Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა - რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?
აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა -  რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?

2 დე­კემ­ბერს აშშ-ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა მოხ­და, რო­მელ­საც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სამ­ხედ­რო­ე­ბი და ავი­ა­ცი­ის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ბოლო წლე­ბია მო­უთ­მენ­ლად ელოდ­ნენ - პენ­ტა­გონ­მა ფარ­და ახა­და (ამ სი­ტყვის პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით) ან­გარ­ში მდგარ მე­ექ­ვსე თა­ო­ბის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე "უხი­ლავ“ ბომბდამ­შენ B-21 Raider-ს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მა­ს­მე­დი­ას ახა­ლი ბომბდამ­შე­ნის გა­და­ღე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ წინა, ცხვი­რის ნა­წი­ლი­დან მის­ცეს, გა­სა­გე­ბი გახ­და, რომ B-21 Raider-ი კარ­გად ცნო­ბი­ლი, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი "სტელ­სის" B-2 Spirit-ის შემ­ცი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია და თუკი ეს უკა­ნას­კნე­ლი 2 მლრდ დო­ლა­რამ­დე ღირს, ახა­ლი ბომბდამ­შე­ნის ფასი 600-800 მლნ დო­ლარს არ უნდა გას­ცდეს.

მაგ­რამ მთა­ვა­რია არა ფასი, არა­მედ ის ულტრა­თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გია, რო­მე­ლიც "რე­ი­დერ­ში“ ჩა­ი­დო და მას რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ისე თერ­მო­ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შორ მან­ძილ­ზე და ზე­ზუს­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს რო­გორც პი­ლო­ტი­რე­ბულ, ისე დის­ტან­ცი­უ­რად მარ­თვის რე­ჟიმ­ში.

დღე­ი­სათ­ვის B-21 Raider-ი ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე საბ­რძო­ლო საფ­რე­ნი აპა­რა­ტია, რომ­ლის სა­ჰა­ე­რო ნათ­ლო­ბა მო­მა­ვალ წელს უნდა შედ­გეს.

და­გეგ­მი­ლია 150-მდე მე­ექ­ვსე თა­ო­ბის "უხი­ლა­ვი" ბომბდამ­შე­ნის აწყო­ბა, თუმ­ცა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომმა შე­იძ­ლე­ბა დიდი კო­რექ­ტი­რე­ბა შე­ი­ტა­ნოს პენ­ტა­გო­ნის ამ გათ­ვლებ­ში - თა­ვის დრო­ზე B-2 Spirit-ის დამ­ზა­დე­ბა­საც არა­ნაკ­ლებ ასი ერ­თე­უ­ლის ოდე­ნო­ბით აპი­რებ­დნენ, მაგ­რამ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ თეთრმა სახ­ლმა არ­ხე­ი­ნად იგ­რძნო თავი და მხო­ლოდ ორი ათე­უ­ლი "მოჩ­ვე­ნე­ბა“ შე­უკ­ვე­თა. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა - რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?

აშშ-მა გასაიდუმლოებულ უახლეს ბირთვულ ბომბდამშენს ფარდა ნაწილობრივ ახადა -  რაზე მიანიშნეს რუსეთს მე-6 თაობის ულტრათანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატით?

2 დეკემბერს აშშ-ში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამხედროები და ავიაციის მოყვარულები ბოლო წლებია მოუთმენლად ელოდნენ - პენტაგონმა ფარდა ახადა (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) ანგარში მდგარ მეექვსე თაობის ულტრათანამედროვე "უხილავ“ ბომბდამშენ B-21 Raider-ს.

მიუხედავად იმისა, რომ მასმედიას ახალი ბომბდამშენის გადაღების უფლება მხოლოდ წინა, ცხვირის ნაწილიდან მისცეს, გასაგები გახდა, რომ B-21 Raider-ი კარგად ცნობილი, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული "სტელსის" B-2 Spirit-ის შემცირებული ვარიანტია და თუკი ეს უკანასკნელი 2 მლრდ დოლარამდე ღირს, ახალი ბომბდამშენის ფასი 600-800 მლნ დოლარს არ უნდა გასცდეს.

მაგრამ მთავარია არა ფასი, არამედ ის ულტრათანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც "რეიდერში“ ჩაიდო და მას როგორც ჩვეულებრივი, ისე თერმობირთვული იარაღის შორ მანძილზე და ზეზუსტად გამოყენების საშუალებას აძლევს როგორც პილოტირებულ, ისე დისტანციურად მართვის რეჟიმში.

დღეისათვის B-21 Raider-ი ყველაზე თანამედროვე საბრძოლო საფრენი აპარატია, რომლის საჰაერო ნათლობა მომავალ წელს უნდა შედგეს.

დაგეგმილია 150-მდე მეექვსე თაობის "უხილავი" ბომბდამშენის აწყობა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა შეიძლება დიდი კორექტირება შეიტანოს პენტაგონის ამ გათვლებში - თავის დროზე B-2 Spirit-ის დამზადებასაც არანაკლებ ასი ერთეულის ოდენობით აპირებდნენ, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ თეთრმა სახლმა არხეინად იგრძნო თავი და მხოლოდ ორი ათეული "მოჩვენება“ შეუკვეთა. გააგრძელეთ კითხვა