პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინო ლომჯარიას ბოლო დღე სახალხო დამცველის პოსტზე და გამოსამშვიდობებელი ფოტო
ნინო ლომჯარიას ბოლო დღე სახალხო დამცველის პოსტზე და გამოსამშვიდობებელი ფოტო

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა, ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ომ­ბუდსმე­ნად მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა.

"წარ­მა­ტე­ბე­ბი ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდს!" - წერს ის "ფე­ის­ბუქ­ზე" და გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ლომ­ჯა­რი­ამ 8 დეკმბერს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, მისი 5-წლი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა ისაა, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს და ომ­ბუდსმე­ნის აპა­რატს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან უპ­რე­ცე­დენ­ტო აღი­ა­რე­ბა აქვს.

მი­სი­ვე თქმით, ახლა ევ­რო­კავ­ში­რის სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა იმას, თუ ვის აირ­ჩევს პარ­ლა­მენ­ტი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოსტზე.

"დღეს დას­რულ­და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პოსტზე ჩემი 5-წლი­ა­ნი ვადა. ვფიქ­რობ, ქვეყ­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია. ჩვენს ქვე­ყა­ნას მი­ე­ცა უნი­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი, მი­ი­ღოს კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის სტა­ტუ­სი. ვფიქ­რობ, დღე­საც და მო­მა­ვა­ლი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვეყ­ნის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არის იმ 12 პუნ­ქტის შეს­რუ­ლე­ბა, რაც ევ­რო­კავ­შირ­მა ქვე­ყა­ნას და­უ­წე­სა. მი­მაჩ­ნია, რომ ერთ-ერთი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა, რა­საც ამ პოსტზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­მა მი­აღ­წია, არის ის, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან იყო უპ­რე­ცე­დენ­ტო აღი­ა­რე­ბა და მო­მა­ვალ­შიც, ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს შე­ას­რუ­ლებს. ამის დას­ტუ­რია ევ­რო­კავ­ში­რის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მხრი­დან სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის აღი­ა­რე­ბა, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ინ­სტი­ტუ­ტის და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბაა და შე­ფა­სე­ბას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. დღეს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია, ვის აირ­ჩევს პარ­ლა­მენ­ტი ამ პოსტზე, ვი­ნა­ი­დან 12 რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში ეს ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი იქ­ნე­ბა, დიდი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცე­ვა, ვი­ნა­ი­დან, ევ­რო­კავ­ში­რის პო­ზი­ცი­ით ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბის გა­მო­ხატ­ვას სა­ჭი­რო­ებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. ამი­ტომ, დიდ იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ეს ინ­სტი­ტუ­ტი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს და შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა ის კან­დი­და­ტი, რომ­ლის მი­მარ­თაც მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სენ­სუ­სი იქ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კურ სპექტრს შო­რის“, - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ნინო ლომ­ჯა­რია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო. ის პარ­ლა­მენ­ტმა 2017 წლის 30 ნო­ემ­ბერს 96 ხმით, 5-ის წი­ნა­აღ­მდეგ აირ­ჩია. ახა­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის არ­ჩე­ვის­თვის პარ­ლა­მენტს სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა 19-მა სუ­ბი­ექ­ტმა შეს­თა­ვა­ზა. მათი სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნე­ბი პარ­ლა­მენ­ტში უკვე დას­რულ­და. სა­პარ­ლა­მენ­ტო პარ­ტი­ებს შო­რის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლო­ბის კან­დი­დატ­ზე შე­თან­ხმე­ბის მიზ­ნით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი კი ამ დრომ­დე გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
123
0

ერთმანეთზე უარესები, უსულო არსებები

//
0

ხალხნო, როჟები ნახეთ, ქუჩაში რომ შეგხვდნენ, კარგი ხალხნი გეგონებათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ნინო ლომჯარიას ბოლო დღე სახალხო დამცველის პოსტზე და გამოსამშვიდობებელი ფოტო

ნინო ლომჯარიას ბოლო დღე სახალხო დამცველის პოსტზე და გამოსამშვიდობებელი ფოტო

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა.

"წარმატებები ამ არაჩვეულებრივ გუნდს!" - წერს ის "ფეისბუქზე" და გამოსამშვიდობებელ ფოტოს აქვეყნებს.

როგორც ლომჯარიამ 8 დეკმბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს.

მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე.

"დღეს დასრულდა სახალხო დამცველის პოსტზე ჩემი 5-წლიანი ვადა. ვფიქრობ, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ჩვენს ქვეყანას მიეცა უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს ევროკავშირის წევრი, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ვფიქრობ, დღესაც და მომავალი თვეების განმავლობაში ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის იმ 12 პუნქტის შესრულება, რაც ევროკავშირმა ქვეყანას დაუწესა. მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რასაც ამ პოსტზე სახალხო დამცველის აპარატმა მიაღწია, არის ის, რომ სახალხო დამცველის აპარატი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის განვითარებაში. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც, ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის დასტურია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებაა და შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვის აირჩევს პარლამენტი ამ პოსტზე, ვინაიდან 12 რეკომენდაციაში ეს ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დიდი ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, ევროკავშირის პოზიციით ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ინფორმაციისთვის, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი ხუთი წლის განმავლობაში იყო. ის პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია. ახალი სახალხო დამცველის არჩევისთვის პარლამენტს საკუთარი კანდიდატურა 19-მა სუბიექტმა შესთავაზა. მათი საკომიტეტო მოსმენები პარლამენტში უკვე დასრულდა. საპარლამენტო პარტიებს შორის სახალხო დამცველობის კანდიდატზე შეთანხმების მიზნით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება.