საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია
პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია

კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლის­ტი ცნო­ბი­ლია, ეს ხორ­ვა­ტი­აა, რო­მელ­მაც მე­ო­თხე­დფი­ნა­ლურ მატჩში ფა­ვო­რი­ტად მი­იჩ­ნე­უ­ლი ბრა­ზი­ლია შინ გა­უშ­ვა.

მატ­ჩი საკ­მა­ოდ მძი­მე და ნაკ­ლე­ბად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გა­მოდ­გა. მისი ბედი ძი­რი­თად დრო­ში ვერ გა­და­წყდა.

სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლებ­მა ხორ­ვა­ტი­ას ბურ­თი და­მა­ტე­ბი­თი დრო­ის პირ­ველ ტა­იმ­ში გა­უ­ტა­ნეს. ნე­ი­მა­რის გოლი მარ­თლაც ულა­მა­ზე­სი გა­მოდ­გა, მან შე­ტე­ვა მო­ედ­ნის ნა­ხევ­რი­დან წა­მო­ი­წყო და ხორ­ვა­ტე­ბის მე­კა­რე დო­მი­ნიკ ლი­ვა­კო­ვი­ჩიც კი მო­ა­ტყუა და ბურ­თი ისე შე­აგ­დო. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ხორ­ვა­ტე­ბის მე­კა­რემ ძი­რი­თად დრო­შიც და მე­რეც სა­კუ­თა­რი გუნ­დი არა­ერ­თხელ გა­და­არ­ჩი­ნა. ნე­ი­მა­რი ამ გო­ლით გა­უ­თა­ნაბრდა პე­ლეს გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით და მას­თან ერ­თად რე­კორდსმე­ნია ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბის ყვე­ლა დრო­ის ბომ­ბარ­დი­რებს შო­რის.

117-ე წუთ­ზე პეტ­კო­ვიჩ­მა ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა და ამ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე საქ­მე თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნე­ბამ­დე მე­სა­მედ მი­ვი­და.

ლი­ვა­კო­ვიჩ­მა თა­მა­ში კვლავ სა­ოც­რად გა­აგ­რძე­ლა და ბრზი­ლი­ელ­თა პირ­ვე­ლი დარ­ტყმუ­ლი თერ­თმეტ­მეტ­რი­ა­ნი მო­ი­გე­რია, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მატ­ჩის ბედი გა­და­წყვი­ტა. ხორ­ვა­ტე­ბი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, ზუს­ტად ურტყამ­დნენ პე­ნალ­ტებს, კი­დევ ერ­თმა ბრა­ზი­ლი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ბურ­თი ძელს მო­არ­ტყა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­ა­სა­მა­რა ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბის ოც­ნე­ბა ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე.

ხორ­ვა­ტია ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­შია, ბრა­ზი­ლია შინ მი­ემ­გზავ­რე­ბა.

ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ხორ­ვა­ტია ნი­დერ­ლან­დებ­სა და არ­გენ­ტი­ნას შო­რის გა­მარ­ჯვე­ბულს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

იხი­ლეთ ასე­ვე;

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია

პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია - მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ბრაზილია გავარდა: ლივაკოვიჩი კვლავ მატჩის გმირია

კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია, ეს ხორვატიაა, რომელმაც მეოთხედფინალურ მატჩში ფავორიტად მიიჩნეული ბრაზილია შინ გაუშვა.

მატჩი საკმაოდ მძიმე და ნაკლებად სანახაობრივი გამოდგა. მისი ბედი ძირითად დროში ვერ გადაწყდა.

სამხრეთ ამერიკელებმა ხორვატიას ბურთი დამატებითი დროის პირველ ტაიმში გაუტანეს. ნეიმარის გოლი მართლაც ულამაზესი გამოდგა, მან შეტევა მოედნის ნახევრიდან წამოიწყო და ხორვატების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩიც კი მოატყუა და ბურთი ისე შეაგდო. უნდა აღინიშნოს, რომ ხორვატების მეკარემ ძირითად დროშიც და მერეც საკუთარი გუნდი არაერთხელ გადაარჩინა. ნეიმარი ამ გოლით გაუთანაბრდა პელეს გატანილი გოლების რაოდენობით და მასთან ერთად რეკორდსმენია ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებს შორის.

117-ე წუთზე პეტკოვიჩმა ანგარიში გაათანაბრა და ამ ჩემპიონატზე საქმე თერთმეტმეტრიანებამდე მესამედ მივიდა.

ლივაკოვიჩმა თამაში კვლავ საოცრად გააგრძელა და ბრზილიელთა პირველი დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, რამაც შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი გადაწყვიტა. ხორვატები, ტრადიციულად, ზუსტად ურტყამდნენ პენალტებს, კიდევ ერთმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბურთი ძელს მოარტყა, რამაც საბოლოოდ დაასამარა ბრაზილიელების ოცნება ჩემპიონობაზე.

ხორვატია ნახევარფინალშია, ბრაზილია შინ მიემგზავრება.

ნახევარფინალში ხორვატია ნიდერლანდებსა და არგენტინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

იხილეთ ასევე;