებდი მას. თუ მობილიზება გვჭირდება, სჯობს, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის მხარდამჭერთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე, სწრაფად გადაწყდეს თარიღი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.