სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მორიგი სენსაცია მუნდიალზე - მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა
მორიგი სენსაცია მუნდიალზე - მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მერ­ვე­დფი­ნალ­ში მა­რო­კომ ეს­პა­ნე­თი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ა­ში და­ა­მარ­ცხა და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

ამ მატ­ჩის წინ აფ­რი­კუ­ლი გუნ­დის ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ჰა­კი­მიმ თქვა, რომ ეს­პა­ნეთს მათი შიში უნდა ჰქო­ნო­და და ის­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა და არა­ბუ­ლი სამ­ყა­როს მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლა სურს. მა­რო­კოს ჩი­ნე­ბუ­ლად დკომ­პლექ­ტე­ბულ­მა გუნ­დმა ჯგუ­ფი მო­ი­გო და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო, რო­გორ ითა­მა­შებ­და მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო ნაკ­რებ­თან.

მო­ლო­დი­ნი­სა­მებრ უპი­რა­ტე­სო­ბას ფა­ვო­რი­ტად მიჩ­ნე­უ­ლი „ფუ­რია როხა“ ფლობ­და, მა­რო­კო თავს უნა­რი­ა­ნად იცავ­და, მე­ტო­ქეს სა­მოქ­მე­დოდ სივ­რცე­ებს მაქ­სი­მა­ლუ­რად უზღუ­დავ­და, ორი­ვე გუნ­დი ფრთხი­ლობ­და, მო­მენ­ტე­ბი იშ­ვი­ა­თად იქ­მნე­ბო­და. ყვე­ლა­ზე კარ­გი შან­სი პირ­ვე­ლი ტა­ი­მის და­სას­რულს მა­რო­კო­ელ აგერდს ჰქონ­და, რომ­ლის თა­ვით დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მი­ზანს ას­ცდა.

მე­ო­რე ტა­იმ­ში ეს­პა­ნე­თი ბევ­რს და უშე­დე­გოდ უშე­დე­გოდ უტევ­და, მწვრთნელ­მა ლუის ენ­რი­კემ წინა ხა­ზის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად ჯერ ასენ­სი­ო­სა და გა­ვის ნაც­ვლად შეც­ვლა­ზე მო­რა­ტა და სო­ლე­რი, ხოლო შემ­დეგ ფე­რან ტო­რე­სის მა­გივ­რად ვი­ლი­ამ­სი შე­უშ­ვა. თა­მა­შის სუ­რა­თი კი არ შე­იც­ვა­ლა და ცოტა არ იყოს ნაკ­ლე­ბად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი გახ­და, ბო­ლოს მა­რო­კო­ელ­თა მე­კა­რე ბო­ნომ თა­ვი­სი გუნ­დი გა­და­არ­ჩი­ნა, 0:0 და და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა.

ექ­სტრა-ტა­იმ­შიც აფ­რი­კე­ლე­ბი დაც­ვა­ში იდ­გნენ და კონ­ტი­ე­რი­ში­სას პი­რის­პირ გა­სულ ჩე­დი­რას გა­ტა­ნა მე­კა­რე უნაი სი­მონ­მა არ და­ა­ნე­ბა, ზედ მსა­ჯის სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის ეს­პა­ნელ­მა სა­რა­ბი­ამ ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა, მა­რო­კომ გა­უძ­ლო, საქ­მე პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­ამ­დე მი­იყ­ვა­ნა, სა­ბო­ლო­ოდ გა­ი­მარ­ჯვა (ბუ­ნუმ ბუს­კეტსსა და სო­ლერს არ გა­ა­ტა­ნი­ნა, სა­რა­ბი­ამ კი ბურ­თი ძელს გა­არ­ტყა) და მე­ო­თხე­დფი­ნალ­ში გა­ვი­და.

sportall.ge

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
3

რაღაცნაირად გამიხარდა, პატარა ქვეყანა, დიდი მიღწევების გარეშე აქამდე რომ მივიდა . კარგი მაგალითია ყველასთვის

კომბლე
1

ჩვენთან მაღარიჩი აქვთ საკისრებელი DDD

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი სიქსტეს კაპელაში დღეს შეიკრიბება
ავტორი:

მორიგი სენსაცია მუნდიალზე - მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

მორიგი სენსაცია მუნდიალზე - მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

მოლოდინისამებრ უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა, მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უშედეგოდ უტევდა, მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს ნაკლებად სანახაობრივი გახდა, ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა, მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბუნუმ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.

sportall.ge