სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?
"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფო­რა­ცი­ით, კონ­ტრტე­რო­რის­ტულ­მა ცენ­ტრმა თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ტო­ხო­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლო 2015 წელს და­ტო­ვა, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გა­ემ­გზავ­რა და რე­გი­ონ­ში მოქ­მედ ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს“ შე­უ­ერ­თდა.

"ტო­ხო­საშ­ვი­ლი, იგი­ვე "ემი­რი ისა“, საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად ით­ვლე­ბო­და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ წევ­რებს შო­რის. იგი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და სი­რი­ი­სა და ერა­ყის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტე­რო­რის­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­სა და მიმ­დი­ნა­რე საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ტე­რო­რის­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ და­ნა­ყოფს კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში. მას ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცია "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ სხვა­დას­ხვა გავ­ლე­ნი­ან ლი­დერ­თან.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2019 წელს, ერ­თობ­ლი­ვი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად, ტე­რო­რიზ­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის უმ­ცრო­სი ძმა ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი - "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს“ ემი­რი ალ-ბარა ში­შა­ნი. ის სას­ჯელს სა­ქარ­თვე­ლო­ში იხ­დის. კონ­ტრტე­რო­რის­ტულ ცენ­ტრში ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლის მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 328-ე მუხ­ლით, უცხო ქვეყ­ნის ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის ფაქ­ტზე. ბრალ­დე­ბა სას­ჯე­ლის სა­ხით ათი­დან ჩვიდ­მეტ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს“, - ნათ­ქვა­მია სუს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცის­კა­რა ტო­ხო­საშ­ვი­ლი ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ომა­ლო­და­ნაა (პან­კი­სის ხე­ო­ბა).

და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ამ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მისი შვი­ლის სი­რი­ა­ში ყოფ­ნას გა­მო­რი­ცხავს.

"არ ვე­თან­ხმე­ბი იმას, რა­საც ედა­ვე­ბი­ან. 2015 წელს უკ­რა­ი­ნა­ში იყო. იქ ბიჭი ჰყავს, იმას ნერ­ვი­უ­ლობს, რომ არ არის უკ­რა­ი­ნი­დან გა­მო­სუ­ლი. ბო­ლოს ჩემი შვი­ლი თურ­ქეთ­ში ვნა­ხე, 2 კვი­რა ვი­ყა­ვი მას­თან. ორი ოჯა­ხი აქვს ჩემს შვილს - იქ და აქ. იქა­ურ­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, ძა­ლი­ან მძი­მედ არი­სო. როცა ჩა­ვე­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იყო. C ჰე­პა­ტი­ტი აქვს, კუჭი და თირკმე­ლე­ბიც აწუ­ხებს. ფი­ზი­კუ­რად არაფ­რის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო, იქა­უ­რი ცო­ლე­უ­რე­ბი ჰყავს შეძ­ლე­ბუ­ლი და ისი­ნი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - გა­ნა­ცხა­და და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ.

მისი თქმით, ის არც მე­ო­რე შვი­ლის­თვის წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას ეთან­ხმე­ბა. "ისიც მე­უბ­ნე­ბო­და თურ­ქეთ­ში ვარო. მთავ­რო­ბა რა­საც უნდა იმ ბრალ­დე­ბას წა­უ­ყე­ნებს და და­უმ­ტკი­ცებს..." - ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, ცე­ზარ ტო­ხო­საშ­ვი­ლი, იგი­ვე ალ-ბარა ში­შა­ნი ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იძებ­ნე­ბო­და, ის უკ­რა­ი­ნა­ში, ქა­ლაქ კი­ევ­ში 2019 წლის 12 ნო­ემ­ბერს და­ა­კა­ვა. მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა 2020წლის მა­ის­ში მოხ­და.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჰმმმმმმმმ...
0

აქ მთავარი ეს ვითომ სტატია კი არაა, მთავარია ამ ჟურნალისთებს რისი თქმა გინდოდათ ამით? იქნებ თქვენი აზრით უსამართლოდ დაიჭირეს ეს ტერორისტები? თქვენი ბელადი მიჰუილა რომ ყოფილიყო არ დაიჭერდა? რა გინდათ რომ თქვათ?

-------
0

ვააააააა კაზანოვა ნახე რააააა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?

"მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - რას აცხადებს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული ძმების დედა?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მოქალაქე ცისკარა ტოხოსაშვილი დააკავა.

მათივე ცნობით, ტოხოსაშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა, ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა და რეგიონში მოქმედ ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა.

"ტოხოსაშვილი, იგივე "ემირი ისა“, საკმაოდ გავლენიან ფიგურად ითვლებოდა "ისლამური სახელმწიფოს“ წევრებს შორის. იგი აქტიურად მონაწილეობდა სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტულ აქტივობებსა და მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ტერორისტული ორგანიზაციის ერთ-ერთ დანაყოფს კონფლიქტის ზონაში. მას ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს“ სხვადასხვა გავლენიან ლიდერთან.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ერთობლივი ოპერაციის შედეგად, ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს ცისკარა ტოხოსაშვილის უმცროსი ძმა ცეზარ ტოხოსაშვილი - "ისლამური სახელმწიფოს“ ემირი ალ-ბარა შიშანი. ის სასჯელს საქართველოში იხდის. კონტრტერორისტულ ცენტრში ცისკარა ტოხოსაშვილის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით, უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე. ბრალდება სასჯელის სახით ათიდან ჩვიდმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს“, - ნათქვამია სუს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცისკარა ტოხოსაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოდანაა (პანკისის ხეობა).

დაკავებულის დედა ამ ბრალდებას უარყოფს და მისი შვილის სირიაში ყოფნას გამორიცხავს.

"არ ვეთანხმები იმას, რასაც ედავებიან. 2015 წელს უკრაინაში იყო. იქ ბიჭი ჰყავს, იმას ნერვიულობს, რომ არ არის უკრაინიდან გამოსული. ბოლოს ჩემი შვილი თურქეთში ვნახე, 2 კვირა ვიყავი მასთან. ორი ოჯახი აქვს ჩემს შვილს - იქ და აქ. იქაურმა მეუღლემ დამირეკა, ძალიან მძიმედ არისო. როცა ჩავედი, საავადმყოფოში იყო. C ჰეპატიტი აქვს, კუჭი და თირკმელებიც აწუხებს. ფიზიკურად არაფრის გაკეთება შეეძლო, იქაური ცოლეურები ჰყავს შეძლებული და ისინი ეხმარებოდნენ", - განაცხადა დაკავებულის დედამ.

მისი თქმით, ის არც მეორე შვილისთვის წაყენებულ ბრალდებას ეთანხმება. "ისიც მეუბნებოდა თურქეთში ვარო. მთავრობა რასაც უნდა იმ ბრალდებას წაუყენებს და დაუმტკიცებს..." - ამბობს ის.

შეგახსენებთ, ცეზარ ტოხოსაშვილი, იგივე ალ-ბარა შიშანი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა, ის უკრაინაში, ქალაქ კიევში 2019 წლის 12 ნოემბერს დააკავა. მისი საქართველოში ექსტრადირება 2020წლის მაისში მოხდა.