ემბერ ჰერდი ჯონი დეპის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის ხელახლა გამართვას ითხოვს. 36 წლის მსახიობმა საჩივარი ამ თვის დასაწყისში შეიტანა. ემბერი ამტკიცებს, რომ მისი ფსიქოლოგის ჩანაწერები, რომელშიც ემბერი აცხადებს, რომ ჯონიმ მასზე იძალადა, სასამართლომ არ გაითვალისწინა და სწორედ ეს გახდა პროცესზე მიღებული განაჩენის მიზეზი.
მსახიობი ქალის თქმით, სასამართლომ რამდენიმე ცალკეული შემთხვევა არ განიხილა, რომლებშიც ამბერი სამედიცინო პერსონალს დეპის მიერ მასზე ძალადობის შესახებ ესაუბრა
"ამ დოკუმენტის გამორიცხვა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სხვა ადამიანებისთვის კიდევ უფრო რთულს გახდის, რომ დამნაშავეს ბრალდება დაუმტკიცონ“,- წერენ ჰერდის ადვოკატები საბუთებში.
სასამართლოს ბოლო ვერდიქტის მიხედვით, ჰერდს ნაფიცმა მსაჯულებმა დეპისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.
კარიბის ზღვის მეკობრეების“ ვარსკვლავმა არ დააყოვნა და უკვე შეიტანა საპასუხო საჩივარი ამავე საქმეზე. მისი განცხადებით, ცილისწამების ერთი პუნქტი, რომელშიც ჰერდმა სასამართლო პროცესზე მოიგო, მცდარი იყო.
ნაფიცმსაჯულთა ჯგუფი ორივე სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, რის შემდეგაც თითოეულ მხარეს შეეძლება ვერდიქტი კიდევ ერთხელ გაასაჩივროს.
წყარო: nypost
მოამზადა: ანა სიბოშვილმა