ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის ომის გაყინვის წინააღმდეგ გაფრთხილებით გამოდის. ამის შესახებ მან Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა.
სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ნებისმიერი გაყინვა საშუალებას მისცემს კრემლს პაუზის დროს შეავსოს და გადააჯგუფოს ძალები ახალი დარტყმისთვის.
მისი თქმით, ომის დასრულების დასაჩქარებლად ნატო-ს მოკავშირეებმა უკრაინისადმი იარაღის მიწოდება უნდა გაზარდონ.
“რუსეთი ცდილობს ამ კონფლიქტის გაყინვას გადაჯგუფებისა და მოგვიანებით უფრო მასშტაბური თავდასხმის მიზნით, რადგან უკრაინა ახლა ინიციატივას ფლობს”, - თქვა სტოლტენბერგმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინამ უნდა დაადგინოს რუსეთთან ნებისმიერი მოლაპარაკებების დრო და შინაარსი.
“რაც უფრო გვინდა მშვიდობიანი გადაწყვეტილების მიღწევა, მით უფრო გადაუდებელია უკრაინისადმი სამხედრო დახმარების მიწოდება”, - თქვა სტოლტენბერგმა.
იხ.ზელენსკის ,,ჰებელსის"-არესტოვიჩის ექვსი წლის წინანდელი ინტერვიუები
დააკვირდით ნატოს საქციელს, სანამ არ დარწმუნდა რომ უკრაინელებს შეუძლია ომი და ვითარების შემობრუნება მანამდე იარაღღის გადაცემაზე კატეგორიულ წინააღმდეგი იყო! ეხლაც ვერ ბედავს "პატრიოტების" უკრაინასთვის გადაცემას!!!! ეს რა ჯანდაბაა!!!!!!