სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რობი და სუკი ნიშნობაზე ფიქრობენ, მაგრამ არ ჩქარობენ“ - "ბინდის" ვარსკვლავი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საყვარელ ქალთან ერთად, წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა
"რობი და სუკი ნიშნობაზე ფიქრობენ, მაგრამ არ ჩქარობენ“ - "ბინდის" ვარსკვლავი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საყვარელ ქალთან ერთად, წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

რო­ბერტ პა­ტინ­სო­ნი და სუკი უო­ტერ­ჰა­უ­ზი 4-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდნენ ერ­თად წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე. მათი "დე­ბი­უ­ტი“ Dior-ის მა­მა­კა­ცე­ბის 2023 წლის სა­შე­მოდ­გო­მო კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ზე შედ­გა, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ში ჩა­ტარ­და.

მო­დურ ტა­ნი­სა­მოს­ში გა­მო­წყო­ბი­ლი წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ნაზი და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე მზე­რით შეჰ­ყუ­რებ­და და ფო­ტოგ­რა­ფე­ბის­თვის თა­მა­მად პო­ზი­რებ­და. 36 წლის პა­ტინ­სონს კრე­მის­ფე­რი კოს­ტი­უ­მი და ყე­ლი­ა­ნი სვი­ტე­რი ეცვა, 30 წლის სუკი კი ია­სამ­ნის­ფერ კა­ბა­სა და შავ­ქუს­ლი­ან ფეხ­საც­მელ­ში იყო გა­მო­წყო­ბი­ლი.

წყვი­ლის რო­მა­ნი 2018 წელს და­ი­წყო, როცა პა­პა­რაც­მა ისი­ნი ლონ­დო­ნის ქუ­ჩა­ზე ერ­თად შე­ნიშ­ნა სე­ირ­ნო­ბი­სას.

"ბინ­დის“ ვარ­სკვლა­ვი მის მი­მართ დიდ სით­ბოს იჩენ­და, ხელი ჰქონ­და გა­დახ­ვე­უ­ლი და სუ­კის თმა­ზე ეფე­რე­ბო­და. მათ­მა ურ­თი­ერ­თო­ბამ სე­რი­ო­ზუ­ლი სახე 2020 წელს მი­ი­ღო, როცა კო­ვი­დის "ლოკ­და­უ­ნის" დროს წყვილ­მა კა­რან­ტი­ნი ერ­თად გა­ა­ტა­რა.

"რობი და სუკი ნიშ­ნო­ბა­ზე ფიქ­რო­ბენ, მაგ­რამ არ ჩქა­რო­ბენ“,- გა­ნუ­ცხა­და წყა­რომ მე­დი­ას. რო­ბერ­ტი მა­ნამ­დე მომ­ღე­რალ ტა­ლია დებ­რეტ ბარ­ნეტს ხვდე­ბო­და, რო­მე­ლიც სას­ცე­ნო სა­ხე­ლით, FKA twigs-ითაა ცნო­ბი­ლი. ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბიც იყ­ვნენ, მაგ­რამ 2017 წელს და­შორ­დნენ. სუკი უო­ტერ­ჰა­უ­ზი კი 2015 წელს, მსა­ხი­ობ ბრედ­ლი კუ­პერს ორ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ და­შორ­და.

რო­ბერ­ტი და ტა­ლია

პა­ტინ­სო­ნი მისი და უო­ტერ­ჰა­უ­ზის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­ჯა­როდ თით­ქმის არას­დროს სა­უბ­რობს. მსა­ხი­ო­ბი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის კა­ტე­გო­რი­უ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გია. "ქუ­ჩა­ში უცხო ადა­მი­ა­ნი რომ მო­გად­გეს და შენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე კი­თხვე­ბი და­გის­ვას, იფიქ­რებ, რომ ის სა­შინ­ლად უზ­რდე­ლი ადა­მი­ა­ნია. როცა ქუ­ჩა­ში ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლი ვსე­ირ­ნობ და 100 ადა­მი­ა­ნი გვი­ღებს ფო­ტოს, ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა მაქვს", - გა­ნა­ცხა­და პა­ტინ­სონ­მა 2019 წლის ინ­ტერ­ვი­უ­ში.

წყა­რო:pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"რობი და სუკი ნიშნობაზე ფიქრობენ, მაგრამ არ ჩქარობენ“ - "ბინდის" ვარსკვლავი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საყვარელ ქალთან ერთად, წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

"რობი და სუკი ნიშნობაზე ფიქრობენ, მაგრამ არ ჩქარობენ“ - "ბინდის" ვარსკვლავი 4-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, საყვარელ ქალთან ერთად, წითელ ხალიჩაზე პირველად გამოჩნდა

რობერტ პატინსონი და სუკი უოტერჰაუზი 4-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში პირველად გამოჩნდნენ ერთად წითელ ხალიჩაზე. მათი "დებიუტი“ Dior-ის მამაკაცების 2023 წლის საშემოდგომო კოლექციის ჩვენებაზე შედგა, რომელიც ეგვიპტეში ჩატარდა.

მოდურ ტანისამოსში გამოწყობილი წყვილი ერთმანეთს ნაზი და სიყვარულით სავსე მზერით შეჰყურებდა და ფოტოგრაფებისთვის თამამად პოზირებდა. 36 წლის პატინსონს კრემისფერი კოსტიუმი და ყელიანი სვიტერი ეცვა, 30 წლის სუკი კი იასამნისფერ კაბასა და შავქუსლიან ფეხსაცმელში იყო გამოწყობილი.

წყვილის რომანი 2018 წელს დაიწყო, როცა პაპარაცმა ისინი ლონდონის ქუჩაზე ერთად შენიშნა სეირნობისას.

"ბინდის“ ვარსკვლავი მის მიმართ დიდ სითბოს იჩენდა, ხელი ჰქონდა გადახვეული და სუკის თმაზე ეფერებოდა. მათმა ურთიერთობამ სერიოზული სახე 2020 წელს მიიღო, როცა კოვიდის "ლოკდაუნის" დროს წყვილმა კარანტინი ერთად გაატარა.

"რობი და სუკი ნიშნობაზე ფიქრობენ, მაგრამ არ ჩქარობენ“,- განუცხადა წყარომ მედიას. რობერტი მანამდე მომღერალ ტალია დებრეტ ბარნეტს ხვდებოდა, რომელიც სასცენო სახელით, FKA twigs-ითაა ცნობილი. ისინი დანიშნულებიც იყვნენ, მაგრამ 2017 წელს დაშორდნენ. სუკი უოტერჰაუზი კი 2015 წელს, მსახიობ ბრედლი კუპერს ორწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა.

რობერტი და ტალია

პატინსონი მისი და უოტერჰაუზის ურთიერთობაზე საჯაროდ თითქმის არასდროს საუბრობს. მსახიობი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროების კატეგორიული წინააღმდეგია. "ქუჩაში უცხო ადამიანი რომ მოგადგეს და შენს ურთიერთობაზე კითხვები დაგისვას, იფიქრებ, რომ ის საშინლად უზრდელი ადამიანია. როცა ქუჩაში ხელჩაკიდებული ვსეირნობ და 100 ადამიანი გვიღებს ფოტოს, ზუსტად იგივე შეგრძნება მაქვს", - განაცხადა პატინსონმა 2019 წლის ინტერვიუში.

წყარო:pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა