მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენალტების პირველი სერია და ხორვატების მეკარის გმირობა - ფეხბურთისა და ცეკვის გაკვეთილები ბრაზილიელებისგან: "ამათ ერთხელაც ვიღაც გალახავს"
პენალტების პირველი სერია და ხორვატების მეკარის გმირობა - ფეხბურთისა და ცეკვის გაკვეთილები ბრაზილიელებისგან: "ამათ ერთხელაც ვიღაც გალახავს"

5 ნო­ემ­ბერს, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი­დევ ორი მე­ო­თხე­დფი­ნა­ლის­ტი გა­მოვ­ლინ­და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ­ჯე­რა­დაც ფა­ვო­რი­ტებ­მა იმარ­ჯვეს. მუნ­დი­ალ­ზე პირ­ვე­ლი პე­ნალ­ტე­ბის სე­რი­აც ვი­ხი­ლეთ. ხორ­ვა­ტი­ამ ია­პო­ნი­ას სწო­რედ თერ­თმეტ­მეტ­რი­ნე­ბით სძლია.

თა­ვი­დან უპი­რა­ტე­სო­ბას ხორ­ვა­ტე­ბი ფლობ­დნენ, თუმ­ცა ია­პო­ნე­ლებ­მა თა­მა­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა შეძ­ლეს, მე­ტო­ქე­ზე ზე­წო­ლა გა­აძ­ლი­ე­რეს - ჯერ კა­მა­დამ კარ­გი შან­სი ვერ გა­მო­ი­ყე­ნა, შემ­დეგ კი მა­ე­დამ ლი­ვა­კო­ვი­ჩის კარი და­ლაშ­ქრა. მე­ო­რე ტა­ი­მი ევ­რო­პე­ლებ­მა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყეს - 56-ე წუთ­ზე პე­რი­შიჩ­მა ლა­მა­ზი თა­ვუ­რით გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში, მერე მოდ­რი­ჩის ძლი­ე­რად დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე გონ­დამ მო­ი­გე­რია. დარ­ჩე­ნილ დრო­ში გოლი არ გა­ვი­და და და­მა­ტე­ბი­თი დრო და­ი­ნიშ­ნა.

და­მა­ტე­ბით ტა­ი­მებ­ში გუნ­დე­ბი ფრთხი­ლობ­დნენ, თა­მა­შის ტემ­პი და­ე­ცა, სა­ბო­ლო­ოდ კი და­მა­ტე­ბი­თი დროც ფრედ დას­რულ­და და პე­ნალ­ტე­ბის სე­რია და­ი­ნიშ­ნა. ამ შეხ­ვედ­რის გმი­რი ბალ­კა­ნე­ლე­ბის მე­კა­რე დო­მი­ნიკ ლი­ვა­კო­ვი­ჩი გახ­და, რო­მელ­მაც 11-მეტ­რი­ა­ნი ნიშ­ნუ­ლი­დან მო­წი­ნა­აღ­მდე­გის სამი დარ­ტყმის მო­გე­რი­ე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

პორ­ტალ Opta Sport-ის მი­ხედ­ვით, ის გახ­და მე­სა­მე მე­კა­რე მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ის­ტო­რი­ა­ში, რო­მელ­მაც ასე­თი რამ მო­ა­ხერ­ხა. ხორ­ვა­ტია შემ­დეგ ეტაპ­ზე ბრა­ზი­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­და, რო­მელ­მაც სამ­ხრეთ კო­რე­ას დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით - 4:1 სძლია.

ბრა­ზი­ლია, რო­მელ­საც ტრავ­მა­მორ­ჩე­ნი­ლი ნე­ი­მა­რი და­უბ­რუნ­და, დე­ბი­უ­ტში ვი­ნი­სი­უ­სის გო­ლით და­წი­ნა­ურ­და. შემ­დეგ რი­შარ­ლი­სო­ნის მო­პო­ვე­ბუ­ლი პე­ნალ­ტი ნე­ი­მარ­მა ორი­გი­ნა­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნა და ან­გა­რი­ში გა­ზარ­და. კო­რე­ამ შე­ტე­ვით უპა­სუ­ხა და ხვან ხი ჩხა­ნის ცხრი­ან­ში დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მე­კა­რე ალი­სონ­მა მო­ი­გე­რია.

29-ე წუთ­ზე კი რი­შარ­ლი­სონ­მა ისე­თი სა­ო­ცა­რი გოლი გა­ი­ტა­ნა, რომ სტა­ჟი­ან გულ­შე­მატ­კივ­რებს ძვე­ლი, დი­ა­დი ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რე­ბი მო­ა­გო­ნა. ამით როდი დაკ­მა­ყო­ფილ­დნენ - პა­კე­ტა­მაც და­ამ­წუხ­რა აზი­ე­ლე­ბი და გა­ი­ტა­ნა, ანუ სამ­ხრეთ ამე­რი­კე­ლებ­მა საქ­მე პირ­ვე­ლი­ვე ტა­იმ­ში მო­ა­თა­ვეს. მე­ო­რე ტა­იმ­ში სა­ინ­ტე­რე­სო ბევ­რი აღა­რა­ფე­რი მომ­ხდა­რა, სამ­ხერთ კო­რე­ე­ლებ­მა ერთი პრეს­ტი­ჟის გოლი გა­ი­ტა­ნეს.

გო­ლე­ბი ბრა­ზი­ლი­ე­ლებ­მა ცეკ­ვით აღ­ნიშ­ნეს. თვით მათ­მა 61 წლის მწვრთნელ­მა ტი­ტე­მაც კი იცეკ­ვა. მათი ზე­ი­მი "მან­ჩეს­ტე­რის" ყო­ფილ ნა­ხე­ვარმცველ როი კინს არ მო­ე­წო­ნა.

"ვერ ვი­ჯე­რებ, რა­საც ვუ­ყუ­რებ. ცხა­დია, ბრა­ზი­ლია ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობს, მაგ­რამ არა­სო­დეს მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი ცეკ­ვა. ეს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებს" ჰგავს, რაც არ მომ­წონს. ხალ­ხი ამ­ბობს, რომ ეს მათი კულ­ტუ­რაა, თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ეს მო­წი­ნა­აღ­მდე­გის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბაა. უკვე ოთხი გა­ი­ტა­ნეს და ყო­ვე­ლი გო­ლის შემ­დეგ იცეკ­ვეს. მე არც ისე ძლი­ერ გა­მა­ღი­ზი­ა­ნა პირ­ვე­ლი გო­ლის მერე ზე­იმ­მა, შემ­დე­გი აღ­ნიშ­ვნი­სას მწვრთნე­ლი უნდა ჩა­რე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ მა­ნაც იგი­ვე გა­ა­კე­თა. ამით უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. არ ვფიქ­რობ, რომ ეს სა­ერ­თოდ ლა­მა­ზია. მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია, ამათ ერთხე­ლაც ვი­ღაც გა­ლა­ხავს"...

მომ­ზა­დე­ბუ­ლია sportall.ge - ის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავით67
10

ერთადერთი ქვეყანა რომელიც მთელი ფეხბურთის ისტორიის მანძილზე ყოველთვის გამორჩეული ფავორიტია არა აქვს მნიშვნელობა მოიგებს ჩემპიონატს თუ არა ყველას სიამოვნებას ანიჭებს მათი თამაში .ამიტომ ცეკვასაც ავიტანთ,როდესაც წელს მეექვსედ მოიგებენ მუნდიალს მერე შენც გაცეკვებენ კინ .

ზაგრები
7

ვინ ეკითხება ვინმეს იცეკვებენ თუ იმღერებენ. ყველამ თავის მამიდას მიხედოს. ხორვატია კი ჩემპიონია. უძაანმაგრესი ქვეყანაა. ჯერ მარტო რა სანაპიროები აქვთ ადრიატიკაზე. ფაქტიურად ევროპის ბრაზილიაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

პენალტების პირველი სერია და ხორვატების მეკარის გმირობა - ფეხბურთისა და ცეკვის გაკვეთილები ბრაზილიელებისგან: "ამათ ერთხელაც ვიღაც გალახავს"

პენალტების პირველი სერია და ხორვატების მეკარის გმირობა - ფეხბურთისა და ცეკვის გაკვეთილები ბრაზილიელებისგან: "ამათ ერთხელაც ვიღაც გალახავს"

5 ნოემბერს, მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ ორი მეოთხედფინალისტი გამოვლინდა, შეიძლება ითქვას, რომ ამჯერადაც ფავორიტებმა იმარჯვეს. მუნდიალზე პირველი პენალტების სერიაც ვიხილეთ. ხორვატიამ იაპონიას სწორედ თერთმეტმეტრინებით სძლია.

თავიდან უპირატესობას ხორვატები ფლობდნენ, თუმცა იაპონელებმა თამაშის გათანაბრება შეძლეს, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს - ჯერ კამადამ კარგი შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კი მაედამ ლივაკოვიჩის კარი დალაშქრა. მეორე ტაიმი ევროპელებმა აქტიურად დაიწყეს - 56-ე წუთზე პერიშიჩმა ლამაზი თავურით გაათანაბრა ანგარიში, მერე მოდრიჩის ძლიერად დარტყმული ბურთი მეკარე გონდამ მოიგერია. დარჩენილ დროში გოლი არ გავიდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით ტაიმებში გუნდები ფრთხილობდნენ, თამაშის ტემპი დაეცა, საბოლოოდ კი დამატებითი დროც ფრედ დასრულდა და პენალტების სერია დაინიშნა. ამ შეხვედრის გმირი ბალკანელების მეკარე დომინიკ ლივაკოვიჩი გახდა, რომელმაც 11-მეტრიანი ნიშნულიდან მოწინააღმდეგის სამი დარტყმის მოგერიება მოახერხა.

პორტალ Opta Sport-ის მიხედვით, ის გახდა მესამე მეკარე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც ასეთი რამ მოახერხა. ხორვატია შემდეგ ეტაპზე ბრაზილიას დაუპირისპირდა, რომელმაც სამხრეთ კორეას დიდი უპირატესობით - 4:1 სძლია.

ბრაზილია, რომელსაც ტრავმამორჩენილი ნეიმარი დაუბრუნდა, დებიუტში ვინისიუსის გოლით დაწინაურდა. შემდეგ რიშარლისონის მოპოვებული პენალტი ნეიმარმა ორიგინალურად გამოიყენა და ანგარიში გაზარდა. კორეამ შეტევით უპასუხა და ხვან ხი ჩხანის ცხრიანში დარტყმული ბურთი მეკარე ალისონმა მოიგერია.

29-ე წუთზე კი რიშარლისონმა ისეთი საოცარი გოლი გაიტანა, რომ სტაჟიან გულშემატკივრებს ძველი, დიადი ბრაზილიის ნაკრები მოაგონა. ამით როდი დაკმაყოფილდნენ - პაკეტამაც დაამწუხრა აზიელები და გაიტანა, ანუ სამხრეთ ამერიკელებმა საქმე პირველივე ტაიმში მოათავეს. მეორე ტაიმში საინტერესო ბევრი აღარაფერი მომხდარა, სამხერთ კორეელებმა ერთი პრესტიჟის გოლი გაიტანეს.

გოლები ბრაზილიელებმა ცეკვით აღნიშნეს. თვით მათმა 61 წლის მწვრთნელმა ტიტემაც კი იცეკვა. მათი ზეიმი "მანჩესტერის" ყოფილ ნახევარმცველ როი კინს არ მოეწონა.

"ვერ ვიჯერებ, რასაც ვუყურებ. ცხადია, ბრაზილია ბრწყინვალედ თამაშობს, მაგრამ არასოდეს მინახავს ამდენი ცეკვა. ეს "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ჰგავს, რაც არ მომწონს. ხალხი ამბობს, რომ ეს მათი კულტურაა, თუმცა, ვფიქრობ, ეს მოწინააღმდეგის უპატივცემულობაა. უკვე ოთხი გაიტანეს და ყოველი გოლის შემდეგ იცეკვეს. მე არც ისე ძლიერ გამაღიზიანა პირველი გოლის მერე ზეიმმა, შემდეგი აღნიშვნისას მწვრთნელი უნდა ჩარეულიყო, მაგრამ მანაც იგივე გააკეთა. ამით უკმაყოფილო ვარ. არ ვფიქრობ, რომ ეს საერთოდ ლამაზია. მხოლოდ დროის საკითხია, ამათ ერთხელაც ვიღაც გალახავს"...

მომზადებულია sportall.ge - ის მასალების მიხედვით

იხილეთ ასევე: