პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დრამატული ისტორიები და დაცემის შემდეგ ნაპოვნი წარმატება - ვინ არიან მაროკოელი გმირები, რომლებმაც ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატიდან  "სახლში გაუშვეს"
დრამატული ისტორიები და დაცემის შემდეგ ნაპოვნი წარმატება - ვინ არიან მაროკოელი გმირები, რომლებმაც ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატიდან  "სახლში გაუშვეს"

მა­რო­კო კა­ტარ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მთა­ვა­რი სენ­სა­ცი­აა. 1986 წლის შემ­დეგ ისი­ნი პირ­ვე­ლად გა­ვიდ­ნენ ფლეი-ოფში, თა­ნაც რო­გორ გა­ვიდ­ნენ - მატ­ჩე­ბი შთამ­ბეჭ­და­ვად ჩა­ა­ტა­რეს, მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი გოლი გა­უშ­ვეს, ისიც სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თე­ლის­გან.

ამ ამ­ბავ­ში კი­დევ უფრო შთამ­ბეჭ­და­ვია მა­რო­კოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის ის­ტო­რია.

  • რო­მენ სა­ის­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი 21 წლის ასაკ­ში გახ­და. დღეს, 10 წლის შემ­დეგ კი მა­რო­კოს ნაკ­რე­ბის კა­პი­ტა­ნია.

მცვე­ლი რო­მენ სა­ის­სი ნაკ­რებ­ში მედ­ჰი ბე­ნა­ტი­ას მემ­კვიდ­რეა. 2019 წელს ბე­ნა­ტი­ამ კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. უფრო სწო­რად კი, მა­ღალ დო­ნე­ზე თა­მა­ში და­ას­რუ­ლა - 32 წლის ასაკ­ში ნაკ­რე­ბი და­ტო­ვა, მი­უნ­ხე­ბის "ბა­ი­ერ­ნი­სა“ და ტუ­რი­ნის "იუ­ვენ­ტუ­სის“ შემ­დეგ, დიდი ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად კა­ტარ­ში გა­ემ­გზავ­რა.

გა­სა­გე­ბი იყო თუ რა­ტომ აირ­ჩი­ეს კა­პიტ­ნად რო­მე­ნი - მან კარ­გად იცის, რო­გორ უნდა ად­გეს ფსკე­რი­დან და მო­ლო­დი­ნებს გა­და­ა­ჭარ­ბოს.

21 წლამ­დე სა­ის­სი მოყ­ვა­რუ­ლებ­ში თა­მა­შობ­და, ფეხ­ბურ­თი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ საწ­ვა­ვის ყიდ­ვის­თვის ყოფ­ნი­და, ამი­ტომ და­მა­ტე­ბით, მა­მის პა­ტა­რა სა­სა­დი­ლო­ში მუ­შა­ობ­და - რე­ცხავ­და ჭურ­ჭელს და მიმ­ტა­ნი იყო. ხუთ წე­ლი­წად­ში კი "ვულ­ვერ­ჰემპტონ­ში“ თა­მა­შობ­და, ათ წე­ლი­წად­ში - ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/4 ფი­ნალ­ში გა­იყ­ვა­ნა.

სა­ის­სის გოლ­მა მო­ი­ტა­ნა სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ბელ­გი­ას­თან და ნაკ­რე­ბის ჯგუ­ფი­დან გას­ვლა უზ­რუნ­ველ­ყო.

  • კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა მა­რო­კოს ნაკ­რე­ბი­დან სო­ფი­ან ბუ­ფა­ლია, რო­მე­ლიც 2018 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ბოლო მო­მენ­ტში ვერ მოხ­ვდა ნაკ­რე­ბის რი­გებ­ში. მა­შინ ფეხ­ბურ­თელ­მა სა­კუ­თარ თავს პი­რო­ბა და­უ­დო, რომ კა­ტარ­ში ითა­მა­შებ­და

ნა­ხე­ვარმცვე­ლი სო­ფი­ან ბუ­ფა­ლი ამ ჩემ­პი­ო­ნატს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ყვე­ლა­ზე მე­ტად ელო­და. 2018 წელს, როცა ის 25 წლის იყო, "სა­უ­თ­ჰემპტონ­ში“ თა­მა­შობ­და. ნაკ­რებ­შიც რამ­დე­ნი­მე ამ­ხა­ნა­გურ შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად პრე­მი­ერ ლი­გის ბოლო ტუ­რებ­ში ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე უსა­ხუ­რი თა­მა­ში ჩა­ა­ტა­რა და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე არ წა­იყ­ვა­ნეს.

ბუ­ფა­ლის­თვის ეს გა­მა­ნად­გუ­რე­ბელ დარ­ტყმა იყო. თუმ­ცა და­ნე­ბე­ბის ნაც­ვლად გონს მო­ე­გო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, მისი არ წაყ­ვა­ნა გა­მო­სა­ფხიზ­ლე­ბე­ლი სი­ლა­სა­ვით იყო, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში აღარ მო­ეშ­ვე­ბო­და და სტა­ბი­ლურ თა­მაშს ის­წავ­ლი­და.

ბუ­გა­ლი მშობ­ლი­ურ "ან­ჟერ­ში“ დაბ­რუნ­და და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ფორ­მა­ში ჩად­გა. 2021 წელს ნაკ­რებ­ში და­აბ­რუ­ნეს და აფ­რი­კის თას­ზე სამი გოლი გა­ი­ტა­ნა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი მა­რო­კოს შე­ტე­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ფი­გუ­რაა.

  • დღე­ვან­დე­ლი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ის სუ­პერ გმი­რი იას­სინ ბუნო 10 წელი ცდი­ლობ­და ტოპ-კლუ­ბებ­ში მოხ­ვედ­რას, 30 წლის ასაკ­ში "სე­ვი­ლი­ა­ში“ მოხ­ვდა და ტოპ მე­კა­რის სტა­ტუ­სით და­იმ­კვიდ­რა თავი

მა­რო­კოს მე­კა­რე კა­ნა­და­ში და­ი­ბა­და და 8 წლის შემ­დეგ გა­და­ვი­და აფ­რი­კა­ში. ბუნუ კა­საბ­ლან­კას "ვი­და­დას“ აკა­დე­მი­ა­ში უკვე შე­სამ­ჩნე­ვი ტა­ლან­ტი იყო.

2011 წელს "ვი­და­და“ აფ­რი­კის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "ეს­პა­რანს ტუ­ნისს“ ხვდე­ბო­და. შეხ­ვედ­რის დროს, "ვი­და­დას“ ძი­რი­თად­მა კი­პერ­მა ტრავ­მა მი­ი­ღო, შეც­ვლა­ზე 19 წლის იას­სი­ნი შე­მო­ვი­და და ნამ­დვი­ლად სენ­სა­ცი­უ­რად ითა­მა­შა. იმ მატჩში მისი გუნ­დი და­მარ­ცხდა, თუმ­ცა გულ­შე­მატ­კივ­რის აზ­რით, თა­მა­შის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი იას­სი­ნი იყო.

მა­ლე­ვე მე­კა­რე ეს­პა­ნეთ­ში გა­და­ვი­და და "ატ­ლე­ტი­კოს“ ახალ­გაზ­რდულ­ში თა­მა­შობ­და. თუმ­ცა იქ თა­ვის გა­მო­ჩე­ნის შან­სი ვერ მი­ი­ღო, რამ­დე­ნა­დაც მად­რი­დე­ლე­ბის კარს სხვა­დას­ხვა დროს კურ­ტუა, ობ­ლა­კი და მოია იცავ­დნენ. მა­რო­კო­ელ­მა "სა­რა­გო­სა­სა“ და "ჟი­რო­ნა­ში“ სცა­და ბედი. სა­ბო­ლო­ოდ "სე­ვი­ლი­ა­ში“ აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც მისი კა­რი­ე­რა იდე­ა­ლუ­რად გან­ვი­თარ­და. 29 წლის ასაკ­ში ძი­რი­თა­დი მე­კა­რე გახ­და, 30 წლის ასაკ­ში ლა ლი­გის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რედ და­სა­ხელ­და, 31 წლის ასაკ­ში კი მა­რო­კოს ძი­რი­თა­დი მე­კა­რე და სას­წა­უ­ლის შე­მოქ­მე­დი.

  • აბ­დელ­ჰა­მიდ სა­ბი­რი ფრან­კფურ­ტის კრი­მი­ნა­ლე­ბით სავ­სე უბ­ნი­დან თა­ვის დაღ­წე­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და. მისი ოც­ნე­ბა რე­ა­ლო­ბად იქცა. ჯერ სე­რია A-ში მოხ­ვდა, შემ­დეგ უკვე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე

ნა­ხე­ვარმცვე­ლი აბ­დელ­ჰა­მიდ სა­ბი­რი სამი წლი­დან გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და. მისი მშობ­ლე­ბი მა­რო­კოს გა­უ­დაბ­ნო­ე­ბუ­ლი სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლე­თი­დან იყ­ვნენ. "მინ­დო­და იქი­დან გავ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი და ჩემი ოც­ნე­ბა ამეხ­დი­ნა“. სა­ბი­რი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის შვი­ლე­ბის სა­ფეხ­ბურ­თო აკა­დე­მი­ა­ში თა­მა­შობ­და, იქი­დან მე­ხუ­თე ლი­გის "შპორ­ტფო­ინ­დში“ მოხ­ვდა, შემ­დეგ "ნი­ურნ­ბერ­გის“ დუბ­ლებ­ში, იქი­დან მე­ო­რე ბუნ­დეს­ლი­გა­ში და შემ­დეგ პრე­მი­ერ ლი­გის "ჰად­დერსფილდში“. ინ­გლის­ში თა­მა­ში არ წა­უ­ვი­და, ბუნ­დეს­ლი­გა­შიც დი­დად ვერ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სი­ტუ­ა­ცია შე­და­რე­ბით იტა­ლი­ა­ში გა­მოს­წორ­და. ახლა ის "სამპდო­რი­ის“ ძი­რი­თა­დი ფეხ­ბურ­თე­ლია.

  • აშ­რაფ ჰა­კი­მი თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, სა­ნამ მისი მამა ქუ­ჩა­ში ვაჭ­რობ­და, დედა კი - მად­რი­დის გა­რე­უბ­ნებ­ში სახ­ლებს ალა­გებ­და

აშ­რაფ ჰა­კი­მი ბავ­შვო­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ო­და ფეხ­ბურ­თის ნი­ჭით. უკვე 8 წლის ასაკ­ში ის მად­რი­დის "რე­ა­ლის“ აკა­დე­მი­ა­ში ირი­ცხე­ბო­და. იმ დროს დედა მად­რი­დის გა­რე­უბ­ნებ­ში სახ­ლებს ალა­გებ­და, მამა კი ქუ­ჩა­ში ვაჭ­რობ­და. 18 წლის ასაკ­ში აშ­რა­ფი "რე­ა­ლის“ ძი­რი­თად­ში იყო, 19 წლის ასაკ­ში კი ნაკ­რებ­ში.

ახლა, რო­დე­საც ჰა­კი­მი მა­რო­კოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ვარ­სკვლა­ვია და მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მარ­ჯვე­ნა მცვე­ლია, მშობ­ლებს ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში იხ­სე­ნებს: "მათ ბევ­რი რამ შე­წი­რეს, რომ მე ფეხ­ბურ­თი მე­თა­მა­შა. ახლა მე მათ­თვის ვმუ­შა­ობ", - ამ­ბობს ფეხ­ბურ­თე­ლი.

ბელ­გი­ას­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ის ტრი­ბუ­ნა­ზე დე­დას­თან ავი­და, აკო­ცა და მა­ი­სუ­რი აჩუ­ქა.

  • ნა­ი­ეფ აგერ­დი 10 ნომ­რის პო­ზი­ცი­ა­ზე თა­მა­შობ­და, 15 წლის ასაკ­ში კი მწვრთნელს დაც­ვა­ში თა­მა­ში სთხო­ვა.

ნა­ი­ეფ აგერ­დი "ოქ­როს ბი­ჭია“, ის მა­რო­კოს ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თე­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხი­დან არის. მისი მამა და ბიძა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ნე­ი­ფი ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო, მუ­ჰა­მედ VI-ის სა­ხე­ლო­ბის, აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობ­და. ის შემ­ტე­ვი ნა­ხე­ვარმცვე­ლი იყო, თუმ­ცა არ პროგ­რე­სი­რებ­და, მუდ­მი­ვად ტკბი­ლე­ულს ეძა­ლე­ბო­და და მწვრთნე­ლე­ბი მის გა­რი­ცხვა­საც აპი­რებ­დნენ. თუმ­ცა ნე­ი­ფი გა­მოს­წორ­და, რა­ცი­ო­ნი შეც­ვა­ლა, უმა­ტა ვარ­ჯი­შებს.

აგერ­დი თა­ვად მი­ვი­და მწვრთნელ­თან და უთხრა: "მინ­და, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გავ­ხდე, პო­ზი­ცია უნდა შე­ვიც­ვა­ლო. ჩვენ ბევ­რი მა­გა­რი ნა­ხე­ვარმცვე­ლი გვყავს, მაგ­რამ არ გვყავს მცვე­ლე­ბი. მოდი, დაც­ვა­ში დავ­დგე­ბი“.

რო­გორც დღეს ხე­დავთ, პა­ტა­რა ნე­ი­ფის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მარ­თლე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ის მა­რო­კოს ძი­რი­თა­დი მცვე­ლია, "ვესტ ჰემ­ში“ კი ჯერ­ჯე­რო­ბით სა­თა­და­რი­გო­ზეა. სხვა­თა­შო­რის, აგერდმა კა­ნა­დას­თან სა­კუ­თარ კარ­ში გა­ი­ტა­ნა გოლი და ამ ეტაპ­ზე ეს ერ­თა­დერ­თი გო­ლია, რო­მე­ლიც მა­რო­კომ კა­ტა­რის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­უშ­ვა.

  • ჰა­კიმ ზი­ეჩ­მა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა მწვრთნელ­თან კონ­ფლიქ­ტის გამო და­ას­რუ­ლა, 6 თვე­ში დაბ­რუნ­და და მა­რო­კოს ერთ-ერთი საკ­ვან­ძო შემ­ტე­ვია

ჰა­კი­მის ის­ტო­რია ისე­დაც ცნო­ბი­ლია. 2019-2020 წლის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე "აიაქსში“ თავი გა­მო­ი­ჩი­ნა და და ლონ­დო­ნის "ჩელ­სი­ში“ გა­და­ვი­და.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­რო­კოს ნაკ­რებ­ში მის თა­მაშს, ზი­ე­ჩი რამ­დე­ნი­მე წე­ლია ნაკ­რე­ბის ლი­დე­რია, მაგ­რამ მთა­ვარ მწვრთნელ­თან, ვა­ჰიდ ჰა­ლილ­ჰო­ჯიჩ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა საკ­მა­ოდ კონ­ფლიქ­ტუ­რი იყო. 2021 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მწვრთნელ­მა სა­ჯა­როდ და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ზი­ე­ჩი, რომ ვარ­ჯი­შებ­ზე ბო­ლომ­დე არ იხარ­ჯე­ბო­და. ფეხ­ბურ­თელ­მა უპა­სუ­ხა, რომ აღარ სურს ნაკ­რებ­ში თა­მა­ში.

ნა­ხე­ვარ წელ­ში ჰა­კი­მი ახალ მწვრთნელ­თან დაბ­რუნ­და. რეგ­რა­გის უყ­ვარს ზი­ე­ჩი და ამ­ბობს, რომ ფეხ­ბურ­თე­ლი შე­და­რე­ბით მეტ სიყ­ვა­რულ­სა და ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებ­და.

  • იუ­სეფ ენ-ნე­სი­რის "ჩელ­სი­ში“ თა­მა­ში შე­ეძ­ლო, თუმ­ცა შეს­ცივ­და და ლონ­დო­ნურ კა­რი­ე­რა­ზე უარი თქვა.

თავ­დამ­სხმე­ლი ენ-ნე­ი­სი­რი მა­რო­კოს მთა­ვა­რი შემ­ტე­ვი ძა­ლაა.

მა­რო­კო­ელს "ჩელ­სი­ში“ თა­მა­ში შე­ეძ­ლო, თუმ­ცა ლონ­დო­ნურ ამინდს ვერ გა­უძ­ლო და უარი თქვა. ევ­რო­პუ­ლი კა­რი­ე­რა "მა­ლა­გა­ში“ და­ი­წყო, შემ­დეგ, "ლე­გა­ნეს­სა“ და "სე­ვი­ლი­ა­ში“, სა­დაც თავი გა­მო­ი­ჩი­ნა. 2020-2021 სე­ზონ­ში ფეხ­ბურ­თელ­მა ლა ლი­გა­ში 18 გოლი გა­ი­ტა­ნა.

იუ­სე­ფი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მა­რო­კო­ე­ლი თავ­დამ­სხმე­ლია, თუმ­ცა შთამ­ბეჭ­და­ვი სე­ზო­ნის შემ­დეგ, მო­ეშ­ვა. ეს­პა­ნეთ­ში ღიად აკ­რი­ტი­კე­ბენ და სავ­სე­ბით დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად. მომ­დევ­ნო სე­ზონ­ში ლა ლი­გა­ში მან გო­ლის გა­ტა­ნაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. ჩემ­პი­ონ­თა ალი­გა­ზე ორი გოლი გა­ი­ტა­ნა. თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­ტა­ნი­ლი გო­ლია.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრაზილ
5

ორი პორტუგალენოვანი ნაკრები გავიდა მეოთხედფინალში. რონალდო და ნეიმარი გრანდები არიან. დიდება ბრაზილიას. ჩემპიონია. მაროკოში კაი კუსკუსს აკეთებს. გაუგებარია ღომი და აჯაფსანდალის ნარევს რატო ქვია ასე, მარა მაინც. 

ადოლფა
4

ესპანეთის ეროვნულში 90% ეთნიკური ესპანელები არიან. ამათაც ჟილკა არ ეყოთ მიგრანტფეხბურთელიანი გერმანიასავით? თუ საფრანგეთივით აკლიათ თამაშის ხარისხი?

ავტორი:

დრამატული ისტორიები და დაცემის შემდეგ ნაპოვნი წარმატება - ვინ არიან მაროკოელი გმირები, რომლებმაც ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატიდან  "სახლში გაუშვეს"

დრამატული ისტორიები და დაცემის შემდეგ ნაპოვნი წარმატება - ვინ არიან მაროკოელი გმირები, რომლებმაც ესპანელები მსოფლიო ჩემპიონატიდან  "სახლში გაუშვეს"

მაროკო კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი სენსაციაა. 1986 წლის შემდეგ ისინი პირველად გავიდნენ ფლეი-ოფში, თანაც როგორ გავიდნენ - მატჩები შთამბეჭდავად ჩაატარეს, მხოლოდ ერთადერთი გოლი გაუშვეს, ისიც საკუთარი ფეხბურთელისგან.

ამ ამბავში კიდევ უფრო შთამბეჭდავია მაროკოს ნაკრების ფეხბურთელების ისტორია.

  • რომენ საისსი პროფესიონალი ფეხბურთელი 21 წლის ასაკში გახდა. დღეს, 10 წლის შემდეგ კი მაროკოს ნაკრების კაპიტანია.

მცველი რომენ საისსი ნაკრებში მედჰი ბენატიას მემკვიდრეა. 2019 წელს ბენატიამ კარიერა დაასრულა. უფრო სწორად კი, მაღალ დონეზე თამაში დაასრულა - 32 წლის ასაკში ნაკრები დატოვა, მიუნხების "ბაიერნისა“ და ტურინის "იუვენტუსის“ შემდეგ, დიდი ფულის საშოვნელად კატარში გაემგზავრა.

გასაგები იყო თუ რატომ აირჩიეს კაპიტნად რომენი - მან კარგად იცის, როგორ უნდა ადგეს ფსკერიდან და მოლოდინებს გადააჭარბოს.

21 წლამდე საისსი მოყვარულებში თამაშობდა, ფეხბურთიდან მიღებული შემოსავალი მხოლოდ საწვავის ყიდვისთვის ყოფნიდა, ამიტომ დამატებით, მამის პატარა სასადილოში მუშაობდა - რეცხავდა ჭურჭელს და მიმტანი იყო. ხუთ წელიწადში კი "ვულვერჰემპტონში“ თამაშობდა, ათ წელიწადში - ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გაიყვანა.

საისსის გოლმა მოიტანა საბოლოო გამარჯვება ბელგიასთან და ნაკრების ჯგუფიდან გასვლა უზრუნველყო.

  • კიდევ ერთი საინტერესო პერსონა მაროკოს ნაკრებიდან სოფიან ბუფალია, რომელიც 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო მომენტში ვერ მოხვდა ნაკრების რიგებში. მაშინ ფეხბურთელმა საკუთარ თავს პირობა დაუდო, რომ კატარში ითამაშებდა

ნახევარმცველი სოფიან ბუფალი ამ ჩემპიონატს, სავარაუდოდ, ყველაზე მეტად ელოდა. 2018 წელს, როცა ის 25 წლის იყო, "საუთჰემპტონში“ თამაშობდა. ნაკრებშიც რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თუმცა მოულოდნელად პრემიერ ლიგის ბოლო ტურებში ზედიზედ რამდენიმე უსახური თამაში ჩაატარა და მსოფლიო ჩემპიონატზე არ წაიყვანეს.

ბუფალისთვის ეს გამანადგურებელ დარტყმა იყო. თუმცა დანებების ნაცვლად გონს მოეგო. როგორც თავად ამბობს, მისი არ წაყვანა გამოსაფხიზლებელი სილასავით იყო, არავითარ შემთხვევაში აღარ მოეშვებოდა და სტაბილურ თამაშს ისწავლიდა.

ბუგალი მშობლიურ "ანჟერში“ დაბრუნდა და დროთა განმავლობაში ფორმაში ჩადგა. 2021 წელს ნაკრებში დააბრუნეს და აფრიკის თასზე სამი გოლი გაიტანა. მსოფლიო ჩემპიონატზე კი მაროკოს შეტევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა.

  • დღევანდელი პენალტების სერიის სუპერ გმირი იასსინ ბუნო 10 წელი ცდილობდა ტოპ-კლუბებში მოხვედრას, 30 წლის ასაკში "სევილიაში“ მოხვდა და ტოპ მეკარის სტატუსით დაიმკვიდრა თავი

მაროკოს მეკარე კანადაში დაიბადა და 8 წლის შემდეგ გადავიდა აფრიკაში. ბუნუ კასაბლანკას "ვიდადას“ აკადემიაში უკვე შესამჩნევი ტალანტი იყო.

2011 წელს "ვიდადა“ აფრიკის ჩემპიონთა ლიგაზე "ესპარანს ტუნისს“ ხვდებოდა. შეხვედრის დროს, "ვიდადას“ ძირითადმა კიპერმა ტრავმა მიიღო, შეცვლაზე 19 წლის იასსინი შემოვიდა და ნამდვილად სენსაციურად ითამაშა. იმ მატჩში მისი გუნდი დამარცხდა, თუმცა გულშემატკივრის აზრით, თამაშის საუკეთესო ფეხბურთელი იასსინი იყო.

მალევე მეკარე ესპანეთში გადავიდა და "ატლეტიკოს“ ახალგაზრდულში თამაშობდა. თუმცა იქ თავის გამოჩენის შანსი ვერ მიიღო, რამდენადაც მადრიდელების კარს სხვადასხვა დროს კურტუა, ობლაკი და მოია იცავდნენ. მაროკოელმა "სარაგოსასა“ და "ჟირონაში“ სცადა ბედი. საბოლოოდ "სევილიაში“ აღმოჩნდა, სადაც მისი კარიერა იდეალურად განვითარდა. 29 წლის ასაკში ძირითადი მეკარე გახდა, 30 წლის ასაკში ლა ლიგის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, 31 წლის ასაკში კი მაროკოს ძირითადი მეკარე და სასწაულის შემოქმედი.

  • აბდელჰამიდ საბირი ფრანკფურტის კრიმინალებით სავსე უბნიდან თავის დაღწევაზე ოცნებობდა. მისი ოცნება რეალობად იქცა. ჯერ სერია A-ში მოხვდა, შემდეგ უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე

ნახევარმცველი აბდელჰამიდ საბირი სამი წლიდან გერმანიაში ცხოვრობდა. მისი მშობლები მაროკოს გაუდაბნოებული სამხრეთ-აღმოსავლეთიდან იყვნენ. "მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი და ჩემი ოცნება ამეხდინა“. საბირი გაჭირვებული ოჯახების შვილების საფეხბურთო აკადემიაში თამაშობდა, იქიდან მეხუთე ლიგის "შპორტფოინდში“ მოხვდა, შემდეგ "ნიურნბერგის“ დუბლებში, იქიდან მეორე ბუნდესლიგაში და შემდეგ პრემიერ ლიგის "ჰადდერსფილდში“. ინგლისში თამაში არ წაუვიდა, ბუნდესლიგაშიც დიდად ვერ გამოირჩეოდა, სიტუაცია შედარებით იტალიაში გამოსწორდა. ახლა ის "სამპდორიის“ ძირითადი ფეხბურთელია.

  • აშრაფ ჰაკიმი თამაშობდა ფეხბურთს, სანამ მისი მამა ქუჩაში ვაჭრობდა, დედა კი - მადრიდის გარეუბნებში სახლებს ალაგებდა

აშრაფ ჰაკიმი ბავშვობიდან გამოირჩეოდა ფეხბურთის ნიჭით. უკვე 8 წლის ასაკში ის მადრიდის "რეალის“ აკადემიაში ირიცხებოდა. იმ დროს დედა მადრიდის გარეუბნებში სახლებს ალაგებდა, მამა კი ქუჩაში ვაჭრობდა. 18 წლის ასაკში აშრაფი "რეალის“ ძირითადში იყო, 19 წლის ასაკში კი ნაკრებში.

ახლა, როდესაც ჰაკიმი მაროკოს ნაკრების ყველაზე დიდი ვარსკვლავია და მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია, მშობლებს ყველა ინტერვიუში იხსენებს: "მათ ბევრი რამ შეწირეს, რომ მე ფეხბურთი მეთამაშა. ახლა მე მათთვის ვმუშაობ", - ამბობს ფეხბურთელი.

ბელგიასთან შეხვედრის შემდეგ, ის ტრიბუნაზე დედასთან ავიდა, აკოცა და მაისური აჩუქა.

  • ნაიეფ აგერდი 10 ნომრის პოზიციაზე თამაშობდა, 15 წლის ასაკში კი მწვრთნელს დაცვაში თამაში სთხოვა.

ნაიეფ აგერდი "ოქროს ბიჭია“, ის მაროკოს ნაკრების ფეხბურთელებს შორის ყველაზე შეძლებული ოჯახიდან არის. მისი მამა და ბიძა პროფესიონალი ფეხბურთელები იყვნენ. ნეიფი ქვეყნის საუკეთესო, მუჰამედ VI-ის სახელობის, აკადემიაში სწავლობდა. ის შემტევი ნახევარმცველი იყო, თუმცა არ პროგრესირებდა, მუდმივად ტკბილეულს ეძალებოდა და მწვრთნელები მის გარიცხვასაც აპირებდნენ. თუმცა ნეიფი გამოსწორდა, რაციონი შეცვალა, უმატა ვარჯიშებს.

აგერდი თავად მივიდა მწვრთნელთან და უთხრა: "მინდა, რომ პროფესიონალი გავხდე, პოზიცია უნდა შევიცვალო. ჩვენ ბევრი მაგარი ნახევარმცველი გვყავს, მაგრამ არ გვყავს მცველები. მოდი, დაცვაში დავდგები“.

როგორც დღეს ხედავთ, პატარა ნეიფის გადაწყვეტილება გამართლებული აღმოჩნდა. ის მაროკოს ძირითადი მცველია, "ვესტ ჰემში“ კი ჯერჯერობით სათადარიგოზეა. სხვათაშორის, აგერდმა კანადასთან საკუთარ კარში გაიტანა გოლი და ამ ეტაპზე ეს ერთადერთი გოლია, რომელიც მაროკომ კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე გაუშვა.

  • ჰაკიმ ზიეჩმა სანაკრებო კარიერა მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დაასრულა, 6 თვეში დაბრუნდა და მაროკოს ერთ-ერთი საკვანძო შემტევია

ჰაკიმის ისტორია ისედაც ცნობილია. 2019-2020 წლის ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსში“ თავი გამოიჩინა და და ლონდონის "ჩელსიში“ გადავიდა.

რაც შეეხება მაროკოს ნაკრებში მის თამაშს, ზიეჩი რამდენიმე წელია ნაკრების ლიდერია, მაგრამ მთავარ მწვრთნელთან, ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩთან ურთიერთობა საკმაოდ კონფლიქტური იყო. 2021 წლის სექტემბერში მწვრთნელმა საჯაროდ დაადანაშაულა ზიეჩი, რომ ვარჯიშებზე ბოლომდე არ იხარჯებოდა. ფეხბურთელმა უპასუხა, რომ აღარ სურს ნაკრებში თამაში.

ნახევარ წელში ჰაკიმი ახალ მწვრთნელთან დაბრუნდა. რეგრაგის უყვარს ზიეჩი და ამბობს, რომ ფეხბურთელი შედარებით მეტ სიყვარულსა და ყურადღებას საჭიროებდა.

  • იუსეფ ენ-ნესირის "ჩელსიში“ თამაში შეეძლო, თუმცა შესცივდა და ლონდონურ კარიერაზე უარი თქვა.

თავდამსხმელი ენ-ნეისირი მაროკოს მთავარი შემტევი ძალაა.

მაროკოელს "ჩელსიში“ თამაში შეეძლო, თუმცა ლონდონურ ამინდს ვერ გაუძლო და უარი თქვა. ევროპული კარიერა "მალაგაში“ დაიწყო, შემდეგ, "ლეგანესსა“ და "სევილიაში“, სადაც თავი გამოიჩინა. 2020-2021 სეზონში ფეხბურთელმა ლა ლიგაში 18 გოლი გაიტანა.

იუსეფი ყველაზე წარმატებული მაროკოელი თავდამსხმელია, თუმცა შთამბეჭდავი სეზონის შემდეგ, მოეშვა. ესპანეთში ღიად აკრიტიკებენ და სავსებით დამსახურებულად. მომდევნო სეზონში ლა ლიგაში მან გოლის გატანაც ვერ მოახერხა. ჩემპიონთა ალიგაზე ორი გოლი გაიტანა. თუმცა მთავარი მაინც მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლია.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე