კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეტა ასე გამოიყურებოდეს... მეტი პასუხისმგებლობა მართებთ" - "ფორმულა" კლინიკიდან სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს: ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების საყვედური და თამარ ბაღაშვილის განმარტება
"ნეტა ასე გამოიყურებოდეს... მეტი პასუხისმგებლობა მართებთ" - "ფორმულა" კლინიკიდან სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს: ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების საყვედური და თამარ ბაღაშვილის განმარტება

გუ­შინ "ფორ­მუ­ლამ" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი კლი­ნი­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­ავ­რცე­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად იყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფო­ტო­ე­ბი ახ­ლია, თუმ­ცა შემ­დეგ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ამ ჩას­წო­რე­ბა გა­ა­კე­თა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო, რომ ფო­ტო­ე­ბი აგ­ვის­ტო­შია გა­და­ღე­ბუ­ლი.

ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ფაქტს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის­გან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ჟა­მად გა­ცი­ლე­ბით რთულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია და ამ კად­რე­ბის ჩვე­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნაა:

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე:

"მაქ­სი­მა­ლუ­რად თავ­შე­კა­ვე­ბით ვი­ტყვი - ფოტო, რო­მე­ლიც გავ­რცელ­და, არ ასა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ამ­ჟა­მინ­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მარ­თებთ, როცა ადა­მი­ა­ნის ბედი წყდე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღალ ინ­ტე­რესს ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბით აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ.

ნეტა, ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყოს მიშა, რო­გორ­საც ფო­ტო­ზე ვხე­დავთ. ადა­მი­ა­ნი იმის ნა­ხე­ვა­რია იმე­დია, შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნი­ლი მე­დია დრო­უ­ლად და­ად­გენს ფო­ტოს გა­და­ღე­ბის თა­რიღს. გან­ვმე­ორ­დე­ბი - ნეტა,ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს დღეს მიშა".

ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძე:

"მე­გობ­რე­ბო, არა­ვის შე­უძ­ლია ვი­ზი­ტო­რე­ბის­გან სა­ა­კაშ­ვი­ლის სურ­თე­ბის გა­და­ღე­ბა. არც მე და არც სხვა დე­პუ­ტა­ტებს. ჩვენ ვტო­ვებთ გა­რეთ ყვე­ლა პი­რად ნივთს. გავ­დი­ვართ მაქ­სი­მა­ლურ შე­მოწ­მე­ბას დაც­ვას­თან ერ­თად. გა­უ­გე­ბა­რი კო­მენ­ტრე­ბი იწე­რე­ბა, რომ მე ან სხვას დღე­ვან­დე­ლი მი­შას მდგო­მა­რე­ო­ბის სუ­რა­თის გა­მო­ტა­ნა შე­უძ­ლია. ეს არის კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა და ამას ვე­რა­ვინ შეძ­ლებს. დიდი გუ­ლის­ტკი­ვი­ლით მინ­და ვთქვა, რომ მიშა არის გა­ცი­ლე­ბით ცუ­დათ, ვიდ­რე სუ­რათ­ზე. ბევ­რად, ბევ­რად ცუ­დათ".

სი­უ­ჟე­ტის ავ­ტო­რი, სა­დაც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ფო­ტო­ე­ბი უნდა იყოს ნაჩ­ვე­ნე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტი თა­მარ ბა­ღაშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ახ­სნა, რომ თა­რი­ღი თავ­და­პირ­ვე­ლად არას­წო­რად იყო მი­თი­თე­ბუ­ლი:

"მე­გობ­რე­ბო, ჩას­წორ­და და და­ი­დო ზუს­ტი თა­რი­ღი, რო­დის არის ფო­ტო­ე­ბი გა­და­ღე­ბუ­ლი, ეს არის 2022 წლის 29 აგ­ვის­ტოს ფო­ტო­ე­ბი, ხვა­ლინ­დელ გა­და­ცე­მა­ში ამ ყვე­ლა­ფერს ავ­ხსნით აუ­ცი­ლებ­ლად.

აქ მე მგო­ნი მთა­ვა­რი ის არის, რომ ამ ფო­ტო­ებ­შიც უკვე ჩანს, რომ ცუ­და­დაა, მაგ­რამ ახლა ის გა­ცი­ლე­ბით უა­რე­სე­დაა და რო­გორც მისი მნახ­ვე­ლე­ბიც ამ­ბო­ბენ, შე­და­რე­ბაც კი არაა მის ახ­ლან­დელ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან. ოთხშა­ბათს იმე­დია მოგ­ვე­ცე­მა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვი­ნა­ხოთ მისი კად­რი ვი­ვა­მე­დი­დან" - და­წე­რა ბა­ღაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 70 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მგონი
0

როგორც ვატყობ მალე საქართველოს ყურადღბას აღარავინ მიაქცევს, რადგან ისეთ პრინციპსე დგას თავისი არ ესმის და სხვისას არ იჯერებს!

ხო კი.
0

იცით რატომ ელოლიავებიან ამდენს საქართველოს უცხოელები დასავლეთი მყავს მხედველობაში.. იმიტომ რომ ადგილმდებარეობა გვაქვს საინტერესო, საკმარისია სასომხეთმა და აზერბაიჯანმა საერთო ენა გამონახონ.. საქართველოსთან ევროპა ბევრს აღარ ილაპარაკებს რადგან ფუნქცია ხიდისა ,დერეფანისა, ჩვენ დავკარგავთ და ამ ადგილს სასომხეთი დაიკავებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ნეტა ასე გამოიყურებოდეს... მეტი პასუხისმგებლობა მართებთ" - "ფორმულა" კლინიკიდან სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს: ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების საყვედური და თამარ ბაღაშვილის განმარტება

"ნეტა ასე გამოიყურებოდეს... მეტი პასუხისმგებლობა მართებთ" - "ფორმულა" კლინიკიდან სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს: ექსპრეზიდენტის თანაგუნდელების საყვედური და თამარ ბაღაშვილის განმარტება

გუშინ "ფორმულამ" მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაღებული ფოტოები გაავრცელა. თავდაპირველად იყო ინფორმაცია, რომ ფოტოები ახლია, თუმცა შემდეგ ტელეკომპანიამ ჩასწორება გააკეთა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ფოტოები აგვისტოშია გადაღებული.

ფოტოების გავრცელების ფაქტს კრიტიკა მოჰყვა ექსპრეზიდენტის თანაგუნდელებისგან. მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ამჟამად გაცილებით რთულ მდგომარეობაშია და ამ კადრების ჩვენება საზოგადოების შეცდომაში შეყვანაა:

ეკა ხერხეულიძე:

"მაქსიმალურად თავშეკავებით ვიტყვი - ფოტო, რომელიც გავრცელდა, არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ.

ნეტა, ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა, როგორსაც ფოტოზე ვხედავთ. ადამიანი იმის ნახევარია იმედია, შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები - ნეტა,ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა".

ხატია დეკანოიძე:

"მეგობრებო, არავის შეუძლია ვიზიტორებისგან სააკაშვილის სურთების გადაღება. არც მე და არც სხვა დეპუტატებს. ჩვენ ვტოვებთ გარეთ ყველა პირად ნივთს. გავდივართ მაქსიმალურ შემოწმებას დაცვასთან ერთად. გაუგებარი კომენტრები იწერება, რომ მე ან სხვას დღევანდელი მიშას მდგომარეობის სურათის გამოტანა შეუძლია. ეს არის კანონის დარღვევა და ამას ვერავინ შეძლებს. დიდი გულისტკივილით მინდა ვთქვა, რომ მიშა არის გაცილებით ცუდათ, ვიდრე სურათზე. ბევრად, ბევრად ცუდათ".

სიუჟეტის ავტორი, სადაც ექსპრეზიდენტის ფოტოები უნდა იყოს ნაჩვენები, ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილია, რომელმაც მოგვიანებით ახსნა, რომ თარიღი თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული:

"მეგობრებო, ჩასწორდა და დაიდო ზუსტი თარიღი, როდის არის ფოტოები გადაღებული, ეს არის 2022 წლის 29 აგვისტოს ფოტოები, ხვალინდელ გადაცემაში ამ ყველაფერს ავხსნით აუცილებლად.

აქ მე მგონი მთავარი ის არის, რომ ამ ფოტოებშიც უკვე ჩანს, რომ ცუდადაა, მაგრამ ახლა ის გაცილებით უარესედაა და როგორც მისი მნახველებიც ამბობენ, შედარებაც კი არაა მის ახლანდელ მდგომარეობასთან. ოთხშაბათს იმედია მოგვეცემა საშუალება, რომ დავინახოთ მისი კადრი ვივამედიდან" - დაწერა ბაღაშვილმა.