პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დღის ფოტო: ატირებული რონალდო პორტუგალიის მარცხის შემდეგ
დღის ფოტო: ატირებული რონალდო პორტუგალიის მარცხის შემდეგ

დღეს მუნ­დი­ალ­ზე მო­რი­გი სენ­სა­ცია მოხ­და - მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში მა­რო­კომ პორ­ტუ­გა­ლია 1:0 და­ა­მარ­ცხა და პირ­ვე­ლი აფ­რი­კუ­ლი გუნ­დი გახ­და, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი სენ­სა­ცია მა­რო­კო ჩვე­უ­ლად მე­ო­რე ნომ­რად თა­მა­შობ­და, რაც ეხერ­ხე­ბა, თავს უნა­რი­ა­ნად იცავ­და და სწრაფ კონ­ტრი­ე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ორი­ვე გუნ­დი ფრთხი­ლობ­და, ტემ­პი და­ბა­ლი, სა­ნა­ხა­ო­ბა კი მო­სა­წყე­ნი იყო.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რი­მო­დან ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი დო­ი­გო კოშ­ტამ არა­და­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გე­რია, ხოლო და­მა­ტე­ბა­ზე ელ ია­მიკ­მა გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლო. ლუ­ზი­ტან­თა მწვრთნე­ლი ფერ­ნან­დო სან­ტუ­ში მიხ­ვდა, რომ საქ­მე კარ­გად ვერ მი­დი­ო­და, შეც­ვლა­ზე ჯერ რო­ნალ­დო, შემ­დეგ კი ლეაო შე­იყ­ვა­ნა. შე­იყ­ვა­ნა და შე­უ­ტი­ეს: ბრუ­ნომ ოდ­ნავ აა­ცი­ლა მი­ზანს, ცოტა ხან­ში მან­ვე კარ­გად გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო ვერ და­აგ­ვირ­გვი­ნა, მერე ფე­ლიქ­სის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე ბო­ნომ სა­ო­ცარ ნახ­ტომ­ში მო­ი­გე­რია, რო­ნალ­დო­საც არ გა­ა­ტა­ნი­ნა, 90+3-ე წუთ­ზე მა­რო­კო­ელ­თა ნა­ხე­ვარმცველ­მა ჩე­დი­რამ მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო და გა­ა­ძე­ვეს, მის­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა კონ­ტრი­ე­რი­ში­სას შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, ბო­ლოს პე­პემ თა­ვით ვერ უწია მი­ზანს და რეგ­რა­გის გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა.

პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბის­თვის დრა­მა­ტუ­ლი მატ­ჩის შემ­დეგ პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა თავ­დამ­სხმელ­მა რო­ნალ­დომ სტა­დი­ო­ნი ტი­რი­ლით და­ტო­ვა. ფოტო ცნო­ბილ­მა იტა­ლი­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტმა ფაბ­რი­სიო რო­მა­ნომ გა­ავ­რცე­ლა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­რო­კო ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
1

თუ კარგად დააკვირდებით არ ტირის,მოსაჩვენებლად აქვს თვალებზე ხელები აფარებული...ფეხბურთის მეფობაზე აქვს პრეტენზია და ამ დროს 40 წუთში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში ??? მეფე არა კვახი და კიტრი...

გელა
6

არ ტირის, იცინის ადამიანებზე ვისაც ჯერა რომ ახლა ის უნდა ტიროდეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

დღის ფოტო: ატირებული რონალდო პორტუგალიის მარცხის შემდეგ

დღის ფოტო: ატირებული რონალდო პორტუგალიის მარცხის შემდეგ

დღეს მუნდიალზე მორიგი სენსაცია მოხდა - მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადამაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელებმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

პორტუგალიელებისთვის დრამატული მატჩის შემდეგ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა რონალდომ სტადიონი ტირილით დატოვა. ფოტო ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრისიო რომანომ გაავრცელა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.