ავტორი:

"სააკაშვილის საკითხს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში შეხვედრაზე დავაყენებ" - რას ამბობს კასიანოვი ექსპრეზიდენტზე

"სააკაშვილის საკითხს დღეს საქართველოს საგარეო უწყებაში შეხვედრაზე დავაყენებ" - რას ამბობს კასიანოვი ექსპრეზიდენტზე

"უკრაინული მხარე შეშფოთებულია უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით", - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში, ანდრეი კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ წლის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისივე თქმით, სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხს ის დღეს პირადად დააყენებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩანიშნულ სამუშაო შეხვედრაზე.

"მე პირადად არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ "ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან. ამასთან, 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობას.

ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომების მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“,- განაცხადა კასიანოვმა.