სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს
"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს

უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი და­ვით ქა­ცა­რა­ვა უმ­რავ­ლე­სო­ბის წევრ ალუ­და ღუ­დუ­შა­ურს უკ­რა­ი­ნა­ში მებ­რძო­ლი მე­ომ­რე­ბის წი­ნა­შე ბო­დი­შის მოხ­დას მო­უ­წო­დებს და ამის­თის ვა­დად 4 დღეს აძ­ლევს.

"ამო­ვი­და ყელ­ში! ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რო! მო­ი­ხა­დე სა­ჯა­რო ბო­დი­ში ყვე­ლა იმ მე­ომ­რის წი­ნა­შე, ვი­საც არა­კა­ცუ­რად კიკუ უწო­დე! გაძ­ლევ ამის­თვის 4 დღეს. რა­ტომ 4 დღეს? უბ­რა­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიქ­ნე­ბი 4 დღე.

თუ მა­ნამ­დე ბო­დიშს არ მო­უხ­დი ცო­ცხალ და გარ­დაც­ვლილ მე­ო­მარ გმი­რებს, მო­ვალ პარ­ლა­მენ­ტთან, (არ იდარ­დო, ზურ­გი­დან არ მო­გე­პა­რე­ბი, არ და­გი­და­რაჯ­დე­ბი,) მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან, იქ და­გე­ლო­დე­ბი, შენ­თან შეხ­ვედ­რას მო­ვი­თხოვ, სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რას, ვისი თან­დას­წრე­ბი­თაც გინ­და. რამ­დე­ნი ხა­ნიც და­ჭირ­დე­ბა, იმ­დენ ხანს და­გე­ლო­დე­ბი.

სა­ჯა­როდ შეგ­ხვდე­ბი და ჩემ სათ­ქმელს სა­ჯა­როდ, სა­ხე­ში გე­ტყვი, თუნ­დაც ამის მერე შენ­მა ქოც­სა­სა­მარ­თლომ ცი­ხე­ში გა­მიშ­ვას. მი­ღირს." - წერს ქა­ცა­რა­ვა "ფე­ის­ბუქ­ში".

ალუ­და ღუ­დუ­შა­უ­რის შე­ფა­სე­ბით, ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ მე­ომ­რის და­ქი­რა­ვე­ბა ამო­რა­ლუ­რია, რაც არ უნდა დიდი მი­ზა­ნი გა­მოძ­რა­ვებ­დეს და იქვე დას­ძენს, რომ ასე­თი მი­ზა­ნი აქ არ იკ­ვე­თე­ბა.

"დღე­გა­მოშ­ვე­ბით გა­მო­დის ეს ადა­მი­ა­ნი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით და ქარ­თველ ხალ­ხს ჭკუ­ას გვას­წავ­ლის, აღარ ვსა­უბ­რობ იმას, რო­გო­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია მისი გა­მოს­ვლე­ბი ხში­რად. ამ ადა­მი­ანს რო­გორც ვხე­დავთ ბიზ­ნე­სი აქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამო­რა­ლუ­რია, როცა ადა­მი­ა­ნებს ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ... ძა­ლი­ან მიმ­ძიმს ამ ტერ­მი­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, მაგ­რამ სხვა არა­ფე­რია თუ არა და­ი­ქი­რაო ადა­მი­ა­ნი იმის­თვის, რომ იქ სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბი გა­ა­ტა­რო, რა­ო­დენ დიდი მი­ზა­ნიც არ უნდა გა­მოძ­რა­ვებ­დეს და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს აქ არ და ვერ იკ­ვე­თე­ბა. ამო­რა­ლუ­რია თან­ხის სა­ნაც­ვლოდ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში წაყ­ვა­ნა, ეს არის პირ­და­პირ შენი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უბ­რა­ლოდ ღირ­სე­ბის აყრა, რომ მოგ­ცემ თან­ხას და ამ თან­ხის სა­ნაც­ვლოდ სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი, სი­ცო­ცხლე და­ა­ყე­ნე რის­კის ქვეშ და წა­მო­დი სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში.

მა­მუ­ლაშ­ვი­ლი არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აქ­ტი­უ­რი აპო­ლო­გე­ტი. ის არ და ვერ გა­ე­მიჯ­ნე­ბა იმ ფაქტს, რომ არის „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მთა­ვა­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი დღეს, სპი­კე­რი, რუ­პო­რი და მისი იდე­ე­ბის გამ­ტა­რე­ბე­ლი," - გა­ნა­ცხა­და ღუ­დუ­შა­ურ­მა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 114 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტი მესხია.
2

ღუდუშაურს მიხედეთ ღუდუშაურს თქვენი მთავრობის ვარსკვლავს, ცოლთან ერთად ნიუიორკში რომ ფოტოებს გვთავაზობდა და თქვენი პიატიგორსკ- ვორონეჟში გაატარეთ დროო. მოკლედ ალეკოს კი ნუ ექაჩებით არამედ უზრდელ, გაუთლელ უნახავ ღუდუშაურს უპასუხეთ რაო მაგის ტრა@კი თქვენც არ გაქვთ აი მე მაქვს და გეტყვით !!! გვარი გინდათ ჩემი კი ბატონი ემიგრანტი ნუგზარ მესხია. ფეხები არ მომჭამოთ!.

ვაჟა ზაზაევიჩი
2

ეს ის შემთხვევაა, კაცი ლოგინის ქვეშ რომაა და იძახის, კაცი ვარ და სადაც მინდა იქ შევძვრებიო... ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს

"4 დღეს გაძლევ, რომ მოუხადო ბოდიში იმ მეომრებს, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! თუ არადა, მოვალ პარლამენტთან და..." - დავით ქაცარავა ალუდა ღუდუშაურს

უკრაინაში მებრძოლი დავით ქაცარავა უმრავლესობის წევრ ალუდა ღუდუშაურს უკრაინაში მებრძოლი მეომრების წინაშე ბოდიშის მოხდას მოუწოდებს და ამისთის ვადად 4 დღეს აძლევს.

"ამოვიდა ყელში! ალუდა ღუდუშაურო! მოიხადე საჯარო ბოდიში ყველა იმ მეომრის წინაშე, ვისაც არაკაცურად კიკუ უწოდე! გაძლევ ამისთვის 4 დღეს. რატომ 4 დღეს? უბრალოდ საქართველოში არ ვიქნები 4 დღე.

თუ მანამდე ბოდიშს არ მოუხდი ცოცხალ და გარდაცვლილ მეომარ გმირებს, მოვალ პარლამენტთან, (არ იდარდო, ზურგიდან არ მოგეპარები, არ დაგიდარაჯდები,) მთავარ შესასვლელთან, იქ დაგელოდები, შენთან შეხვედრას მოვითხოვ, საჯარო შეხვედრას, ვისი თანდასწრებითაც გინდა. რამდენი ხანიც დაჭირდება, იმდენ ხანს დაგელოდები.

საჯაროდ შეგხვდები და ჩემ სათქმელს საჯაროდ, სახეში გეტყვი, თუნდაც ამის მერე შენმა ქოცსასამართლომ ციხეში გამიშვას. მიღირს." - წერს ქაცარავა "ფეისბუქში".

ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, ფულის სანაცვლოდ მეომრის დაქირავება ამორალურია, რაც არ უნდა დიდი მიზანი გამოძრავებდეს და იქვე დასძენს, რომ ასეთი მიზანი აქ არ იკვეთება.

"დღეგამოშვებით გამოდის ეს ადამიანი პარტიული ტელევიზიებით და ქართველ ხალხს ჭკუას გვასწავლის, აღარ ვსაუბრობ იმას, როგორი შეურაცხმყოფელია მისი გამოსვლები ხშირად. ამ ადამიანს როგორც ვხედავთ ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ამორალურია, როცა ადამიანებს ფულის სანაცვლოდ... ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, მაგრამ სხვა არაფერია თუ არა დაიქირაო ადამიანი იმისთვის, რომ იქ საკუთარი მიზნები გაატარო, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს და ბუნებრივია, ეს აქ არ და ვერ იკვეთება. ამორალურია თანხის სანაცვლოდ ადამიანების საომარ მოქმედებებში წაყვანა, ეს არის პირდაპირ შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ საკუთარი ოჯახი, სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში.

მამულაშვილი არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური აპოლოგეტი. ის არ და ვერ გაემიჯნება იმ ფაქტს, რომ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი წარმომადგენელი დღეს, სპიკერი, რუპორი და მისი იდეების გამტარებელი," - განაცხადა ღუდუშაურმა.

ნახეთ ასევე: