პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-სთან პირდაპირი ფრენები რეალისტურია" - რა განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამერიკასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე და რა ეტაპზეა სამუშაოები
"აშშ-სთან პირდაპირი ფრენები რეალისტურია" - რა განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამერიკასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე და რა ეტაპზეა სამუშაოები

"აშშ-სთან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლა არის რთუ­ლი და გრძე­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ტექ­ნი­კურ მზად­ყოფ­ნას, რად­გან აშშ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აჩ­ნია", - ამის შე­სა­ხებ ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა, ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

  • მი­სი­ვე თქმით, აშშ-ის მო­თხოვ­ნე­ბი უკავ­შირ­დე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებს, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს.

"აშშ-სთან პირ­და­პი­რი ავი­ა­მი­მოს­ვლე­ბი არის რთუ­ლი და გრძე­ლი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ტექ­ნი­კურ მზად­ყოფ­ნას - აე­რო­პორ­ტე­ბის ტექ­ნი­კურ შე­სა­ბა­მი­სო­ბას, რად­გან ამე­რი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, სპე­ცი­ფი­კუ­რი მო­თხოვ­ნე­ბი გა­აჩ­ნია უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, მათ შო­რის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­მოწ­მე­ბის გან­სხვა­ვე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ამა­ზე მი­დის მუ­შა­ო­ბა, კო­ვი­დამ­დე და­ი­წყო, თუმ­ცა ამან შე­ა­ფერ­ხა, მაგ­რამ ჩვენ იმე­დი გვაქვს, რომ უკვე 2023 წელს ჩვენ გვე­ყო­ლე­ბა მი­სია, რო­მე­ლიც შე­ა­ფა­სებს, მო­ახ­დენს აუ­დიტს და გვექ­ნე­ბა დე­ტა­ლუ­რი, მკა­ფიო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, თუ რა არის სა­ჭი­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი კუ­თხით, რათა ჩვენ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში ვი­ყოთ. მე­ო­რე ნა­წი­ლია კო­მერ­ცი­უ­ლი ნა­წი­ლი, რომ ჩვენ გვყავ­დეს და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ავი­ა­კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც იფ­რენს აშშ-ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, თუმ­ცა იმ აღ­დგე­ნის ტენ­დენ­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც ავი­ა­ცი­ის სფე­რო­შია, ჩვენ ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვუ­ყუ­რებთ ამ პრო­ცესს.

  • ვფიქ­რობ, რომ რე­ა­ლის­ტუ­რია აშშ-სთან პირ­და­პი­რი ფრე­ნე­ბი.

ასე­ვე მი­დის მუ­შა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე აშშ-სთან. ამე­რი­კას დღეს შე­ჩე­რე­ბუ­ლი აქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა თა­ვი­სუ­ფალ ვაჭ­რო­ბა­ზე ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას­თან, შე­სა­ბა­მი­სად, არ არის მარ­ტი­ვი, რომ ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თან მოხ­დეს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აქვს აშშ-სთან. ასე­თი რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნაა, რაც აღ­ნიშ­ნუ­ლი იყო ამე­რი­კის სა­ვაჭ­რო წარ­მო­მად­გე­ნელ­თან შეხ­ვედ­რი­სას. ასე­ვე გა­ნი­ხი­ლე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი, ანუ ახა­ლი პრაქ­ტი­კა თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ სტრა­ტე­გი­ულ ქვეყ­ნებ­თან ჰქონ­დეს აშშ-ს ურ­თი­ერ­თო­ბა სა­ვაჭ­რო კუ­თხით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ვაჭ­რო­ბის სხვა რე­ჟი­მი და ასე­თი ერ­თე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბია - მათ შო­რის არის ბრი­ტა­ნე­თი, სა­ქარ­თვე­ლო და ა.შ. ეს რთუ­ლი პრო­ცე­სია, მაგ­რამ გა­მომ­დი­ნა­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბი­დან, ეს სა­კი­თხი არ არის და­ხუ­რუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვი­თაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Akaki
4

მწვანე ვიზა ბართის ლიმიტიც გაზარდეეთ!

ელგუჯა
10

პირველი რეისით, სუბარის და მაჭარაშვილის "სასტავი" გაუშვით.

ავტორი:

"აშშ-სთან პირდაპირი ფრენები რეალისტურია" - რა განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამერიკასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე და რა ეტაპზეა სამუშაოები

"აშშ-სთან პირდაპირი ფრენები რეალისტურია" - რა განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამერიკასთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე და რა ეტაპზეა სამუშაოები

"აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლა არის რთული და გრძელი პროცესი, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მზადყოფნას, რადგან აშშ-ის ადმინისტრაციას განსაკუთრებული, სპეციფიკური მოთხოვნები გააჩნია", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

  • მისივე თქმით, აშშ-ის მოთხოვნები უკავშირდება უსაფრთხოების წესებს, მათ შორის უსაფრთხოების შემოწმების განსხვავებულ პროცედურებს.

"აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლები არის რთული და გრძელი პროცესი, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ მზადყოფნას - აეროპორტების ტექნიკურ შესაბამისობას, რადგან ამერიკის ადმინისტრაციას განსაკუთრებული, სპეციფიკური მოთხოვნები გააჩნია უსაფრთხოების წესებთან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოების შემოწმების განსხვავებულ პროცედურებთან დაკავშირებით.

ამაზე მიდის მუშაობა, კოვიდამდე დაიწყო, თუმცა ამან შეაფერხა, მაგრამ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უკვე 2023 წელს ჩვენ გვეყოლება მისია, რომელიც შეაფასებს, მოახდენს აუდიტს და გვექნება დეტალური, მკაფიო რეკომენდაციები, თუ რა არის საჭირო ინფრასტრუქტურული კუთხით, რათა ჩვენ შესაბამისობაში ვიყოთ. მეორე ნაწილია კომერციული ნაწილი, რომ ჩვენ გვყავდეს დაინტერესებული ავიაკომპანია, რომელიც იფრენს აშშ-ის მიმართულებით, თუმცა იმ აღდგენის ტენდენციებიდან გამომდინარე, რომელიც ავიაციის სფეროშია, ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ ამ პროცესს.

  • ვფიქრობ, რომ რეალისტურია აშშ-სთან პირდაპირი ფრენები.

ასევე მიდის მუშაობა თავისუფალ ვაჭრობაზე აშშ-სთან. ამერიკას დღეს შეჩერებული აქვს მოლაპარაკება თავისუფალ ვაჭრობაზე ნებისმიერ ქვეყანასთან, შესაბამისად, არ არის მარტივი, რომ ეს საქართველოსთან მოხდეს, მაგრამ საქართველოს განსაკუთრებული თანამშრომლობა აქვს აშშ-სთან. ასეთი რამდენიმე ქვეყანაა, რაც აღნიშნული იყო ამერიკის სავაჭრო წარმომადგენელთან შეხვედრისას. ასევე განიხილება განსხვავებული მოდელები, ანუ ახალი პრაქტიკა თუ როგორ შეიძლება ასეთ სტრატეგიულ ქვეყნებთან ჰქონდეს აშშ-ს ურთიერთობა სავაჭრო კუთხით. ეს შეიძლება იყოს ვაჭრობის სხვა რეჟიმი და ასეთი ერთეული ქვეყნებია - მათ შორის არის ბრიტანეთი, საქართველო და ა.შ. ეს რთული პროცესია, მაგრამ გამომდინარე სტრატეგიული ურთიერთობიდან, ეს საკითხი არ არის დახურული“, - განაცხადა დავითაშვილმა.