პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა
პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა

სამ­ხრეთ კო­რე­ამ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად მო­ი­პო­ვა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ბოლო წუ­თებ­ზე პორ­ტუ­გა­ლი­ას მო­გე­ბა გა­მოგ­ლი­ჯა. მე­ო­რე მხრივ, კო­რე­ე­ლებს გა­ნას მარ­ცხი სჭირ­დე­ბო­დათ და ასეც მოხ­და - აფ­რი­კულ­მა ნაკ­რებ­მა ურუგ­ვა­ის­თან 2:0 წა­ა­გო. გა­ტა­ნილ გო­ლებს შო­რის სხვა­ო­ბის წყა­ლო­ბით, სამ­ხრეთ კო­რე­ამ ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლია.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მათ გა­დამ­წყვეტ შეხ­ვედ­რა­ში მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის გა­რე­შე ითა­მა­შეს, რად­გან გა­ნას­თან შეხ­ვედ­რა­ში პა­უ­ლუ ბენ­ტუმ მსაჯ ენ­ტო­ნი ტე­ი­ლორ­თან სკან­და­ლი მო­ა­წყო და მო­ედ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს.

მე უბ­რა­ლო კაცი ვარ და სტრე­სულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, შე­საძ­ლოა, არას­წო­რი რე­ა­გი­რე­ბა გა­მო­ვავ­ლი­ნო. მაგ­რამ ამ ჯენტლმე­ნებს ინ­გლი­სი­დან საღი აზრი აკ­ლი­ათ. მატ­ჩის დროს მე არ მო­მე­წო­ნა მსა­ჯე­ბის არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბა. ჩვენ შეგ­ვეძ­ლო მო­გე­ბა და ოც­ნე­ბის­კენ კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა, მაგ­რამ მსა­ჯებ­მა ძვირ­ფა­სი შან­სი წაგ­ვარ­თვეს - გა­ნა­ცხა­და მწვრთნელ­მა.

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან მატ­ჩი კო­რე­ის მწვრთნე­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პი­რა­დი და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო. პა­უ­ლუ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლია, მე­ტიც ერ­ნან­დუ სან­ტუ­შამ­დე ის იყო პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, თუმ­ცა შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გე­ბით ვერ გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ფეხ­ბურ­თე­ლის ამ­პლუ­ა­ში ვარ­სკვლა­ვი ვერ გახ­და. "ბენ­ფი­კა­შიც“ თა­მა­შობ­და და "სპორ­ტინ­გშიც“, თუმ­ცა მა­ღალ დო­ნე­ზე ასას­ვლე­ლად რა­ღაც აკ­ლდა, ალ­ბათ ხა­სი­ა­თი. თა­ვად ბენ­ტუ თვლის, რომ მო­თა­მა­შის კა­რი­ე­რის დროს მას აკ­ლდა დის­ციპ­ლი­ნა და გამ­ბე­და­ო­ბა.

33 წლის ასაკ­ში "სირ­ბი­ლი მო­ბეზ­რდა", 2002 წელს სამ­წვრთნე­ლო კურ­სებ­ზე ჩა­ე­წე­რა

  • "წარ­მა­ტე­ბა რა­ღაც სე­რი­ო­ზულს მო­ი­თხოვს. არას­დროს მქონ­და სურ­ვი­ლი, რომ რამე შე­მე­წი­რა უკე­თე­სი კა­რი­ე­რის­თვის. ზუს­ტად ამან არ მომ­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბო­ლომ­დე გავ­ხსნი­ლი­ყა­ვი. ამა­ში მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ. სულ მინ­დო­და კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში ყოფ­ნა და დიდი ფუ­ლის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ახლა მწვრთნე­ლი ვარ და მუდ­მი­ვად ვცდი­ლობ სხვა­დას­ხვა გა­მოწ­ვე­ვებ­ში ვსინ­ჯო თავი. ამას რაც შე­იძ­ლე­ბა ხში­რად ვა­კე­თებ. ჩემი ახა­ლი გზის ნა­წი­ლია“, - აღი­ა­რა პა­უ­ლუმ Record-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

2004 სა­ბო­ლო­ოდ და­ას­რუ­ლა ფეხ­ბურ­თე­ლის კა­რი­ე­რა და მწვრთნე­ლო­ბა და­ი­წყო. "სპორ­ტინ­გმა“ ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დი ჩა­ა­ბა­რა, მკაც­რი მო­თხოვ­ნით - პირ­ვე­ლი­ვე სე­ზონ­ში ახალ­გაზ­რდუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ტი­ტუ­ლი მო­ე­გოთ. ბენ­ტუმ და­ვა­ლე­ბა მარ­ტი­ვად შე­ას­რუ­ლა და გუნდს დიდი სხვა­ო­ბით გა­ა­მარ­ჯვე­ბი­ნა. გაკ­ვირ­ვე­ბულ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ახალ­გაზ­რდა სპე­ცი­ა­ლისტს ძი­რი­თა­დი შე­მად­გენ­ლო­ბა ანდო.

მა­შინ პა­უ­ლუ 35 წლის იყო. Record-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბენ­ტუმ არამ­ხო­ლოდ "სპორ­ტინ­გი“ გა­ა­ო­ცა, არა­მედ ევ­რო­პის ტოპ-კლუ­ბე­ბი, მათ შო­რის - "მან­ჩეს­ტერ იუ­ნა­ი­ტე­დი“. ინ­გლი­სე­ლე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ელს ალექს ფერ­გი­უსო­ნის ერთ-ერთ ასის­ტენ­ტად მო­ი­აზ­რებ­დნენ. პა­უ­ლუმ ბევ­რი იყოყ­მა­ნა, თუმ­ცა კე­ის­რის იდე­ას მი­ემ­ხრო - აირ­ჩია "სო­ფელ­ში“ ყო­ფი­ლი­ყო პირ­ვე­ლი, ვიდ­რე ქა­ლაქ­ში - მე­ო­რე.

"სპორ­ტინ­გში“ მან არა­ერ­თი ტა­ლან­ტი აღ­მო­ა­ჩი­ნა: ჟოაუ მო­უ­ტი­ნი­ო­დან და­წყე­ბუ­ლი ნა­ნით დას­რუ­ლე­ბუ­ლი. ნა­ნიმ სა­ერ­თო­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ "იუ­ნა­ი­ტედ­ში“ გა­დას­ვლა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი ბენ­ტუს მი­უ­ძღო­და.

პა­უ­ლუ - სის­ტე­მუ­რი მწვრთნე­ლია, რო­მე­ლიც მზად არის ვარ­სკვლა­ვი გუნ­დის გამო გა­წი­როს. ის გა­მო­ნაკ­ლისს არც ერთი ფეხ­ბურ­თე­ლის გამო არ უშ­ვებ­და. სუ­პერ­ვარ­სკვლა­ვე­ბით მა­შინ "სპორ­ტინ­გი“ არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და, ამი­ტომ მწვრთნელს გუნ­დზე სრუ­ლი კონ­ტრო­ლი ჰქონ­და დამ­ყა­რე­ბუ­ლი. 2009 წელს კი ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­შა­ლა, მაგ­რამ მწვრთნე­ლი აცხა­დებს, რომ სწო­რედ იმ მო­მენ­ტმა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა მისი პი­როვ­ნე­ბა.

ამ თე­ატ­რში მე პა­ტა­რა მსა­ხი­ო­ბი ვარ, მაგ­რამ გუ­შინ თავი კარ­გად არ ვიგ­რძე­ნი. მივ­ხვდი, რომ მშობ­ლი­უ­რი კლუ­ბი­დან უნდა წა­ვი­დე. ჩემი პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან არ სჯე­რო­დათ. რო­გორც კი გავ­ხდი მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, იმ დღი­დან ვფიქ­რობ­დი წას­ვლა­ზე. ეს ციკ­ლი 4 წე­ლი­წადს გაგ­რძელ­და. ვფიქ­რობ, კარ­გი იყო. "სპორ­ტინ­გი“ და­მეხ­მა­რა, რომ სა­კუ­თა­რი ნი­ჭის მერ­წმუ­ნა - თქვა პა­უ­ლუმ კლუ­ბი­დან წას­ვლის დროს.

ნაკ­რებ­ში 2010 წელს მოხ­ვდა მა­შინ, როცა გუნ­დი ნა­წი­ლე­ბად იშ­ლე­ბო­და: მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლოთ მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი კვიპ­რო­სის­გან 4 გოლი გა­ეშ­ვათ და შემ­დეგ დეპ­რე­სი­ულ ნორ­ვე­გი­ას­თან წა­ე­გოთ, თა­ნაც მა­შინ ჰა­ლან­დიც არ ჰყავ­დათ - ის ჯერ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და.

პრობ­ლე­მე­ბი კარ­ლუშ კე­ი­რუ­შის წას­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო. 2010 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის შეკ­რე­ბა­ზე კე­ი­რუშ­მა ან­ტი­დო­პინ­გურ სამ­სა­ხურ­თან იჩხუ­ბა და ერთი თვით გა­ა­ძე­ვეს. აგ­ვის­ტო­ში გა­ნა­ჩე­ნი ნა­ხე­ვა­რი წლით გა­ა­ხან­გრძლი­ვეს, სექ­ტემ­ბერ­ში კი სა­ერ­თოდ, ნაკ­რე­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

შემ­ცვლელს დიდ­ხანს ეძებ­დნენ, ჟოზე მო­უ­რი­ნი­ოს "შე­ტყუ­ე­ბაც" სცა­დეს, თუმ­ცა "გან­სა­კუთ­რე­ბულს“ "რე­ა­ლი­დან“ წას­ვლა არ სურ­და და სწო­რედ მან ურ­ჩია ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გა ნაკ­რებს.

2 კვი­რა­ში ბენ­ტუ უკვე პორ­ტუ­გა­ლი­ის მა­ი­სუ­რით პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე თავს იწო­ნებ­და.

"მო­უ­რი­ნიო ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მე ყო­ველ­თვის მისი მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი. ჟოზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია, დი­დე­ბუ­ლი მწვრთნე­ლი, ჩემ­პი­ო­ნად და­ბა­დე­ბუ­ლი. მინ­და, პორ­ტუ­გა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი ახალ მწვერ­ვა­ლებ­ზე ავიყ­ვა­ნო“, - ემო­ცი­ებს ვერ მა­ლავ­და ნაკ­რე­ბის ახა­ლი მწვრთნე­ლი.

მწვრთნე­ლის შეც­ვლამ შე­დე­გე­ბი ნამ­დვი­ლად გა­ა­უმ­ჯო­ბე­სა. პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი "ევრო 2012"-ზე მოხ­ვდნენ. თუმ­ცა ფეხ­ბურ­თე­ლებს პა­უ­ლუ არ მოს­წონ­დათ. ღიად აკ­რი­ტი­კებ­დნენ და კონ­ფლიქტსაც არ ერი­დე­ბოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, 2011 წელს ბენ­ტუმ მცვე­ლი, რი­კარ­დუ კარ­ვა­ლიო ნაკ­რე­ბი­დან გა­ა­ძე­ვა.

"ცენ­ზუ­რა რომ და­ვიც­ვა, ბენ­ტუ უბ­რა­ლოდ და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი კა­ცია. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ომში მი­დი­ან არა სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის, არა­მედ მხო­ლოდ ფუ­ლის გამო. ბენ­ტუ - ზუს­ტად ეს შემ­თხვე­ვაა. აი, მა­გა­ლი­თად, მე ნაკ­რებ­ში ფუ­ლის გამო არ ვთა­მა­შობ. ჩემი შეც­დო­მა ისაა, რომ შეკ­რე­ბა ისე დავ­ტო­ვე, არა­ვის არა­ფე­რი ვუ­თხა­რი. მე­გო­ნა მწვრთნე­ლე­ბი მენ­დო­ბოდ­ნენ, მაგ­რამ ასე არ ყო­ფი­ლა“, - ამ­ბობ­და კარ­ვა­ლიო.

კარ­ვა­ლი­ოს გარ­და, ბენ­ტუმ ნაკ­რებ­ში არც ჟოზე ბო­სინგვა გა­მო­ი­ძა­ხა.

"ამ ფეხ­ბურ­თე­ლებს არა­ვი­თა­რი გა­მარ­თლე­ბა აქვთ. ისი­ნი "ევრო 2012"-ს სახ­ლში უყუ­რე­ბენ. ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას მე ვა­კომ­პლექ­ტებ. ყვე­ლა ადა­მი­ან­მა პა­სუ­ხი უნდა აგოს თა­ვის შეც­დო­მებ­ზე. კარ­ვა­ლიო და ბო­სინგვა - გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი ვერ იქ­ნე­ბი­ან“, - მკაც­რად უპა­სუ­ხა მწვრთნელ­მა ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის არ­წაყ­ვა­ნის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბულ კი­თხვას.

2012 წლის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, რო­ნალ­დუს მა­გი­ით, პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლებ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე მი­აღ­წი­ეს. თუმ­ცა და­ძა­ბუ­ლო­ბა არ მი­ნელ­და - ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი "თავ­ხე­დობ­დნენ". მწვრთნე­ლი კი მთა­ვარ მე­ამ­ბო­ხე­ებს ნაკ­რე­ბი­დან აძე­ვებ­და.

2014 წლის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზეც არა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. გუნ­დი ტო­ტა­ლუ­რად ჩა­ვარ­და.

პირ­ველ მატჩში გერ­მა­ნი­ამ 4 გოლი გა­უ­ტა­ნა, ამე­რი­კას­თან ფრე ითა­მა­შეს და გაშ­ვე­ბუ­ლი გო­ლე­ბის სხვა­ო­ბის გამო, ფლეი-ოფში გერ­მა­ნია-აშშ გა­ვი­და, პორ­ტუ­გა­ლია კი სახ­ლში დაბ­რუნ­და. პა­უ­ლომ კი თა­ვის სტილ­ში, პირ­და­პირ აღი­ა­რა, რომ გუნ­დი უბ­რა­ლოდ არ იმ­სა­ხუ­რებ­და ჯგუ­ფი­დან გას­ვლას.

A Bola-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მწვრთნელს არ უჯე­რებ­დნენ და მის მი­თი­თე­ბებს ხში­რად აიგ­ნო­რებ­დნენ. ერთ-ერთი კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუ იყო, რო­მელ­მაც "ევრო 2016"-ის შე­სარ­ჩე­ვის დროს, ალ­ბა­ნეთ­თან მარ­ცხის შემ­დეგ, ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის ბოსს მწვრთნე­ლის გაგ­დე­ბა მოს­თხო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით რო­ნიმ ყვე­ლა­ფე­რი უარ­ყო.

"არ­სე­ბობს სა­ფეხ­ბურ­თო ციკ­ლე­ბი. ბენ­ტუს ციკ­ლი ჩვენ­თვის სამ­წუ­ხა­როდ დას­რულ­და. სა­ჭი­რო იყო სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი. ჩვენ მწვრთნე­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. მეც მათ შო­რის, სხვა და­ნარ­ჩე­ნი ჭო­რია“, - გა­ნა­ცხა­და რო­ნალ­დუმ.

2016 წელს "კრუ­ი­ზე­რო“ ჩა­ი­ბა­რა, რო­მე­ლიც მა­შინ ბრა­ზი­ლი­ის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო კლუ­ბი იყო. თუმ­ცა ბენ­ტუს პე­რი­ოდ­ში მე-19 ად­გილ­ზე ჩა­მოქ­ვე­ით­და, და­ნიშ­ვნი­დან 2.5 თვე­ში კი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. იმა­ვე წლის აგ­ვის­ტო­ში პა­უ­ლუ ბერ­ძნულ "ოლიმ­პი­ა­კოს­ში“ გა­და­ვი­და და კვლავ ცუ­დად და­ას­რუ­ლა.

ევ­რო­პის შემ­დეგ იყო ჩი­ნე­თი. "ჩუნ­ცინ ლი­ანცსინ­მა“ პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი მი­იწ­ვია, მაგ­რამ არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი შე­დე­გე­ბის გამო, თით­ქმის ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში და­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

  • აჟა­მად პა­უ­ლო სამ­ხრეთ კო­რე­ის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლია და საკ­მა­ოდ ბედ­ნი­ე­რიც არის. ის უკვე 4 წე­ლი­წა­დია, რაც ნაკ­რებს ავარ­ჯი­შებს.

"ეს მატ­ჩი არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნის­გან. მაგ­რამ რა­ღა­ცე­ბი მა­ინც სხვა­ნა­ი­რად არის. ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით მი­ჭირს. ჩემ­თვის ეს თა­მა­ში ემო­ცი­უ­რი ატ­რაქ­ცი­ო­ნი იქ­ნე­ბა. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში წა­ვა­გებ - მო­ე­დან­ზე თუ მის მიღ­მა. რო­გორ არ უნდა ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რო სა­კუ­თარ ნაკ­რებს? (გუ­ლის­ხმობს პორ­ტუ­გა­ლი­ის ნაკ­რებს).

მე და­ვი­ბა­დე პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლად. მოვ­კვდე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლად. ამას ვერ შევ­ცვლი“, - თქვა პა­უ­ლუ ბენ­ტუმ სამ­ხრეთ კო­რე­ი­სა და პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩამ­დე.

პორ­ტუ­გა­ლი­ი­დან უარ­ყო­ფილ­მა მწვრთნელ­მა, გუ­შინ ის­ტო­რია და­წე­რა. მისი თა­მა­შის ფი­ლო­სო­ფი­ამ და სის­ტე­მამ სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თლა და სამ­ხრეთ კო­რე­ის ნაკ­რე­ბი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის 1/8 ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­იყ­ვა­ნა.

  • ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა

პორტუგალიელი ფეხბურთელებისგან უარყოფილი მწვრთნელის "ტკბილი შურისძიება" - პაულუ ბენტუს ახდენილი ოცნება სამხრეთ კორეასთან ერთად და გზა, რომელმაც მწვრთნელს დიდება მოუტანა

სამხრეთ კორეამ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის საგზური სასწაულებრივად მოიპოვა. ფაქტობრივად, ბოლო წუთებზე პორტუგალიას მოგება გამოგლიჯა. მეორე მხრივ, კორეელებს განას მარცხი სჭირდებოდათ და ასეც მოხდა - აფრიკულმა ნაკრებმა ურუგვაისთან 2:0 წააგო. გატანილ გოლებს შორის სხვაობის წყალობით, სამხრეთ კორეამ ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია.

  • აღსანიშნავია, რომ მათ გადამწყვეტ შეხვედრაში მთავარი მწვრთნელის გარეშე ითამაშეს, რადგან განასთან შეხვედრაში პაულუ ბენტუმ მსაჯ ენტონი ტეილორთან სკანდალი მოაწყო და მოედნიდან გააძევეს.

მე უბრალო კაცი ვარ და სტრესულ სიტუაციებში, შესაძლოა, არასწორი რეაგირება გამოვავლინო. მაგრამ ამ ჯენტლმენებს ინგლისიდან საღი აზრი აკლიათ. მატჩის დროს მე არ მომეწონა მსაჯების არათანმიმდევრულობა. ჩვენ შეგვეძლო მოგება და ოცნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მსაჯებმა ძვირფასი შანსი წაგვართვეს - განაცხადა მწვრთნელმა.

პორტუგალიასთან მატჩი კორეის მწვრთნელისთვის მნიშვნელოვანი პირადი დაპირისპირებაც იყო. პაულუ პორტუგალიელია, მეტიც ერნანდუ სანტუშამდე ის იყო პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, თუმცა შთამბეჭდავი შედეგებით ვერ გამოირჩეოდა.

ფეხბურთელის ამპლუაში ვარსკვლავი ვერ გახდა. "ბენფიკაშიც“ თამაშობდა და "სპორტინგშიც“, თუმცა მაღალ დონეზე ასასვლელად რაღაც აკლდა, ალბათ ხასიათი. თავად ბენტუ თვლის, რომ მოთამაშის კარიერის დროს მას აკლდა დისციპლინა და გამბედაობა.

33 წლის ასაკში "სირბილი მობეზრდა", 2002 წელს სამწვრთნელო კურსებზე ჩაეწერა

  • "წარმატება რაღაც სერიოზულს მოითხოვს. არასდროს მქონდა სურვილი, რომ რამე შემეწირა უკეთესი კარიერისთვის. ზუსტად ამან არ მომცა საშუალება, რომ ბოლომდე გავხსნილიყავი. ამაში მხოლოდ საკუთარ თავს ვადანაშაულებ. სულ მინდოდა კომფორტის ზონაში ყოფნა და დიდი ფულის გამომუშავება. ახლა მწვრთნელი ვარ და მუდმივად ვცდილობ სხვადასხვა გამოწვევებში ვსინჯო თავი. ამას რაც შეიძლება ხშირად ვაკეთებ. ჩემი ახალი გზის ნაწილია“, - აღიარა პაულუმ Record-თან ინტერვიუში.

2004 საბოლოოდ დაასრულა ფეხბურთელის კარიერა და მწვრთნელობა დაიწყო. "სპორტინგმა“ ახალგაზრდული გუნდი ჩააბარა, მკაცრი მოთხოვნით - პირველივე სეზონში ახალგაზრდული ჩემპიონატის ტიტული მოეგოთ. ბენტუმ დავალება მარტივად შეასრულა და გუნდს დიდი სხვაობით გაამარჯვებინა. გაკვირვებულმა ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა სპეციალისტს ძირითადი შემადგენლობა ანდო.

მაშინ პაულუ 35 წლის იყო. Record-ის ინფორმაციით, ბენტუმ არამხოლოდ "სპორტინგი“ გააოცა, არამედ ევროპის ტოპ-კლუბები, მათ შორის - "მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისელები პორტუგალიელს ალექს ფერგიუსონის ერთ-ერთ ასისტენტად მოიაზრებდნენ. პაულუმ ბევრი იყოყმანა, თუმცა კეისრის იდეას მიემხრო - აირჩია "სოფელში“ ყოფილიყო პირველი, ვიდრე ქალაქში - მეორე.

"სპორტინგში“ მან არაერთი ტალანტი აღმოაჩინა: ჟოაუ მოუტინიოდან დაწყებული ნანით დასრულებული. ნანიმ საერთოდაც განაცხადა, რომ "იუნაიტედში“ გადასვლაში ყველაზე დიდი წვლილი ბენტუს მიუძღოდა.

პაულუ - სისტემური მწვრთნელია, რომელიც მზად არის ვარსკვლავი გუნდის გამო გაწიროს. ის გამონაკლისს არც ერთი ფეხბურთელის გამო არ უშვებდა. სუპერვარსკვლავებით მაშინ "სპორტინგი“ არ გამოირჩეოდა, ამიტომ მწვრთნელს გუნდზე სრული კონტროლი ჰქონდა დამყარებული. 2009 წელს კი ყველაფერი ჩაიშალა, მაგრამ მწვრთნელი აცხადებს, რომ სწორედ იმ მომენტმა რადიკალურად შეცვალა მისი პიროვნება.

ამ თეატრში მე პატარა მსახიობი ვარ, მაგრამ გუშინ თავი კარგად არ ვიგრძენი. მივხვდი, რომ მშობლიური კლუბიდან უნდა წავიდე. ჩემი პირველივე დღიდან არ სჯეროდათ. როგორც კი გავხდი მთავარი მწვრთნელი, იმ დღიდან ვფიქრობდი წასვლაზე. ეს ციკლი 4 წელიწადს გაგრძელდა. ვფიქრობ, კარგი იყო. "სპორტინგი“ დამეხმარა, რომ საკუთარი ნიჭის მერწმუნა - თქვა პაულუმ კლუბიდან წასვლის დროს.

ნაკრებში 2010 წელს მოხვდა მაშინ, როცა გუნდი ნაწილებად იშლებოდა: მარტივად შეეძლოთ მოკრძალებული კვიპროსისგან 4 გოლი გაეშვათ და შემდეგ დეპრესიულ ნორვეგიასთან წაეგოთ, თანაც მაშინ ჰალანდიც არ ჰყავდათ - ის ჯერ სკოლაში სწავლობდა.

პრობლემები კარლუშ კეირუშის წასვლის შემდეგ დაიწყო. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შეკრებაზე კეირუშმა ანტიდოპინგურ სამსახურთან იჩხუბა და ერთი თვით გააძევეს. აგვისტოში განაჩენი ნახევარი წლით გაახანგრძლივეს, სექტემბერში კი საერთოდ, ნაკრებიდან გაათავისუფლეს.

შემცვლელს დიდხანს ეძებდნენ, ჟოზე მოურინიოს "შეტყუებაც" სცადეს, თუმცა "განსაკუთრებულს“ "რეალიდან“ წასვლა არ სურდა და სწორედ მან ურჩია ახალგაზრდა კოლეგა ნაკრებს.

2 კვირაში ბენტუ უკვე პორტუგალიის მაისურით პრესკონფერენციაზე თავს იწონებდა.

"მოურინიო ძალიან დამეხმარა. მე ყოველთვის მისი მადლიერი ვიქნები. ჟოზე განსაკუთრებული ადამიანია, დიდებული მწვრთნელი, ჩემპიონად დაბადებული. მინდა, პორტუგალიის ეროვნული ნაკრები ახალ მწვერვალებზე ავიყვანო“, - ემოციებს ვერ მალავდა ნაკრების ახალი მწვრთნელი.

მწვრთნელის შეცვლამ შედეგები ნამდვილად გააუმჯობესა. პორტუგალიელები "ევრო 2012"-ზე მოხვდნენ. თუმცა ფეხბურთელებს პაულუ არ მოსწონდათ. ღიად აკრიტიკებდნენ და კონფლიქტსაც არ ერიდებოდნენ. მაგალითად, 2011 წელს ბენტუმ მცველი, რიკარდუ კარვალიო ნაკრებიდან გააძევა.

"ცენზურა რომ დავიცვა, ბენტუ უბრალოდ დაქირავებული კაცია. ასეთი ადამიანები ომში მიდიან არა სამშობლოს სიყვარულის, არამედ მხოლოდ ფულის გამო. ბენტუ - ზუსტად ეს შემთხვევაა. აი, მაგალითად, მე ნაკრებში ფულის გამო არ ვთამაშობ. ჩემი შეცდომა ისაა, რომ შეკრება ისე დავტოვე, არავის არაფერი ვუთხარი. მეგონა მწვრთნელები მენდობოდნენ, მაგრამ ასე არ ყოფილა“, - ამბობდა კარვალიო.

კარვალიოს გარდა, ბენტუმ ნაკრებში არც ჟოზე ბოსინგვა გამოიძახა.

"ამ ფეხბურთელებს არავითარი გამართლება აქვთ. ისინი "ევრო 2012"-ს სახლში უყურებენ. ნაკრების შემადგენლობას მე ვაკომპლექტებ. ყველა ადამიანმა პასუხი უნდა აგოს თავის შეცდომებზე. კარვალიო და ბოსინგვა - გამონაკლისები ვერ იქნებიან“, - მკაცრად უპასუხა მწვრთნელმა ფეხბურთელების არწაყვანის საკითხთან დაკავშირებულ კითხვას.

2012 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რონალდუს მაგიით, პორტუგალიელებმა ნახევარფინალამდე მიაღწიეს. თუმცა დაძაბულობა არ მინელდა - ფეხბურთელები "თავხედობდნენ". მწვრთნელი კი მთავარ მეამბოხეებს ნაკრებიდან აძევებდა.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც არაფერი შეიცვალა. გუნდი ტოტალურად ჩავარდა.

პირველ მატჩში გერმანიამ 4 გოლი გაუტანა, ამერიკასთან ფრე ითამაშეს და გაშვებული გოლების სხვაობის გამო, ფლეი-ოფში გერმანია-აშშ გავიდა, პორტუგალია კი სახლში დაბრუნდა. პაულომ კი თავის სტილში, პირდაპირ აღიარა, რომ გუნდი უბრალოდ არ იმსახურებდა ჯგუფიდან გასვლას.

A Bola-ს ინფორმაციით, ფეხბურთელები მწვრთნელს არ უჯერებდნენ და მის მითითებებს ხშირად აიგნორებდნენ. ერთ-ერთი კრიშტიანუ რონალდუ იყო, რომელმაც "ევრო 2016"-ის შესარჩევის დროს, ალბანეთთან მარცხის შემდეგ, ფეხბურთის ფედერაციის ბოსს მწვრთნელის გაგდება მოსთხოვა. მოგვიანებით რონიმ ყველაფერი უარყო.

"არსებობს საფეხბურთო ციკლები. ბენტუს ციკლი ჩვენთვის სამწუხაროდ დასრულდა. საჭირო იყო სერიოზული ცვლილებები. ჩვენ მწვრთნელის წინააღმდეგ არაფერი გაგვიკეთებია. მეც მათ შორის, სხვა დანარჩენი ჭორია“, - განაცხადა რონალდუმ.

2016 წელს "კრუიზერო“ ჩაიბარა, რომელიც მაშინ ბრაზილიის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი იყო. თუმცა ბენტუს პერიოდში მე-19 ადგილზე ჩამოქვეითდა, დანიშვნიდან 2.5 თვეში კი პორტუგალიელი გაათავისუფლეს. იმავე წლის აგვისტოში პაულუ ბერძნულ "ოლიმპიაკოსში“ გადავიდა და კვლავ ცუდად დაასრულა.

ევროპის შემდეგ იყო ჩინეთი. "ჩუნცინ ლიანცსინმა“ პორტუგალიელი მიიწვია, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო, თითქმის ნახევარ წელიწადში დაათავისუფლეს.

  • აჟამად პაულო სამხრეთ კორეის ნაკრების მთავარი მწვრთნელია და საკმაოდ ბედნიერიც არის. ის უკვე 4 წელიწადია, რაც ნაკრებს ავარჯიშებს.

"ეს მატჩი არაფრით განსხვავდება დანარჩენისგან. მაგრამ რაღაცები მაინც სხვანაირად არის. ემოციური თვალსაზრისით მიჭირს. ჩემთვის ეს თამაში ემოციური ატრაქციონი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში წავაგებ - მოედანზე თუ მის მიღმა. როგორ არ უნდა ვუგულშემატკივრო საკუთარ ნაკრებს? (გულისხმობს პორტუგალიის ნაკრებს).

მე დავიბადე პორტუგალიელად. მოვკვდები პორტუგალიელად. ამას ვერ შევცვლი“, - თქვა პაულუ ბენტუმ სამხრეთ კორეისა და პორტუგალიის მატჩამდე.

პორტუგალიიდან უარყოფილმა მწვრთნელმა, გუშინ ისტორია დაწერა. მისი თამაშის ფილოსოფიამ და სისტემამ საბოლოოდ გაამართლა და სამხრეთ კორეის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალურ ეტაპზე გაიყვანა.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე