მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებს არ მიაქვთ თავიანთი ცხედრები, ასე, ყრია ქუჩაში“. - რას ყვება მამუკა მამულაშვილი ბახმუტზე და რას ამბობს ექსპერტი ამ ქალაქის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე?
"რუსებს არ მიაქვთ თავიანთი ცხედრები, ასე, ყრია ქუჩაში“. - რას ყვება მამუკა მამულაშვილი ბახმუტზე და რას ამბობს ექსპერტი ამ ქალაქის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე?

აგ­ვის­ტოს ბო­ლო­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უკ­რა­ი­ნის არ­მია გა­ნაგ­რძობს რუ­სე­თის შე­ტე­ვე­ბის მო­გე­რი­ე­ბას დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლაქ ბახ­მუ­ტში, რო­მელ­ში შეღ­წე­ვა­საც რუ­სე­თის სარ­დლო­ბა დონ­ბა­სის რე­გი­ონ­ზე კონ­ტრო­ლის გა­ფარ­თო­ე­ბის მიზ­ნით დიდი ძა­ლე­ბით ცდი­ლობს. ბრძო­ლე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბას თა­ვად ბახ­მუ­ტის დიდი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტე­ბის თქმით, ქა­ლა­ქის აღე­ბა რუ­სე­თის არ­მი­ას გზას გა­უხ­სნის დო­ნეც­კის ოლ­ქის ქა­ლა­ქებ­ზე - სლა­ვი­ანსკზე, კრა­მა­ტორსკზე, კონ­სტან­ტი­ნოვ­კა­სა და სე­ვერსკი­ზე სწრა­ფი შე­ტე­ვის­თვის. ხოლო უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტი, რო­მე­ლიც დო­ნეც­კე­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის­გან 2014 წლის ივ­ლის­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მნიშ­ვნე­ლო­ვან სატ­რან­სპორ­ტო კვანძს წარ­მო­ად­გენს. ბახ­მუ­ტი რუ­სე­თის არ­მი­ის ფო­კუს­ში მას მერე მო­ექ­ცა, რაც სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა მაის-ივ­ნის­ში ქა­ლა­ქე­ბი სე­ვე­რო­დო­ნეც­კი და ლი­სი­ჩანსკი და­ი­კა­ვეს. ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის არაპ­რო­ვო­ცი­რე­ბულ შეჭ­რამ­დე 70 000-მდე მო­სახ­ლე ცხოვ­რობ­და, მა­სობ­რი­ვი სა­არ­ტი­ლე­რიო და სა­რა­კე­ტო იე­რი­შე­ბის შე­დე­გად თით­ქმის მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

უკ­რა­ი­ნა­ში "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ მე­თა­უ­რი მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ: "ბახ­მუ­ტი არის საკ­ვან­ძო პუნ­ქტი, სა­დაც გა­დის რუ­სუ­ლი ლო­ჯის­ტი­კა და სწო­რედ ამ გზა­ზეა ბრძო­ლა. რაც ახლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ რუ­სებს, ეს ბახ­მუ­ტის გზაა და ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ სა­ი­მი­სოდ, რომ ის არ გა­და­ე­კე­ტოთ. რუ­სებ­მა თა­ვი­სი არ­ტი­ლე­რი­ის კონ­ცენ­ტრა­ცია მო­ახ­დი­ნეს და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ანად­გუ­რე­ბენ ქა­ლაქს, ან­გრე­ვენ შე­ნო­ბებს... ბახ­მუ­ტი ამ ომში საკ­მა­ოდ და­ძა­ბუ­ლი ფრაგ­მენ­ტია. ბახ­მუ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩემი და­ნა­ყო­ფიც იბ­რძვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ამ ქა­ლა­ქის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის იმე­დი, უბ­რა­ლოდ, მი­დის ინ­ტენ­სი­უ­რი და­ბომბვე­ბი და ვინც ამ და­ბომბვის ქვეშ ჰყვე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ბევ­რი უკ­რა­ი­ნე­ლია გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა 3-ჯერ მეტი რუ­სია და­ღუ­პუ­ლი, უბე­დუ­რე­ბა ტრი­ა­ლებს, რუ­სებს არც მი­აქვთ თა­ვი­ან­თი ცხედ­რე­ბი, ასე, ყრია ქუ­ჩა­ში“...

GIPA-ს პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ambebi.ge-სთან მი­მო­ი­ხი­ლავს, თუ რა ვი­თა­რე­ბაა ამ­ჟა­მად ბახ­მუ­ტში:

"ბახ­მუ­ტი ამ წუ­თას მთლი­ა­ნად კონ­ტროლ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის მიერ. ქა­ლა­ქის შე­მო­გა­რენ­შიც სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რია, უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე მო­მიჯ­ნა­ვე სამ­ხრე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე _ ოპიტ­ნა­სა და ივა­ნჰ­რად­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მთა­ვა­რი ინ­ტენ­სი­უ­რი შე­ტა­კე­ბე­ბი, მას, და­ახ­ლო­ე­ბით, 30 ათა­სი რუსი სამ­ხედ­რო უტევს, რო­მელ­თა­გან ნა­წი­ლი დო­ნეც­კე­ლი სე­პა­რა­ტის­ტია, ნა­წი­ლი - პა­ტი­მა­რი, და­ნარ­ჩე­ნი კი "ვაგ­ნე­რის“ დაჯ­გუ­ფე­ბაა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ეფექ­ტუ­რია, მაგ­რამ რუ­სებს აქვთ უპი­რა­ტე­სო­ბა არ­ტი­ლე­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით, რაც, რა თქმა უნდა, სი­ტუ­ა­ცი­ას არ­თუ­ლებს. მე­ო­რეს მხრივ, აღ­მო­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით (სა­დაც სო­ლე­და­რის გზა მდე­ბა­რე­ობს) შე­ტე­ვა ისე­თი მძლავ­რი ვე­ღარ არის, თუმ­ცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ყო­ველ­დღი­უ­რად, პე­რი­ო­დუ­ლად მი­დის ტალ­ღო­ვა­ნი შე­ტე­ვე­ბი - მა­გა­ლი­თად, რუ­სე­ბი წინ გა­უშ­ვე­ბენ 1000 - კა­ცი­ან დაჯ­გუ­ფე­ბას და აქე­დან შე­იძ­ლე­ბა უკან დაბ­რუნ­დეს 700, ამის მერე შე­ტე­ვა­ზე შემ­დგო­მი 1000 გავა. ანუ ტალ­ღო­ვა­ნად ხდე­ბა შე­ტე­ვე­ბი, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბას ძა­ლი­ან ამ­ძი­მებს. სი­ტუ­ა­ცია ქა­ლაქ­ში იმი­ტო­მაც სტა­ბი­ლურ­დე­ბა, რომ ამ დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა ბახ­მუ­ტში და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნეს. შე­სა­ბა­მი­სად, იმის ალ­ბა­თო­ბა, რომ ახლა ბახ­მუ­ტში სი­ტუ­ა­ცია კრი­ტი­კუ­ლად შე­იც­ვა­ლოს, გა­მო­რი­ცხუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რუ­სე­ბი ცდი­ლო­ბენ ბახ­მუ­ტში გა­და­ი­ტა­ნონ ბრძო­ლა და ბახ­მუ­ტი წლის ბო­ლომ­დე აი­ღონ, ქა­ლა­ქი იმ­დე­ნად კარ­გა­დაა და­ცუ­ლი, სა­ეჭ­ვოა, რუ­სებ­მა შეძ­ლონ მისი აღე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნე­ლებს მარ­ტო ქა­ლაქთან არ აქვთ საყ­რდე­ნი პუნ­ქტი მო­წყო­ბი­ლი, მათი საყ­რდე­ნი პუნ­ქტი ქა­ლაქ­შია, შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სე­ბი ქა­ლაქ­ში რომც შე­ვიდ­ნენ, ეს იქ­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­საკ­ლა­ოს გაგ­რძე­ლე­ბა.

ახ­ლან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი არ არის ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ და­ღუ­პულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რუ­სე­ბის მხრი­დან მარ­ტო ბახ­მუტ­თან შე­საძ­ლოა 5 ათა­სი და მეტი იყოს. ანუ ესაა მო­ცე­მუ­ლო­ბა, რო­მელ­საც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ. ეს კა­ტას­ტრო­ფუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან მა­რი­უ­პოლ­ში, სა­დაც რუ­სებ­მა ყვე­ლა­ზე მძი­მე ბრძო­ლა გა­და­ი­ხა­დეს, 6 ათა­სი მებ­რძო­ლი და­კარ­გეს და ის ფაქ­ტი, რომ ამ ქა­ლა­ქის მი­სად­გო­მებ­თან 5000 მებ­რძო­ლი და­უწ­ვათ, ძა­ლი­ან დიდი ციფ­რია“.

გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე ამ­ბობს, რომ სტრა­ტე­გი­ულ­ზე მე­ტად, რუ­სე­ბის მხრი­დან ბახ­მუ­ტის აღე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს:

"რო­დე­საც იზი­უ­მი რუ­სე­ბის ხელ­ში იყო, ბახ­მუ­ტის აღე­ბა ბევ­რად სა­ში­ში იყო, ვი­ნა­ი­დან ქა­ლა­ქის აღე­ბით შე­საძ­ლოა ალ­ყა­ში მოქ­ცე­უ­ლი­ყო სლა­ვი­ანსკი და კრა­მა­ტორსკი. დღეს ბახ­მუ­ტის აღე­ბას ისე­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, თუ არ ჩავ­თვლით რამ­დე­ნი­მე ას­პექტს:

1. ზო­გა­დად, ლი­სი­ჩანსკსა და სე­ვე­რო­დო­ნეცკ­ზე თუ იქ­ნე­ბა შე­ტე­ვა, ბახ­მუ­ტი იქ­ნე­ბა მო­მა­რა­გე­ბის ზურ­გი. ამ ქა­ლა­ქე­ბის­კენ ორი გზა მი­დის - კრე­მი­ნას და ბახ­მუ­ტის. ბახ­მუ­ტის გზა იყო პირ­ვე­ლი მო­მა­რა­გე­ბის ცენ­ტრი, რო­დე­საც სე­ვე­რო­დო­ნეც­კი­სათ­ვის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ამი­ტომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

2. თვი­თონ გზა მი­დის სლა­ვი­ანსკი­სა და კრა­მა­ტორსკი­სა­კენ და, შე­სა­ბა­მი­სად, ბახ­მუ­ტის გზის გა­მო­ყე­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა. მაგ­რამ ბახ­მუ­ტი უფრო შორ­საა სლა­ვი­ანსკი­დან, ვიდ­რე, მა­გა­ლი­თად, თუნ­დაც იზი­უ­მი იყო, ამი­ტომ, რომ ვთქვათ, ბახ­მუ­ტის თუნ­დაც აღე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სლა­ვი­ანსკის ბედი გა­და­წყვე­ტი­ლია - არა­ნა­ი­რად, ამ ამ­ბავ­ში სა­ერ­თოდ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. უბ­რა­ლოდ ისაა, რომ ეს არის მო­მა­რა­გე­ბის კვან­ძი, მი­მარ­თუ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე გზი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და შე­სა­ბა­მი­სად, ბახ­მუტს ახლა აქვს დიდი პო­ლი­ტი­კუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა იმი­ტომ, რომ "ვაგ­ნერ­მა“ და მის­მა ლი­დერ­მა ევ­გე­ნი პრი­გო­ჟინ­მა და­ი­სა­ხეს მიზ­ნად, რომ ბახ­მუტს ყვე­ლაფ­რის ფა­სად აი­ღებ­და. შე­სა­ბა­მი­სად, სტრა­ტე­გი­უ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თუ არა, აქ ამა­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი. ეს არის პრი­გო­ჟი­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სვლა და პირ­ველ რიგ­ში, მან უნდა და­უმ­ტკი­ცოს რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ნა­წი­ლებს, რომ ის ჭკვი­ა­ნია და თა­ვის მოქ­მე­დე­ბებს უფრო მეტი შე­დე­გი მო­აქვს, ვიდ­რე რუ­სე­თის გენშტა­ბის მოქ­მე­დე­ბებს ერ­თად. ამი­ტო­მაც ეს უფრო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია, ვიდ­რე სტრა­ტე­გი­უ­ლი.

იმა­ში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი და­ი­ცა­ვენ ქა­ლაქს. ბახ­მუ­ტში რუ­სე­ბის შეს­ვლა გა­ჭირ­დე­ბა და რომც შე­ვიდ­ნენ, დიდი ალ­ბა­თო­ბით, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ ქა­ლა­ქის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ხე­და­ვენ, რომ რუ­სებს იმ­ხე­ლა სამ­ხედ­რო ძალა ჰყავთ მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რომ შე­უძ­ლი­ათ გე­ნე­რა­ლუ­რი ბრძო­ლა­სა­ვით გა­უ­ხა­დონ ბახ­მუ­ტში. ამი­ტომ ეს რე­ა­ლუ­რად, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის­თვის არის შან­სი იმი­სა, რომ დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნონ რუ­სებს და შემ­დგო­მი შე­ტე­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ზამ­თარ­ში მა­ინც ჩა­უგ­დონ. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ამა­ზე არ და­ზარ­დე­ბი­ან და არც უკან და­ი­ხე­ვენ. ამ ქა­ლაქს დი­დად სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, გა­და­უ­ხა­დონ დიდი ბრძო­ლა რუ­სებს კო­ლო­სა­ლუ­რი და­ნა­კარ­გე­ბით. რუ­სუ­ლი არ­ტი­ლე­რია მუ­შა­ობს დიდი ინ­ტენ­სი­ვო­ბით (ისე­ვე, რო­გორც უკ­რა­ი­ნუ­ლი), ამ ეტაპ­ზე ყვე­ლა სა­ხის ია­რაღს იყე­ნე­ბენ და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სი­ტუ­ა­ცია არ არის იოლი“, - გვე­უბ­ნე­ბა გი­ორ­გი კო­ბე­რი­ძე.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
უბრალო
1

საინტერესო კომენტარებია, ალბათ ყველა განვიცდით.

სერგო
1

ვერ გავიგე " ამის მტკიცებით " პონტის " გამო ხოცავენ ერთმანეთს?

ავტორი:

"რუსებს არ მიაქვთ თავიანთი ცხედრები, ასე, ყრია ქუჩაში“. - რას ყვება მამუკა მამულაშვილი ბახმუტზე და რას ამბობს ექსპერტი ამ ქალაქის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე?

"რუსებს არ მიაქვთ თავიანთი ცხედრები, ასე, ყრია ქუჩაში“. - რას ყვება მამუკა მამულაშვილი ბახმუტზე და რას ამბობს ექსპერტი ამ ქალაქის პოლიტიკურ-სტრატეგიულ მნიშვნელობაზე?

აგვისტოს ბოლოდან მოყოლებული, უკრაინის არმია განაგრძობს რუსეთის შეტევების მოგერიებას დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, რომელში შეღწევასაც რუსეთის სარდლობა დონბასის რეგიონზე კონტროლის გაფართოების მიზნით დიდი ძალებით ცდილობს. ბრძოლების ინტენსივობას თავად ბახმუტის დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა განაპირობებს. სამხედრო ექსპერტების თქმით, ქალაქის აღება რუსეთის არმიას გზას გაუხსნის დონეცკის ოლქის ქალაქებზე - სლავიანსკზე, კრამატორსკზე, კონსტანტინოვკასა და სევერსკიზე სწრაფი შეტევისთვის. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ქალაქი ბახმუტი, რომელიც დონეცკელი სეპარატისტებისგან 2014 წლის ივლისში გათავისუფლდა, მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ბახმუტი რუსეთის არმიის ფოკუსში მას მერე მოექცა, რაც საოკუპაციო ძალებმა მაის-ივნისში ქალაქები სევეროდონეცკი და ლისიჩანსკი დაიკავეს. ქალაქი, რომელშიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ შეჭრამდე 70 000-მდე მოსახლე ცხოვრობდა, მასობრივი საარტილერიო და სარაკეტო იერიშების შედეგად თითქმის მთლიანად განადგურებულია.

უკრაინაში "ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ: "ბახმუტი არის საკვანძო პუნქტი, სადაც გადის რუსული ლოჯისტიკა და სწორედ ამ გზაზეა ბრძოლა. რაც ახლა ძალიან სჭირდებათ რუსებს, ეს ბახმუტის გზაა და ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ ის არ გადაეკეტოთ. რუსებმა თავისი არტილერიის კონცენტრაცია მოახდინეს და, ფაქტობრივად, ანადგურებენ ქალაქს, ანგრევენ შენობებს... ბახმუტი ამ ომში საკმაოდ დაძაბული ფრაგმენტია. ბახმუტის მიმართულებით ჩემი დანაყოფიც იბრძვის. რა თქმა უნდა, გვაქვს ამ ქალაქის შენარჩუნების იმედი, უბრალოდ, მიდის ინტენსიური დაბომბვები და ვინც ამ დაბომბვის ქვეშ ჰყვება, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი იღუპება, ბევრი უკრაინელია გარდაცვლილი, თუმცა 3-ჯერ მეტი რუსია დაღუპული, უბედურება ტრიალებს, რუსებს არც მიაქვთ თავიანთი ცხედრები, ასე, ყრია ქუჩაში“...

GIPA-ს პროფესორი გიორგი კობერიძე ambebi.ge-სთან მიმოიხილავს, თუ რა ვითარებაა ამჟამად ბახმუტში:

"ბახმუტი ამ წუთას მთლიანად კონტროლდება უკრაინელების მიერ. ქალაქის შემოგარენშიც სიტუაცია სტაბილურია, უბრალოდ, ამ ეტაპზე მომიჯნავე სამხრეთის ტერიტორიაზე _ ოპიტნასა და ივანჰრადში მიმდინარეობს მთავარი ინტენსიური შეტაკებები, მას, დაახლოებით, 30 ათასი რუსი სამხედრო უტევს, რომელთაგან ნაწილი დონეცკელი სეპარატისტია, ნაწილი - პატიმარი, დანარჩენი კი "ვაგნერის“ დაჯგუფებაა. საბოლოო ჯამში, უკრაინელების წინააღმდეგობა ეფექტურია, მაგრამ რუსებს აქვთ უპირატესობა არტილერიის მიმართულებით, რაც, რა თქმა უნდა, სიტუაციას ართულებს. მეორეს მხრივ, აღმოსავლეთის მიმართულებით (სადაც სოლედარის გზა მდებარეობს) შეტევა ისეთი მძლავრი ვეღარ არის, თუმცა ამ მიმართულებითაც ყოველდღიურად, პერიოდულად მიდის ტალღოვანი შეტევები - მაგალითად, რუსები წინ გაუშვებენ 1000 - კაციან დაჯგუფებას და აქედან შეიძლება უკან დაბრუნდეს 700, ამის მერე შეტევაზე შემდგომი 1000 გავა. ანუ ტალღოვანად ხდება შეტევები, რაც ამ მიმართულებით ვითარებას ძალიან ამძიმებს. სიტუაცია ქალაქში იმიტომაც სტაბილურდება, რომ ამ დღეებში უკრაინელებმა ბახმუტში დამატებითი ძალები შეიყვანეს. შესაბამისად, იმის ალბათობა, რომ ახლა ბახმუტში სიტუაცია კრიტიკულად შეიცვალოს, გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რუსები ცდილობენ ბახმუტში გადაიტანონ ბრძოლა და ბახმუტი წლის ბოლომდე აიღონ, ქალაქი იმდენად კარგადაა დაცული, საეჭვოა, რუსებმა შეძლონ მისი აღება. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებს მარტო ქალაქთან არ აქვთ საყრდენი პუნქტი მოწყობილი, მათი საყრდენი პუნქტი ქალაქშია, შესაბამისად, რუსები ქალაქში რომც შევიდნენ, ეს იქნება ჩვეულებრივი სასაკლაოს გაგრძელება.

ახლანდელი მონაცემები არ არის ცნობილი, მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა რუსების მხრიდან მარტო ბახმუტთან შესაძლოა 5 ათასი და მეტი იყოს. ანუ ესაა მოცემულობა, რომელსაც უკრაინელები ვარაუდობენ. ეს კატასტროფული მაჩვენებელია, ვინაიდან მარიუპოლში, სადაც რუსებმა ყველაზე მძიმე ბრძოლა გადაიხადეს, 6 ათასი მებრძოლი დაკარგეს და ის ფაქტი, რომ ამ ქალაქის მისადგომებთან 5000 მებრძოლი დაუწვათ, ძალიან დიდი ციფრია“.

გიორგი კობერიძე ამბობს, რომ სტრატეგიულზე მეტად, რუსების მხრიდან ბახმუტის აღებას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს:

"როდესაც იზიუმი რუსების ხელში იყო, ბახმუტის აღება ბევრად საშიში იყო, ვინაიდან ქალაქის აღებით შესაძლოა ალყაში მოქცეულიყო სლავიანსკი და კრამატორსკი. დღეს ბახმუტის აღებას ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობა არ აქვს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ასპექტს:

1. ზოგადად, ლისიჩანსკსა და სევეროდონეცკზე თუ იქნება შეტევა, ბახმუტი იქნება მომარაგების ზურგი. ამ ქალაქებისკენ ორი გზა მიდის - კრემინას და ბახმუტის. ბახმუტის გზა იყო პირველი მომარაგების ცენტრი, როდესაც სევეროდონეცკისათვის ბრძოლა მიმდინარეობდა. ამიტომ ეს მნიშვნელოვანია.

2. თვითონ გზა მიდის სლავიანსკისა და კრამატორსკისაკენ და, შესაბამისად, ბახმუტის გზის გამოყენება ამ მიმართულებითაც შეიძლება. მაგრამ ბახმუტი უფრო შორსაა სლავიანსკიდან, ვიდრე, მაგალითად, თუნდაც იზიუმი იყო, ამიტომ, რომ ვთქვათ, ბახმუტის თუნდაც აღების შემთხვევაში, სლავიანსკის ბედი გადაწყვეტილია - არანაირად, ამ ამბავში საერთოდ არაფერი შეიცვლება. უბრალოდ ისაა, რომ ეს არის მომარაგების კვანძი, მიმართულება რამდენიმე გზიდან მიმდინარეობს და შესაბამისად, ბახმუტს ახლა აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა იმიტომ, რომ "ვაგნერმა“ და მისმა ლიდერმა ევგენი პრიგოჟინმა დაისახეს მიზნად, რომ ბახმუტს ყველაფრის ფასად აიღებდა. შესაბამისად, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია თუ არა, აქ ამაზე აღარ არის საუბარი. ეს არის პრიგოჟინის პოლიტიკური სვლა და პირველ რიგში, მან უნდა დაუმტკიცოს რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის სამხედრო ნაწილებს, რომ ის ჭკვიანია და თავის მოქმედებებს უფრო მეტი შედეგი მოაქვს, ვიდრე რუსეთის გენშტაბის მოქმედებებს ერთად. ამიტომაც ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე სტრატეგიული.

იმაში დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები დაიცავენ ქალაქს. ბახმუტში რუსების შესვლა გაჭირდება და რომც შევიდნენ, დიდი ალბათობით, უკრაინელები შეძლებენ ქალაქის შენარჩუნებას. უკრაინელები ხედავენ, რომ რუსებს იმხელა სამხედრო ძალა ჰყავთ მობილიზებული, რომ შეუძლიათ გენერალური ბრძოლასავით გაუხადონ ბახმუტში. ამიტომ ეს რეალურად, უკრაინელებისთვის არის შანსი იმისა, რომ დიდი დარტყმა მიაყენონ რუსებს და შემდგომი შეტევების საშუალება ზამთარში მაინც ჩაუგდონ. უკრაინელები ამაზე არ დაზარდებიან და არც უკან დაიხევენ. ამ ქალაქს დიდად სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, გადაუხადონ დიდი ბრძოლა რუსებს კოლოსალური დანაკარგებით. რუსული არტილერია მუშაობს დიდი ინტენსივობით (ისევე, როგორც უკრაინული), ამ ეტაპზე ყველა სახის იარაღს იყენებენ და აქედან გამომდინარე, სიტუაცია არ არის იოლი“, - გვეუბნება გიორგი კობერიძე.

იხილეთ ასევე: