მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შენ ხარ დიდებული მეკარე... შეცდომის ნუ გეშინია, შეცდომას ყველა უშვებს" - ლუკას დარიგება და დომინიკის სასწაული
"შენ ხარ დიდებული მეკარე... შეცდომის ნუ გეშინია, შეცდომას ყველა უშვებს" - ლუკას დარიგება და დომინიკის სასწაული

გუ­შინ, 5 დე­კემ­ბერს ხორ­ვა­ტი­ის ნაკ­რებ­მა ია­პო­ნი­ის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ და ემო­ცი­ურ შეხ­ვედ­რა­ში და­ა­მარ­ცხა. თა­მა­ში იმ­დე­ნად თა­ნა­ბა­რი იყო, რომ საქ­მე 11-მეტ­რი­ა­ნე­ბამ­დე მი­ვი­და.

ხორ­ვა­ტე­ბის მე­კა­რემ დო­მი­ნიკ ლი­ვა­კო­ვიჩ­მა ნამ­დვი­ლი სას­წა­უ­ლი ჩა­ა­ტა­რა - მან ია­პო­ნე­ლე­ბის დარ­ტყმუ­ლი სამი პე­ნალ­ტი მო­ი­გე­რია და, ბუ­ნებ­რი­ვია, მატ­ჩის გმი­რიც გახ­და.

  • ლი­ვა­კო­ვი­ჩი ყო­ველ­თვის ასე­თი შთამ­ბეჭ­და­ვი თა­მა­შით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, თუმ­ცა მას­ზე დიდი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ნაკ­რე­ბის კა­პიტ­ნის, ლე­გენ­და­რუ­ლი ლუკა მოდ­რი­ჩის სი­ტყვებ­მა. შთა­მა­გო­ნე­ბე­ლად ლუ­კამ დო­მი­ნიკს მარ­თა­ლია, სულ სხვა თა­მა­შის წინ მი­მარ­თა, თუმ­ცა მთა­ვა­რი ისაა, რომ მე­კა­რის თა­მაშ­ზე, მის მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და მთლი­ა­ნად კა­რი­ე­რა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­და.

"ამ ყვე­ლა­ფერს არ გე­ტყო­დი, შენ­ზე რომ არ ვზრუ­ნავ­დე. მაგ­რამ ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში მე შენს პროგ­რესს ვერ ვხე­დავ. იქ­ნებ ზედ­მეტ წნეხს გრძნობ? შენ უბ­რა­ლოდ თავ­და­უ­ჯე­რებ­ლო­ბას ას­ხი­ვებ. ეს მთე­ლი გუნ­დის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გეს­მის? რა­ტომ არ შე­გიძ­ლია შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა? ყვე­ლა ცდე­ბა. მე ვგრძნობ, რომ შენი პრობ­ლე­მა ისაა, რომ გე­ში­ნია. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა? გთხოვ, და­მი­სა­ხე­ლე ერთი სა­ხე­ლი, ვინც შეც­დო­მას არ უშ­ვებს. მის­მი­ნე, შენ შე­სა­ნიშ­ნა­ვი მე­კა­რე ხარ. იცი?“ - უთხრა ლუ­კამ ლი­ვა­კო­ვიჩს.

ამ სი­ტყვე­ბის შემ­დეგ, ლი­ვა­კო­ვი­ჩის კა­რი­ე­რა­ში ახა­ლი ერა და­ი­წყო. ბო­ლოს კი მთელ­მა მსოფ­ლი­ომ ნახა ია­პო­ნი­ას­თან რა შთამ­ბეჭ­და­ვად ითა­მა­შა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გის 4 პე­ნალ­ტი­დან 3 მო­ი­გე­რია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

დ.ჯ.
0

ეს რა მაგარი კაცი ყოფილა. ეს არის ნამდვილი გუნდის კაპიტანი. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ,რომ კაპიტნობა მხოლოდ კარგ ფეხბურთელობას არ ნიშნავს. გუნდის კაპიტანს მოედანზეც და მოედნის გარეთ გაცილებით მეტი მოეთხოვება. ყოჩაღ მოდრიჩ!

ავტორი:

"შენ ხარ დიდებული მეკარე... შეცდომის ნუ გეშინია, შეცდომას ყველა უშვებს" - ლუკას დარიგება და დომინიკის სასწაული

"შენ ხარ დიდებული მეკარე... შეცდომის ნუ გეშინია, შეცდომას ყველა უშვებს" - ლუკას დარიგება და დომინიკის სასწაული

გუშინ, 5 დეკემბერს ხორვატიის ნაკრებმა იაპონიის ნაკრები დაძაბულ და ემოციურ შეხვედრაში დაამარცხა. თამაში იმდენად თანაბარი იყო, რომ საქმე 11-მეტრიანებამდე მივიდა.

ხორვატების მეკარემ დომინიკ ლივაკოვიჩმა ნამდვილი სასწაული ჩაატარა - მან იაპონელების დარტყმული სამი პენალტი მოიგერია და, ბუნებრივია, მატჩის გმირიც გახდა.

  • ლივაკოვიჩი ყოველთვის ასეთი შთამბეჭდავი თამაშით არ გამოირჩეოდა, თუმცა მასზე დიდი გავლენა მოახდინა ნაკრების კაპიტნის, ლეგენდარული ლუკა მოდრიჩის სიტყვებმა. შთამაგონებელად ლუკამ დომინიკს მართალია, სულ სხვა თამაშის წინ მიმართა, თუმცა მთავარი ისაა, რომ მეკარის თამაშზე, მის მოტივაციაზე და მთლიანად კარიერაზე დადებითად იმოქმედა.

"ამ ყველაფერს არ გეტყოდი, შენზე რომ არ ვზრუნავდე. მაგრამ ეროვნულ ნაკრებში მე შენს პროგრესს ვერ ვხედავ. იქნებ ზედმეტ წნეხს გრძნობ? შენ უბრალოდ თავდაუჯერებლობას ასხივებ. ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. გესმის? რატომ არ შეგიძლია შეცდომის დაშვება? ყველა ცდება. მე ვგრძნობ, რომ შენი პრობლემა ისაა, რომ გეშინია. რატომ არ შეიძლება შეცდომის დაშვება? გთხოვ, დამისახელე ერთი სახელი, ვინც შეცდომას არ უშვებს. მისმინე, შენ შესანიშნავი მეკარე ხარ. იცი?“ - უთხრა ლუკამ ლივაკოვიჩს.

ამ სიტყვების შემდეგ, ლივაკოვიჩის კარიერაში ახალი ერა დაიწყო. ბოლოს კი მთელმა მსოფლიომ ნახა იაპონიასთან რა შთამბეჭდავად ითამაშა და მოწინააღმდეგის 4 პენალტიდან 3 მოიგერია.

იხილეთ ასევე:

მოამზადა ანრი კურტანიძემ