ავტორი:

"კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ" - მამუკა მდინარაძე

"კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ" - მამუკა მდინარაძე

ანდრეი კასიანოვმა გაახმოვანა მთავარი მესიჯი, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს ომში მხარედ, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში უკრაინის რწმუნებულის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ომში მხარედ გახდომა საქართველოს ინტერესებში არ არის და მშვიდობას შეინარჩუნებენ.

"კასიანოვმა ილაპარაკა ბევრ თემაზე, ყველაფერი იყო მეორეხარისხოვანი და გამიზნული იმისათვის, რომ დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება. პირდაპირ ეს მიზანი ჩანდა, რადგან მან თქვა მთავარი, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით წინა დღეების განმავლობაში და ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ირონიულადაც კი უდგებოდა ამ საკითხს. მათ უნდათ და ეს თქვა კასიანოვმა, რომ საქართველო გამოდიოდეს როგორც მხარე სამხედრო შეიარაღებულ კონფლიქტში ანუ ომში, ამ შემთხვევაში.

როცა რომელიღაც ქვეყნის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველომ უნდა მიაწოდოს იარაღი, სამხედრო ტექნიკა და ა.შ. უკრაინას, ხომ გესმით, რომ განსაკუთრებული მოლოდინი განსაკუთრებული სამხედრო ტექნიკის თუ იარაღის მიწოდების საქართველოს მხრიდან ობიექტურად არ გააჩნიათ. ეს არის მთავარი მესიჯი, რაც ამ ადამიანმა გაახმოვანა და ნიშნავს იმას, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს როგორც მხარე კონფლიქტში, დანარჩენი რაც ილაპარაკა და დანარჩენში იყო ის გენერატორი, მხოლოდ წვრილმანი დამაზიანებელი მესიჯები იყო. მან თქვა მთავარი სათქმელი და მიზანი იყო ის, რომ საქართველო უნდა დაფიქსირდეს მხარედ მაშინ, როცა 30 ათასზე მეტ დევნილს იფარებს, უწევს უდიდეს ჰუმანიტარულ დახმარებას და პირველი ნომერი იყო ამ მიმართულებით და ყველა ვამაყობდით ამით, 400 - ზე მეტი დოკუმენტის მხარდამჭერი და თანაავტორია, მათ შორის იმ დოკუმენტების, რომელიც შეეხება ჰააგას და სამხედრო ტრიბუნალს რუსეთის წინააღმდეგ. ერთი მხრივ საქართველო პოლიტიკურ მხარდაჭერას სრულად და აბსოლუტურად უცხადებს და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს შესაძლებლობის ზღვარზე ზემოთ, სამხედრო დახმარებას ვერ და არ გაუწევს, რადგან ვერ დაფიქსირდება ოკუპირებული ქვეყანა, უკრაინის შემდეგ ნომერ პირველი რისკის ქვეშ მყოფი ქვეყანა სამხედრო მხარდამჭერად, კონფლიქტის მხარეს ამ ომში ვერ დაფიქსირდება. ეს არის მიზანი და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ კასიანოვისგან არ გაგვიგია, მაღალი თანამდებობის პირები ამბობდნენ მეგობარი ქვეყნის უკრაინის, რომ სოხუმში უნდა შევისეირნოთ, სამხედრო მხარდაჭერა უნდა გავუწიოთ და საქართველო ჩაერთოს ომში.

გენერატორებზე პირველად მესმის. ჩემი აზრით, ეს არის სასპეკულაციოდ შემოგდებული თემა, რომელმაც უნდა შეფუთოს მათ შორის, ასეთმა მეორეხარისხოვანმა ბევრმა თემამ მთავარი მიზანი, რაც თქვა ამ კაცმა. ეს თემა პირველად მესმის და ამას გავარკვევ, მაგრამ ეს არის მეორეხარისხოვანი თემა, მთავარი არის პირდაპირი მოთხოვნა რაც გაახმოვანა კასიანოვმა, რომ საქართველო ჩაერთოს მხარედ, დანარჩენი დეტალებია, რაშიც პრობლემა არ არის რეალურად, თუკი ჰუმანიტარულ დახმარებას, პოლიტიკურ დახმარებას უწევს მაქსიმუმს, არც აქ (გენერატორებით დახმარებაში) იქნება პრობლემა დამერწმუნეთ,"- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე, "პრობლემა არ არის," რამდენად ნიშნავს იმას, რომ გენერატორებს მიაწვდიან, მდინარაძე პასუხობს, რომ "თუ არის საშუალება და ჰუმანიტარულ მიზნებში ჯდება, კი ბატონო".

"მეასეხარისხოვან თემაზე რომ მიტრიალებთ კითხვას მეოთხედ, რომელზეც გეუბნებით, რომ ინფორმაცია არ მაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ სამხედრო კონფლიქტში მხარედ დაფიქსირება თქვენთვის არ წარმოადგენს პრობლემას და პრობლემას წარმოადგენს გენერატორი,"- განაცხადა მდინარაძემ.