ავტორი:

"ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები... ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა" - გიგა მაქარაშვილი

"ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები... ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა" - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთ-ერთმა ქართველმა უკრაინელებისთვის საწარმოს 100 000 დოლარის ღირებულების გენერატორები დაუკვეთა, თუმცა არ აკონკრეტებს მის ვინაობას.

"გაგახაროთ? ამ წამს ვიგებ, რომ ერთ ოქრო ქართველს პირდაპირ მწარმოებლისთვის დაუკვეთია 100 000$-ის გენერატორები!

ძალიან, ძააალიან ბევრ უკრაინულ ოჯახში აინთება ნათურა! ბევრ საავადმყოფოში განათდება საოპერაციოები!

ბევრი ბავშვთა სახლი, მოხუცებულთა თავშესაფარი ამოისუნთქებს, ყველაფერი გამოგვივა ჩემო კარგო ქვეყანავ", - წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას უკრაინის გენერატორებითა და ტრანსფორმატორებით დახმარების თხოვნით მიმართეს, თუმცა დადებითი პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.