სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს
ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს

ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ მა­ინც თუ გი­ფიქ­რი­ათ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და რე­ა­ლო­ბა, რომ არ არ­სე­ბობ­დეს სურ­ნე­ლი? რომ არ გვქონ­დეს ყნოს­ვის შეგ­რძნე­ბა და ვერ ვგრძნობ­დეთ სუნს. – ალ­ბათ ძა­ლი­ან მო­სა­წყე­ნი, უფე­რუ­ლი და რაც მთა­ვა­რია – სა­ში­ში!

წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ დილა არო­მა­ტუ­ლი ყა­ვის გა­რე­შე? გან­სა­კუთ­რე­ბით, ცივ ამინ­დებ­ში, დი­ლით სა­წო­ლი­დან ად­გო­მის ერთ-ერ­თმა უდი­დეს­მა სტი­მულ­მა, ყა­ვამ, რომ და­კარ­გოს თა­ვი­სი ფუნ­ქცია?

ადა­მი­ა­ნე­ბი გე­მოს ხომ ყნოს­ვით შე­ვიგ­რძნობთ? – ენით ვა­გე­მოვ­ნებთ მხო­ლოდ ტკბილს, მა­რი­ლი­ანს, მწა­რეს, მჟა­ვეს და უმა­მის გე­მო­ებს. უფრო რთუ­ლი გე­მოს კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის აღ­ქმა, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, შემ­წვა­რი სტე­ი­კი, გრე­ი­პფ­რუ­ტი, და­მო­კი­დე­ბუ­ლია სუნ­ზე. თუ არ არის სუნი, გე­მოს აღ­ქმა ჩვენ­თვის აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­კარ­გუ­ლია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ადა­მი­ა­ნებს და­ე­კარ­გე­ბო­დათ მადა და მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის გამო შე­ჭამ­დნენ საჭ­მელს. თა­ვის მხრივ, საკ­ვე­ბიც და­კარ­გავ­და აქ­ტუ­ა­ლო­ბას და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას, რად­გან მა­დის და­კარ­გვას­თან ერ­თად, შემ­ცირ­დე­ბო­და მათ­ზე მო­თხოვ­ნაც. რა სა­ჭი­როა რთუ­ლი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა­ზე წვა­ლე­ბა, თუ მის გე­მოს მა­ინც ვერ შე­იგ­რძნობ? საჭ­მე­ლი ასეთ რე­ა­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბო­და ერ­თფე­რო­ვა­ნი, მარ­ტი­ვი და სა­ჭი­რო ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და პრო­ტე­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი.

საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბის რი­ცხვი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­იკ­ლებ­და. მას ჩა­ა­ნაც­ვლებ­და ისე­თი გა­სარ­თო­ბი ობი­ექ­ტე­ბი, სა­დაც სა­ჭი­რო არ იქ­ნე­ბო­და ერთი მა­გი­დის გარ­შე­მო ადა­მი­ა­ნე­ბის შეკ­რე­ბა დრო­ის გა­სა­ტა­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი თა­მა­შე­ბი, ისე თა­მა­შე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი და სხვ.

მა­დი­საღ­მძვრე­ლი ფუნ­თუ­შე­ბის სურ­ნე­ლი, თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი სუ­ნა­მო­ე­ბი, პარ­ფი­უ­მე­რი­ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი მხო­ლოდ მო­გო­ნე­ბებ­ში, წიგ­ნებ­სა და ფილ­მებ­ში შე­მორ­ჩე­ბო­და. სა­მა­გი­ე­როდ, გა­იზ­რდე­ბო­და მო­თხოვ­ნა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ამომცნობ სპე­ცი­ა­ლურ ხელ­სა­წყო­ებ­ზე და მო­წამ­ვლის პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ და სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბებ­ზე, რად­გან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი საჭ­მლის ან სას­მე­ლის ამოც­ნო­ბა სუ­ნის გა­რე­შე ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და. ვერ მივ­ხვდე­ბო­დით, გა­ფუჭ­და თუ არა რძე, რომ­ლის და­ლე­ვა­საც ვა­პი­რებთ; და­იწ­ვა თუ არა ცხი­მი ტა­ფა­ზე, ჟო­ნავს თუ არა გაზი და ა.შ.

ჩვენ საკ­მა­რი­სად მაღ­ლა არ ვა­ყე­ნებთ ყნოს­ვას გრძნო­ბე­ბის რე­ი­ტინ­გში და ეს იმი­ტომ, რომ კარ­გად ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ, რა როლს ას­რუ­ლებს ის ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, მა­ნამ, სა­ნამ არ დავ­კარ­გავთ მას. იცო­დით, რომ ადა­მი­ანს და­ახ­ლო­ე­ბით ტრი­ლი­ონ­ზე მეტი სუ­ნის შეგ­რძნე­ბა შე­უძ­ლია?

სუნი ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს ადა­მი­ა­ნე­ბის ქცე­ვა­ზეც. ჩვენ ხში­რად გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვგრძნობთ ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის სუნს, რო­მე­ლიც სტრე­სის შე­დე­გად გა­მო­ი­ყო­ფა. გა­მო­დის, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ნის გა­რე­შე უამ­რავ დე­ლი­კა­ტურ სო­ცი­ა­ლურ ნი­შანს ვუშ­ვებთ ხე­ლი­დან. სურ­ნე­ლი გავ­ლე­ნას ახ­დენს ჩვენს სო­ცი­ა­ლურ ქცე­ვა­ზე, ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე. თუ ჩვენ მოგ­ვწონს ამა თუ იმ ადა­მი­ა­ნის სუნი, მა­შინ ის უფრო ლა­მა­ზი და მიმ­ზიდ­ვე­ლი გვეჩ­ვე­ნე­ბა, ვიდ­რე, შე­საძ­ლოა, სი­ნამ­დვი­ლე­შია. სუ­ნიც დიდ როლს თა­მა­შობს პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვა­ში. ადა­მი­ა­ნის გან­წყო­ბის 40% გა­მოწ­ვე­უ­ლია სურ­ნე­ლით. სურ­ნე­ლის ემო­ცი­უ­რი აღ­ქმა 75%-ით აღე­მა­ტე­ბა აუ­დიო და ვი­ზუ­ა­ლურ აღ­ქმას.

სუ­ნის გაქ­რო­ბას­თან ერ­თად, დავ­კარ­გავ­დით რო­მან­ტი­კის და ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდა­საც. არ აღგ­ვაფრ­თო­ვა­ნებ­და ვარ­დე­ბი­სა და არო­მა­ტუ­ლი სან­თლე­ბის სურ­ნე­ლი, არც ნაწ­ვი­მა­რი მი­წის სუნი მოგ­ვგვრი­და ბედ­ნი­ე­რე­ბას და ვერც მან­და­რი­ნე­ბი შეგ­ვიქ­მნიდ­ნენ სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბას. ვერ შე­ვიგ­რძნობ­დით შვი­ლის სუნს, რო­მე­ლიც და­უ­ვი­წყა­რი და გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლია.

დაგ­ვა­ვი­წყდე­ბო­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­გო­ნე­ბე­ბი, რად­გან სწო­რედ სურ­ნე­ლია ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მო­ტი­ვა­ტო­რი წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბის გა­სა­ცო­ცხლებ­ლად. ადა­მი­ა­ნის ტვინს შე­უძ­ლია აღად­გი­ნოს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის 25% და სურ­ნე­ლის 85%.

სურ­ნე­ლი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. სურ­ნე­ლით შე­საძ­ლე­ბე­ლია ბიზ­ნე­სიც კი წარ­მა­ტე­ბუ­ლად აქ­ციო. სურ­ნელს აქვს მომ­ხმა­რებ­ლის ქცე­ვა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის უნა­რი და იგი ღრმად აღ­წევს ტვი­ნის აღ­ქმი­სა და მო­გო­ნე­ბე­ბის არე­ალ­ში. რო­დე­საც სუნი შე­რე­უ­ლია სხვა მარ­კე­ტინ­გულ არ­ხებ­თან, ბრენ­დის გა­მოც­დი­ლე­ბა ძლი­ერ­დე­ბა და მომ­ხმა­რე­ბელ­თან ხდე­ბა ხან­გრძლი­ვი კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა.

იცო­დით, რომ რო­დე­საც თქვენს საყ­ვა­რელ სა­კონ­დიტ­რო­ში შე­დი­ხართ და თავ­ბრუს გახ­ვევთ ახ­ლად გა­მომ­ცხვა­რი ორ­ცხო­ბი­ლე­ბის მა­დი­საღ­მძვრე­ლი სუნი, ის ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სუ­ლაც არ გა­მო­დის სამ­ზა­რე­უ­ლო­დან. მას სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტი აფ­რქვევს. ასეთ სურ­ნელს იყე­ნე­ბენ ტან­საც­მლის ცნო­ბი­ლი ბრენ­დე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი, ავე­ჯის სახ­ლე­ბი, სპა-სა­ლო­ნე­ბი და სას­ტუმ­რო­ე­ბიც კი. სას­ტუმ­როს ნო­მერ­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე რომ სა­სი­ა­მოვ­ნო, სი­სუფ­თა­ვის სურ­ნელს შე­იგ­რძნობთ, ესეც მარ­კე­ტინ­გუ­ლი სვლაა.

სურ­ნე­ლით შე­გიძ­ლია შექ­მნა მყუდ­რო და სა­სი­ა­მოვ­ნო გან­წყო­ბა სახ­ლში. ამის­თვის არ­სე­ბობს სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა სურ­ნელს აყე­ნებს, ნე­ბის­მი­ერ გა­რე­მო­ში. არო­მა­კოს სურ­ნე­ლის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და­მა­ტე­ბა ცვლის ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას თა­ვად ცხოვ­რე­ბის მი­მართ. სა­სი­ა­მოვ­ნო სურ­ნელს შე­უძ­ლია ცუდი ხა­სი­ა­თის გა­მოს­წო­რე­ბაც, რაც ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის მშვი­დი და კომ­ფორ­ტუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ადამიანი
1

ბლოგერი ვინ არის,რომელი დედას სიხარულია?

4
0

))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს

ბლოგი: როგორი იქნებოდა ცხოვრება, სუნი რომ არ არსებობდეს

ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა რეალობა, რომ არ არსებობდეს სურნელი? რომ არ გვქონდეს ყნოსვის შეგრძნება და ვერ ვგრძნობდეთ სუნს. – ალბათ ძალიან მოსაწყენი, უფერული და რაც მთავარია – საშიში!

წარმოგიდგენიათ დილა არომატული ყავის გარეშე? განსაკუთრებით, ცივ ამინდებში, დილით საწოლიდან ადგომის ერთ-ერთმა უდიდესმა სტიმულმა, ყავამ, რომ დაკარგოს თავისი ფუნქცია?

ადამიანები გემოს ხომ ყნოსვით შევიგრძნობთ? – ენით ვაგემოვნებთ მხოლოდ ტკბილს, მარილიანს, მწარეს, მჟავეს და უმამის გემოებს. უფრო რთული გემოს კომბინაციების აღქმა, როგორიცაა, მაგალითად, შემწვარი სტეიკი, გრეიპფრუტი, დამოკიდებულია სუნზე. თუ არ არის სუნი, გემოს აღქმა ჩვენთვის აბსოლუტურად დაკარგულია.

სავარაუდოდ, ადამიანებს დაეკარგებოდათ მადა და მხოლოდ საჭიროების გამო შეჭამდნენ საჭმელს. თავის მხრივ, საკვებიც დაკარგავდა აქტუალობას და მრავალფეროვნებას, რადგან მადის დაკარგვასთან ერთად, შემცირდებოდა მათზე მოთხოვნაც. რა საჭიროა რთული კერძის მომზადებაზე წვალება, თუ მის გემოს მაინც ვერ შეიგრძნობ? საჭმელი ასეთ რეალობაში იქნებოდა ერთფეროვანი, მარტივი და საჭირო ვიტამინებისა და პროტეინების მიხედვით შედგენილი.

საკვები ობიექტების რიცხვი მნიშვნელოვნად დაიკლებდა. მას ჩაანაცვლებდა ისეთი გასართობი ობიექტები, სადაც საჭირო არ იქნებოდა ერთი მაგიდის გარშემო ადამიანების შეკრება დროის გასატარებლად. მაგალითად, ვირტუალური თამაშები, ისე თამაშები, კინოთეატრები და სხვ.

მადისაღმძვრელი ფუნთუშების სურნელი, თავბრუდამხვევი სუნამოები, პარფიუმერიის საშუალებები მხოლოდ მოგონებებში, წიგნებსა და ფილმებში შემორჩებოდა. სამაგიეროდ, გაიზრდებოდა მოთხოვნა გაფუჭებული პროდუქტების ამომცნობ სპეციალურ ხელსაწყოებზე და მოწამვლის პროფილაქტიკურ და სამკურნალო საშუალებებზე, რადგან გაფუჭებული საჭმლის ან სასმელის ამოცნობა სუნის გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვერ მივხვდებოდით, გაფუჭდა თუ არა რძე, რომლის დალევასაც ვაპირებთ; დაიწვა თუ არა ცხიმი ტაფაზე, ჟონავს თუ არა გაზი და ა.შ.

ჩვენ საკმარისად მაღლა არ ვაყენებთ ყნოსვას გრძნობების რეიტინგში და ეს იმიტომ, რომ კარგად ვერ ვაცნობიერებთ, რა როლს ასრულებს ის ჩვენს ცხოვრებაში, მანამ, სანამ არ დავკარგავთ მას. იცოდით, რომ ადამიანს დაახლოებით ტრილიონზე მეტი სუნის შეგრძნება შეუძლია?

სუნი ზეგავლენას ახდენს ადამიანების ქცევაზეც. ჩვენ ხშირად გაუცნობიერებლად ვგრძნობთ ადამიანის სხეულის სუნს, რომელიც სტრესის შედეგად გამოიყოფა. გამოდის, რომ ადამიანები სუნის გარეშე უამრავ დელიკატურ სოციალურ ნიშანს ვუშვებთ ხელიდან. სურნელი გავლენას ახდენს ჩვენს სოციალურ ქცევაზე, ემოციურ მდგომარეობაზე. თუ ჩვენ მოგვწონს ამა თუ იმ ადამიანის სუნი, მაშინ ის უფრო ლამაზი და მიმზიდველი გვეჩვენება, ვიდრე, შესაძლოა, სინამდვილეშია. სუნიც დიდ როლს თამაშობს პარტნიორის არჩევაში. ადამიანის განწყობის 40% გამოწვეულია სურნელით. სურნელის ემოციური აღქმა 75%-ით აღემატება აუდიო და ვიზუალურ აღქმას.

სუნის გაქრობასთან ერთად, დავკარგავდით რომანტიკის და ბედნიერების განცდასაც. არ აღგვაფრთოვანებდა ვარდებისა და არომატული სანთლების სურნელი, არც ნაწვიმარი მიწის სუნი მოგვგვრიდა ბედნიერებას და ვერც მანდარინები შეგვიქმნიდნენ საახალწლო განწყობას. ვერ შევიგრძნობდით შვილის სუნს, რომელიც დაუვიწყარი და განუმეორებელია.

დაგვავიწყდებოდა მნიშვნელოვანი მოგონებები, რადგან სწორედ სურნელია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოტივატორი წარსულის მოგონებების გასაცოცხლებლად. ადამიანის ტვინს შეუძლია აღადგინოს გამოსახულების 25% და სურნელის 85%.

სურნელი განუყოფელი ნაწილია ჩვენს ცხოვრებაში. სურნელით შესაძლებელია ბიზნესიც კი წარმატებულად აქციო. სურნელს აქვს მომხმარებლის ქცევაზე ზემოქმედების უნარი და იგი ღრმად აღწევს ტვინის აღქმისა და მოგონებების არეალში. როდესაც სუნი შერეულია სხვა მარკეტინგულ არხებთან, ბრენდის გამოცდილება ძლიერდება და მომხმარებელთან ხდება ხანგრძლივი კავშირის დამყარება.

იცოდით, რომ როდესაც თქვენს საყვარელ საკონდიტროში შედიხართ და თავბრუს გახვევთ ახლად გამომცხვარი ორცხობილების მადისაღმძვრელი სუნი, ის ხშირ შემთხვევაში სულაც არ გამოდის სამზარეულოდან. მას სპეციალური აპარატი აფრქვევს. ასეთ სურნელს იყენებენ ტანსაცმლის ცნობილი ბრენდების მაღაზიები, ავეჯის სახლები, სპა-სალონები და სასტუმროებიც კი. სასტუმროს ნომერში შესვლისთანავე რომ სასიამოვნო, სისუფთავის სურნელს შეიგრძნობთ, ესეც მარკეტინგული სვლაა.

სურნელით შეგიძლია შექმნა მყუდრო და სასიამოვნო განწყობა სახლში. ამისთვის არსებობს სპეციალური პროდუქტი, რომელიც სხვადასხვა სურნელს აყენებს, ნებისმიერ გარემოში. არომაკოს სურნელის ყოველდღიურობაში დამატება ცვლის ადამიანების დამოკიდებულებას თავად ცხოვრების მიმართ. სასიამოვნო სურნელს შეუძლია ცუდი ხასიათის გამოსწორებაც, რაც ოჯახის წევრებს შორის მშვიდი და კომფორტული ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილია. წაიკითხეთ ვრცლად