მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაროკოს სენსაციური წინსვლა გრძელდება - ესპანეთის შემდეგ, აფრიკელებმა შინ რონალდო და პორტუგალიაც გაუშვეს
მაროკოს სენსაციური წინსვლა გრძელდება - ესპანეთის შემდეგ, აფრიკელებმა შინ რონალდო და პორტუგალიაც გაუშვეს

ის­ტო­რი­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და პირ­ვე­ლი აფ­რი­კუ­ლი ნაკ­რე­ბი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში - მა­რო­კო მუნ­დი­ა­ლის 4 სა­უ­კე­თე­სო გუნდს შო­რის არის

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში მა­რო­კომ პორ­ტუ­გა­ლია 1:0 და­ა­მარ­ცხა და პირ­ვე­ლი აფ­რი­კუ­ლი გუნ­დი გახ­და, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­ა­ში ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ტურ­ნი­რის მთა­ვა­რი სენ­სა­ცია მა­რო­კო ჩვე­უ­ლად მე­ო­რე ნომ­რად თა­მა­შობ­და, რაც ეხერ­ხე­ბა, თავს უნა­რი­ა­ნად იცავ­და და სწრაფ კონ­ტრი­ე­რი­შებს ახორ­ცი­ე­ლებ­და. პირ­ველ ტა­იმ­ში ორი­ვე გუნ­დი ფრთხი­ლობ­და, ტემ­პი და­ბა­ლი, სა­ნა­ხა­ო­ბა კი მო­სა­წყე­ნი იყო. პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი მხო­ლოდ 30-ე წუთ­ზე შე­იქ­მნა და ისიც შემ­თხვე­ვით, რო­დე­საც ფე­ლიქ­სის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი აფ­რი­კუ­ლი გუნ­დის მცველ ელ ია­მიკს მოხ­ვდა და რი­კო­შე­ტით კარს ოდ­ნავ ას­ცდა. 42-ე წუთ­ზე კა­რი­დან პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა მე­კა­რე დი­ო­გო კოშ­ტა უხე­ი­როდ გა­მო­ვი­და და ენ ნე­სირ­მა მისი კარი თა­ვუ­რით და­ლაშ­ქრა. ამას ევ­რო­პელ­თა იე­რი­შე­ბი მოჰ­ყვა და ბრუ­ნო ფერ­ნან­დეშ­მა ბურ­თი ხა­რი­ხას გა­არ­ტყა. კომ­პენ­სი­რე­ბულ დრო­ში ის მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ჯა­რი­მო­ში წა­იქ­ცა და მსაჯს ამა­ოდ სთხოვ­და პე­ნალ­ტის და­ნიშ­ვნას.

შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სა­ჯა­რი­მო­დან ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი დო­ი­გო კოშ­ტამ არად­მა­ჯე­რებ­ლად მო­ი­გე­რია, ხოლო და­მა­ტე­ბა­ზე ელ ია­მიკ­მა გა­ტა­ნა ვერ შეძ­ლო. ლუ­ზი­ტან­თა მწვრთნე­ლი ფერ­ნან­დო სან­ტუ­ში მიხ­ვდა, რომ საქ­მე კარ­გად ვერ მი­დი­ო­და, შეც­ვლა­ზე ჯერ რო­ნალ­დო, შემ­დეგ კი ლეაო შე­იყ­ვა­ნა. შე­იყ­ვა­ნა და შე­უ­ტი­ეს: ბრუ­ნომ ოდ­ნავ აა­ცი­ლა მი­ზანს, ცოტა ხან­ში მან­ვე კარ­გად გა­თა­მა­შე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მო ვერ და­აგ­ვირ­გვი­ნა, მერე ფე­ლიქ­სის დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე ბო­ნომ სა­ო­ცარ ნახ­ტომ­ში მო­ი­გე­რია, რო­ნალ­დო­საც არ გა­ა­ტა­ნი­ნა, 90+3-ე წუთ­ზე მა­რო­კო­ელ­თა ნა­ხე­ვარმცველ­მა ჩე­დი­რამ მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მიღო და გა­ა­ძე­ვეს, მის­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა კონ­ტრი­ე­რი­ში­სას შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, ბო­ლოს პე­პემ თა­ვით ვერ უწია მი­ზანს და რეგ­რა­გის გუნ­დმა გა­ი­მარ­ჯვა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში მა­რო­კო ინ­გლის­სა და საფ­რან­გეთს შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

sportall.ge

ნა­ხეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სად ბანაობთ
0

მაგარი კუში მოხსნა მავანნა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე.... 1 :100 ადიოდა თამაშებზე. აი ბიზნესი ამას ჰქვია.... რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი

მ.ა.
0

ეს მუნდიალი კი არა მუნდში-ალია 

ავტორი:

მაროკოს სენსაციური წინსვლა გრძელდება - ესპანეთის შემდეგ, აფრიკელებმა შინ რონალდო და პორტუგალიაც გაუშვეს

მაროკოს სენსაციური წინსვლა გრძელდება - ესპანეთის შემდეგ, აფრიკელებმა შინ რონალდო და პორტუგალიაც გაუშვეს

ისტორიული გამარჯვება და პირველი აფრიკული ნაკრები ნახევარფინალში - მაროკო მუნდიალის 4 საუკეთესო გუნდს შორის არის

მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში მაროკომ პორტუგალია 1:0 დაამარცხა და პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელიც ისტორიაში ნახევარფინალში გავიდა.

ტურნირის მთავარი სენსაცია მაროკო ჩვეულად მეორე ნომრად თამაშობდა, რაც ეხერხება, თავს უნარიანად იცავდა და სწრაფ კონტრიერიშებს ახორციელებდა. პირველ ტაიმში ორივე გუნდი ფრთხილობდა, ტემპი დაბალი, სანახაობა კი მოსაწყენი იყო. პირველი მომენტი მხოლოდ 30-ე წუთზე შეიქმნა და ისიც შემთხვევით, როდესაც ფელიქსის დარტყმული ბურთი აფრიკული გუნდის მცველ ელ იამიკს მოხვდა და რიკოშეტით კარს ოდნავ ასცდა. 42-ე წუთზე კარიდან პორტუგალიელთა მეკარე დიოგო კოშტა უხეიროდ გამოვიდა და ენ ნესირმა მისი კარი თავურით დალაშქრა. ამას ევროპელთა იერიშები მოჰყვა და ბრუნო ფერნანდეშმა ბურთი ხარიხას გაარტყა. კომპენსირებულ დროში ის მოწინააღმდეგის საჯარიმოში წაიქცა და მსაჯს ამაოდ სთხოვდა პენალტის დანიშვნას.

შესვენების შემდეგ საჯარიმოდან ჩაწოდებული ბურთი დოიგო კოშტამ არადმაჯერებლად მოიგერია, ხოლო დამატებაზე ელ იამიკმა გატანა ვერ შეძლო. ლუზიტანთა მწვრთნელი ფერნანდო სანტუში მიხვდა, რომ საქმე კარგად ვერ მიდიოდა, შეცვლაზე ჯერ რონალდო, შემდეგ კი ლეაო შეიყვანა. შეიყვანა და შეუტიეს: ბრუნომ ოდნავ ააცილა მიზანს, ცოტა ხანში მანვე კარგად გათამაშებული საჯარიმო ვერ დააგვირგვინა, მერე ფელიქსის დარტყმული ბურთი მეკარე ბონომ საოცარ ნახტომში მოიგერია, რონალდოსაც არ გაატანინა, 90+3-ე წუთზე მაროკოელთა ნახევარმცველმა ჩედირამ მეორე ყვითელი ბარათი მიღო და გააძევეს, მისმა თანაგუნდელებმა კონტრიერიშისას შანსი ვერ გამოიყენა, ბოლოს პეპემ თავით ვერ უწია მიზანს და რეგრაგის გუნდმა გაიმარჯვა.

ნახევარფინალში მაროკო ინგლისსა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

sportall.ge

ნახეთ: