მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ზეგავლენა აქვს სურნელს ბიზნესში და როგორ აღუძრავს ის მომხმარებელს შეძენის სურვილს?
რა ზეგავლენა აქვს სურნელს ბიზნესში და როგორ აღუძრავს ის მომხმარებელს შეძენის სურვილს?

გაზ­რდი­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის იდე­ა­ლუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შე­საქ­მნე­ლად დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­რი­ე­რი, თა­ვა­ზი­ა­ნი პერ­სო­ნა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ე­ბი და მარ­კე­ტინ­გის სხვა ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ბიზ­ნესს საკ­მა­რი­სად ეფექ­ტი­ა­ნად აღარ ეჩ­ვე­ნე­ბა. ამი­ტომ ბოლო წლებ­ში აქ­ტი­უ­რად ეძებს და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებს, რაც ცნო­ბა­დო­ბის გაზ­რდა­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

აღ­მოჩ­ნდა, რომ ადა­მი­ა­ნებს საკ­ვე­ბი, ად­გი­ლე­ბი, პი­როვ­ნე­ბე­ბი, მოვ­ლე­ნე­ბი ყნოს­ვით უფრო ამახ­სოვ­რდე­ბათ, ვიდ­რე თვა­ლით და არო­მა მარ­კე­ტინ­გმაც პო­პუ­ლა­რო­ბა სწო­რედ ასე მო­ი­პო­ვა. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, რომ სურ­ნე­ლის დახ­მა­რე­ბით გა­ყიდ­ვე­ბი 13-15%-ით იზ­რდე­ბა.

წლე­ბის წინ სტო­მა­ტო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში შე­სულ პა­ცი­ენტს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სუნი და­ძა­ბუ­ლო­ბას უორ­მა­გებ­და და ამის გამო ჩა­ტა­რე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რა მის­თვის უფრო უსი­ა­მოვ­ნო ხდე­ბო­და. დღეს კი სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ­გვა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის შექ­მნი­ლი არო­მა­ტე­ბი თრგუ­ნავს „კლი­ნი­კის სუნს“, და­მამ­შვი­დებ­ლად მოქ­მე­დებს ადა­მი­ან­ზე და სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბი ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბა.

მარ­კე­ტინ­გის ამ­გვარ ხერ­ხს უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ. ბაზ­რის ლი­დერ კომ­პა­ნია „არო­მა­კოს“ მათი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი სურ­ნე­ლის შე­საქ­მნე­ლად უკვე 500-მდე კომ­პა­ნია მი­მარ­თავს.

რო­გორ მოქ­მე­დებს მომ­ხმა­რებ­ლის გან­წყო­ბა­ზე სურ­ნე­ლი და რა ძალა აქვს არო­მა მარ­კე­ტინგს ბიზ­ნეს­ში, ამის შე­სა­ხებ „ბიზ­ნესპრე­ნი­უ­სი“ „არო­მა­კოს“ დი­რექ­ტორს ნინო რო­ბა­ქი­ძეს ესა­უბ­რა:

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ მუ­შა­ობს არო­მა მარ­კე­ტინ­გი და რა­ტომ და­ი­წყო ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სულ უფრო მეტ­მა კომ­პა­ნი­ამ მისი გა­მო­ყე­ნე­ბა?

სპე­ცი­ა­ლუ­რად საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­როს მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი სურ­ნე­ლი მომ­ხმა­რე­ბელ­ში სხვა­დას­ხვაგ­ვარ გან­ცდას აღ­ძრავს. მა­გა­ლი­თად, სა­ნა­ყი­ნე ობი­ექტთან ჩავ­ლი­სას შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ზი­დოს ვა­ნი­ლის ტკბილ­მა და მა­დი­საღ­მძვრელ­მა სურ­ნელ­მა და ამის გამო მისი ხში­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლიც გახ­დეს. იგი­ვე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას სა­კონ­დიტ­რო­ზე, სა­ი­და­ნაც ჩვე­ნი არო­მა­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით, კრუ­ა­სა­ნის, და­რი­ჩი­ნი­სა და ყა­ვის სურ­ნელ­საც იგ­რძნობთ.

არო­მა მარ­კე­ტინ­გი უკვე ათე­უ­ლი წლე­ბია, გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ჩვენს მე­ზო­ბელ თურ­ქეთ­შიც უკვე დიდი ხა­ნია, იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­სურ­სა­თო მარ­კე­ტე­ბიც კი მომ­ხმა­რებ­ლის და­სა­ყოვ­ნებ­ლად და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ სურ­ნელს აფ­რქვე­ვენ სივ­რცე­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, თავ­და­პირ­ვე­ლად მისი გა­მო­ყე­ნე­ბა სას­ტუმ­რო­ებ­მა და­ი­წყეს და პო­ზი­ტი­უ­რი უკუ­კავ­ში­რიც მი­ი­ღეს. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სურ­ნე­ლის გამო სტუ­მარს ეუფ­ლე­ბა გან­ცდა, რომ სიმ­ყუდ­რო­ვე­ში, სი­სუფ­თა­ვე­სა და სიმ­შვი­დე­ში შე­მო­ა­ბი­ჯა. ისე­თი ნო­ტე­ბიც კი არ­სე­ბობს რომ­ლე­ბიც ტკბილ მო­გო­ნე­ბებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და ხში­რად მსგავს სურ­ნელს სას­ტუმ­რო იყე­ნებს ხოლ­მე. თუ მსგავ­სი სურ­ნე­ლი სტუ­მარ­მა სხვა­გა­ნაც შე­იგ­რძნო, გა­ახ­სენ­დე­ბა ად­გი­ლი, სა­დაც ადრე ის­ვე­ნებ­და და ამის გამო ალ­ბა­თო­ბა იმი­სა,რომ კვლავ ეს­ტუმ­როს იზ­რდე­ბა.

ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბას მა­ლე­ვე მოჰ­ყვა პან­დე­მი­უ­რი პე­რი­ო­დი, რის გა­მოც მო­თხოვ­ნა მკვეთ­რად შემ­ცირ­და, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის მოხ­სნი­დან მა­ლე­ვე ინ­ტე­რე­სი გა­მოთ­ქვეს კლი­ნი­კებ­მა, აფ­თი­ა­ქებ­მა, სა­ვაჭ­რო მო­ლებ­მა, სა­კონ­დიტ­რო­ებ­მა, სა­ცხოვ­რე­ბელ­მა კომ­პლექ­სებ­მა და ჩვე­ნი სერ­ვი­სის მომ­ხმა­რე­ბე­ლი მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ არ­ჩევთ სურ­ნელს სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბის მი­ხედ­ვით და რას ით­ვა­ლის­წი­ნებთ ამ დროს?

ყვე­ლა სფე­როს თა­ვი­სი შე­სა­ბა­მი­სი სურ­ნე­ლი სჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, კლი­ნი­კა­სა და სას­ტუმ­რო­ში ერ­თნა­ირ ნო­ტებს ვერ გა­მო­ი­ყე­ნებ, რად­გან არ იქ­ნე­ბა ეფექ­ტი­ა­ნი. სწო­რედ ამი­ტომ ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ზა­დე­ბა და ტრე­ნინ­გე­ბი გა­ი­ა­რეს არო­მა მარ­კე­ტინ­გის სფე­რო­ში და სის­ტე­მა­ტუ­რად გა­დი­ან, სტუმ­რო­ბენ ობი­ექ­ტებს, შე­ის­წავ­ლი­ან გა­რე­მოს და ამის მი­ხედ­ვით არ­ჩე­ვენ რამ­დე­ნი­მე არო­მატს, ხოლო ტექ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფი სა­ზღვრავს მისი გა­მოფრქვე­ვის ინ­ტენ­სი­ვო­ბას და ინ­სტა­ლა­ცი­ის ად­გილს.

ყო­ველ­თვის ვეც­ნო­ბით თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვებს და ახა­ლი მიგ­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ვმოქ­მე­დებთ. ერთ-ერთი ასე­თი კვლე­ვის თა­ნახ­მად, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ღა­ზი­ა­ში ყი­დუ­ლობს მა­ი­სურს, სურ­ნე­ლი მას უჩენს შეგ­რძნე­ბას, რომ გა­ცი­ლე­ბით ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი შე­ი­ძი­ნა, ვიდ­რე ის შე­იძ­ლე­ბა რე­ა­ლუ­რად იყოს. ამი­სათ­ვის კი სპე­ცი­ა­ლუ­რი ნო­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

სპა სა­ლო­ნებ­ში ვი­ყე­ნებთ სურ­ნელს, რო­მე­ლიც სტუ­მარს გან­ტვირ­თვა­ში ეხ­მა­რე­ბა და მა­სა­ჟის შემ­დეგ უფრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გრძნობს თავს. თუ აფ­თი­აქ­სა და კლი­ნი­კა­ში შე­სულს სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სუნი არ შე­გა­წუ­ხებთ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მის და­სათ­რგუ­ნად სპე­ცი­ა­ლუ­რი არო­მა­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა ასე­ვე და­გამ­შვი­დოთ კი­დეც. წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

*******
1

რაც არ უნდა სურნელი ტრიალებდეს დიდ სავაჭრო ცენტრებში, წამში ქრება ყველაფერი და მხოლოდ ცხვირის წვა მაფხიზლებს, როცა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმარი ჩამივლის გვერდით. არ ვიცი რა არის, მაგრამ ყველას ერთი სურნელი რატომ უნდა ეპკუროს ვერ ამოვხსენი. შესაბამისად ჩემი ყნოსვითი მეხსიერებაც, სავაჭრო ცემტრების, ამასთანაა დაკავშირებული და შოპინგიც დიდ ტანჯვასთან უფრო ასოცირდება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რა ზეგავლენა აქვს სურნელს ბიზნესში და როგორ აღუძრავს ის მომხმარებელს შეძენის სურვილს?

რა ზეგავლენა აქვს სურნელს ბიზნესში და როგორ აღუძრავს ის მომხმარებელს შეძენის სურვილს?

გაზრდილი კონკურენციის პირობებში, მომხმარებლისთვის იდეალური გამოცდილების შესაქმნელად დახვეწილი ინტერიერი, თავაზიანი პერსონალი, საინტერესო აქციები და მარკეტინგის სხვა ტრადიციული საშუალებები ბიზნესს საკმარისად ეფექტიანად აღარ ეჩვენება. ამიტომ ბოლო წლებში აქტიურად ეძებს დამატებით საშუალებებს, რაც ცნობადობის გაზრდასა და მომსახურების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

აღმოჩნდა, რომ ადამიანებს საკვები, ადგილები, პიროვნებები, მოვლენები ყნოსვით უფრო ამახსოვრდებათ, ვიდრე თვალით და არომა მარკეტინგმაც პოპულარობა სწორედ ასე მოიპოვა. დადასტურებულია, რომ სურნელის დახმარებით გაყიდვები 13-15%-ით იზრდება.

წლების წინ სტომატოლოგიურ კლინიკაში შესულ პაციენტს სამკურნალო საშუალებების სუნი დაძაბულობას უორმაგებდა და ამის გამო ჩატარებული პროცედურა მისთვის უფრო უსიამოვნო ხდებოდა. დღეს კი სპეციალურად ამგვარი დაწესებულებებისთვის შექმნილი არომატები თრგუნავს „კლინიკის სუნს“, დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე და სამედიცინო პროცედურები ნაკლებად მტკივნეულად ეჩვენება.

მარკეტინგის ამგვარ ხერხს უკვე საქართველოშიც აქტიურად იყენებენ. ბაზრის ლიდერ კომპანია „არომაკოს“ მათი საქმიანობისთვის შესაბამისი სურნელის შესაქმნელად უკვე 500-მდე კომპანია მიმართავს.

როგორ მოქმედებს მომხმარებლის განწყობაზე სურნელი და რა ძალა აქვს არომა მარკეტინგს ბიზნესში, ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსი“ „არომაკოს“ დირექტორს ნინო რობაქიძეს ესაუბრა:

საინტერესოა, როგორ მუშაობს არომა მარკეტინგი და რატომ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში სულ უფრო მეტმა კომპანიამ მისი გამოყენება?

სპეციალურად საქმიანობის სფეროს მიხედვით შექმნილი სურნელი მომხმარებელში სხვადასხვაგვარ განცდას აღძრავს. მაგალითად, სანაყინე ობიექტთან ჩავლისას შეიძლება მიიზიდოს ვანილის ტკბილმა და მადისაღმძვრელმა სურნელმა და ამის გამო მისი ხშირი მომხმარებელიც გახდეს. იგივე შეიძლება ითქვას საკონდიტროზე, საიდანაც ჩვენი არომატების დახმარებით, კრუასანის, დარიჩინისა და ყავის სურნელსაც იგრძნობთ.

არომა მარკეტინგი უკვე ათეული წლებია, განვითარებულ ქვეყნებში აქტიურად გამოიყენება. ჩვენს მეზობელ თურქეთშიც უკვე დიდი ხანია, იმდენად პოპულარული გახდა, რომ ჩვეულებრივი სასურსათო მარკეტებიც კი მომხმარებლის დასაყოვნებლად დამახასიათებელ სურნელს აფრქვევენ სივრცეში.

რაც შეეხება საქართველოს, თავდაპირველად მისი გამოყენება სასტუმროებმა დაიწყეს და პოზიტიური უკუკავშირიც მიიღეს. დამახასიათებელი სურნელის გამო სტუმარს ეუფლება განცდა, რომ სიმყუდროვეში, სისუფთავესა და სიმშვიდეში შემოაბიჯა. ისეთი ნოტებიც კი არსებობს რომლებიც ტკბილ მოგონებებთან არის დაკავშირებული და ხშირად მსგავს სურნელს სასტუმრო იყენებს ხოლმე. თუ მსგავსი სურნელი სტუმარმა სხვაგანაც შეიგრძნო, გაახსენდება ადგილი, სადაც ადრე ისვენებდა და ამის გამო ალბათობა იმისა,რომ კვლავ ესტუმროს იზრდება.

ჩვენი კომპანიის დაფუძნებას მალევე მოჰყვა პანდემიური პერიოდი, რის გამოც მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, თუმცა რეგულაციების მოხსნიდან მალევე ინტერესი გამოთქვეს კლინიკებმა, აფთიაქებმა, სავაჭრო მოლებმა, საკონდიტროებმა, საცხოვრებელმა კომპლექსებმა და ჩვენი სერვისის მომხმარებელი მკვეთრად გაიზარდა.

საინტერესოა, როგორ არჩევთ სურნელს სხვადასხვა საქმიანობის მიხედვით და რას ითვალისწინებთ ამ დროს?

ყველა სფეროს თავისი შესაბამისი სურნელი სჭირდება. მაგალითად, კლინიკასა და სასტუმროში ერთნაირ ნოტებს ვერ გამოიყენებ, რადგან არ იქნება ეფექტიანი. სწორედ ამიტომ ჩვენი პროექტების მენეჯერები, რომლებმაც სპეციალური გადამზადება და ტრენინგები გაიარეს არომა მარკეტინგის სფეროში და სისტემატურად გადიან, სტუმრობენ ობიექტებს, შეისწავლიან გარემოს და ამის მიხედვით არჩევენ რამდენიმე არომატს, ხოლო ტექნიკური ჯგუფი საზღვრავს მისი გამოფრქვევის ინტენსივობას და ინსტალაციის ადგილს.

ყოველთვის ვეცნობით თანამედროვე კვლევებს და ახალი მიგნებების მიხედვით ვმოქმედებთ. ერთ-ერთი ასეთი კვლევის თანახმად, როდესაც მომხმარებელი მაღაზიაში ყიდულობს მაისურს, სურნელი მას უჩენს შეგრძნებას, რომ გაცილებით ძვირადღირებული პროდუქტი შეიძინა, ვიდრე ის შეიძლება რეალურად იყოს. ამისათვის კი სპეციალური ნოტები გამოიყენება.

სპა სალონებში ვიყენებთ სურნელს, რომელიც სტუმარს განტვირთვაში ეხმარება და მასაჟის შემდეგ უფრო სასიამოვნოდ გრძნობს თავს. თუ აფთიაქსა და კლინიკაში შესულს სამკურნალო საშუალებებისთვის დამახასიათებელი სუნი არ შეგაწუხებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ მის დასათრგუნად სპეციალური არომატია გამოყენებული, რომელმაც შეიძლება ასევე დაგამშვიდოთ კიდეც. წაიკითხეთ ვრცლად