ავტორი:

"ვინ გახდება 2022 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში?" - ქართული ჭიდაობის ისტორიაში პირველად, აბოსლუტური ფალავნობა გაიმართება ქალაქ ქუთაისში!

"ვინ გახდება 2022 წლის საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში?" - ქართული ჭიდაობის ისტორიაში პირველად, აბოსლუტური ფალავნობა გაიმართება ქალაქ ქუთაისში!

2022 წლის 11დეკემბერი,mქალაქი ქუთაისი,სპორტის სასახლე-საქართველოს აბსოლუტური ფალავნობა.წლის დამაგვირგვინებელი მოვლენა ქართულ ჭიდაობაში -ამ დღეს გადაწყდება ვინ გახდება უძლიერესი- ძლიერთა შორის, ფალავანთა - ფალავანი 20-22.

ფალავნობის შესახებ გვესაუბრება ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გელა ბერუაშვილი (1988 წლის აბსოლუტური ფალავანი, მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების კავშირის ვიცე-პრეზიდენტი).

„ეს დღე თავისით არ მოსულა, ამ ყველაფერს წინ უძღოდა კოლოსალური შრომა,რომელმაც მართლაც გადატრიალება მოახდინა ქართულ ჭიდაობაში - „იუნესკო’’-ს ისტორიული გადაწყვეტილება - ქართული ჭიდაობის მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარება,რასაც მოჰყვა ქართული ჭიდაობის ფედერაციის მსოფლიო საბრძოლო ხელოვნების კავშირში გაწევრიანება და ამ ყველაფრის ბოლოს - მსოფლიო პირველობა ქართულ ჭიდაობაში.

ქართული ჭიდაობის ფესვები კაცობრიობის ცივილიზაციის დასაწყისში უნდა ვეძიოთ.

ჭიდაობა ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ელემენტია,რომელიც საქართველოს ძნელბედობით სავსე ისტორიის მანძილზე მტერთან საბრძოლველ,ტრადიციულ წვრთნად მოიაზრებოდა,დროთა განმავლობაში მან დაკარგა საბრძოლო ორთაბრძოლის ფუნქცია და დღეისათვის ეფექტურ,სასპორტო სანახაობად ჩამოყალიბდა.ასე შემოინახა მსოფლიოში უძველესი ჭიდაობის სახეობა,რომელიც დღემდე ძვირფასია ქართველებისათვის.

მაყურებელს საინტერესო და სიურპრიზებით სავსე სანახაობა ელის. იქნება საზეიმო გახსნა,ჩატარდება ვიქტორინა და გათამაშდება ფასიანი საჩუქრები.საპრიზო ფონდი გადანაწილდება წონით კატეგორიებში გამარჯვებულებზე,მთავარი პრიზი გადაეცემა აბსოლუტურ ფალავანს.

მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს და ფინანსურ მხარდამჭერებს: საქართველოს კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს,იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას და ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასყველა ფალავანსა და გულშემატკივარს თანადგომისათვის.

R