ავტორი:

ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება - რას აცხადებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილ მთავრობაში?

ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება - რას აცხადებენ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილ მთავრობაში?

გამოცემა "კავკაზ. რეალიი“, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ იმყოფება.

"ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა აბდულ ორთახანოვმა. იგი "ინფორმაციის საკუთარ წყაროებს" დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იცავს აბდურახმანოვს პოლიცია.

აბდულ ორთახანოვმა უარყო ასევე ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე და რადიო კომპანია "გროზნოს“ დირექტორის სიტყვები, ბლოგერის სავარაუდო სიკვდილში თითქოს დევნილობაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის შესაძლო მონაწილეობაზე. შვედეთის პოლიცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

მანამდე შვედეთის პოლიციამ არ დაადასტურა და უკომენტაროდ დატოვა აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობაზე გავრცელებული ინფორმაციები.

დღემდე ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, ყველაზე მწვავე ოპოზიციონერის, ტუმსო აბდურახმანოვის გარშემო, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შვედეთში ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ, დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი მკვლელობის შესახებ. აბდურახმანოვის კოლეგებმა "რადიო თავისუფლების" რუსულენოვან სამსახურს განუცხადეს, რომ ჩეჩენი ბლოგერი 1 - ლი დეკემბრის ღამეს მოკლეს.

იხილეთ ასევე: