პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცემა თუ არა ვირუსების გამო სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაცია - რას ამბობს  გაბუნია გავრცელებულ ვირუსებზე და როდის ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას?
გაიცემა თუ არა ვირუსების გამო სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაცია - რას ამბობს  გაბუნია გავრცელებულ ვირუსებზე და როდის ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას?

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ამ ეტაპ­ზე ქვე­ყა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად, A ტი­პის გრი­პის ვირუ­სი ცირ­კუ­ლი­რებს, სი­ტუ­ა­ცია კი დე­კემ­ბრის მე­სა­მე-მე­ო­თხე კვი­რი­დან უნდა დას­ტა­ბი­ლურ­დეს.

რო­გორც გა­ბუ­ნი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, კლი­ნი­კე­ბი­სად­მი მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის კუ­თხით ახლა შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აა.

"გრი­პის მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბა ნო­ემ­ბრის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო. გავ­რცე­ლე­ბა იყო აქ­ტი­უ­რი. ამ პე­რი­ოდ­ში მე­ტად იყო რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი, ადე­ნო­ვირუ­სი, რი­ნო­ვირუ­სი. ახლა უკვე რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის პრო­პორ­ცია სა­ერ­თო გავ­რცე­ლე­ბა­ში შემ­ცირ­და. გა­მოჩ­ნდა უკვე A ტი­პის ვირუ­სი და ძი­რი­თა­დად, ახლა ცირ­კუ­ლა­ცი­ა­შია A ტი­პის გრი­პის ვირუ­სი, სხვა­დას­ხვა ქვე­ტი­პე­ბით. ამას­თან, ისევ ცირ­კუ­ლი­რებს ადე­ნო­ვირუ­სი, რი­ნო­ვირუ­სი, რეს­პი­რა­ცი­ულ-სინ­ცი­ტი­უ­რი უფრო ნაკ­ლე­ბად. კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი ამ გა­ნა­წი­ლე­ბა­ში არის და­ბა­ლი პრო­ცენ­ტი. A ტი­პის ვირუ­სი არის 11%; A ტი­პის H1 არის 8%, H3 არის 19%. მთლი­ა­ნად გრი­პის ვირუ­სი არის 38%, B ტი­პის ვირუ­სი არ ცირ­კუ­ლი­რებს, რი­ნო­ვირუ­სი არის 8% და და­ნარ­ჩე­ნი არის სხვა­დას­ხვა ვირუ­სი, ადე­ნო­ვირუ­სი და ენ­ტე­რო­ვირუ­სი ძა­ლი­ან მცი­რე ოდე­ნო­ბი­თაა“, - გა­ნა­ცხა­და გა­ბუ­ნი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გრი­პის ვირუ­სე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით ცირ­კუ­ლი­რებ­და.

"გა­სუ­ლი ორი წელი იყო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გრი­პის ვირუ­სე­ბი მი­ნი­მა­ლუ­რი ოდე­ნო­ბით ცირ­კუ­ლი­რებ­და და გა­სა­გე­ბია, რა­ტო­მაც - ინ­ფექ­ცი­ის კონ­ტრო­ლი იყო მაქ­სი­მა­ლუ­რად გამ­კაც­რე­ბუ­ლი, პი­რა­დი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, პირ­ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბა და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მათი გავ­რცე­ლე­ბის შან­სი პრაქ­ტი­კუ­ლად არ რჩე­ბო­და. წელს ამ ვირუ­სე­ბის რა­ი­მე უჩ­ვე­უ­ლო შე­მად­გენ­ლო­ბა, ტი­პე­ბი ან გავ­რცე­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა, რაც 2019 წელს არ იყო, არაა. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ტი­პუ­რი მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც იყო 2018, 2019 წელ­საც და მა­ნამ­დეც. არ­ცერ­თი არ არის ახა­ლი ვირუ­სი. აქ თემა არის ის, რომ ამ ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბა უფრო ადრე და­ი­წყო წელს და შე­და­რე­ბით უფრო სწრა­ფად გავ­რცელ­და, რად­გან იმუ­ნი­ტე­ტი ამ ვირუ­სებ­თან მი­მარ­თე­ბით გა­სუ­ლი ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­სუს­ტდა. თუნ­დაც ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც შარ­შან, შარ­შან­წინ და­ი­ბად­ნენ, არ ჰქონ­დათ ეს ვირუ­სე­ბი გა­და­ტა­ნი­ლი, მათ ორ­გა­ნიზმს უფრო მკვეთ­რი რე­ა­გი­რე­ბა ჰქონ­დათ ამ ვირუ­სებ­ზე, რომ­ლე­ბიც წელს ისევ გა­მოჩ­ნდნენ აქ­ტი­ურ ცირ­კუ­ლა­ცი­ა­ში.

ეს ტალ­ღა წე­სით დე­კემ­ბერ­ში უნდა წა­მო­ვი­დეს ქვე­მოთ. დე­კემ­ბე­რი და თე­ბერ­ვა­ლი არის სე­ზო­ნუ­რი გრი­პე­ბის­თვის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დი. ჩვენ­თან წელს რად­გან ეს ადრე და­ი­წყო, ვფიქ­რობ, რომ უნდა წა­მო­ვი­დეს და დას­ტა­ბი­ლურ­დეს დე­კემ­ბრის მე­სა­მე, მე­ო­თხე კვი­რი­დან. უკვე დღე­საც, სა­წყი­სი აქ­ტი­უ­რი გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, შე­და­რე­ბით სტა­ბი­ლი­ზა­ცი­აა მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის კუ­თხით. პირ­ველ ეტაპ­ზე, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი მი­მარ­თავ­და პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სას­წრა­ფო გა­მო­ძა­ხე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­ღა­ლი იყო, ასე­ვე ჰოს­პი­ტალ­ში მი­დი­ოდ­ნენ, ახლა დას­ტა­ბი­ლურ­და ეს სი­ტუ­ა­ცია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლას ინ­ფექ­ცი­ას, უჩ­ვე­უ­ლო მა­ტე­ბა ამ ეტაპ­ზე არ ფიქ­სირ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

  • თა­მარ გა­ბუ­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, გრი­პის ვირუ­სის გამო, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სწავ­ლე­ბის რე­ჟი­მის ცვლი­ლე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ დგას.

"ეს არის ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დი. სე­ზო­ნუ­რი გრი­პის გავ­რცე­ლე­ბას არ აქვს ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დი. სულ რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ზეა სა­უ­ბა­რი. სა­უ­კე­თე­სო პრე­ვენ­ცია სკო­ლის გა­რე­მო­ში არის ის, რომ თუ ბავ­შვს აქვს სი­ცხე და თავს არ გრძნობს კარ­გად, არ უნდა წა­ვი­დეს სკო­ლა­ში და გაკ­ვე­თილს არ უნდა და­ეს­წროს. მოგ­ვარ­დე­ბა ეს სი­ტუ­ა­ცია და ვფიქ­რობ, რომ ბავ­შვე­ბი არ ჩა­მორ­ჩე­ბი­ან. ყო­ველ­თვის იყო ეს პრობ­ლე­მა კო­ვი­დამ­დეც და ახ­ლაც მსგავ­სი სი­ტუ­ა­ცი­აა. არა­ფე­რია გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. პე­რი­ო­დი იქ­ნე­ბა ხან­მოკ­ლე, ჩვე­ნი მო­ლო­დი­ნი ასე­თია და გა­მოც­დი­ლე­ბაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამას უჩ­ვე­ნებს. ვფიქ­რობ, რომ სწრა­ფად დაბ­რუნ­დე­ბი­ან იმა­ვე რე­ჟიმ­ზე, რა რე­ჟი­მიც ჩვე­უ­ლებ­რივ სკო­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამის რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რე­ჟი­მის რე­კო­მენ­და­ცი­ას ნამ­დვი­ლად არ ვიძ­ლე­ვით, რად­გან ამ ვირუ­სე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე მა­ღა­ლი გავ­რცე­ლე­ბა, ამ ეტაპ­ზე არ არის“, - გა­ნა­ცხა­და თა­მარ გა­ბუ­ნი­ამ.

ავტორი:

გაიცემა თუ არა ვირუსების გამო სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაცია - რას ამბობს  გაბუნია გავრცელებულ ვირუსებზე და როდის ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას?

გაიცემა თუ არა ვირუსების გამო სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაცია - რას ამბობს  გაბუნია გავრცელებულ ვირუსებზე და როდის ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას?

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ ეტაპზე ქვეყანაში, ძირითადად, A ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს, სიტუაცია კი დეკემბრის მესამე-მეოთხე კვირიდან უნდა დასტაბილურდეს.

როგორც გაბუნიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აქტიური გავრცელების შემდეგ, კლინიკებისადმი მიმართვიანობის კუთხით ახლა შედარებით სტაბილური სიტუაციაა.

"გრიპის მაგვარი დაავადებების გავრცელება ნოემბრის მეორე ნახევარში დაიწყო. გავრცელება იყო აქტიური. ამ პერიოდში მეტად იყო რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, ადენოვირუსი, რინოვირუსი. ახლა უკვე რესპირაციულ-სინციტიური ვირუსის პროპორცია საერთო გავრცელებაში შემცირდა. გამოჩნდა უკვე A ტიპის ვირუსი და ძირითადად, ახლა ცირკულაციაშია A ტიპის გრიპის ვირუსი, სხვადასხვა ქვეტიპებით. ამასთან, ისევ ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი, რესპირაციულ-სინციტიური უფრო ნაკლებად. კორონავირუსები ამ განაწილებაში არის დაბალი პროცენტი. A ტიპის ვირუსი არის 11%; A ტიპის H1 არის 8%, H3 არის 19%. მთლიანად გრიპის ვირუსი არის 38%, B ტიპის ვირუსი არ ცირკულირებს, რინოვირუსი არის 8% და დანარჩენი არის სხვადასხვა ვირუსი, ადენოვირუსი და ენტეროვირუსი ძალიან მცირე ოდენობითაა“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში, გრიპის ვირუსები მინიმალური ოდენობით ცირკულირებდა.

"გასული ორი წელი იყო განსაკუთრებული, იქიდან გამომდინარე, რომ გრიპის ვირუსები მინიმალური ოდენობით ცირკულირებდა და გასაგებია, რატომაც - ინფექციის კონტროლი იყო მაქსიმალურად გამკაცრებული, პირადი დაცვის საშუალებები, პირბადის გამოყენება და აქედან გამომდინარე, მათი გავრცელების შანსი პრაქტიკულად არ რჩებოდა. წელს ამ ვირუსების რაიმე უჩვეულო შემადგენლობა, ტიპები ან გავრცელების ინტენსივობა, რაც 2019 წელს არ იყო, არაა. ეს არის ჩვეულებრივი ტიპური მიმდინარეობა, რომელიც იყო 2018, 2019 წელსაც და მანამდეც. არცერთი არ არის ახალი ვირუსი. აქ თემა არის ის, რომ ამ ვირუსების გავრცელება უფრო ადრე დაიწყო წელს და შედარებით უფრო სწრაფად გავრცელდა, რადგან იმუნიტეტი ამ ვირუსებთან მიმართებით გასული ორი წლის განმავლობაში მოსუსტდა. თუნდაც ბავშვებს, რომლებიც შარშან, შარშანწინ დაიბადნენ, არ ჰქონდათ ეს ვირუსები გადატანილი, მათ ორგანიზმს უფრო მკვეთრი რეაგირება ჰქონდათ ამ ვირუსებზე, რომლებიც წელს ისევ გამოჩნდნენ აქტიურ ცირკულაციაში.

ეს ტალღა წესით დეკემბერში უნდა წამოვიდეს ქვემოთ. დეკემბერი და თებერვალი არის სეზონური გრიპებისთვის გავრცელების პერიოდი. ჩვენთან წელს რადგან ეს ადრე დაიწყო, ვფიქრობ, რომ უნდა წამოვიდეს და დასტაბილურდეს დეკემბრის მესამე, მეოთხე კვირიდან. უკვე დღესაც, საწყისი აქტიური გავრცელების შემდეგ, შედარებით სტაბილიზაციაა მიმართვიანობის კუთხით. პირველ ეტაპზე, ბევრი ადამიანი მიმართავდა პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, სასწრაფო გამოძახების მაჩვენებელი მაღალი იყო, ასევე ჰოსპიტალში მიდიოდნენ, ახლა დასტაბილურდა ეს სიტუაცია.

რაც შეეხება ჩუტყვავილას ინფექციას, უჩვეულო მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

  • თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის ვირუსის გამო, სასწავლო დაწესებულებებში სწავლების რეჟიმის ცვლილების რეკომენდაციის აუცილებლობა არ დგას.

"ეს არის ხანმოკლე პერიოდი. სეზონური გრიპის გავრცელებას არ აქვს ხანგრძლივი პერიოდი. სულ რამდენიმე კვირაზეა საუბარი. საუკეთესო პრევენცია სკოლის გარემოში არის ის, რომ თუ ბავშვს აქვს სიცხე და თავს არ გრძნობს კარგად, არ უნდა წავიდეს სკოლაში და გაკვეთილს არ უნდა დაესწროს. მოგვარდება ეს სიტუაცია და ვფიქრობ, რომ ბავშვები არ ჩამორჩებიან. ყოველთვის იყო ეს პრობლემა კოვიდამდეც და ახლაც მსგავსი სიტუაციაა. არაფერია განსხვავებული. პერიოდი იქნება ხანმოკლე, ჩვენი მოლოდინი ასეთია და გამოცდილებაც წლების განმავლობაში ამას უჩვენებს. ვფიქრობ, რომ სწრაფად დაბრუნდებიან იმავე რეჟიმზე, რა რეჟიმიც ჩვეულებრივ სკოლებში მიმდინარეობს. ამის რაიმე განსაკუთრებული რეჟიმის რეკომენდაციას ნამდვილად არ ვიძლევით, რადგან ამ ვირუსების ჩვეულებრივზე მაღალი გავრცელება, ამ ეტაპზე არ არის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.