სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ალა პუგაჩოვა და ოლენა ზელენსკაია 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში არიან - კიდევ ვინ მოხვდნენ BBC-ის ჩამონათვალში?
ალა პუგაჩოვა და ოლენა ზელენსკაია 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში არიან - კიდევ ვინ მოხვდნენ BBC-ის ჩამონათვალში?

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, BBC-მ 2022 წლის მსოფ­ლი­ოს 100 ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლის სია გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვდნენ რუსი მომ­ღე­რა­ლი ალა პუ­გა­ჩო­ვა, ბილი ეი­ლი­ში, პრი­ან­კა ჩოპ­რა, სელ­მა ბლე­რი, უკ­რა­ი­ნის პირ­ვე­ლი ლედი ოლე­ნა ზე­ლენ­სკა, ასე­ვე სპორ­ტსმე­ნე­ბი, აქ­ტი­ვის­ტე­ბი და მეც­ნი­ე­რე­ბი. სი­ა­ში მოხ­ვდნენ ის ქა­ლე­ბიც, რომ­ლებ­შიც ირან­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს შე­უ­ერ­თდნენ...

წელს პირ­ვე­ლად, ახა­ლი სიის შედ­გე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­რეს იმ ქა­ლებ­მაც, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­ში იკა­ვებ­დნენ გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის ასე­ულს. მა­გა­ლი­თად, ფი­ნე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრმა სანა მა­რინ­მა, რო­მე­ლიც 2020 წლის ტოპ 100-ში მოხ­ვდა, სი­ა­ში წა­რად­გი­ნა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტი ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ე­ნი, ხოლო მა­ლა­ლა იუ­სუფ­ზა­იმ ალი­სა პა­ტაჰო ბრა­ზი­ლი­ე­ლი აქ­ტი­ვის­ტი, რო­მე­ლიც იბ­რძვის ძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბის­თვის...

გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მოხ­ვედ­რილ პერ­სო­ნე­ბი­დან თი­თო­ე­ულს დო­სიე ახ­ლავს, თუ რა დამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის მოხ­ვდნენ სი­ა­ში...

ოლე­ნა ზე­ლენ­სკა, უკ­რა­ი­ნის Პირ­ვე­ლი ლედი

ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი სცე­ნა­რის­ტი იყო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში და არ იყო მიჩ­ვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნას. ყვე­ლა­ფე­რი კი მას შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა, რაც მისი მე­უღ­ლე, ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკი 2019 წელს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტად აირ­ჩი­ეს. პირ­ვე­ლი ლე­დის როლ­ში ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ და­ი­ე­ყო ბრძო­ლა ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე და უკ­რა­ი­ნუ­ლი კულ­ტუ­რის გავ­რცე­ლე­ბა­ზე.

რუ­სე­თის მიერ გა­ჩა­ღე­ბუ­ლი ომის შემ­დეგ, ოლე­ნა ზე­ლენ­სკამ თა­ვი­სი პო­ზი­ცია გა­მო­ი­ყე­ნა, რათა მთელ მსოფ­ლი­ოს გა­ე­გო უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის ტან­ჯვის შე­სა­ხებ. ის გახ­და უცხო­ე­ლი პრე­ზი­დენ­ტის პირ­ვე­ლი ცოლი, რო­მელ­მაც სი­ტყვით მი­მარ­თა აშშ-ს კონ­გრესს. ახლა მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მიზ­ნად ისა­ხავს ომის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი­სა და ოჯა­ხე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას.

„ქა­ლებ­მა კი­დევ უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აი­ღეს, ვიდ­რე მშვი­დო­ბი­ან დროს... ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­ი­ა­რეს ეს (ომი) უკან არა­სო­დეს იხე­ვენ. და ეჭვი არ მე­პა­რე­ბა, რომ ჩვე­ნი ში­ნა­გა­ნი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მხო­ლოდ გა­იზ­რდე­ბა...“ - ოლე­ნა ზე­ლენ­სკა

გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის ასე­ულ­ში მოხ­ვდა იანა ზინ­კე­ვი­ჩი, უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი და ფრონ­ტის პა­რა­მე­დი­კო­სი მო­ხა­ლი­სე

იანა ზინ­კე­ვიჩ­მა შექ­მნა და დღემ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობს ჰოს­პი­ტა­ლერ­თა სა­მე­დი­ცი­ნო ბა­ტა­ლი­ო­ნი, რო­მელ­მაც 2014 წელს და­არ­სე­ბი­დან 2700-ზე მეტი დაჭ­რი­ლი უკ­რა­ი­ნე­ლი ჯა­რის­კა­ცი და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე გა­და­არ­ჩი­ნა.

მან პი­რა­დად გა­და­იყ­ვა­ნა 200 დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცი უსაფრ­თხო ად­გი­ლას. მისი ბა­ტა­ლი­ო­ნი აგ­რძე­ლებს დაჭ­რი­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებ­სთვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვას. ის ასე­ვე ატა­რებს პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბის კურ­სებს. იანა 27 წლი­საა და ასე­ვე არის უკ­რა­ი­ნის რა­დას ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა დე­პუ­ტა­ტი, სა­დაც ის სამ­ხედ­რო მე­დი­ცი­ნის ქვე­კო­მი­ტეტს ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

ალა პუ­გა­ჩო­ვა ჯერ კი­დევ ომის და­წყე­ბამ­დე ვე­რა­სო­დეს წარ­მო­იდ­გენ­და თუ გავ­ლე­ნი­ა­ნი ქა­ლე­ბის სი­ა­ში უკ­რა­ი­ნის ომზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბით მოხ­ვდე­ბო­და. მის დო­სი­ე­ში ვკი­თხუ­ლობთ:

ალა პუ­გა­ჩო­ვას 250 მი­ლი­ონ­ზე მეტი ჩა­ნა­წე­რი აქვს გა­ყი­დუ­ლი. მისი რე­პერ­ტუ­ა­რი მო­ი­ცავს 500-ზე მეტ სიმ­ღე­რას და 100 ალ­ბომს. მას სა­მარ­თლი­ა­ნად უწო­დე­ბენ "რუ­სუ­ლი პოპ-მუ­სი­კის დე­დო­ფალს". ის უკვე დიდი ხა­ნია ლე­გენ­დაა...

მან არა­ერ­თხელ მი­ი­ღო ჯილ­დო­ე­ბი რუ­სეთ­ში, მაგ­რამ ამა­ვე დროს ყო­ველ­თვის ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და მთავ­რო­ბას. მან ცოტა ხნის წინ ინ­სტაგ­რა­მის სა­კუ­თარ გვერ­დზე, რო­მელ­ზეც 3,6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი ჰყავს, გა­მო­აქ­ვეყ­ნა მე­სი­ჯი, სა­დაც დაგ­მო უკ­რა­ი­ნის ომი. ამის გამო პუ­გა­ჩო­ვას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბაც კი მო­უ­წია, რად­გან სამ­შობ­ლო­ში მას ღა­ლატ­ში დე­ბენ ბრალს...

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადრი
3

არა, ვოლოდიმირზე შეიძლება კი აქვს გავლენა, მაგრამ მსოფლიოში? 

თ.მ.
7

პუგაჩოვა არის ნამდვილად! აი ზელენსკაო თუ ვიღაც არამგონია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

ალა პუგაჩოვა და ოლენა ზელენსკაია 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში არიან - კიდევ ვინ მოხვდნენ BBC-ის ჩამონათვალში?

ალა პუგაჩოვა და ოლენა ზელენსკაია 2022 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში არიან - კიდევ ვინ მოხვდნენ BBC-ის ჩამონათვალში?

რამდენიმე საათის წინ, BBC-მ 2022 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სია გამოაქვეყნა. ჩამონათვალში მოხვდნენ რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა, ბილი ეილიში, პრიანკა ჩოპრა, სელმა ბლერი, უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, ასევე სპორტსმენები, აქტივისტები და მეცნიერები. სიაში მოხვდნენ ის ქალებიც, რომლებშიც ირანში საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ...

წელს პირველად, ახალი სიის შედგენაში მონაწილეობა მიირეს იმ ქალებმაც, რომლებიც გასულ წლებში იკავებდნენ გავლენიანი ქალების ასეულს. მაგალითად, ფინეთის პრემიერ მინისტრმა სანა მარინმა, რომელიც 2020 წლის ტოპ 100-ში მოხვდა, სიაში წარადგინა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ხოლო მალალა იუსუფზაიმ ალისა პატაჰო ბრაზილიელი აქტივისტი, რომელიც იბრძვის ძველი მოსახლეობის უფლებებისთვის...

გავლენიანი ქალების ჩამონათვალში მოხვედრილ პერსონებიდან თითოეულს დოსიე ახლავს, თუ რა დამსახურებისთვის მოხვდნენ სიაში...

ოლენა ზელენსკა, უკრაინის Პირველი ლედი

ის წარმატებული სცენარისტი იყო ტელევიზიაში და არ იყო მიჩვეული საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნას. ყველაფერი კი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მისი მეუღლე, ვოლოდიმირ ზელენსკი 2019 წელს უკრაინის პრეზიდენტად აირჩიეს. პირველი ლედის როლში ოლენა ზელენსკამ დაიეყო ბრძოლა ქალთა უფლებების გაუმჯობესებაზე და უკრაინული კულტურის გავრცელებაზე.

რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის შემდეგ, ოლენა ზელენსკამ თავისი პოზიცია გამოიყენა, რათა მთელ მსოფლიოს გაეგო უკრაინელი ხალხის ტანჯვის შესახებ. ის გახდა უცხოელი პრეზიდენტის პირველი ცოლი, რომელმაც სიტყვით მიმართა აშშ-ს კონგრესს. ახლა მისი საქმიანობა მიზნად ისახავს ომის შედეგად დაზარალებული ბავშვებისა და ოჯახების ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

„ქალებმა კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობა აიღეს, ვიდრე მშვიდობიან დროს... ქალები, რომლებმაც გაიარეს ეს (ომი) უკან არასოდეს იხევენ. და ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენი შინაგანი თავდაჯერებულობა მხოლოდ გაიზრდება...“ - ოლენა ზელენსკა

გავლენიანი ქალების ასეულში მოხვდა იანა ზინკევიჩი, უკრაინელი პოლიტიკოსი და ფრონტის პარამედიკოსი მოხალისე

იანა ზინკევიჩმა შექმნა და დღემდე ხელმძღვანელობს ჰოსპიტალერთა სამედიცინო ბატალიონი, რომელმაც 2014 წელს დაარსებიდან 2700-ზე მეტი დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე გადაარჩინა.

მან პირადად გადაიყვანა 200 დაჭრილი ჯარისკაცი უსაფრთხო ადგილას. მისი ბატალიონი აგრძელებს დაჭრილი ჯარისკაცებისა და სამოქალაქო პირებსთვის პირველადი დახმარების გაწევას. ის ასევე ატარებს პირველადი დახმარების კურსებს. იანა 27 წლისაა და ასევე არის უკრაინის რადას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი, სადაც ის სამხედრო მედიცინის ქვეკომიტეტს ხელმძღვანელობს.

ალა პუგაჩოვა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ გავლენიანი ქალების სიაში უკრაინის ომზე გაკეთებული განცხადებებით მოხვდებოდა. მის დოსიეში ვკითხულობთ:

ალა პუგაჩოვას 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი რეპერტუარი მოიცავს 500-ზე მეტ სიმღერას და 100 ალბომს. მას სამართლიანად უწოდებენ "რუსული პოპ-მუსიკის დედოფალს". ის უკვე დიდი ხანია ლეგენდაა...

მან არაერთხელ მიიღო ჯილდოები რუსეთში, მაგრამ ამავე დროს ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა მთავრობას. მან ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე, რომელზეც 3,6 მილიონი გამომწერი ჰყავს, გამოაქვეყნა მესიჯი, სადაც დაგმო უკრაინის ომი. ამის გამო პუგაჩოვას ქვეყნის დატოვებაც კი მოუწია, რადგან სამშობლოში მას ღალატში დებენ ბრალს...