საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გავრცელებულ ფოტოებს ეხმაურება, რომელიც აგვისტოში კლინიკაშია გადაღებული.
როგორც გიული ალასანია ამბობს, ამ პერიოდის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და 25 კილო დაიკლო.
"მე უკვე დამავიწყდა, როდის გამოიყურებოდა ასე. იმის მერე 25 კილო დაიკლო. სისუსტე აქვს საშინელი, ვეღარ ჯდება. უნდა, რომ 14 დეკემბერს ჩაერთოს პროცესზე, მზად იყო მისასვლელადაც, რა ფორმით და როგორც მოხდებოდა. თუმცა ექიმები არიან წინააღმდეგი.
ამ ფოტოებმა გამაკვირვა. ამის გავრცელება არაეთიკურია. ჩემმა შვილიშვილმა არ იცოდა, რომ გავრცელდა. თავისი საქმეებით იყო დაკავებული და დღეს რომ მოძებნა ფოტოები, გაგიჟდა, სახე მოენგრა ადამიანს" - აღნიშნა ალასანიამ "ფორმულას" ეთერში.
ცნობისთვის, გუშინ "ფორმულამ" მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ ფოტოები ახლია, თუმცა შემდეგ ტელეკომპანიამ ჩასწორება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოტოები აგვისტოშია გადაღებული. ფოტოების გავრცელების ფაქტს კრიტიკა მოჰყვა ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებისგან. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გაცილებით რთულ მდგომარეობაშია და ამ კადრების ჩვენება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა.
ნახეთ ასევე:
სააკაშვილის რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი ნორა კვიციანი გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ჭირისუფალს.
ჰაჰაჰაჰაჰაააააააააააააააააააააა!!