მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე
"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე

უკ­რა­ი­ნა­ში კვლავ უმ­ძი­მე­სი ვი­თა­რე­ბაა, ომის დას­რუ­ლე­ბის კონ­ტუ­რე­ბი ჯერ არ ჩანს. ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ჯერ შე­უძ­ლე­ბე­ლია. ზამ­თრის გამო ინ­ტენ­სი­უ­რი ბრძო­ლე­ბი ვერ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ერ­თა­დერ­თი ქა­ლა­ქი ბახ­მუ­ტია, რომ­ლის გარ­შე­მოც სის­ხლისმღვრე­ლი ბრძო­ლაა.

გა­სულ კვი­რას უდი­დე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხო­ფე­რია დაგ­ვე­ღუ­პა, მერე 5 ქარ­თვე­ლი და­ე­ცა ბახ­მუტ­თან, ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ვუ­სამ­ძიმ­რებ მათ ოჯა­ხებს. მე მეს­მის ამ ბი­ჭე­ბის, თუ რა­ტომ მი­დი­ან და იბ­რძვი­ან სხვის მი­წა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. არა­ვი­თა­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ვის რა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, ყვე­ლა მებ­რძო­ლი სიკ­ვდილს ყო­ველ­დღი­უ­რად თვა­ლებ­ში უყუ­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ისი­ნი "კა­დი­რო­ვე­ლე­ბის" ჩა­საფ­რე­ბას ემსხვერ­პლნენ, ამას­წი­ნათ ახ­მედ ზა­კა­ევს ვე­ლა­პა­რა­კე და მან ასე­თი რამ თქვა, - ესე­ნი ჩეჩ­ნე­ბი კი არა, ტუ­რე­ბი არი­ან, რომ­ლე­ბიც რე­ჟიმს ემ­სა­ხუ­რე­ბი­ა­ნო... ამ­გვა­რი ტუ­რე­ბი იბ­რძოდ­ნენ აფხა­ზეთ­შიც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. კი­დევ ერთხელ ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ და­ღუ­პუ­ლე­ბის გამო, ეს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია.

დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა რე­სურ­სე­ბი ექ­ნე­ბათ მხა­რე­ებს გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის და­წყე­ბის წინ. უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის ძა­ლებ­ში რომ მო­რა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ­სე­ბი­თად არ შე­იც­ვლე­ბა, ფაქ­ტია. ქვე­ყა­ნას სამ­ხედ­რო რე­სურ­სიც აქვს. ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი პრობ­ლე­მა მა­ინც ენერ­გე­ტი­კუ­ლი კრი­ზი­სია, რაც გარ­კვე­ულ­წი­ლად მებ­რძო­ლე­ბი­სა თუ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­რა­ლურ მდგრა­დო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რა­დაც ქმნის პრობ­ლე­მებს ფრონ­ტის ხაზ­ზე.

რუ­სე­თიც ცდი­ლობს სამ­ხედ­რო რე­ზერ­ვე­ბის შევ­სე­ბას, ირა­ნი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად შე­დის ია­რა­ღი. მო­რა­ლუ­რად რუ­სე­თის არ­მი­ა­ში უმ­ძი­მე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ომში იძუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს, მთა­ვა­რი მა­ინც ის არის, რაც გე­ნე­რა­ლი­ტეტ­ში ხდე­ბა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სპეც­სამ­სა­ხუ­რებს და­უქ­ვემ­დე­ბა­რეს. გარ­და ამი­სა, გე­ნე­რა­ლი­ტე­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ის ვი­თა­რე­ბა, რაც ე.წ. კერ­ძო არ­მი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ხდე­ბა. გარ­და იმი­სა, რომ პრი­გო­ჟინს ჰყავს "ვაგ­ნე­რი", რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტის ბრძა­ნე­ბით უკვე ავი­ა­ცი­აც გა­დას­ცეს, და­ი­წყო სხვა კერ­ძო არ­მი­ე­ბის შექ­მნაც. მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან 2 მდი­დარ სო­მეხს - სარ­ქი­სი­ან­სა და კა­რა­პე­ტი­ანს და­ა­ვა­ლეს ახა­ლი კერ­ძო არ­მი­ის შექ­მნა.უკვე არა­ერ­თი სხვაც ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს. ეს არ­მი­ე­ბი ნო­მი­ნა­ლუ­რად გე­ნე­რა­ლი­ტეტს კი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად სა­კუ­თარ დამ­ფუძ­ნებ­ლებს ემორ­ჩი­ლე­ბი­ან. ეს ქმნის ქა­ოსს სამ­ხედ­რო სტრუქ­ტუ­რებ­ში. რუ­სეთ­ში სხვაც ბევ­რი პრობ­ლე­მაა. მა­გა­ლი­თად, ეკო­ნო­მი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ძა­ლი­ან მძიმ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სე­თის პრო­ვინ­ცი­ებ­ში. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მა კი მა­ინც ის არის, რომ ხდე­ბა აშ­კა­რად დის­ტან­ცი­რე­ბა ცენ­ტრსა და ავ­ტო­ნო­მი­ურ-რე­გი­ო­ნულ წარ­მო­ნაქ­მნებს შორის. ამ თვალ­საზ­რი­სით ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ი­სა და თათ­რე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის მოს­კოვ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რაც ცოტა ხან­ში კი­დევ უფრო სკან­და­ლუ­რი გახ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მო­რა­ლურ დო­ნე­ზე რუ­სე­თის დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია და­წყე­ბუ­ლია.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში პო­ზი­ტი­უ­რი ის არის, რომ პუ­ტინ­მა და მედ­ვე­დევ­მა შე­წყვი­ტეს ატო­მუ­რი რი­ტო­რი­კა, რაც, ჩემი აზ­რით, ჩი­ნე­თის მმარ­თველ სი ძინ­პი­ნის გან­ცხა­დე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. მან პირ­და­პირ მო­უ­წო­და მოს­კოვს, ამა­ზე ლა­პა­რა­კი უნდა შე­წყდე­სო. რას მო­ეს­წრო რუ­სე­თი, რომ ჩი­ნე­თი უფ­რო­სად ჰყავს! არ ვიცი, რო­გორ პა­ტი­ობს ამ ყვე­ლა­ფერს რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა პუ­ტინს, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ა­ჩა­ნა­გა. წა­ი­კი­თხეთ სტა­ტია სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
0

უკრაინაში დღეში ასობით კაცი კვდება და ყატარში ისე მიდის საფეხბურთო ფორუმი,თითქოს არაფერი ხდებოდეს. რა დროს ბურთი და ფეირვერკებია, შუა ევროპაში გაგანია ომი და სისხლისღვრაა.

dato
1

გაუმარჯოს თავისუფლებისათვის მებრძოლ უშიშარ და უანგარო ვაჟკაცებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე

"მესმის ქართველი ბიჭების, თუ რატომ იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს" - ექსპერტი რუსეთ-უკრაინის ომზე

უკრაინაში კვლავ უმძიმესი ვითარებაა, ომის დასრულების კონტურები ჯერ არ ჩანს. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- პროგნოზის გაკეთება ჯერ შეუძლებელია. ზამთრის გამო ინტენსიური ბრძოლები ვერ მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქი ბახმუტია, რომლის გარშემოც სისხლისმღვრელი ბრძოლაა.

გასულ კვირას უდიდესი ტრაგედია მოხდა. ჯერ 27 წლის ბიჭი, ჯაბა ხოფერია დაგვეღუპა, მერე 5 ქართველი დაეცა ბახმუტთან, ძალიან სამწუხაროა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. მე მესმის ამ ბიჭების, თუ რატომ მიდიან და იბრძვიან სხვის მიწაზე საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, ყველა მებრძოლი სიკვდილს ყოველდღიურად თვალებში უყურებს. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ისინი "კადიროველების" ჩასაფრებას ემსხვერპლნენ, ამასწინათ ახმედ ზაკაევს ველაპარაკე და მან ასეთი რამ თქვა, - ესენი ჩეჩნები კი არა, ტურები არიან, რომლებიც რეჟიმს ემსახურებიანო... ამგვარი ტურები იბრძოდნენ აფხაზეთშიც ჩვენს წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ძალიან ვწუხვარ დაღუპულების გამო, ეს საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.

დიდი მნიშვნელობა აქვს, რა რესურსები ექნებათ მხარეებს გადამწყვეტი ბრძოლის დაწყების წინ. უკრაინის თავდაცვის ძალებში რომ მორალური მდგომარეობა არსებითად არ შეიცვლება, ფაქტია. ქვეყანას სამხედრო რესურსიც აქვს. ამ ეტაპზე უკრაინისთვის ყველაზე დიდი პრობლემა მაინც ენერგეტიკული კრიზისია, რაც გარკვეულწილად მებრძოლებისა თუ მოქალაქეების მორალურ მდგრადობაზეც აისახება და ტექნოლოგიურადაც ქმნის პრობლემებს ფრონტის ხაზზე.

რუსეთიც ცდილობს სამხედრო რეზერვების შევსებას, ირანიდან ინტენსიურად შედის იარაღი. მორალურად რუსეთის არმიაში უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ომში იძულებით წაიყვანეს, მთავარი მაინც ის არის, რაც გენერალიტეტში ხდება, რომელიც, ფაქტობრივად, სპეცსამსახურებს დაუქვემდებარეს. გარდა ამისა, გენერალიტეტისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც ე.წ. კერძო არმიებთან დაკავშირებით ხდება. გარდა იმისა, რომ პრიგოჟინს ჰყავს "ვაგნერი", რომელსაც პრეზიდენტის ბრძანებით უკვე ავიაციაც გადასცეს, დაიწყო სხვა კერძო არმიების შექმნაც. მაგალითად, ახლახან 2 მდიდარ სომეხს - სარქისიანსა და კარაპეტიანს დაავალეს ახალი კერძო არმიის შექმნა.უკვე არაერთი სხვაც ფუნქციონირებს. ეს არმიები ნომინალურად გენერალიტეტს კი ექვემდებარებიან, მაგრამ რეალურად საკუთარ დამფუძნებლებს ემორჩილებიან. ეს ქმნის ქაოსს სამხედრო სტრუქტურებში. რუსეთში სხვაც ბევრი პრობლემაა. მაგალითად, ეკონომიკური ვითარება ძალიან მძიმდება, განსაკუთრებით რუსეთის პროვინციებში. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი მაინც ის არის, რომ ხდება აშკარად დისტანცირება ცენტრსა და ავტონომიურ-რეგიონულ წარმონაქმნებს შორის. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ჩრდილოეთ კავკასიისა და თათრეთის რესპუბლიკების მოსკოვთან ურთიერთობა, რაც ცოტა ხანში კიდევ უფრო სკანდალური გახდება. შეიძლება ითქვას, მორალურ დონეზე რუსეთის დეცენტრალიზაცია დაწყებულია.

ამ ვითარებაში პოზიტიური ის არის, რომ პუტინმა და მედვედევმა შეწყვიტეს ატომური რიტორიკა, რაც, ჩემი აზრით, ჩინეთის მმართველ სი ძინპინის განცხადებამ განაპირობა. მან პირდაპირ მოუწოდა მოსკოვს, ამაზე ლაპარაკი უნდა შეწყდესო. რას მოესწრო რუსეთი, რომ ჩინეთი უფროსად ჰყავს! არ ვიცი, როგორ პატიობს ამ ყველაფერს რუსული პოლიტიკური ელიტა პუტინს, რომელმაც ქვეყანა, ფაქტობრივად, გააჩანაგა. წაიკითხეთ სტატია სრულად