კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც
პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც

21 წლის გონ­სა­ლუ რა­მოშ­მა, რო­მე­ლიც "ბენ­ფი­კის“ ღირ­სე­ბას იცავს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნა­ლურ მატჩში შვე­ი­ცა­რი­ას­თან პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რო­ნალ­დოს ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ფორ­ვარ­დმა შვე­ი­ცა­რი­ას ჰეთ-თრი­კი შე­უს­რუ­ლა და შეხ­ვედ­რის გა­მორ­ჩე­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი გახ­და.

"არ ვიცი, რა ვთქვა. სამი გოლი პირ­ველ მატჩში - ჩემ­თვის ეს და­უ­ჯე­რე­ბე­ლია. არ ვიცი, კი­დევ და­მა­ყე­ნე­ბენ თუ არა სას­ტარ­ტო­ში“, - გა­ნა­ცხა­და რა­მოშ­მა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, რა თქმა უნდა, რო­ნალ­დო­ზეც ჰკი­თხეს.

"კრიშ­ტი­ა­ნო ჩემ­თან ისე­ვე ურ­თი­ერ­თობს, რო­გორც და­ნარ­ჩენ გუნდთან. ის ჩვე­ნი კა­პი­ტა­ნია და დახ­მა­რე­ბის­თვის ყო­ველ­თვის მზად არის“, - გა­ნა­ცხა­და ფორ­ვარ­დმა.

მატ­ჩი პორ­ტუ­გა­ლი­ამ ან­გა­რი­შით: 6:1 მო­ი­გო. ერთი გოლი თა­მა­შის მი­წუ­რულს შეც­ვლა­ზე შე­სულ­მა რო­ნალ­დო­მაც გა­ი­ტა­ნა, თუმ­ცა უკვე ბევ­რი ექ­სპერ­ტი აღ­ნიშ­ნავს, რომ პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბი რო­ნალ­დოს გა­რე­შე უკე­თე­სად თა­მა­შობს, ვიდ­რე მას­თან ერ­თად...

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს მატ­ჩი, გარ­კვე­ულ­წი­ლად, სიმ­ბო­ლუ­რიც გა­მოდ­გა: ჩვენ ერ­თდრო­უ­ლად ვარ­კვლა­ვის ქრო­ბის და ახა­ლი ვარ­სკვლა­ვის და­ბა­დე­ბის მოწ­მე­ნი გავ­ხდით...

ფლეი-ოფამ­დე რა­მოშ­მა მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე მხო­ლოდ 10 წუთი ითა­მა­შა. 2 - გა­ნას­თან, 8 - ურუგ­ვა­ის­თან. რო­გორც ჩანს, პორ­ტუ­გა­ლი­ელ­თა მწვრთნელ­მა ფერ­ნან­დუ სან­ტუშ­მა სა­ი­დუმ­ლო ია­რა­ღი ფლეი-ოფის­თვის შე­მო­ი­ნა­ხა.

რა­მო­ში ეუ­სე­ბი­ოს შემ­დეგ, პირ­ვე­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლია, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფლეი-ოფში სამი გოლი გა­ი­ტა­ნა.

სხვა­თა შო­რის, რა­მო­ში ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხი­დან არის და დი­ნას­ტი­ას, რო­გორც ხე­დავთ, ღირ­სე­უ­ლად აგ­რძე­ლებს. მა­ნუ­ელ რა­მო­ში - ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გმი­რის მა­მაა, რო­მე­ლიც 2000-ია­ნებ­ში სხვა­დას­ხვა სა­შუ­ა­ლო კლუ­ბებ­ში გა­რე­მარ­ბად თა­მა­შობ­და. უმ­ცრო­სი რა­მო­ში აცხა­დებს, რომ მა­მის თა­მა­ში არას­დროს უნა­ხავს, თუმ­ცა სწო­რედ მშო­ბელ­მა შე­აყ­ვა­რა ფეხ­ბურ­თი.

13 წლის ასაკ­ში გონ­სა­ლუ "ბენ­ფი­კის“ აკა­დე­მი­ა­ში მოხ­ვდა და ნამ­დვი­ლად გაბრ­წყინ­და.

2018/19 წლის სე­ზონ­ში კლუ­ბი ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­და. რა­მო­ში ტურ­ნი­რის ბომ­ბარ­დი­რი გახ­და: ჯერ "ზე­ნიტს“ გა­უ­ტა­ნა, შემ­დეგ სამი დუბ­ლი გა­ი­ტა­ნა ფლეი-ოფის სტა­დი­ა­ზე. მათ შო­რის იყო დუბ­ლი მად­რი­დის "რე­ა­ლის“ წი­ნა­აღ­მდეგ, თუმ­ცა ის შეხ­ვედ­რა "ბენ­ფი­კამ“ 2:3 დათ­მო.

გონ­სა­ლუ, ასე­ვე, კარ­გი იყო პორ­ტუ­გა­ლი­ის სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ნაკ­რებ­შიც. 2019-ში პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი ევრო U19-ის ფი­ნა­ლამ­დე მი­ვიდ­ნენ, სა­დაც რა­მოშ­მა 3 შეხ­ვედ­რა­ში 4 გოლი გა­ი­ტა­ნა.

2 წლის შემ­დეგ ევრო U 21 ფი­ნა­ლი იყო, სა­დაც თავ­დამ­სხმელ­მა ¼ ფი­ნალ­ში იტა­ლი­ას უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გოლი გა­უ­ტა­ნა.

"ბენ­ფი­კამ“ ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა კარ­გად იცის. მათ დრო აღარ გა­წე­ლეს და გონ­სა­ლუ ძი­რი­თად გუნდში და­ა­წი­ნა­უ­რეს. გა­ზა­ფხულ­ზე რა­მოშ­მა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "ლი­ვერ­პულს“ გოლი გა­უ­ტა­ნა. იმ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, კლოპ­მა დარ­ვი­ნი წა­იყ­ვა­ნა "ლი­ვერ­პულ­ში“, არა­და, რო­გორც დრომ აჩ­ვე­ნა, სხვა ფორ­ვარ­დის წაყ­ვა­ნა სჯობ­და.

ახლა თავ­დამ­სხმე­ლი პორ­ტუ­გა­ლი­ის ლი­გის ბომ­ბარ­დირ­თა სი­ა­ში ლი­დე­რობს. ჩემ­პი­ო­ნატ­ში 9 გოლი აქვს გა­ტა­ნი­ლი, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ეტაპ­ზე - 4, და 1-ც უშუ­ა­ლოდ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე. ამას ემა­ტე­ბა 6 სა­გო­ლე გა­და­ცე­მაც. მოდი, ვა­ღი­ა­როთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი 21 წლის ასაკ­ში საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რია.

ზუს­ტად ბოლო დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბის გამო ნაკ­რე­ბის თავ­კაც­მა ფერ­ნან­დუ სან­ტუშ­მა ირ­წმუ­ნა რა­მო­შიც შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და კა­ტარ­ში წა­იყ­ვა­ნა. მისი დე­ბი­უ­ტი 17 ნო­ემ­ბერს ნი­გე­რი­ას­თან ამ­ხა­ნა­გურ მატჩში შედ­გა. სხვა­თა შო­რის, რა­მოშ­მა ერთი გოლი გა­ი­ტა­ნა და ჟოაუ მა­რი­უს სა­გო­ლე გა­და­ცე­მა გა­უ­კე­თა.

რა­მოშს მისი სტი­ლის გამო, არა რო­ნალ­დოს, არა­მედ ტო­მას მი­უ­ლერს ადა­რე­ბენ. გონ­სა­ლუ იდე­ა­ლუ­რად ეძებს თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცე­ებს დაც­ვა­ში და არა მხო­ლოდ გოლს იტანს, არა­მედ მისი გა­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­საც ქმნის.

"ბენ­ფი­კას“ მწვრთნე­ლი რო­გერ შმი­დტი რა­მოშს ინ­ტენ­სი­ურ პრე­სინგზეც ამუ­შა­ვებს.

"დიახ, მე გა­მაქვს გო­ლე­ბი, თუმ­ცა ჩემი რე­პერ­ტუ­ა­რი ამით არ იზღუ­დე­ბა. ყო­ველ­თვის თავ­დამ­სხმე­ლი არ ვყო­ფილ­ვარ“, - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

გონ­სა­ლუ პორ­ტუ­გა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში სხვა­დას­ხვა მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით პირ­ვე­ლია: ბურ­თის მი­ღე­ბა მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სა­ჯა­რი­მო­ში, ჩაჭ­რა, პრე­სინ­გი, გო­ლე­ბი...

ახლა რა­მო­შის შე­და­რე­ბა კი­დევ ერთ ლე­გენ­და­რულ გერ­მა­ნელ­თან შე­იძ­ლე­ბა. მა­ნაც თა­ვის პირ­ველ სას­ტარ­ტო მატჩში ჰეთ- თრი­კი გა­ი­ფორ­მა. სა­უ­ბა­რია მი­როს­ლავ კლო­ზე­ზე. მი­რომ მა­შინ სა­უ­დის არა­ბეთს გა­უ­ტა­ნა 3 გოლი.

ზა­ფხულ­ში "ბენ­ფი­კას“ ინ­გლი­სის პრე­მი­ერ ლი­გი­დან რიგი და­უდ­გა: "ვულ­ვერ­ჰემპტო­ნი“, "ნი­უ­კას­ლი“, "ევერ­ტო­ნი“ და "სა­უ­თ­ჰემპტო­ნი“ გონ­სა­ლუს წაყ­ვა­ნას ითხოვ­დნენ, თუმ­ცა 25 მი­ლი­ო­ნი­ან შე­მო­თა­ვა­ზე­ბას პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი არ და­თან­ხმდნენ.

შე­მოდ­გო­მას კი "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დის“ და­ინ­ტე­რე­სე­ბა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი. იქ­ნებ, ტენ ჰა­გის გუნდში ახალ­გაზ­რდა პორ­ტუ­გა­ლი­ელ­მა ლე­გენ­და­რუ­ლი კრიშ­ტი­ა­ნო რო­ნალ­დო ჩა­ა­ნაც­ვლოს. თუმ­ცა "ბენ­ფი­კა“ სა­ნაც­ვლოდ 100 მი­ლი­ონს ითხოვს.

ლა­მა­ზი თა­მა­ში გა­მოდ­გა შვე­ი­ცა­რი­ას­თან. ახალ­გაზ­რდა ნი­ჭი­ერ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ჰეტ­რი­კი შე­ას­რუ­ლა. მან რო­ნალ­დოს ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და და­ვა­ლე­ბა წარ­მა­ტე­ბით შე­ას­რუ­ლა. რო­ნის სა­თა­და­რი­გო სკა­მი­დან მო­უ­წია გო­ლე­ბის ზე­ი­მი. უც­ნა­უ­რი მო­მენ­ტი იყო. შე­უჩ­ვე­ვე­ლი. გუნ­დის სული და გული ჩრდილ­ში იყო, სხვებ­მა კი ნამ­დვი­ლი ბე­ნე­ფი­სი მო­ა­წყვეს. კრი­შის კა­რი­ე­რის მზე ნელ-ნელა ჩა­დის. დიდი ალ­ბა­თო­ბით ეს ბოლო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იქ­ნე­ბა და იმე­დია "და­ი­სი“ იმ­დე­ნად ლა­მა­ზი იქ­ნე­ბა, რომ რონი ამა­ყად და­ას­რუ­ლებს სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რას, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის სტა­ტუ­სით და გარ­შე­მო ახალ­გაზ­რდა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. მან ხომ ეს და­იმ­სა­ხუ­რა...

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაგარია
7

ჯერ კიდევ ადრეა ოცნება, გზა დიდი გასავლელია. ერთი თამაშით ვერ შეაფასებ, ვნახოთ რა მოხდება. გამოცდილება სულ სხვაააა

ზაქრო
7

ჰო სულ ბავშვია, მათთან სტუმრები რომ მოდიან, მამიკო ეუბნება, აბა ბიძიას "პასპორტი" აჩვენე.

ავტორი:

პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც

პორტუგალია - შვეიცარია: ვარსკვლავის დაბადება -  ვინ არის 21 წლის პორტუგალიელი ბიჭი, რომელმაც რონალდო არა მხოლოდ შეცვალა, დაჩრდილა კიდეც

21 წლის გონსალუ რამოშმა, რომელიც "ბენფიკის“ ღირსებას იცავს, მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში შვეიცარიასთან პორტუგალიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში რონალდოს ადგილი დაიკავა. ფორვარდმა შვეიცარიას ჰეთ-თრიკი შეუსრულა და შეხვედრის გამორჩეული ფეხბურთელი გახდა.

"არ ვიცი, რა ვთქვა. სამი გოლი პირველ მატჩში - ჩემთვის ეს დაუჯერებელია. არ ვიცი, კიდევ დამაყენებენ თუ არა სასტარტოში“, - განაცხადა რამოშმა.

ჟურნალისტებმა, რა თქმა უნდა, რონალდოზეც ჰკითხეს.

"კრიშტიანო ჩემთან ისევე ურთიერთობს, როგორც დანარჩენ გუნდთან. ის ჩვენი კაპიტანია და დახმარებისთვის ყოველთვის მზად არის“, - განაცხადა ფორვარდმა.

მატჩი პორტუგალიამ ანგარიშით: 6:1 მოიგო. ერთი გოლი თამაშის მიწურულს შეცვლაზე შესულმა რონალდომაც გაიტანა, თუმცა უკვე ბევრი ექსპერტი აღნიშნავს, რომ პორტუგალიის ნაკრები რონალდოს გარეშე უკეთესად თამაშობს, ვიდრე მასთან ერთად...

შეიძლება ითქვას, რომ ეს მატჩი, გარკვეულწილად, სიმბოლურიც გამოდგა: ჩვენ ერთდროულად ვარკვლავის ქრობის და ახალი ვარსკვლავის დაბადების მოწმენი გავხდით...

ფლეი-ოფამდე რამოშმა მსოფლიო ჩემპიონატზე მხოლოდ 10 წუთი ითამაშა. 2 - განასთან, 8 - ურუგვაისთან. როგორც ჩანს, პორტუგალიელთა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა საიდუმლო იარაღი ფლეი-ოფისთვის შემოინახა.

რამოში ეუსებიოს შემდეგ, პირველი პორტუგალიელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში სამი გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, რამოში ფეხბურთელის ოჯახიდან არის და დინასტიას, როგორც ხედავთ, ღირსეულად აგრძელებს. მანუელ რამოში - ჩვენი დღევანდელი გმირის მამაა, რომელიც 2000-იანებში სხვადასხვა საშუალო კლუბებში გარემარბად თამაშობდა. უმცროსი რამოში აცხადებს, რომ მამის თამაში არასდროს უნახავს, თუმცა სწორედ მშობელმა შეაყვარა ფეხბურთი.

13 წლის ასაკში გონსალუ "ბენფიკის“ აკადემიაში მოხვდა და ნამდვილად გაბრწყინდა.

2018/19 წლის სეზონში კლუბი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მივიდა. რამოში ტურნირის ბომბარდირი გახდა: ჯერ "ზენიტს“ გაუტანა, შემდეგ სამი დუბლი გაიტანა ფლეი-ოფის სტადიაზე. მათ შორის იყო დუბლი მადრიდის "რეალის“ წინააღმდეგ, თუმცა ის შეხვედრა "ბენფიკამ“ 2:3 დათმო.

გონსალუ, ასევე, კარგი იყო პორტუგალიის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც. 2019-ში პორტუგალიელები ევრო U19-ის ფინალამდე მივიდნენ, სადაც რამოშმა 3 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

2 წლის შემდეგ ევრო U 21 ფინალი იყო, სადაც თავდამსხმელმა ¼ ფინალში იტალიას უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა.

"ბენფიკამ“ ტალანტების აღმოჩენა კარგად იცის. მათ დრო აღარ გაწელეს და გონსალუ ძირითად გუნდში დააწინაურეს. გაზაფხულზე რამოშმა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულს“ გოლი გაუტანა. იმ შეხვედრის შემდეგ, კლოპმა დარვინი წაიყვანა "ლივერპულში“, არადა, როგორც დრომ აჩვენა, სხვა ფორვარდის წაყვანა სჯობდა.

ახლა თავდამსხმელი პორტუგალიის ლიგის ბომბარდირთა სიაში ლიდერობს. ჩემპიონატში 9 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე - 4, და 1-ც უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე. ამას ემატება 6 საგოლე გადაცემაც. მოდი, ვაღიაროთ, ეს ყველაფერი 21 წლის ასაკში საკმაოდ ეფექტურია.

ზუსტად ბოლო დამსახურებების გამო ნაკრების თავკაცმა ფერნანდუ სანტუშმა ირწმუნა რამოშიც შესაძლებლობები და კატარში წაიყვანა. მისი დებიუტი 17 ნოემბერს ნიგერიასთან ამხანაგურ მატჩში შედგა. სხვათა შორის, რამოშმა ერთი გოლი გაიტანა და ჟოაუ მარიუს საგოლე გადაცემა გაუკეთა.

რამოშს მისი სტილის გამო, არა რონალდოს, არამედ ტომას მიულერს ადარებენ. გონსალუ იდეალურად ეძებს თავისუფალ სივრცეებს დაცვაში და არა მხოლოდ გოლს იტანს, არამედ მისი გატანის შესაძლებლობებსაც ქმნის.

"ბენფიკას“ მწვრთნელი როგერ შმიდტი რამოშს ინტენსიურ პრესინგზეც ამუშავებს.

"დიახ, მე გამაქვს გოლები, თუმცა ჩემი რეპერტუარი ამით არ იზღუდება. ყოველთვის თავდამსხმელი არ ვყოფილვარ“, - ამბობს ფეხბურთელი.

გონსალუ პორტუგალიის ჩემპიონატში სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით პირველია: ბურთის მიღება მოწინააღმდეგის საჯარიმოში, ჩაჭრა, პრესინგი, გოლები...

ახლა რამოშის შედარება კიდევ ერთ ლეგენდარულ გერმანელთან შეიძლება. მანაც თავის პირველ სასტარტო მატჩში ჰეთ- თრიკი გაიფორმა. საუბარია მიროსლავ კლოზეზე. მირომ მაშინ საუდის არაბეთს გაუტანა 3 გოლი.

ზაფხულში "ბენფიკას“ ინგლისის პრემიერ ლიგიდან რიგი დაუდგა: "ვულვერჰემპტონი“, "ნიუკასლი“, "ევერტონი“ და "საუთჰემპტონი“ გონსალუს წაყვანას ითხოვდნენ, თუმცა 25 მილიონიან შემოთავაზებას პორტუგალიელები არ დათანხმდნენ.

შემოდგომას კი "მანჩესტერ იუნაიტედის“ დაინტერესებაზე გახდა ცნობილი. იქნებ, ტენ ჰაგის გუნდში ახალგაზრდა პორტუგალიელმა ლეგენდარული კრიშტიანო რონალდო ჩაანაცვლოს. თუმცა "ბენფიკა“ სანაცვლოდ 100 მილიონს ითხოვს.

ლამაზი თამაში გამოდგა შვეიცარიასთან. ახალგაზრდა ნიჭიერმა ფეხბურთელმა ჰეტრიკი შეასრულა. მან რონალდოს ადგილი დაიკავა და დავალება წარმატებით შეასრულა. რონის სათადარიგო სკამიდან მოუწია გოლების ზეიმი. უცნაური მომენტი იყო. შეუჩვეველი. გუნდის სული და გული ჩრდილში იყო, სხვებმა კი ნამდვილი ბენეფისი მოაწყვეს. კრიშის კარიერის მზე ნელ-ნელა ჩადის. დიდი ალბათობით ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იქნება და იმედია "დაისი“ იმდენად ლამაზი იქნება, რომ რონი ამაყად დაასრულებს სანაკრებო კარიერას, მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით და გარშემო ახალგაზრდა ფეხბურთელების გარემოცვაში. მან ხომ ეს დაიმსახურა...

  • ავტორი: ანრი კურტანიძე

იხილეთ ასევე: