Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია?
"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია?

დღეს ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და­ბა­დე­ბის დღეა. ის 59 წლის გახ­დე­ბო­და. პო­ლი­ტი­კო­სი, ყო­ფი­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რი ხა­თუ­ნა ხო­ფე­რია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გარ­დაც­ვლილ მე­გო­ბარს იუ­ბი­ლეს ულო­ცავს.

"და­ბა­დე­ბის დღეს გი­ლო­ცავ, ზურა! ვბერ­დე­ბით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ- მი­ნის­ტრი. პირ­ვე­ლი “ მწვა­ნე­თა” ლი­დე­რი! იცი რა თქვა შენ­ზე უწ­მინ­დეს­მა? - ზუ­რაბ ჟვა­ნია გა­მო­ირ­ჩე­ო­და თა­ვი­სი ინ­ტე­ლექ­ტით, მაგ­რამ ამა­ვე დროს, დიდი რწმე­ნით! ის იყო მუ­დამ პირ­ვე­ლი, პირ­ვე­ლი სი­კე­თე­ში, სი­კე­თის კე­თე­ბა­ში”. ჰო, ნამ­დვი­ლად ასე­თი იყა­ვი… არა, ხარ!..ცხოვ­რე­ბა უც­ნა­უ­რია, ძალ­ზედ რთუ­ლი, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნი! დღეს მი­შას სა­სა­მარ­თლოა… ისე­თი გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი და ღირ­სე­ბა­აყ­რი­ლია, შენ შე­გე­ცო­დე­ბო­და… ჰო, შე­გე­ცო­დე­ბო­და… არ ვიცი რად უღირ­და ასე­თი სი­ცო­ცხლე?!.. ან შენი სიკ­ვდი­ლი რად უღირ­და?!…ცხოვ­რე­ბა ყვე­ლა­ფერს ალა­გებს. ყვე­ლა მადლს, ქვა­ზე და­დე­ბულ­საც კი, მად­ლის გამ­ცემს უბ­რუ­ნებს. ყვე­ლა ბო­რო­ტე­ბას, ბო­რო­ტე­ბის ჩამ­დენს და­ა­ტეხს თავს. წლე­ბი მი­დის და შენი მკვლე­ლო­ბის­თვის სა­ერ­თოდ აღარ ვიც­ლით. ბედს მი­ვენ­დეთ… გვა­პა­ტიე!… უბ­რა­ლოდ, ეს სა­ში­ნე­ლი მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა და შენი შე­უც­ვლე­ლო­ბა რო­გორც ჭკუ­ის დამ­რი­გებ­ლის და ლი­დე­რის, სულ უფრო მტკივ­ნე­უ­ლი ხდე­ბა!გი­ლო­ცავ, და­ბა­დე­ბის დღეს! შენ ისევ 41 წლის გახ­დი!მად­ლო­ბა, რომ იყა­ვი! მად­ლო­ბა, რომ ხარ! მად­ლო­ბა, რომ ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბი!" - წერს ხო­ფე­რია "ფე­ის­ბუქ­ში".

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­ვა­დე­ბა­ზე სა­სა­მარ­თლო დღეს იმ­სჯე­ლებს.

სხდო­მა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში 13:00 სა­ათ­ზეა და­ნიშ­ნუ­ლი.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სას­ჯე­ლის გა­და­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ად­ვო­კა­ტე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა­ზე მო­სა­მარ­თლე გი­ორ­გი არე­ვა­ძე გა­ნი­ხი­ლავს.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბას და აქ­ცი­ას გეგ­მა­ვენ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და პო­ლი­ტი­კო­სე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 59 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
&
2

ეტყობა ეს ქალ ძროხა ნათელმხილველია რადგან გამოძიების გარეშე მკვლელი დაასახელა . ისიც გვითხარი კინწურაშვილი ვინ მოკლა.

ილია მაყიშვილი!
0

ვინ მოკლა, პატარკაციშვილი, ჟვანია ! ძალიან მალე გახდება ცნობილი! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია?

"ცხოვრება უცნაურია, მაგრამ სამართლიანი. დღეს მიშას სასამართლოა, ისეთი გაუბედურებულია, შენ შეგეცოდებოდა… გილოცავ, დაბადების დღეს, ზურა" - რას წერს ხათუნა ხოფერია?

დღეს ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. ის 59 წლის გახდებოდა. პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში გარდაცვლილ მეგობარს იუბილეს ულოცავს.

"დაბადების დღეს გილოცავ, ზურა! ვბერდებით…. შენ ისევ 41 წლის ხარ. ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ- მინისტრი. პირველი “ მწვანეთა” ლიდერი! იცი რა თქვა შენზე უწმინდესმა? - ზურაბ ჟვანია გამოირჩეოდა თავისი ინტელექტით, მაგრამ ამავე დროს, დიდი რწმენით! ის იყო მუდამ პირველი, პირველი სიკეთეში, სიკეთის კეთებაში”. ჰო, ნამდვილად ასეთი იყავი… არა, ხარ!..ცხოვრება უცნაურია, ძალზედ რთული, მაგრამ სამართლიანი! დღეს მიშას სასამართლოა… ისეთი გაუბედურებული და ღირსებააყრილია, შენ შეგეცოდებოდა… ჰო, შეგეცოდებოდა… არ ვიცი რად უღირდა ასეთი სიცოცხლე?!.. ან შენი სიკვდილი რად უღირდა?!…ცხოვრება ყველაფერს ალაგებს. ყველა მადლს, ქვაზე დადებულსაც კი, მადლის გამცემს უბრუნებს. ყველა ბოროტებას, ბოროტების ჩამდენს დაატეხს თავს. წლები მიდის და შენი მკვლელობისთვის საერთოდ აღარ ვიცლით. ბედს მივენდეთ… გვაპატიე!… უბრალოდ, ეს საშინელი მონატრების გრძნობა და შენი შეუცვლელობა როგორც ჭკუის დამრიგებლის და ლიდერის, სულ უფრო მტკივნეული ხდება!გილოცავ, დაბადების დღეს! შენ ისევ 41 წლის გახდი!მადლობა, რომ იყავი! მადლობა, რომ ხარ! მადლობა, რომ ყოველთვის იქნები!" - წერს ხოფერია "ფეისბუქში".

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზეა დანიშნული.

მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადადებასთან დაკავშირებით ადვოკატების შუამდგომლობაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს.

პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას და აქციას გეგმავენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.