"რუსეთის ფედერაციამ ბოლო პერიოდში ძალიან გააქტიურა დანაშაულებრივი ქმედებები ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამჯერად სოხუმში ჩავიდა რუსეთის ფედერაციის სუბიექტის, თათრეთის პრეზიდენტი. ეს ვიზიტი ცხადყოფს რუსეთის დიდ ინტერესს აფხაზეთზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად", - ამის შესახებ პარტია "ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობის მხრიდან საჭიროა მეტი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით.
"თათრეთის პრეზიდენტის რუსტამ მინიხანოვის სოხუმში ჩასვლა და მისი შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან თანამშრომლობის და ურთიერთობების გააქტიურების მიზნით, ნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაცია ინტენსიურად აგრძელებს მოქმედებებს აფხაზეთის ანექსიისთვის და ტოტალური კონტროლის დასამყარებლად, რასაც ამჯერად ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების გზით ცდილობს. საქართველოს მთავრობამ მაქსიმალური ყურადღება უნდა გამოიჩინოს რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი აქტიურობა საერთაშორისო არენაზე და ჩვენს პარტნიორებთან.
დიდი ხანია მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ შემუშავდეს სტრატეგია და სპეციალური ღონისძიებები, იმ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც ახორციელებს რუსეთი ბოლო პერიოდში. ეს არის ინტენსიური ეკონომიკური კავშირების დამყარების და აფხაზეთის ეკონომიკური "მხარდაჭერის“ გეგმა, რომლის მიზანიც, რეალურად რუსეთის მიერ, რაც შეიძლება მეტი ქართული მიწის მიტაცება და აფხაზეთის საბოლოო ანექსიაა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.
დავითაია მიშას რომ აპრავებდა ვითომ საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობით, ახსოვდა დევნილები? წყნეთელი დევნილები რომ დავუდეწით გვერდით ხუთი ათასი კაცი, არც მიგვიღო ელემენტარული წყლის პრობლემების მოგვარებისთვის სათხოვნელად რომ მივედით, მაშინ გადართული იყო ნაცებთან თანამშრომლობით და უცხოეთში სახლების ყიდვით.
დავითაიას თანამდებობაზე ყოფნისას ახსოვდა აფხაზეთი და დევნილები? გადასული იყო ფულის შოვნაზე, ბაბუამისმა კი ცნობილი ამბავია გულრიფშის კოლმეურნეობის თავმჯდომარეობისას მიწები გაყიდა სომხებზე და მოხდა მათი მასიურად ჩასახლება აფხაზეთში.