პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის მტკიცებით, ნაკაიძემ ქალზე იძალადა და მას დაზიანებები მიაყენა, ადვოკატი ამ დაზიანებას პირსინგის ნაკვალევს ადარებს - რა თქვეს მხარეებმა "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის დახურული სხდომის შემდეგ?
პროკურატურის მტკიცებით, ნაკაიძემ ქალზე იძალადა და მას დაზიანებები მიაყენა, ადვოკატი ამ დაზიანებას პირსინგის ნაკვალევს ადარებს - რა თქვეს მხარეებმა "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის დახურული სხდომის შემდეგ?

გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა­სა და სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, "მთა­ვა­რი არ­ხის" ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ლაშა ნა­კა­ი­ძის საქ­მის არ­სე­ბი­თი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის მო­რი­გი სხდო­მა გა­ი­მარ­თა, რომ­ლიც და­ი­ხუ­რა.

საქ­მის პრო­კუ­რო­რის, გი­ორ­გი ნა­დი­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, და­ხუ­რუ­ლი სხდო­მის გამო, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ისა­უბ­რებ­და, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნა, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო დას­კვნის მი­ხედ­ვით, და­ზა­რა­ლე­ბულს მრა­ვა­ლი ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი, მათ შო­რის, მკვრი­ვი ბლაგ­ვი და მსხვი­ლი ბას­რი პი­რის მქო­ნე საგ­ნე­ბით.

"სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აქვს. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის კომ­პე­ტენ­ცია არ არის, სა­კი­თხი შე­ა­ფა­სოს, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას ად­გი­ლი ჰქონ­და თუ არა, დას­მუ­ლი კი­თხვე­ბი ეხე­ბო­და იმას, ჰქონ­და თუ არა, და­ზა­რა­ლე­ბულს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. რა სა­ხის არის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, სად არის გან­თავ­სე­ბუ­ლი, რა ხან­დაზ­მუ­ლო­ბი­საა, ასე­ვე სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს მხა­რე­ე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში წარ­ვად­გენთ. ბრალ­დე­ბის მხა­რის გო­ნივ­რუ­ლი მო­ლო­დი­ნი არის, რომ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნა და­დას­ტურ­დე­ბა",- გა­ნა­ცხა­და ნა­დი­რა­ძემ.

ლაშა ნა­კა­ი­ძის ად­ვო­კა­ტის, ლალი ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ნა­კა­ი­ძეს არც სექ­სუ­ა­ლუ­რად და არც ფი­ზი­კუ­რად არ უძა­ლა­დია.

ად­ვო­კა­ტი თქმით, ნა­კა­ი­ძე წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა.

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა ისე­თია, რაც მაძ­ლევს სა­ფუძ­ველს, შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და­ვა­ყე­ნო გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ნა­წილ­ში ძი­ე­ბის შე­წყვე­ტა­ზე. პი­როვ­ნე­ბას ედა­ვე­ბი­ან გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას, ძა­ლა­დო­ბას და გე­ტყვით, რომ და­ზა­რა­ლე­ბულს არც სექ­სუ­ა­ლუ­რი და არც ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა, და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ აქვს. ლაშა ნა­კა­ი­ძე რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ბრალს არ აღი­ა­რებს.

გო­გო­ნას პი­რა­დად არ ვიც­ნობ. პირ­სინგს რომ მო­იხ­სნი, კვა­ლი ხომ რჩე­ბა? - ეს თუ ვინ­მემ და­ზი­ა­ნე­ბად ჩათ­ვა­ლა, არ ვიცი. ცხვირ­ზე და­ზი­ა­ნე­ბა აქ­ვსო. იძუ­ლე­ბით არა­ვინ მოხ­სნი­და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ. ნა­კა­ი­ძე არ აღი­ა­რებს ბრალს, რად­გან დღემ­დე კი­თხვის ნიშ­ნე­ბი აქვს, რა მოხ­და მის თავს, ვინ გა­წი­რა“,- გა­ნა­ცხა­და ბი­ბი­ლე­იშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15 აგ­ვის­ტოს, ბრალ­დე­ბუ­ლი ლაშა ნა­კა­ი­ძე გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე და­ნის და ხმო­ვა­ნი პის­ტო­ლე­ტის დე­მონ­სტრი­რე­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბით და­ე­მუქ­რა ა.პ.-ს, ასე­ვე სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში დარ­ტყმით და მჩხვლე­ტა­ვი საგ­ნის ზე­მოქ­მე­დე­ბით ფი­ზი­კუ­რად იძა­ლა­და მას­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ბრალ­დე­ბულ­მა ძა­ლა­დო­ბით და ძა­ლა­დო­ბის მუ­ქა­რით სექ­სუ­ა­ლუ­რად იძა­ლა­და და­ზა­რა­ლე­ბულ­ზე.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 16 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს. პრო­კუ­რა­ტუ­რამ მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 137-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა), 126 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბა) და 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "დ“ ქვე­პუნ­ქტით (სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის მუ­ქა­რა ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რუდ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 6-დან 8 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იურისტი
1

ვუსმენ ამ "ადვოკატის" არაპროფესიონალურ გამოსვლას და შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადვოკატთა კორპუსის სერიოზული გადახალისება ჭირდება. რამდენი მართალი კაცის დაღუპვა შეუძლიათ ასეთებს?

ლაშას
1

ნაკაიძე, დაცვას მიხედე, დაცვას!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

პროკურატურის მტკიცებით, ნაკაიძემ ქალზე იძალადა და მას დაზიანებები მიაყენა, ადვოკატი ამ დაზიანებას პირსინგის ნაკვალევს ადარებს - რა თქვეს მხარეებმა "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის დახურული სხდომის შემდეგ?

პროკურატურის მტკიცებით, ნაკაიძემ ქალზე იძალადა და მას დაზიანებები მიაყენა, ადვოკატი ამ დაზიანებას პირსინგის ნაკვალევს ადარებს - რა თქვეს მხარეებმა "მთავარი არხის" ყოფილი წამყვანის დახურული სხდომის შემდეგ?

გაუპატიურებაში, ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარაში ბრალდებული, "მთავარი არხის" ყოფილი ტელეწამყვანის, ლაშა ნაკაიძის საქმის არსებითი სასამართლო განხილვის მორიგი სხდომა გაიმართა, რომლიც დაიხურა.

საქმის პროკურორის, გიორგი ნადირაძის განცხადებით, დახურული სხდომის გამო, დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, თუმცა, აღნიშნა, რომ დაზარალებულ სამედიცინო დასკვნის მიხედვით, დაზარალებულს მრავალი ფიზიკური დაზიანება აქვს მიყენებული, მათ შორის, მკვრივი ბლაგვი და მსხვილი ბასრი პირის მქონე საგნებით.

"სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზარალებულს დაზიანებები აქვს. სამედიცინო ექსპერტიზის კომპეტენცია არ არის, საკითხი შეაფასოს, გაუპატიურებას ადგილი ჰქონდა თუ არა, დასმული კითხვები ეხებოდა იმას, ჰქონდა თუ არა, დაზარალებულს დაზიანებები. რა სახის არის დაზიანებები, სად არის განთავსებული, რა ხანდაზმულობისაა, ასევე სხვა მტკიცებულებებს მხარეები სასამართლოში წარვადგენთ. ბრალდების მხარის გონივრული მოლოდინი არის, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურდება",- განაცხადა ნადირაძემ.

ლაშა ნაკაიძის ადვოკატის, ლალი ბიბილეიშვილის განცხადებით კი, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ნაკაიძეს არც სექსუალურად და არც ფიზიკურად არ უძალადია.

ადვოკატი თქმით, ნაკაიძე წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება.

"ექსპერტიზის დასკვნა ისეთია, რაც მაძლევს საფუძველს, შუამდგომლობა დავაყენო გაუპატიურების ნაწილში ძიების შეწყვეტაზე. პიროვნებას ედავებიან გაუპატიურებას, ძალადობას და გეტყვით, რომ დაზარალებულს არც სექსუალური და არც ფიზიკური ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება, დაზიანებები არ აქვს. ლაშა ნაკაიძე რასაკვირველია, ბრალს არ აღიარებს.

გოგონას პირადად არ ვიცნობ. პირსინგს რომ მოიხსნი, კვალი ხომ რჩება? - ეს თუ ვინმემ დაზიანებად ჩათვალა, არ ვიცი. ცხვირზე დაზიანება აქვსო. იძულებით არავინ მოხსნიდა, დარწმუნებული ვარ. ნაკაიძე არ აღიარებს ბრალს, რადგან დღემდე კითხვის ნიშნები აქვს, რა მოხდა მის თავს, ვინ გაწირა“,- განაცხადა ბიბილეიშვილმა.

ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.