პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ულამაზესი მატჩი ევროპელი გრანდების შესრულებით: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალშია, ინგლისი შინ მიდის
ულამაზესი მატჩი ევროპელი გრანდების შესრულებით: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალშია, ინგლისი შინ მიდის

მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ შეხ­ვედ­რა­ში ერ­თმა­ნეთს 2 ევ­რო­პე­ლი გრან­დი - მოქ­მე­დი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი საფ­რან­გე­თი და ევ­რო­პის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნი ინ­გლი­სი და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მატ­ჩი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ტემ­პით და­ი­წყო და რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო გა­მოდ­გა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს იყო ორ­თაბ­რძო­ლა, რო­მე­ლიც ფი­ნალ­საც და­ამ­შვე­ნებ­და.

ან­გა­რი­ში მე-17 წუთ­ზე საფ­რან­გეთ­მა აუ­რე­ლი­ენ ჩო­უ­ა­მე­ნის შო­რი­დან დარ­ტყმუ­ლი, ულა­მა­ზე­სი გო­ლით გახ­სნა. ინ­გლი­სელ­თა მე­კა­რემ ჯორ­დან პი­კ­ფორდმა ინ­გლი­სის გა­დარ­ჩე­ნა ვერ შეძ­ლო.

პირ­ველ ტა­იმ­ში მეტი გოლი აღარ გა­სუ­ლა.

მე­ო­რე ტა­ი­მი ინ­გლი­სის შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, შე­დე­გად პირ­ვე­ლი ტა­ი­მის გმი­რი ჩო­უ­ა­მე­ნი ან­ტიგ­მი­რად იქცა, მის მიერ ფრან­გე­ბის სა­ჯა­რი­მო­ში წე­სის დარ­ღვე­ვას თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მოჰ­ყვა, რაც 54-ე წუთ­ზე ინ­გლი­სელ­თა კა­პი­ტან­მა ჰარი კე­ინ­მა უზუს­ტე­სად შე­ას­რუ­ლა და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა.

78-ე წუთ­ზე საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბი ოლი­ვერ ჟი­რუს გო­ლით ისევ წინ გა­ვი­და. ინ­გლისს 83-ე წუთ­ზე ჰქონ­და რე­ა­ლუ­რი შან­სი, რომ ან­გა­რი­ში კვლავ გა­ე­თა­ნაბ­რე­ბი­ნა, მაგ­რამ ჰარი კე­ინ­მა მე-2 თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი ვე­ღარ გა­მო­ი­ყე­ნა, მისი დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი კარს დიდი მან­ძი­ლით ას­ცდა.

ინ­გლი­სელ­თა მწვრთნე­ლი გა­რეთ სა­უთ­გე­ი­ტი ცდი­ლობს ჰარი კე­ი­ნის დამ­შვი­დე­ბას

სა­ბო­ლო­ოდ საფ­რან­გეთ­მა 2:1 სძლია ინ­გლისს და ხორ­ვა­ტი­ის მსგავ­სად, ზე­დი­ზედ მე­ო­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და, სა­დაც მისი მე­ტო­ქე მა­რო­კო იქ­ნე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

აევკლ
16

ულამაზესი რა ნახეთ?! დებილობა თამაში იყო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ულამაზესი მატჩი ევროპელი გრანდების შესრულებით: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალშია, ინგლისი შინ მიდის

ულამაზესი მატჩი ევროპელი გრანდების შესრულებით: მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ნახევარფინალშია, ინგლისი შინ მიდის

მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო მეოთხედფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს 2 ევროპელი გრანდი - მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ინგლისი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკმაოდ მაღალი ტემპით დაიწყო და როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ორთაბრძოლა, რომელიც ფინალსაც დაამშვენებდა.

ანგარიში მე-17 წუთზე საფრანგეთმა აურელიენ ჩოუამენის შორიდან დარტყმული, ულამაზესი გოლით გახსნა. ინგლისელთა მეკარემ ჯორდან პიკფორდმა ინგლისის გადარჩენა ვერ შეძლო.

პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ტაიმი ინგლისის შეტევებით დაიწყო, შედეგად პირველი ტაიმის გმირი ჩოუამენი ანტიგმირად იქცა, მის მიერ ფრანგების საჯარიმოში წესის დარღვევას თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რაც 54-ე წუთზე ინგლისელთა კაპიტანმა ჰარი კეინმა უზუსტესად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

78-ე წუთზე საფრანგეთის ნაკრები ოლივერ ჟირუს გოლით ისევ წინ გავიდა. ინგლისს 83-ე წუთზე ჰქონდა რეალური შანსი, რომ ანგარიში კვლავ გაეთანაბრებინა, მაგრამ ჰარი კეინმა მე-2 თერთმეტმეტრიანი ვეღარ გამოიყენა, მისი დარტყმული ბურთი კარს დიდი მანძილით ასცდა.

ინგლისელთა მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი ცდილობს ჰარი კეინის დამშვიდებას

საბოლოოდ საფრანგეთმა 2:1 სძლია ინგლისს და ხორვატიის მსგავსად, ზედიზედ მეორე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე მაროკო იქნება.

იხილეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"