სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაათვალიერეთ საახალწლოდ მორთული გარემო ჭავჭავაძეზე
დაათვალიერეთ საახალწლოდ მორთული გარემო ჭავჭავაძეზე

ზამ­თარს ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­თვის მო­აქვს რა­ღაც­ნა­ი­რი სევ­და და მეც მათ შო­რის ვარ. არ მიყ­ვარს სი­ცი­ვე და ნაც­რის­ფერ ღრუბ­ლებ­ში და­მა­ლუ­ლი მზე, მაგ­რამ ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად საყ­ვა­რელ სე­ზონ­საც კი აქვს თა­ვი­სი და­დე­ბი­თი მხა­რე… და ეს წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბაა!

ალ­ბათ არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვი­საც გული არ უჩ­ქროლ­დე­ბა სა­ა­ხალ­წლოდ მორ­თულ ქუ­ჩებ­ში სე­ირ­ნო­ბი­სას, ვი­საც არ ჰგვრის ბედ­ნი­ე­რე­ბის გან­ცდას გა­ყი­ნულ თი­თებს შო­რის მოქ­ცე­უ­ლი ცხე­ლი გლინტვა­ი­ნის ჭიქა, ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე, ოქ­როს­ფრად ან­თე­ბუ­ლი მა­ღა­ზი­ე­ბის ვიტ­რი­ნებ­თან ჩავ­ლა… თქვე­ნი არ ვიცი, მაგ­რამ მე პი­რა­დად წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა უფრო მიყ­ვარს, ვიდ­რე თა­ვად ახა­ლი წელი. და თუ თქვენ­ზეც ჩემ­სა­ვით მა­გი­უ­რად მოქ­მე­დებს ეს ყვე­ლა­ფე­რი, ეს ბლო­გი თქვენ­თვი­საა!

თუ გსურთ შე­იგ­რძნოთ წი­ნა­სა­ა­ხალ­წლო გან­წყო­ბა, სა­ღა­მოს ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე გა­ი­სე­ირ­ნეთ. ოქ­როს­ფრად აელ­ვა­რე­ბუ­ლი „ბიბ­ლუ­სი“ თქვენს ყუ­რა­დღე­ბას შო­რი­დან­ვე მი­იქ­ცევს.

ჯა­დოს­ნუ­რად მორ­თუ­ლი “ბიბ­ლუ­სის“ და­ნახ­ვი­სას, ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი და შეს­ვლა გა­დავ­წყვი­ტე. უფრო სწო­რად, ფე­ხებ­მა თა­ვი­სით წა­მიყ­ვა­ნა ციმ­ცი­მა ნა­თუ­რე­ბით აფეთ­ქე­ბუ­ლი, ჩემი საყ­ვა­რე­ლი წიგ­ნის მა­ღა­ზი­ის­კენ.

შე­სას­ვლელ­ში, კაფე „პი­ა­ტოს“ ღია სივ­რცე­ში შევ­დგი თუ არა ფეხი, ვიტ­რი­ნი­დან ნამ­დვი­ლი ახა­ლი წელი და­ვი­ნა­ხე, რო­მე­ლიც „ბიბ­ლუს­მა“ შიდა სივ­რცე­ში მო­ა­წყო. მე­ქა­ნი­კუ­რად ჩავ­რთე მო­ბი­ლუ­რის კა­მე­რა, რად­გან ამ ზღაპ­რუ­ლი გა­რე­მოს თქვენ­თვის გა­ზი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა.

„ბიბ­ლუს­ში“ შეს­ვლის­თა­ნა­ვე ნაძ­ვის ხე­ე­ბი­სა და ზღაპ­რუ­ლი გმი­რე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბით.

აქ შეხ­ვდე­ბით ყვე­ლა ზო­მის და ფე­რის მაკ­ნა­ტუ­ნას, რომ­ლის გა­რე­შეც ალ­ბათ რთუ­ლია წარ­მო­იდ­გი­ნო შობა. მაკ­ნა­ტუ­ნა შო­ბის სიმ­ბო­ლოა, ყვე­ლას გვახ­სე­ნებს ბავ­შვო­ბას და უსაყ­ვარ­ლეს მულ­ტფილ­მს, რო­მელ­საც სა­ა­ხალ­წლო დღე­ებ­ში ვუ­ყუ­რებ­დით.

მგო­ნი, სან­ტა კლა­უ­სე­ბის და თოვ­ლის პა­პე­ბის ყვე­ლა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი „ბიბ­ლუს­შია“. თუ თქვენც ჩემ­სა­ვით გიყ­ვართ სა­შო­ბაო სო­ფე­ლი, ჩათ­ვა­ლეთ, რომ დრო­ში და­ი­კარ­გე­ბით და მო­მენ­ტა­ლუ­რად, მთე­ლი შეგ­რძნე­ბით „ლაპ­ლან­დი­ა­ში“ აღ­მოჩ­ნდე­ბით.

ვინც აპი­რებთ სახ­ლში პა­ტა­რა სა­შო­ბაო სოფ­ლის მო­წყო­ბას, აქ ყვე­ლა­ფერს იპო­ვით: და­თოვ­ლი­ლი ხის ღო­ბე­ე­ბი, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი პა­ტა­რა სახ­ლე­ბი, ნაძ­ვის ხე­ე­ბი, ფი­გუ­რე­ბი, ან­გე­ლო­ზე­ბი, მა­ტა­რე­ბე­ლი…

ასე­ვე, სა­ა­ხალ­წლო დე­კო­რა­ცი­ე­ბის ზღვა არ­ჩე­ვა­ნი. სან­თლე­ბი, სა­სან­თლე­ე­ბი, ფა­ი­ფუ­რის და კე­რა­მი­კის ფი­გუ­რე­ბი – აქ მარ­თლაც ყვე­ლა­ფე­რია!

უსაყ­ვარ­ლე­სი გნო­მე­ბი – ყვე­ლა ზო­მის, ყვე­ლა ფორ­მის.

აქვე, შე­გიძ­ლია „პი­ა­ტოს“ მყუდ­რო სივ­რცე­ში დაჯ­დე, აიღო უგემ­რი­ე­ლე­სი ყავა, გა­და­შა­ლო წიგ­ნი და მთე­ლი არ­სე­ბით შე­იგ­რძნო სა­დღე­სას­წა­უ­ლო მა­გი­ის ენერ­გე­ტი­კა.

სამ­ფე­ნი­ან უგემ­რი­ე­ლეს მო­კას ნა­ღე­ბით ცოტა რამ თუ შე­ედ­რე­ბა.

ჭიქა ნა­ხევ­რა­დტ­კბი­ლი რქა­წი­თე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნი იქ­ნე­ბა…

აქვე, მშვი­დად და აუჩ­ქა­რებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ შე­ი­ძი­ნოთ სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბიც, ნაძ­ვის ხის სა­თა­მა­შო­ე­ბიც… სხვა­თა შო­რის, სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბის წი­ნას­წარ ყიდ­ვა ძა­ლი­ან გო­ნივ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა! ბოლო დღე­ებ­ში თავს აა­რი­დებთ უსაშ­ვე­ლო რი­გებს სა­ლა­რო­ებ­თან, სა­ცო­ბებს და იდე­ა­ლუ­რი სა­ჩუქ­რე­ბის ძებ­ნის­გან გა­მოწ­ვე­ულ სტრესს.

ლა­მა­ზი ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა ვი­საც გიყ­ვართ, „პი­ა­ტოს“ ღია სივ­რცე ამის­თვის იდე­ა­ლუ­რია. გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია ნა­თუ­რე­ბით გა­კაშ­კა­შე­ბუ­ლი ჭერი, აუ­ცი­ლებ­ლად მო­აქ­ცი­ეთ ის თქვე­ნი კა­მე­რის ობი­ექ­ტივ­ში!

ჭავ­ჭა­ვა­ძის „ბიბ­ლუ­სი­დან“ ემო­ცი­ით სავ­სე გა­მო­ვე­დი. ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუქ­რე­ბიც შე­ვი­ძი­ნე.

და თქვენ რას აპი­რებთ?

წყა­რო: თეას ბლო­გი

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მაშა
5

თბილისი მარტო ჭავჭავაძის პროსპექტია?

ბედნიერი ერი
4

თქვენ ამ (გარემოს) მომსახურების და შიდა ფასები დაწერედ,კითხვა არ მოგინდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

დაათვალიერეთ საახალწლოდ მორთული გარემო ჭავჭავაძეზე

დაათვალიერეთ საახალწლოდ მორთული გარემო ჭავჭავაძეზე

ზამთარს ბევრი ადამიანისთვის მოაქვს რაღაცნაირი სევდა და მეც მათ შორის ვარ. არ მიყვარს სიცივე და ნაცრისფერ ღრუბლებში დამალული მზე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელ სეზონსაც კი აქვს თავისი დადებითი მხარე… და ეს წინასაახალწლო განწყობაა!

ალბათ არ არსებობს ადამიანი, ვისაც გული არ უჩქროლდება საახალწლოდ მორთულ ქუჩებში სეირნობისას, ვისაც არ ჰგვრის ბედნიერების განცდას გაყინულ თითებს შორის მოქცეული ცხელი გლინტვაინის ჭიქა, ლამაზად მორთული ნაძვის ხე, ოქროსფრად ანთებული მაღაზიების ვიტრინებთან ჩავლა… თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად წინასაახალწლო განწყობა უფრო მიყვარს, ვიდრე თავად ახალი წელი. და თუ თქვენზეც ჩემსავით მაგიურად მოქმედებს ეს ყველაფერი, ეს ბლოგი თქვენთვისაა!

თუ გსურთ შეიგრძნოთ წინასაახალწლო განწყობა, საღამოს ჭავჭავაძეზე გაისეირნეთ. ოქროსფრად აელვარებული „ბიბლუსი“ თქვენს ყურადღებას შორიდანვე მიიქცევს.

ჯადოსნურად მორთული “ბიბლუსის“ დანახვისას, ცდუნებას ვერ გავუძელი და შესვლა გადავწყვიტე. უფრო სწორად, ფეხებმა თავისით წამიყვანა ციმციმა ნათურებით აფეთქებული, ჩემი საყვარელი წიგნის მაღაზიისკენ.

შესასვლელში, კაფე „პიატოს“ ღია სივრცეში შევდგი თუ არა ფეხი, ვიტრინიდან ნამდვილი ახალი წელი დავინახე, რომელიც „ბიბლუსმა“ შიდა სივრცეში მოაწყო. მექანიკურად ჩავრთე მობილურის კამერა, რადგან ამ ზღაპრული გარემოს თქვენთვის გაზიარების სურვილი გამიჩნდა.

„ბიბლუსში“ შესვლისთანავე ნაძვის ხეებისა და ზღაპრული გმირების გარემოცვაში აღმოჩნდებით.

აქ შეხვდებით ყველა ზომის და ფერის მაკნატუნას, რომლის გარეშეც ალბათ რთულია წარმოიდგინო შობა. მაკნატუნა შობის სიმბოლოა, ყველას გვახსენებს ბავშვობას და უსაყვარლეს მულტფილმს, რომელსაც საახალწლო დღეებში ვუყურებდით.

მგონი, სანტა კლაუსების და თოვლის პაპების ყველაზე გრანდიოზული არჩევანი „ბიბლუსშია“. თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ საშობაო სოფელი, ჩათვალეთ, რომ დროში დაიკარგებით და მომენტალურად, მთელი შეგრძნებით „ლაპლანდიაში“ აღმოჩნდებით.

ვინც აპირებთ სახლში პატარა საშობაო სოფლის მოწყობას, აქ ყველაფერს იპოვით: დათოვლილი ხის ღობეები, სხვადასხვანაირი პატარა სახლები, ნაძვის ხეები, ფიგურები, ანგელოზები, მატარებელი…

ასევე, საახალწლო დეკორაციების ზღვა არჩევანი. სანთლები, სასანთლეები, ფაიფურის და კერამიკის ფიგურები – აქ მართლაც ყველაფერია!

უსაყვარლესი გნომები – ყველა ზომის, ყველა ფორმის.

აქვე, შეგიძლია „პიატოს“ მყუდრო სივრცეში დაჯდე, აიღო უგემრიელესი ყავა, გადაშალო წიგნი და მთელი არსებით შეიგრძნო სადღესასწაულო მაგიის ენერგეტიკა.

სამფენიან უგემრიელეს მოკას ნაღებით ცოტა რამ თუ შეედრება.

ჭიქა ნახევრადტკბილი რქაწითელიც შესანიშნავი არჩევანი იქნება…

აქვე, მშვიდად და აუჩქარებლად შეგიძლიათ შეიძინოთ საახალწლო საჩუქრებიც, ნაძვის ხის სათამაშოებიც… სხვათა შორის, საახალწლო საჩუქრების წინასწარ ყიდვა ძალიან გონივრული გადაწყვეტილებაა! ბოლო დღეებში თავს აარიდებთ უსაშველო რიგებს სალაროებთან, საცობებს და იდეალური საჩუქრების ძებნისგან გამოწვეულ სტრესს.

ლამაზი ფოტოების გადაღება ვისაც გიყვართ, „პიატოს“ ღია სივრცე ამისთვის იდეალურია. განსაკუთრებით ლამაზია ნათურებით გაკაშკაშებული ჭერი, აუცილებლად მოაქციეთ ის თქვენი კამერის ობიექტივში!

ჭავჭავაძის „ბიბლუსიდან“ ემოციით სავსე გამოვედი. ჩემი ოჯახის წევრებისთვის საახალწლო საჩუქრებიც შევიძინე.

და თქვენ რას აპირებთ?

წყარო: თეას ბლოგი