პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა
ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა

ინ­დო­ნე­ზი­ა­ში მი­ი­ღეს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სი და­ნა­შა­უ­ლად ცხად­დე­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ერთი წლის ვა­დით.

ეს არის მხო­ლოდ ნა­წი­ლი კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც, კრი­ტი­კოს­თა თქმით, ანად­გუ­რებს ადა­მი­ან­თა თა­ვი­სუფ­ლე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ახა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სი ძა­ლა­ში სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ შევა. გარ­და ქორ­წი­ნე­ბამ­დე სექ­სის აკ­რძალ­ვი­სა, ის ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს პრე­ზი­დენ­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო იდე­ო­ლო­გი­ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გა­მო­ხატ­ვის აკ­რძალ­ვას. აკ­რძალ­ვე­ბი გავ­რცელ­დე­ბა რო­გორც ინ­დო­ნე­ზი­ე­ლებ­ზე, ასე­ვე ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ უცხო­ე­ლებ­ზე.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ეს არის უხე­ში დარ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბის. ინ­დო­ნე­ზი­ე­ლი კა­ნონ­მდებ­ლე­ბის თქმით კი, ყვე­ლა­ფე­რი "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის“ გა­კეთ­და. აღ­ნიშNულს ჯა­კარ­ტა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის მცი­რე ჯგუ­ფე­ბის მხრი­დან პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა.

კო­დექ­სის წინა პრო­ექ­ტი 2019 წელს უნდა მი­ე­ღოთ, მაგ­რამ მა­შინ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით საპ­რო­ტეს­ტო გა­მოს­ვლე­ბი და­ი­წყო, დე­მონ­სტრა­ცი­ებ­ში ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და მათ შო­რის იყ­ვნენ სტუ­დენ­ტე­ბიც. მოხ­და შე­ტა­კე­ბე­ბი პო­ლი­ცი­ას­თან. სა­ბო­ლო­ოდ კი, ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა გა­და­ი­დო.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რო­მინ­დო­ნე­ზი­ის ზო­გი­ერთ ნა­წილს უკვე აქვს მკაც­რი კა­ნო­ნე­ბი. მა­გა­ლი­თასდ, აჩეს პრო­ვინ­ცი­ა­ში მოქ­მე­დებს მკაც­რი ის­ლა­მუ­რი კა­ნო­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ჯე­ბი­ან აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის, ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბის, ასე­ვე ქორ­წი­ნე­ბის მიღ­მა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბის გამო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
12

ძალიან კარგი აქაც ესე უნდა იყოს როგორ უნდა გვაჯობოს ინდონეზიამ

გიგი
3

აქაც რომ დაეკანონებინათ, ალბათ ჩვენს მორალისტებსაც მაგრად გაუსწორდებოდათ. 😅

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა

ინდონეზიაში მოქალაქეებს ქორწინების გარეშე სექსს უკრძალავენ - სასჯელი 1-წლიანი პატიმრობაა

ინდონეზიაში მიიღეს სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის მიხედვითაც ქორწინებამდე სექსი დანაშაულად ცხადდება და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთი წლის ვადით.

ეს არის მხოლოდ ნაწილი კანონში შეტანილი ცვლილებებისა, რომელიც, კრიტიკოსთა თქმით, ანადგურებს ადამიანთა თავისუფლებას.

აღსანიშნავია, რომ ახალი სისხლის სამართლის კოდექსი ძალაში სამი წლის განმავლობაში არ შევა. გარდა ქორწინებამდე სექსის აკრძალვისა, ის ასევე ითვალისწინებს პრეზიდენტის შეურაცხყოფისა და სახელმწიფო იდეოლოგიის საწინააღმდეგო შეხედულებების გამოხატვის აკრძალვას. აკრძალვები გავრცელდება როგორც ინდონეზიელებზე, ასევე ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს არის უხეში დარღვევა ადამიანის უფლებების და დემოკრატიული პრინციპების. ინდონეზიელი კანონმდებლების თქმით კი, ყველაფერი "საზოგადოებრივი ინტერესებისთვის“ გაკეთდა. აღნიშNულს ჯაკარტაში საზოგადოების მცირე ჯგუფების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

კოდექსის წინა პროექტი 2019 წელს უნდა მიეღოთ, მაგრამ მაშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, დემონსტრაციებში ათიათასობით ადამიანი მონაწილეობდა მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. საბოლოოდ კი, ცვლილებების მიღება გადაიდო.

აღსანიშნავია, რომინდონეზიის ზოგიერთ ნაწილს უკვე აქვს მკაცრი კანონები. მაგალითასდ, აჩეს პროვინციაში მოქმედებს მკაცრი ისლამური კანონები და ადამიანები ისჯებიან აზარტული თამაშების, ალკოჰოლის მიღების, ასევე ქორწინების მიღმა სასიყვარულო ურთიერთობის გამო.